ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუთუ ეს დიდებული ქალბატონი, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, განაწყენებული დაგვტოვებს?

„ცეცხლის ქვეშაც მოვქცეულვარ - ყუმბარები პირდაპირ ჩემ გვერდით ფეთქდებოდნენ; პატარა ქალიშვილიც დავმარხე და ჯანმრთელი ვაჟიც... არ მეგონა, ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებდი, არ მეგონა, რომ სათვალეების წებოვანი ლენტით დაწებებაც კი მომიწევდა... არ მეგონა, რომ საკუთარი ქალიშვილის ხმას ძლივს გავიგებდი; მაგრამ ჩივილი ცოდვაა, მე ხომ 97 წლის ვარ?! უკვე ძალიან დიდი ვარ! მაგრამ, შვილო, ასაკი მხოლოდ ციფრებია! მე მზვერავის გული მაქვს... ადამიანიც ყველაფერს ეჩვევა.“ მან საშინელი ცხოვრება გამოიარა: ომი, სისხლიანი არეულობა... ცოცხალი გადაურჩა ქმრის ცემას, დაკრძალა ორი შვილი... მისი ცხოვრების შესახებ საშინელი რომანი უკვე დაწერილია, მაგრამ უფალი, ძვირფასო მეგობრებო, საშუალებას გვაძლევს, რომ დასასრული თავად დავწეროთ.
1,733.99 ₾
132
დონორები
შეგროვებულია

  – ქალბატონო მარია,თუ შეიძლება, თქვენ შესახებ მოგვიყევით.

  მარია:მე თბილისში დავიბადე. ჩემს მშობლებს ბინა ქალაქის ცენტრში ჰქონდათ. ომი რომ დაიწყო, 18 წლის ვიყავი... მივხვდი, რომ სახლში ნამდვილად არ დავრჩებოდი. მე იქ, ფრონტზე, ჩემიანების გვერდით უნდა ვყოფილიყავი! მშობლებისგან მალულად მოხალისედ ჩავწერე. როდესაც უწყება მოვიდა, ისინი უბრალოდ გაოგნდნენ, მაგრამ ჩემი შეჩერება ვერ შეძლეს. მომზადების შემდეგ, 1943 წელს, ჩვენ ფრონტზე, ჩრდილოეთ კავკასიაში გაგვგზავნეს. მე №381 საზენიტო არტილერიის დანაყოფის მზვერავი ვიყავი, ბრძოლა კი I უკრაინულ ფრონტზე დავასრულე. იცით, უფალმა შემიწყალა, უვნებელი დავბრუნდი, არც ერთი ჭრილობა არ მქონია! მაგრამ სულიერი იარები არ შუშდება... ეს ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე.

  – გთხოვთ, თქვენი მოგონებები გაგვიზიაროთ.

  მარია:რა მოგონებები? ამ ყველაფრის გახსენება ძალიან მტკივნეულია... მტკივნეულია, როდესაც შენ გვერდით ადამიანები, შენი ამხანაგები იღუპებიან; ან ტკივილისგან, საშინელი ჭრილობებისგან იკრუნჩხებიან. მე თვითონ ვერ ვიჯერებ, რომ ეს გამოვიარეთ... არასდროს დამავიწყდება, ჩვენს ზემდეგს ჭურვმა ხელი როგორ მოაგლიჯა, ის კი ამ დროს პირდაპირ ჩემ გვერდით იდგა! სიკვდილი, ყველგან სიკვდილი... მთელი ქერჩის სრუტე სისხლისგან წითლად იყო შეღებილი. როგორც იქნა, გერმანელებმა უკან დაიხიეს, გაიქცნენ... გამარჯვების სიხარული შეუდარებელია!

და მერე რა მოხდა, ომის შემდეგ, ქალბატონო მარია?

  მარია:1944 წლის აპრილში თბილისში დავბრუნდი. გავთხოვდი, ქალიშვილი შემეძინა...

მინდოდა ისე მეცხოვრა, როგორც ყველას, კარგი დედა და ცოლი ვყოფილიყავი... მაგრამ ომმა თავი აქაც შეგვახსენა. ჩემი მეუღლე ჩვენი მეზობელი იყო, კარგი პიროვნება. ერთმანეთს დიდი ხანი ვიცნობდით; მაგრამ ჩემსავით ფრონტიდან დაბრუნებულმა, გადატანილს ვეღარ გაუძლო, სმა და ჩემზე ხელის აწევა დაიწყო. იმის გახსენებაც კი არ მინდა, რაც ჩვენს ოჯახში ხდებოდა... ჩემი პატარა გოგონა, სვეტა - ჩემი პატარა ყვავილი, ისეთი ლამაზი, როგორც დიდთვალება ფაიფურის თოჯინა, - ავადმყოფი დაიბადა. პოლიომიელიტი - მთლიანი ნერვული სისტემის დაზიანება, აუტანელი ტკივილი კიდურებში, ცხელება, პირღებინება, თავის ტკივილი. ეს სასიკვდილო განაჩენი იყო! ჩვენ ის დავკარგეთ... მაგრამ ჩემს გულში ის დღემდე ცოცხალია.

მას შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

  მარია:პირველი ოჯახი ჯერ კიდევ ჩემი გოგოს გარდაცვალებამდე დამენგრა, თუ ამას გულისხმობთ... 1954 წელს კი ჩემს სიყვარულს შევხვდი! იოსები საოცარი ადამიანი იყო, ტერფიდან თხემამდე ინტელიგენტი! წარმოშობით კრასნოდარიდან, ბანაკებ-გამოვლილი... ჯერ კიდევ ჩვენს შეხვედრამდე, ორჯერ იყო გადასახლებაში ნამყოფი. სტალინის შესახებ თამამი ლექსისთვის მას 13 წელი მიუსაჯეს, ხოლო ექვსთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, კიდევ 6 წელი - არასაიმედოობისთვის, სტალინის სიკვდილამდე. ის იქიდან დაბრუნდა, საიდაც არავინ დაბრუნებულა! კომის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან, სადაც წელიწადში დაახლოებით 200 დღე ყინვაა -  50 გრადუსამდე. ჯერ მიშა დაიბადა, შემდეგ პატარა ლენა... ერთად ბედნიერები ვიყავით. იმ დროის საზომით, ძალიან კარგად ვცხოვრობდით. მეუღლემ შესანიშნავი განათლება მიიღო და მალე, ორთაჭალაში, სურსათის მაღაზიის დირექტორად დაინიშნა. ჩემს შვილებს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდათ, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სამუდამო შეირყა და 1992 წელს ის ციროზისგან გარდაიცვალა, საშინელი ტანჯვით... მძიმე იყო, ძალიან მძიმე... 2002 წელს კი ჩემი ბიჭი, მიშა დავკარგე. ის მხოლოდ 45 წლის იყო! ჯანმრთელი, ახალგაზრდა კაცი ორმხრივ პნევმონიას შეეწირა. ის პეტერბურგში ცხოვრობდა, მე კი აქედან არ გამიშვეს. წარმოგიდგენიათ, მასთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვახერხე! ერთი შვილი-ღა დამრჩა, ჩემი ლენა, ჩემი თვალის სინათლე. ისიც მძიმედ იყო ავად და მრავალი ოპერაცია გადაიტანა. სწორედ მაშინ მოგვიწია ჩვენი ბინის გაყიდვა... უკვე 18 წელია, საცხოვრებელს ვქირაობთ და მხოლოდ სამი წლის წინ მოვახერხეთ, რომ სახელმწიფოს ბინის ქირა გადაეხადა, ისიც - ნაწილობრივ...

  – ახლა რა სახსრებით ცხოვრობთ?

მარია:პენსიით. ლენაც მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობს, ცოტაოდენი ფული მაინც რომ იშოვოს. ძალიან მებრალება! ყველა გადატანილი დაავადების შემდეგ, ფეხზე ძლივს დგას! მარტო წამლებს თვეში 200 ლარი სჭირდება, 100 ლარს კი ბინის ქირას ვიხდით, დამატებით. რაც რჩება, მოკრძალებულ კვებაზე ძლივს გვყოფნის...

  – ნათესავები არ გყავთ? დამხმარე საერთოდ არავინ არის?

  მარია:რუსეთშიძმისშვილები მყავს, რომლებიც დროდადრო გვირეკავენ და ამისთვისაც მადლობა. იცით, ახლა ყველას უჭირს. ყველა იმაზე ფიქრობს, თავისი ოჯახი როგორ გამოკვებოს. შვილიშვილიც მყავს, გათხოვილი, მას ორი ანგელოზი შვილი ჰყავს; მაგრამ ის და მისი მეუღლე უმუშევრები არიან და ისინიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მას ჩვენი დახმარება რითი შეუძლია?

– დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

მარია: ოჰ, ჩემმა გოგომ იმდენი წელი ტკეპნა სხვადასხვა უწყების ზღურბლი!.. სთხოვდა, მოითხოვდა, ევედრებოდა! ჩემი სამხედრო დამსახურებების შესახებ უყვებოდა... თავის დროზე, ჩემმა მეუღლემ, იოსებმა იმას მიაღწია, რომ ცენტრალური კომიტეტისგან ბინა მიიღო. მოსკოვში ჩავიდა, მისაღებში დაჯდა და შიმშილობა გამოაცხადა... მეც ხომ არ წავიდე სამინისტროში და შიმშილობა ხომ არ გამოაცხადო? მაგრამ საეჭვოა, ამან გაჭრას. სოციალურ დახმარებაზეც კი უარი გვითხრეს!

– ქალბატონო მარია, უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

მარია: რა თქმა უნდა! ამქვეყნად თითქმის ერთი საუკუნეა, ვცხოვრობ და ბევრი მინახავს... ადამიანი სხვადასხვანაირი არსებობს... კეთილიც, ბოროტიც, შურიანი არაკეთილმოსურნეც... მაგრამ არიან კეთილი ქრისტიანებიც, რომლებიც მოძმის დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან...

უფლის თუ გწამთ?

მარია: ხუმრობთ? ჩვენ, ასირიელები, პირველ ქრისტიანებად ვითვლებით! ეკლესიაში, რა თქმა უნდა, არ დავდივარ, სადღა შემიძლია?.. ძლივს მესმის, ძლივს ვხედავ, სახლში ძლივს გადავაადგილდები... თითქმის მთელი დღე, სახლში მარტო ვარ... ჩემმა გოგომ უნდა იმუშაოს; მაგრამ სხვათა შორის, მას ხელჩანთაში ხატები ყოველთვის დააქვს და ლოცულობს...

– მთელი დღე სახლში მარტო როგორ ხართ? თავს როგორ ართმევთ?

  მარია: ექვსი წლის წინ, სახლში, დავეცი და ნეკნები მოვიტეხე, დღემდე მტკივა. წელს, 17 აპრილს, ისევ დავეცი და თეძო მოვიტეხე. ოპერაციის გაკეთება მომიწია, მადლობა ღმერთს, უფასოდ. მაგრამ ოპერაციის შემდგომი პერიოდი ძვირი დაჯდა - 700 ლარი. კიდევ კარგი, ძლიერი ორგანიზმი მაქვს და როგორღაც გავუმკლავდი. გადაადგილება ჯოხით შემიძლია, მის გარეშე - ვერანაირად. ზოგჯერ, მეზობელი თუ შემოვა, რომ სადილი გამიცხელოს, თორემ სულ ცოტა ხნის წინ, გაზის გამორთვა დამავიწყდა - სუნს დიდი ხანია, ვერ ვგრძნობ... კინაღამ ავფეთქდით... კიდევ კარგი, ჩემმა გოგომ შესვენებაზე სახლში შემოირბინა...

   – ჩვენი ფონდის შესახებ საიდან იცით? რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ?

    მარია:თქვენ შესახებ შვილიშვილმა, ლოლამ შეიტყო. სოციალურ ქსელებში თქვენი პოსტი ნახა, თქვენს გვერდზე შემოვიდა... შემდეგ მოგვიყვა, რომ ასეთი ფონდი არსებობს, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარება; რომ შესაძლოა, თქვენ ჩემს თხოვნას გამოეხმაუროთ და ამ სიბერეში, შემეხიდოთ!

    –ამ წუთას ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

    მარია:ჩვენ ძალიან გვიჭირს. ფული წამლებისთვისაც კი არ გვყოფნის... ზოგჯერ, გული მტკივა, წნევა მიწევს. წამლები მჭირდება. ბევრი წამალი. ძალიან ცუდად მესმის. სმენის აპარატი ჩემთვის უბრალოდ აუცილებელია. მე ხომ სახლში მთელი დღე მარტო ვარ, ჩემი შვილი კი ნერვიულობს, ვერ მირეკავს, ვერც ტელეფონზე მელაპარაკება - არ მესმის!

  ქალბატონო მარია, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

მარია:არ მინდა, ამ ცხოვრებიდან ისე წავიდე, რომ ამ სამყაროსთან კავშირი დავკარგო - ყრუ და უსინათლო! მხედველობა ჯანდაბას, წებოვანი ლენტით დაწებებული სათვალე მაინც მაქვს, მაგრამ სმენა? მე და ჩემს ქალიშვილს მშვიდად საუბარიც კი არ შეგვიძლია. მას ყვირილი უწევს, რომ გავიგო... ჩემთვის კი, ახლა, მასთან ურთიერთობა ერთადერთი სიხარულია!  

ასევე, ვოცნებობ რომ თუნდაც პატარა, მაგრამ ჩვენი საკუთარი ოთახი გვქონდეს. ამ სიბერეში, ბინიდან ბინაში დავწანწალებ...  ჩვენი, საკუთარი, აღარაფერი დაგვრჩა...

– დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მკითხველები  თქვენს თხოვნას აუცილებლად შეისმენენ და დაგეხმარებიან!

მარია: თქვენი უკვე იმისთვის ვარ მადლობელი, რომ მოხვედით და მომისმინეთ... თუნდაც იმიტომ, რომ უბრალოდ დაინტერესდით, ყურადღება გამოიჩინეთ! ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა და მშვიდობიანი ცხოვრება მოგცეთ!

***

  მარია არზუმანოვა საკუთარ სიცოცხლეს ჩვენთვისაგდებდა საფრთხეში, მეგობრებო. ომის პერიოდი ჩვენ შეიძლება შორეულად გვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. სულ ახლახანს, სისხლი იღვრებოდა და ხალხი კვდებოდა... მარია ბებო ომიდან საღ-სალამათი დაბრუნდა, მაგრამ ახალ, აქ, ჩვენთან ძალიან ახლოს, ის მხედველობისა და სმენის დაკარგვისგან იტანჯება, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და მისი დახმარების ვედრებას არავინ ისმენს. ის სახელმწიფომ დაივიწყა? მაგრამ ჩვენ და თქვენ, მეგობრებო? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, რომ იმ ადამიანის გასაჭირი უგულვებელვყოთ, რომელმაც ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრებისა და მშვიდობიანი ზეცისთვის თავისი სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში?!

97 წლის მარია არზუმანოვას სმენის აპარატი და წამლები სჭირდება. მისი სიცოცხლის გამარტივება ჩვენ შეგვიძლია, რადგან მან ისედაც ბევრი ტანჯვა გამოიარა, მეგობრებო.  

  არზუმანოვების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: თბილისი, მოსკოვის პროსპექტი 43/3, ბ.18.

ან დაურეკეთ მარიას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელ.: 593 40 51 41.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მარია არზუმანოვა).

თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენისაიტისმეშვეობითაც.

თანხისჩარიცხვაასევეშესაძლებელიაNovaTechnology, TBCpay, ExpressPayტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება-მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენუკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,არზუმანოვების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: