„ცეცხლის ქვეშაც მოვქცეულვარ – ყუმბარები პირდაპირ ჩემ გვერდით ფეთქდებოდნენ; პატარა ქალიშვილიც დავმარხე და ჯანმრთელი ვაჟიც… არ მეგონა, ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებდი, არ მეგონა, რომ სათვალეების წებოვანი ლენტით დაწებებაც კი მომიწევდა… არ მეგონა, რომ საკუთარი ქალიშვილის ხმას ძლივს გავიგებდი; მაგრამ ჩივილი ცოდვაა, მე ხომ 97 წლის ვარ?! უკვე ძალიან დიდი ვარ! მაგრამ, შვილო, ასაკი მხოლოდ ციფრებია! მე მზვერავის გული მაქვს… ადამიანიც ყველაფერს ეჩვევა.“
მან საშინელი ცხოვრება გამოიარა: ომი, სისხლიანი არეულობა… ცოცხალი გადაურჩა ქმრის ცემას, დაკრძალა ორი შვილი… მისი ცხოვრების შესახებ საშინელი რომანი უკვე დაწერილია, მაგრამ უფალი, ძვირფასო მეგობრებო, საშუალებას გვაძლევს, რომ დასასრული თავად დავწეროთ.