ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
SOS! SOS! SOS!
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე!
თავად ღვთისმშობელმა, ვისი სახელიც ჩვენს პატარა ქართველ ტანჯულ გოგონას ჰქვია, ჩვენ მოგვანდო გადაწყვეტილების მიღება – დადგება თუ არა, პატარა მარიამისთვის ხვალინდელი დღე!
მშობლიურ ქვეყანაში, ექიმების შეცდომის გამო, ჩვენი ქართველი გოგონა, რომელსაც ღვთისმშობლის სახელი ჰქვია, ამჟამად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ბავშვი ძალიან იტანჯება, მაგრამ ის ებრძვის სიკვდილს და გამარჯვებაც ახლოსაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
დედ–მამამ პატარა გოგონას ღვთისმშობლის, წმინდა ქალწული მარიამის სახელი დაარქვეს! ისინი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ლოცულობდნენ და მტკიცედ სჯეროდათ, რომ წმინდა დედა ღვთისმშობელი დაეხმარებოდა და აუცილებლად გადაარჩენდა მათ შვილს!
მოსიყვარულე გულების ლოცვაზე უფრო ძლიერი, ამქვეყანად არაფერია და დიდება უფალს, თურქმა ექიმებმა საბრალო ბავშვის გადასარჩენად მზადყოფნა გამოთქვეს! პირველი სასწაული უკვე მოხდა: ჯანდაცვის სამინისტრომ უშუალოდ ოპერაციისთვის გამოყო თანხა. მაგრამ იმისთვის, რომ გოგონას ტანჯვა საბოლოოდ დასრულდეს, გამოკვლევების ჩატარება და კიდევ 7 300 დოლარი არის საჭირო!
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ღვთისმშობელი დალოცავს ყველას, ვინც მარიამს ხელს გაუმართავს. რადგან მის მშობლებს, რომლებიც დღედაღამ ლოცულობენ, ფული საერთოდ არ აქვთ! მშობიარობამ კი, ძალიან რთულად ჩაიარა!
გოგონას თავის ტვინში სისხლჩაქცევები ჰქონდა, რამაც ჰიდროცეფალიის განვითარება გამოიწვია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, სამ წლამდე, გოგონას სიარული და ლაპარაკი შეეძლო, ძალიან კომუნიკაბელური და სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო.
სამი წელი რომ შეუსრულდა, საქართველოში ოპერაცია ჩაუტარდა, დაბადებისას მიღებული ტრავმებით გამოწვეული შესაძლო გართულებები რომ აეცილებინათ თავიდან.
გოგონას დედას უხაროდა: ეგონა, სულ მალე, მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იქნებოდა. საბრალო მშბლები, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სწორედ ეს ოპერაცია აღმოჩნდებოდა საბედისწერო… მას შემდეგ, ბავშვი ნელი სიკვდილით კვდება! საშინელებაა!
მაკა, დედა (40 წლის): ოპერაციიდან ცოტა ხნის შემდეგ, ჩემმა გოგონამ ლაპარაკი შეწყვიტა. სიარულიც ვეღარ შეძლო. მეტიც, ხელ–ფეხის მოძრაობაც კი შეწყვიტა.
ფაქტობრივად, ბავშვი სრულიად პარალიზებული აღმოჩნდა და მისი მდგომარეობა უარესდებოდა დღითი დღე.
2018 წელს, როდესაც მარიამს კიდევ ერთი ოპერაციისთვის ამზადებდნენ, საბრალო დედას, გულში იმედი კვლავ ჩაესახა. მაგრამ, ბედის ირონიით, ისევ ღრმა მწუხარებამ შეცვალა მისი სიხარული. ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, გოგონას მძიმე ეპილეფსიური შეტევები დაეწყო. მას შემდეგ, ექიმები სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ მის მკურნალობას, მაგრამ უკეთესობის ნაცვლად, მხოლოდ უარესდებოდა მარიამის მდგომარეობა.
რამდენიმე დღის წინ, გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. მაგრამ, ღვთისმშობელმა კვლავ მოახდინა ნამდვილი სასწაული: მარიამი სიცოცხლეს დაუბრუნდა. ახლა, მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში თავის ტვინზე ოპერაციის გაკეთება. გარდა ამისა, ოპერაცია ფეხებზე.
შეხედეთ, კიდურები როგორ აქვს მოკრუნჩხული. ყოველივე ამას, ჯოჯოხეთური ტკივილები ემატება. უკვე 15 წელია, გოგონა მუდმივად იტანჯება. 15 წელია, ამ საწოლს არის მიჯაჭვული. ბევრი ადამიანი, ასეთ არაამქვეყნიურ ტანჯვას 15 დღეც ვერ გაუძლებდა. მარიამს კი, სიცოცხლე იმდენად სწყურია, რომ მზადაა, გაუსაძლის ტკივილსაც მტკიცედ გაუძლოს. მაგრამ ამჟამად, სამწუხაროდ, ძალა გამოელია.
მარიამის თვალებში მხოლოდ ერთი რამ იკითხება: „ვკვდები… 15 წელი გელოდით, მაგრამ ვერავინ დამეხმარა.“
მარიამი სულ რაღაც 18 წლისაა, სწორედ ისეთ ასაკშია, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ნათელ და ტკბილ დროდ ითვლება. ეს არის ასაკი, როდესაც სიხარულით, თავგადასავლებით, მომავალზე ოცნებით სავსეა დღეები. სკოლის დამთავრება, სტუდენტობა, სწრაფვა ცხოვრების მთავარი მიზნებისკენ… მაგრამ, მარიამს გვერდი აუარა ამ ყველაფერმა. ისევე, როგორც ბავშვობამ და ყოველგვარმა სიხარულმა, რაც უნდა ჰქონოდა.
როდესაც მე, ფონდის კორესპონდენტი, მარიამს სურათებს ვუღებდი, ობიექტივში ერთი წამით სნეული ადამიანის თვალები კი არა, გოგონას თვალები დავინახე – იმ გოგონასი, რომელიც ლამაზი კაბის ჩაცმაზე, ლამაზი ვარცხნილობის გაკეთებაზე, ოჯახის შექმნაზე, დედობაზე ოცნებობდა. დიახ, მის თვალებში ნათლად დავინახე ერთი რამ: მარიამს უბრალოდ უნდოდა, ჩვეულებრივი გოგონა ყოფილიყო. ნუთუ, ძალიან ბევრს ითხოვდა?..
ოპერაცია, რომელიც მარიამს თურქეთში უნდა ჩაუტარდეს, საქართველოში ფიზიკურად არ კეთდება. აქედან გამომდინარე, ქირურგიულ ჩარევას სახელმწიფო აფინანსებს.
მაგრამ, ასეთ რთულ ოპერაციას შესაბამისი სრულფასოვანი გამოკვლევებისა და ანალიზების გარეშე, ვინ ჩაატარებს? რომლის საერთო ღირებულებაც, 7300 დოლარს შეადგენს.
ამ თანხის გადახდა კი, სრულიად შეუძლებელია უკიდურესად შეჭირვებული ოჯახისთვის.
კეთილო და გულისხმიერო ადამიანებო, მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. დღეს, მარიამის სიცოცხლე დამოკიდებულია 7300 დოლარზე. ეს არცთუ ისეთი დიდი თანხაა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვერ შევაგროვოთ.
გახსოვდეთ, თქვენი ყოველი ზარი დიდი წვლილია საბრალო გოგონას გადარჩენაში, რომელსაც ღვთისმშობლის სახელი ჰქვია. დედა ღვთისა კი, წყალობითა და მადლით, აუცილებლად კალთას გადააფარებს თქვენს შვილებს. მხოლოდ ჭეშმარიტად კეთილშობილ და გულკეთილ დედებს შეუძლიათ, „სხვის შვილის“ გადარჩენაში დახმარება.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, ჭრელიშვილის ჩიხი, ბინა 7.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: სარგატიანების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3272.78₾დარჩა:
0₾