ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მე ძალიან ავად ვარ! შეხედე ჩემს ფეხებს, დეიდა?! ასეთი დავიბადე… მაგრამ ჩემი განკურნება შესაძლებელია! უბრალოდ, ძალიან ღარიბები ვართ!“ ნიკოლოზს სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევები თურქეთში, რის შემდეგაც საუკეთესო ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ დააყენონ ბიჭი ფეხზე. დაეხმარეთ ნიკოლოზს, რომ ყავარჯნების გარეშე გაიაროს. დღეს ნიკოლოზი თითოეული ჩვენგანის შვილია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ნიკოლოზი, 11 წლის: „ექვსი წლის ვიყავი, როცა პირველად გავედი გარეთ ყავარჯნებით. ძალიან მინდოდა სხვა ბავშვებთან თამაში! და უცებ, ჩემდა გულის დასაწყვეტად, ბინძურ გუბეში ჩავვარდი. მთლიანად ტალახიანი და საშინლად ფეხნატკენი ბავშვებს ჯერ ვთხოვდი, შემდეგ კი ვემუდარებოდი, რომ ადგომაში დახმარებოდნენ. უნდა გენახათ, როგორ გადაიხარხარეს! და რაღაც ჩემთვის გაუგებარი სიხარულით მიყურებდნენ, როგორ ვეგდე უმწეოდ ტალახში!..

„რომ გენახა, როგორ იცინოდნენ ჩემი ყოფილი მეგობრები! და არავინ გამომიწოდა დახმარების ხელი! ამ დროს კი მე საშინელი ტკივილისგან ვყვიროდი! ფეხები უფრო მეტად ამომიბრუნდა! ნუთუ, დედაჩემის გარდა, ყველა ადამიანი ასეთი ბოროტია?!“ – გულუბრყვილოდ, თუმცა სერიოზულად მკითხა 11 წლის ნიკოლოზმა.
„ისინი ყველანი იცინოდნენ, შემდეგ კი წავიდნენ და მაწანწალა ძაღლივით გუბეში დამტოვეს! ტკივილი, რომელმაც მუხლი და ფეხი მოიცვა, აუტანელი იყო, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მკერდის ტკივილი დამამახსოვრდა! ალბათ, აქ არის გული (ბავშვმა მკერდზე ადგილი მარცხენა ხელთან ახლოს აჩვენა.) ყველაფერი დამავიწყდა ამ ქვეყანაზე. თითქოს ვიღაცამ ბლაგვი დანა ჩამარტყა სულში – ისე ძალიან მტკიოდა! მხოლოდ წყენა დამრჩა! თითქოს სისასტიკის შხამით დამჭრეს“.

ნიკოლოზი (11 წლის): „ნუ მიმატოვებთ სიღარიბეში, დეიდა! დედა და მამაც შეიბრალეთ! ზუსტად ვიცი, რომ ღამით ხშირად მწარედ ტირიან და შემდეგ ერთმანეთს ამშვიდებენ!

ოჯახში ორი შშმ პირია, რომელთაც მოვლა-პატრონობა სჭირდებათ!

შეხედეთ, რა სიმპათიურია, რა სუფთა თვალები აქვს!
ნიკოლოზის ტანჯვა არც ერთი წლის დაიწყო და არც ხუთი წლის წინ, არამედ მისი დაბადებისთანავე. ბედისწერამ ბავშვი ჯოჯოხეთური ტანჯვისთვის გასწირა. მაგრამ მხოლოდ სუსტები ეგუებიან ბედისწერის „განაჩენს“. ისინი კი, ვის გულშიც ღვთის რწმენაა, სიცოცხლისთვის იბრძვიან. ნიკოლოზის გული სავსეა ღვთის სიყვარულით და იმის რწმენით, რომ ერთ დღესაც ის ფეხზე დადგება.

ნიკოლოზის ფეხები იმდენად დეფორმირებულია, რომ ყავარჯნების გარეშე ერთი წამითაც კი ვერ დგება. ყავარჯნებით მას მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, რის შემდეგაც ეცემა. უბედურება ისაა, რომ სამეზობლოში თანატოლებისგან თანაგრძნობას კი არა, მხოლოდ დაცინვას იღებს.

„ნიკოლოზ, ახლა ბავშვები არ მეგობრობენ შენთან?“
ნიკოლოზი: „ჩემი კლასელები არ დამცინიან, მაგრამ სოფლის ბავშვები არ მეგობრობენ. ერთხელ ისიც მითხრეს: წადი სახლში და აღარ გამოხვიდე ქუჩაში“.

მას შემდეგ აღარ გავდივარ გარეთ! რა რთულია, როცა მარტოსული და დაუცველი ხარ!
მივმართავთ ამ ბავშვების მშობლებს: დარწმუნებულები ვართ, მიხვდით, კონკრეტულად ვის შვილებზეა საუბარი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ სახელებს არ ვასახელებთ, არის ის, რომ ნიკოლოზს შეეცოდა თქვენი შვილები და გვთხოვა, არ გაგვემხილა მათი სახელები. აი, ასეთი დიდსულოვანია ეს პატარა ბიჭი.

ეს ძაღლი ნიკოლოზის საუკეთესო მეგობარია. ზოგიერთი ადამიანისგან განსხვავებით, ამ ოთხფეხა არსებას გაცილებით დიდი და კეთილი გული აქვს. ის ყოველთვის ბიჭის გვერდითაა და როდესაც ნიკოლოზი ეცემა, ძაღლი საცოდავად ყმუის და დახმარებისთვის ხალხს უხმობს.

ქართველმა ექიმებმა უარი განაცხადეს ნიკოლოზის დახმარებაზე! მათ არც კი უშუამდგომლიათ არც ჩვენთან, არც ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ის თურქეთში თანამედროვე აპარატურის მეშვეობით გამოეკვლიათ! რა თქმა უნდა, მას განკურნავენ! მაგრამ ჯერ გამოკვლევებია საჭირო!

ყოველი შემდგომი დღე ამცირებს ნიკოლოზის ფეხზე დამოუკიდებლად დადგომის შანსს. სამწუხაროდ, ხელმოკლე ოჯახს არათუ თურქეთში კლინიკის, საკვების ფულიც კი არა აქვს.

ნიკოლოზის დედა, მაკა, 33 წლისაა. თავად პირველი ჯგუფის შშმ პირია. ქალი ჯოჯოხეთურ ტკივილებს განიცდის, მაგრამ იაფფასიან წამლებშიც კი არ ხარჯავს კაპიკს, რადგან ყოველ თეთრს შვილის გამოკვლევისთვის ინახავს. ალბათ, ათ წელიწადში ეს თანხა შეგროვდება… ეჰ…


ორი დასახიჩრებული ბედი – ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა, მეგობრებო! ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და საშინელ პირობებში ცხოვრობს. ეს სახლიც კი არ არის მათი საკუთრება. ახლა კი, მეგობრებო, ისეთ რამეს გიამბობთ, რის მოსმენაზეც ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ: სახელმწიფომ დედა-შვილს (ორივე პირველი ჯგუფის შშმ პირია) სოციალური დახმარება მოუხსნა. სამაგიეროდ, ჩინოვნიკების შვილები მაძღრები და ჯანმრთელები არიან.




მაკა, დედა (33 წლის): „ოთხ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. ფაქტობრივად, სახელმწიფომ მძიმედ დაავადებულ ბავშვს ლუკმაპური წაართვა. ნიკოლოზს პირველი ჯგუფის შშმ პირის შემწეობის სახით თვეში მხოლოდ 250 ლარი გამოუყვეს. ეს ფული მხოლოდ პურში გვყოფნის. ამის მიუხედავად, სიკეთეს ვუსურვებ მათ შვილებს, ვინც ჩვენთვის დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. დაე უფალმა დაიფაროს ისინი იმისგან, რასაც ჩემი საწყალი ბიჭი დაბადებიდან განიცდის“.

მაკა: „დღეს მე და ჩემი შვილი ცოცხლები ვართ არა სახელმწიფოს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩერნოვეცკის ფონდის წყალობით. პირველად მათ დაახლოებით სამი წლის წინ მივმართე და ფონდის მეგობრებმა იმდენი სითბო და სიყვარული გვაჩუქეს, რომ ახლაც კი, როცა ვიხსენებ, ვტირი. ძალიან მრცხვენია კიდევ დახმარების თხოვნა, მაგრამ გატანჯულ დედას სხვა გზა არ მაქვს. მუხლებზე დაჩოქილი გევედრებით: დამეხმარეთ, რომ ნიკოლოზმა თურქეთში გამოკვლევები ჩაიტაროს! საკუთარ თავზე არ ვწუწუნებ, მზად ვარ, მთელი ცხოვრება გავუძლო ამ ჯოჯოხეთს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მაიძულებთ, რომ ჩემი შვილის ტანჯვას ვუყურო“.

ღვთისმოშიშო ხალხო! ყველასგან განდევნილი დედა-შვილის ერთადერთი იმედი – თქვენ ხართ! ნიკოლოზს ჯერ კიდევ აქვს ფეხზე დადგომის შანსი, მაგრამ დრო ძალიან ცოტა დარჩა. ჩვენ უნდა მოვასწროთ! უნდა გადავარჩინოთ ღვთისმოყვარე ბიჭი! დღეს ნიკოლოზი თითოეული ჩვენგანის შვილია. მოდით, ერთად ვიბრძოლოთ მისი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯისთვის! ერთად ვაჩუქოთ მას მოპარული ბავშვობა და ღირსეული ცხოვრება. ნუ გეშინიათ, თავად წმინდა ღვთისმშობელი დაგვეხმარება ამ რთულ ბრძოლაში!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: კახეთი, სოფელი საქობო, გამარჯვების ქუჩა, სახლი №9.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ბიჭიაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
5119.90₾დარჩა:
0.07₾