რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, დამცირებულებსა და მშივრებს, ერთ ტახტზე სძინავთ ნესტიან და დანგრეულ სახლში! ნუთუ, ამ ანგელოზებიდან უნდა დაიღუპოს რომელიმე, რათა დანარჩენები გადარჩნენ!

calendar აპრილი 20, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ერთი წლის ანი სიცხისგან იწვის, დედას კი არ აქვს არც თერმომეტრი, არც მედიკამენტები, რათა შვილს როგორმე შეუმსუბუქოს ტანჯვა. ანის სიცხე აქვს, მაგრამ ვერ უზომავენ და არანაირი წამალი არ გააჩნიათ. ერთადერთი გამოსავალია, სასწრაფო გამოიძახონ ან დაელოდონ, როდის გაიღვიძებენ მეზობლები, სიცხის დამწევი რომ გამოართვან.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ამ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, დამცირებულებსა და მშივრებს, ერთ ტახტზე სძინავთ ნესტიან და დანგრეულ სახლში! ნუთუ, ამ ანგელოზებიდან უნდა დაიღუპოს რომელიმე, რათა დანარჩენები გადარჩნენ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ერთი წლის ანი სიცხისგან იწვის, დედას კი არ აქვს არც თერმომეტრი, არც მედიკამენტები, რათა შვილს როგორმე შეუმსუბუქოს ტანჯვა. 


ანის სიცხე აქვს, მაგრამ ვერ უზომავენ და არანაირი წამალი არ გააჩნიათ. ერთადერთი გამოსავალია, სასწრაფო გამოიძახონ ან დაელოდონ, როდის გაიღვიძებენ მეზობლები, სიცხის დამწევი რომ გამოართვან.

 ნია (6 წლის): ანის სიცხე აქვს, მე კი – მაღალი წნევა! ყოველთვის წნევა მაქვს, როდესაც მშია. თავი მტკივა ხოლმე და ცუდად ვხდები.

ნია ცუდად არის იმიტომ, რომ შია. მას კი ჰგონია, რომ მაღალი წნევა აქვს

 – ვინ გითხრა, რომ წნევა გაქვს?

 ნია: როდესაც ბებო ძალიან ცუდად არის, ამბობს, რომ წნევა აქვს მაღალი. ესე იგი, ცუდად რომ ვარ, მეც წნევა მაქვს!

 ცისანა: ნიას ყველაზე მეტად უჭირს შიმშილის გადატანა. ცუდად ხდება, ცდილობს, აგვიხსნას თავისი მდგომარეობა და ამბობს, რომ წნევა აქვს.

 ნია: მე შემიძლია ყველაზე ბევრი საჭმელი ვჭამო! ყველაზე დიდი მუცელი მაქვს!

 – რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე მეტად?

 ნია: ბლინები! ალბათ, ყველა ბლინს შევჭამდი, რაც მსოფლიოში არსებობს!

„შემიძლია ყველა ბლინი შევჭამო ამ პლანეტაზე. თუ არ მეყო, შენც შეგჭამ!“

 ცისანა: ბავშვები მხოლოდ საჭმელზე ლაპარაკობენ. ვერ ვახერხებთ, ნორმალურად რომ გამოვკვებოთ. სოციალური სასადილოთიც კი ვერ ვსარგებლობთ. ეს ჩვენთვის კატასტროფაა! ოჯახში ექვსი მშიერი ბავშვი გვყავს!

 – და სასადილოთი რატომ ვერ სარგებლობთ?

 ცისანა: ყველა ინსტანციას მივწერე, ყურადღება რომ მოგვაქციონ, მაგრამ უშედეგოდ. მეუბნებიან, რომ  მომლოდინეთა სიაში ჩაგვწერენ, თუ ვინმე გარდაიცვალა… წარმოიდგინეთ, როგორია, ვიღაცის სიკვდილს რომ უნდა ელოდო, ბავშვები ლუკმა პურით რომ უზრუნველჰყო? რამხელა ცოდვაა…

“ერთადერთი სკამი გვაქვს, რომელსაც მაგიდის ნაცვლად ვიყენებთ“

 – ექვსი ბავშვი დანგრეულ სახლში, სიცივე, შიმშილი… როგორ ახერხებთ თავის გატანას, თან ორსულად ხართ!

 ცისანა: დიახ… მეუღლემ მიმატოვა, როდესაც გაიგო, რომ ისევ ფეხმძიმედ ვიყავი. უკვე ნახევარი წელიწადია არაფერი გვსმენია მასზე. ამბობენ, რომ ქვეყნიდან წავიდა, არ ვიცი. ძალიან ენატრება ბავშვებს. განსაკუთრებით პატარას, ანის. დადის და ეძებს. წლინახევრის არის და სულ ეძახის: „მამა, მამა“. მეც ვეღარ ვმუშაობ, მუცელს რომ დაინახავენ, ჩემი სამსახურში აყვანა არავის უნდა. სოციალური შემწეობის თანხა კი, არაფერში გვყოფნის. მხოლოდ წიწიბურას და მაკარონს ვყიდულობთ… ავად თუ გახდა ვინმე, უფლის იმედზე ვართ, იქნებ არ გაურთულდეს და არ დასჭირდეს წამლები. მეზობლები ძალიან გვეხმარებიან, თუ გაიგებენ შიმშილისგან მტირალი ბავშვების ხმას, ვის რაც აქვს ის მოაქვთ. დღეს მაგალითად, წვნიანი მოგვცეს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრები არ გვაქვს, გარეთ გვაქვს ონკანიც და საპირფარეშოც… საწოლები არ გვაქვს – ბავშვებს ყველას ერთად სძინავთ, გასაშლელ ტახტზე. რაღამდენი ჩამოვთვალო? ასე, ლაპარაკი დილამდე მოგვიწევს.

ყველაზე მეტად, დავითს და ნიას ენატრება მამა

 – აქ როგორ აღმოჩნდით, ცისანა?

 ცისანა: თვითნებურად დაკავებული შენობაა. აქ, გარეუბანში ბევრი ოჯახი ცხოვრობს, ვისაც არსად აქვს წასასვლელი. სანამ მეუღლე მყავდა და მუშაობა შემეძლო, ქირით ვცხოვრობდით, მერე კი ქირა ვეღარ გადავიხადეთ და გამოგვყარეს. აქ დედასთან ერთად ვცხოვრობ. ისიც ავად არის. ჩირქოვანი წყლულები აქვს თავზე და ექიმთან ვერ მიმყავს. მე კი, ექოსკოპიაზე ვარ წასასვლელი. როდესაც პირველად ვიყავი, მითხრეს, რომ შეიძლება ტყუპები მყავდეს. ალბათ, ამ „სასიხარულო“ ამბის გამო გაიქცა ჩემი მეუღლეც. თან მიხარია, პატარას რომ ველოდები, თან შიში მიპყრობს, არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ყველაფერს. მერე კი, ვფიქრობ, რომ ღმერთი ექვსი შვილის აღზრდაში დამეხმარა და მეშვიდესაც გაგვაზრდევინებს. უფროსი შვილები ძალიან მეხმარებიან სახლში, პატარებსაც კი უვლიან.

წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის

იძულებული ვართ, ცოცხით ვხვეტოთ სახურავიდან წყალი

ბავშვებს არ აქვთ საწოლები, ხუთივე როგორღაც ეტევა ერთ გასაშლელ ტახტზე

 ელენე (12 წლის): ყველაზე ყოჩაღი ნინო გვყავს! სახლშიც აკეთებს ყველაფერს და პატარებსაც ამეცადინებს.

 ნინო (10 წლის): და შენ რა, არ ხარ ყოჩაღი? ელენე ძალიან ლამაზად ხატავს, მაგრამ საერთოდ არ აქვს „სახატავები“. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ. მარიამი მოუსვენარია! ნიას კი, სულ შია!

„ყველაფერში უნდა მივეხმაროთ დედიკოს! როდესაც ის მუშაობდა, ელენე და ნინო პატარებს უვლიდნენ“

 – თქვენ რის კეთება გიყვართ?

 ელენე: სწავლა მიყვარს, ხატვაც და კიდევ, ჩემი ოცნებაა სკეტი მქონდეს და ექიმი რომ გამოვიდე. იცით, სკეიტი ისეთი რამეა, ყველა კი არ გათხოვებს. ზუსტად ვიცი, რომ კარგად ვივლი. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად გამომდის, თუ მოვინდომე.

 – რა კარგი მეგობრები გყავს!

 ელენე: საუკეთესოები! როდესაც პატარა ვიყავი, თითზე პრობლემა მქონდა. ბავშვები თავს მარიდებდნენ, ეგონათ, რომ გადამდებია, არ მეთამაშებოდნენ, ნინი და ნატა კი მაინც მეგობრობდნენ ჩემთან. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე კარგები არიან!

 ნინო: მეც მყავს მეგობრები, მაგრამ ელენე უფრო „მეგობრული“ გოგოა. მე კი ძალიან მიყვარს სწავლა, მაგრამ გაკვეთილებს ვაცდენ ხოლმე. როდესაც ცივა, სკოლაში ვერ დავდივართ იმის გამო, რომ თბილი ტანსაცმელი არ გვაქვს. აი, სტომატოლოგი რომ გამოვალ, ბევრი ფული მექნება, ლამაზ ტანსაცმელს ვიყიდი და ბევრ საჭმელს.

ამ ბავშვებს არ აქვთ არც სათამაშოები, არც მომავალი

 – რატომ გინდა, სტომატოლოგი რომ გამოხვიდე?

 ნინო: პატარაობიდან მინდა. მინდა ბებოს კბილებზე ვუმკურნალო. ერთი კბილიც აღარ დარჩება მალე. მე კი მინდა, რომ ლამაზი იყოს. სანამ სტომატოლოგი გამოვალ, მანამდე მინდა,  ტელეფონი რომ მქონდეს!

 მარი (8 წლის): მეც არ ვოცნებობ „გოგოშკურ“ თოჯინებზე, ველოსიპედი მინდა! ოღონდ ნორმალური, რაღაც „ბარბებიანი“ კი არა. სწავლა არ მიყვარს, ბებო მეუბნება, რომ უნდა ვისწავლო! მე კი ვერ ვხვდები, რისთვის. აი, რომ გავიზრდები, მათემატიკის მასწავლებელი გამოვალ და ბავშვებს სწავლას მე თვითონ დავაძალებ! ვნახოთ მერე, ვინ იხალისებს!

პატარა დავითმა არც კი იცის, რამდენი ლამაზი სათამაშო და გემრიელი საჭმელი არსებობს ამქვეყნად

 – უყურე ამას!

 ნია (6 წლის): მე ჯერ არ დავდივარ სკოლაში. არ ვიცი, იქ მომეწონება, თუ არა. სკოლა კარგიც არის და ცუდიც. მე ლექსი ვიცი კატაზე! რომელმაც ვაზა გატეხა და ბებო ეჩხუბა. ჩვენ კი ვაზა არ გვაქვს, არც კატა გვყავს! სათამაშოებიც კი არ გვაქვს!

 – შენ თუ მოგწონს თოჯინები?

 ნია: რა თქმა უნდა, მე ხომ, გოგო ვარ! თოჯინებზე ვოცნებობ და კიდევ რაღაც-რაღაცეებზე!

 – მაგალითად რაზე?

 ნია: არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ისეთი თოჯინა მინდა, რომელსაც სახლი აქვს და ტანსაცმელი. და თავისი ნივთებიც. კიდევ მინდა, რომ სახლში ყოველთვის გვქონდეს საჭმელი! ბე-ე-ე-ევრი საჭმელი! მეც რომ მეყოს და სხვებსაც. მე სულ მშია, ელენე, ნინო და მარი კი, მეუბნებიან: „მოითმინე, ჩვენ ხომ ვითმენთო?“ მე კი ვერ ვითმენ. მუცელი მტკივა და წნევაც მაქვს! დავითისთვის კი, ბურთი და კუბიკები მინდა! ის ყველას დაავიწყდა, მე კი მახსოვს! 

 – ახლა კი, დედიკოს ვკითხოთ, ის რაზე ოცნებობს. წინააღმედეგი ხომ არ ხართ?

 მარი: მალე დედიკოს დაბადების დღეა. (ავტორის შენიშვნა: ცისანას 24 აპრილს აქვს დაბადების დღე.) მინდა, რომ ტორტი ჰქონდეს!

„რამდენი დღე უნდა ვჭამოთ მხოლოდ წიწიბურა და მაკარონი?“

 – ცისანა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცხოვრება ამდენად მძიმეა, იქნებ გაქვთ რამე ოცნება?

 ცისანა: არა! ჩემი ერთადერთი ოცნებაა, მინიმალური პირობები მაინც შევუქმნა ბავშვებს. სახლში არც ონკანი გვაქვს, არც საპირფარეშო. საჭმელს მეზობლებთან ვაცხელებ, წყალს ეზოში ვავსებ, საპირფარეშო კი, ძალიან შორს არის. აი, ამ უდიდეს პრობლემას თუ მოაგვარებთ, უბედნიერესი ქალი ვიქნები. ახლა, პატარა რომ დაიბადება, როგორ უნდა დავბანო, არ ვიცი. ასეთ პირობებში, ბავშვებს კვირაში ერთხელ ძლივს ვაბანავებ, როდესაც ცივა, შეიძლება თვენახევარიც დაუბნალებმა იარონ!

ამ ოჯახისთვის, სადაც პატარა ბავშვები არიან, ყველაზე დიდი პრობლემაა წყლის ავსება და საპირფარეშოში გასვლა

 – როგორც ვხედავ, ამის გარდა, სახურავიც ცუდ მდგომარეობაშია… არც საწოლები გაქვთ, არც მაგიდა!

 ცისანა: საერთოდ არაფერი გაგვაჩნია! მაგრამ, უპირველესი და ყველაზე მთავარი პრობლემაა წყალგაყვანილობა. მერე, სახურავის შეკეთება და ავეჯი… არც სარეცხი მანქანა გვაქვს, არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი…

ქართველმა ბავშვებმა ფეხშიშველებმა არ უნდა იარონ, ფეხსაცმლის არქონის გამო!

 – სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის? იქნებ, შესაძლებელია თქვენი უკეთეს პირობებში გადაყვანა? ან იქნებ, რაიმე შეღავათები გეკუთვნით?

 ცისანა: უკვე აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ მივმართეთ. ბინაც ვთხოვე, ქირის გადახდაც. სოციალურ სასადილოშიც კი არ არის ჩვენთვის ადგილი, მეტი რაღა ვთქვა? მრავალშვილიანობის შემწეობის თანხა კი, მთლიანად ბანკს მიაქვს. რამდენიმე წლის წინ, ბავშვი ცუდად გვყავდა და სესხის გამოტანა მოგვიწია. ღმერთმა უწყის, როდის მოვახერხებ მის დაფარვას. სანამ მუცელი დამეტყობოდა, ცეხში ვმუშაობდი, კაპიკებს მიხდიდნენ, მაგრამ ბავშვები მშიერი მაინც არ მყავდა. ახლა კი, შემწეობის თანხას რომ ავიღებ და მაღაზიებში პროდუქტის ვალებს გადავიხდი, 300-400 ლარიღა მრჩება. რას ვამყოფინო? ძალიან მეშინია, ახალშობილზე რომ ვფიქრობ. მისთვის ტანსაცმელიც კი არ მაქვს. ამიტომ მოგმართეთ თქვენ, იმის იმედით, რომ რაღაცით მაინც დამეხმარებით. ვიცი, რომ სწორედ ღმერთმა მიმასწავლა თქვენი ფონდის გზა და თუ არავინ გამოეხმაურა ჩემს თხოვნას, ესეც უფლის ნება იქნება.

ისინი საქართველოს შვილები არიან! უნდა გადავარჩინოთ. მათ უნდა იცოდნენ, ბედნიერი ბავშვობა რას ნიშნავს!

* * *

 მეგობრებო, ამ ოჯახს არავინ ჰყავს, დახმარებისთვის რომ მიმართონ. ჩვენ ვართ მათი უკანასკნელი იმედი. დახმარებას ვთხოვთ გულისხმიერ ადამიანებს, ვისთვისაც ექვსი ბავშვის ბედ-იღბალი არ არის სულერთი. მათ ყველაზე უბრალო, ყველასთვის ჩვეულებრივი ტექნიკაც არ გააჩნიათ. ღმერთო, უშველე ამ შეჭირვებულ და ტანჯულ ადამიანებს!

 ამ კეთილ ქართულ ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: უპირველეს ყოვლისა, წყალგაყვანილობისა და საპირფარეშოს მოწესრიგება. ასევე, სახურავის შეკეთება, საწოლების, მაგიდისა და სკამების შეძენა. ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები, პატარას კი, რომელიც მალე გაჩნდება – ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. ოჯახს ასევე ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი და სარეცხი მანქანა. შესანიშნავი იქნება, ბავშვებისთვის პლანშეტების, ველოსიპედის, გორიალას და სათამაშოების ყიდვა თუ მოხერხდება. ერთობლივი ძალებით, შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით სხვა ქართულ ჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

 თუკი ვინმეს სურს მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, ოჯახის მისამართია: თბილისი, ლილოს დასახლება, მ. ღლონტის ქ. №2

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ცისანა წითელაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თათია სიცოცხლის პირველი წუთებიდან გრძნობს თქვენს სიყვარულსა და თანადგომას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მეგობრებო, გაიცანით, საქართველოს ახალი მოქალაქე – თათია. მთელი გულით გისურვებთ, შენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად რომ იყოს, პატარავ

„უბრალოდ შეხედე, როგორი პაწაწუნაა, – ექვსი წლის ნია თავის მძინარე დაიკოს გვაჩვენებს. – როგორი ფითქინაა! რა სასაცილოდ სუნთქავს, არა? იცი, ცისფერი თვალები აქვს. მხოლოდ სამ კილოგრამს იწონის, ძალიან მსუბუქია. სულ ციცქნა „ჩასაცმელები“ აჩუქეს: პაწაწინა კაბა, პერანგი, კომბინიზონი, ქურთუკი.“

წითელაშვილების დიდ ოჯახში ულამაზესი თათია გაჩნდა. ჩვენი ფონდის ყველა მკითხველი სიხარულით ელოდა მის დაბადებას, მრავალშვილიან ოჯახს კი, აჩუქეს ძალიან საჭირო ნივთები: პატარასთვის საწოლი, ეტლი, ტანსაცმელი, ბავშვთა კვება, პამპერსი, სათამაშოები.

თათიას დედა კი, ცისანა, ჯანმრთელობის საშინელი პრობლემებისგან გადაარჩინეთ. ექვს შვილს მარტო ინახავდა და რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლს აბარებდა, მათთვის პური რომ ეყიდა. სანამ ანემია არ დაემართა.

ლამაზი ტანსაცმელი, სააბაზანო, საპირფარეშო და მათი სახლის სახურავის შეკეთება ოცნებად აქვთ ქცეული ასეთ საოცარ ბავშვებს

– ცისანა, გილოცავთ, ფონდის ყველა მეგობრის სახელით! ღმერთმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი. თქვენ და თქვენი პატარა როგორ გრძნობთ თავს?

ცისანა: პატარა კარგად არის. მშვიდი გოგო მყავს.  2 900 გრამი წონის და 49 სანტიმეტრი სიმაღლის დაიბადა. მეუღლეს დავშორდი და მის ნაცვლად, მეგობარმა გამაცილა სამშობიაროში. რა თქმა უნდა, ჩემი პრინცესა რომ დავინახე, ემოციებისგან ტირილი წამსკდა… თუმცა, მის დაბადებამდე, სიხარულის მიზეზი ნამდვილად არ მქონდა.

ეს საწოლი თქვენ აჩუქეთ, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით. აქ, თავისუფლად და მოხერხებულად წევს პატარა

მშობიარობამდე ერთი თვით ადრე გულწასული, ანემიის მწვავე ფორმით მიმიყვანეს საავადმყოფოში. კრიტიკულად დაბალი ჰემოგლობინი მქონდა, წნევა კი – 150. ათასი პრობლემა აღმოაჩინეს, სერიოზული თანხები დამჭირდა სამკურნალოდ. მაგრამ ამ დროს, გვერდში თქვენ დამიდექით და ჩემსა და ბავშვის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღეთ. დამჭირდა სისხლის გადასხმა და სხვა სამედიცინო მომსახურებაც. დაბადებისთანავე, გოგონას ორკვირიანი მკურნალობა დასჭირდა ინფექციისგან. მერე, მე დამჭირდა მედიკამენტები ძალების აღსადგენად. ყოველ ჯერზე, რომ მოგმართავდით ან დედაჩემი რომ რეკავდა თქვენთან, დახმარება გარანტირებული მქონდა. დიდი მადლობა, ასეთი მძიმე მდგომარეობიდან რომ გამომიყვანეთ და დაფარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

ნია: „თათია თოჯინასავით პატარაა და მსუბუქი“

 „პატარები აღარ ვართ, შემდეგ საფეხურზე გადავედით. აი, როგორი საწოლი მოგვიტანეს“

– ისევ გაწუხებთ ანემია, თუ ბოლომდე განიკურნეთ?

ცისანა: განმეორებითი კვლევა არ ჩამიტარებია. დრო არ მქონდა და ავადმყოფობაც სულ გადამავიწყდა. ჩემს ყურადღებას მთლიანად პატარას ვუთმობ. შესაძლოა, კიდევ მჭირდება სისხლის გადასხმა. და რატომ გავხდი დონორი? ბავშვებისთვის საჭმელი რომ მეყიდა. ჯერ 35 ლარს მიხდიდნენ 650 მილილიტრ სისხლში, მერე 50-ს. ხშირად, სისხლი თვეში ორჯერაც ჩამიბარებია. როდესაც ვხედავდი, რომ ჰემოგლობინი დაბალი მქონდა, სხვადასხვა ხერხებით ვწევდი, რაღაცეებს ვსვამდი და ისე მივდიოდი სისხლის ჩასაბარებლად. ორგანიზმმა ვერ გაუძლო.

ჟანა, ცისანას დედა: ძალიან გთხოვთ, ისევ ისე დაგვეხმარეთ, როგორც ამ თვეების განმავლობაში გვეხმარებოდით. გავგიჟდები კიდეც, ისევ სისხლის ჩასაბარებლად რომ წავიდეს ჩემი შვილი. ამის გამო, ცუდად ხდება, ხოლმე.

ცისანა: ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ფონდის მკითხველებს იმისთვის, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში, სანამ პროექტი მიმდინარეობდა, 300 ლარის პროდუქტი მომქონდა მაღაზიიდან. სოციალურ შემწეობასთან ერთად, ეს უკვე საკმარისი იყო არსებობისთვის.

ნია (6 წლის): ხორციანი ბლინები და ხინკალიც მოგვქონდა ხოლმე, მაღაზიიდან. როდის შეიძლება, კიდევ რომ ავიღოთ? ძალიან, ძალიან მომეწონა.

ნია ძალიან დიდხანს ოცნებობდა ზუსტად ასეთ თოჯინების სახლზე!

ნინოს ჯერ არ მობეზრებია ახალ პლანშეტთან ჩახუტება!

 „ყველაზე მაგარი გასართობია და უდიდესი სიხარულია ახალი ველოსიპედი. მარიამი აღფრთოვანებულია“

ცისანა: თქვენი ვიდეორგოლის მერე, ხალხმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. ერთმა ძალიან გულუხვმა ადამიანმა მანქანით რამდენიმე ყუთი პროდუქტი მოგვიტანა – ბურღულეული, მაკარონი, ზეთი, ნამცხვარი. მერე ფეხბურთის გუნდი გვესტუმრა, სრული შემადგენლობით – მწვრთნელები, ბავშვები და მათი მშობლები. იმედი მაქვს, არ მეშლება და მათ ხელმძღვანელს ჰქვია ილია ბაჯელიძე. მათ ასევე მოგვიტანეს საჩუქრები და პროდუქტი. ჩემს დათუჩას ფეხბურთის ბურთი აჩუქეს. საოცარი განწყობა შეგვიქმნეს ყველას, ბავშვებს კი, ტკბილი მოგონებები დაუტოვეს.

ნია: „შეხედე, რა საყვარელი ქურთუკი მოუტანეს ჩემს დაიკოს“

 „და პაწაწინა კაბაც“

 „ერთი ციცქნა ზედაც“

 „რამდენი სარეცხიც არ უნდა დამიგროვდეს, პატარების თუ დიდების, აღარ ვდარდობ. ახალი სარეცხი მანქანა გვაქვს და იმან „იდარდოს“

 თქვენი ვიდეორგოლის ინტერნეტში გამოქვეყნებას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოჰყვა, ორი დღის შემდეგ, ბავშვების მამა შემეხმიანა. დამიკავშირდა შვიდთვიანი სიჩუმის მერე. ახლა უკვე, ადამიანური ურთიერთობა გვაქვს. ერთად არ ვართ, მაგრამ ბავშვებს ნახულობს და ტრავმა აღარ ექნებათ იმის გამო, მამამ რომ მიატოვა. ახლა, შემიძლია, ბავშვების მოვლაში დახმარებაც რომ ვთხოვო.

თქვენმა მკითხველებმა ჩემს ცუდ ფიქრებთან მარტო არ დამტოვეს. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობდი და გული მქონდა დამძიმებული, ტელეფონი მაშინვე რეკავდა და თბილ სიტყვებს ვისმენდი. აი, როგორ დამიდექით მხარში მშობიარობის წინ. იზრუნეთ იმაზე, რომ მოვხვედრილიყავი კარგ კლინიკაში, კარგ ექიმებთან, მქონოდა პამპერსი და ბავშვთა კვება. ბუნებრივ კვებაზეა, მაგრამ დამატებითაც ვაჭმევ. მინდა, თქვენს გულებში მუდამ სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს. ღმერთმა  ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ. სამწუხაროდ, იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ მათი ერთიანად გადაჭრა შეუძლებელია. (ამოიოხრა.)

არ მაქვს ბევრი რძე, მაგრამ სამაგიეროდ, მაქვს ბავშვთა კვება, რომელიც თქვენ მაჩუქეთ“

ნია: „დედიკო, ხომ მოსწონს? საწოვარას არ აგდებს, სულ ჭამა უნდა!“

ცისანა: „მშვენიერი სასეირნო ეტლია, ცოტა წამოვიზარდებით და გამოგვადგება“

ანი (1 წლის და 7 თვის): „სანამ თათია წამოიზრდება, მე ზუსტად ვეტევი!“

– არ იდარდოთ, ცისანა. მაშინვე თუ არა, მოგვარდება დროთა განმავლობაში მაინც. მოდით, ჩამოვთვალოთ დარჩენილი პრობლემები, რაც გაწუხებთ.

ცისანა: უდიდეს პრობლემად რჩება საპირფარეშოსა და სააბაზანოს არქონა. ამის გამო, ბავშვებს შორს უწევთ  სიარული. (მძიმედ ამოისუნთქა.) კანალიზაციაც არ გვაქვს. სულ პატარა სამზარეულოსა და სველი წერტილის მოწყობას 3 000 – 3 500 ლარი უნდა. სახურავიდან წყალი ჩამოდის, სახლი სულ ნესტიანია. ამის გამო კი, ნივთები ფუჭდება, დალპა საწოლის თეთრეული.

ძალიან მაწუხებს ის ამბავიც, რომ სახლში ოთხი სკოლის მოსწავლე მყავს, მე კი ყველაზე უბრალო ნივთებსაც კი ვერ ვყიდულობ სასკოლოდ. სოციალური მუშაკები, ჩვენთან რომ მოდიან, ამ ყველაფერს უყურებენ და ითხოვენ, ბავშვებს ნორმალური პირობები რომ შევუქმნა. მე ხომ, მთელი 1 300 ლარი მაქვს შემწეობა! და ამ თანხით რემონტი უნდა გავაკეთო. მე თუ ვერ შევძლებ, მპირდებიან, რომ თავად მოუნახავენ ამ თანხას გამოყენებას. ვცადოთ, დავუთმობ მთლიანად, შევხედოთ ერთი, 1 300 ლარით  როგორ აჭმევენ, ჩააცმევენ უმკურნალებენ ბავშვებს და თან, კარგ რემონტს გააკეთებენ.

წერილები, რომელსაც მთავრობას ვწერ, უპასუხოდ რჩება. სულ ვწერ, სახურავის შეკეთებას ან ბინის ქირაობაში ვთხოვ  დახმარებას. ამიტომ ვაბარებდი სისხლს, ცოტა ფული მაინც რომ მეშოვნა. უბრალოდ, ვეღარ შევძლებ…

ტირილი მოგინდება, როდესაც ლამაზი, საყვარელი ბავშვები ოცნებობენ უბრალოდ სააბაზანოსა და საპირფარეშოზე, იმაზე, რომ დღეს წყალი არ ჩამოვიდეს სახლში. ნუთუ, ასეთ რამეებზე უნდა იოცნებონ? მოდით, ვასწავლოთ ლამაზი ოცნება, თუნდაც იმით, რომ შევუქმნით უბრალო კომფორტს. მადლობას გიხდით, ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში – ორსულობასა და მშობიარობის დროს, ცისანას გვერდში რომ დაუდექით. ცისანასთვის და მისი შვიდი ანგელოზისთვის, უდიდესი სიხარული და მხარდაჭერა იქნება, თუკი გადაწყვეტთ, რომ კვლავ დაეხმაროთ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: წითელაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მაი 10
პროდუქტები
300.00₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
55.96₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
136.15₾
2023 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
455.00₾
2023 ივლ 04
პროდუქტები
300.00₾
2023 ივლ 04
პროდუქტები
249.98₾
2023 ივლ 04
პროდუქტები
299.54₾
2023 ივლ 04
გამოკვლევა
1033.00₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
305.88₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
197.49₾
2023 ივლ 17
მშობიარობა
300.00₾
2023 სექ 26
სარეცხი მანქანა
1020.00₾
2023 ოქტ 14
პამპერსები,ბავშთა კვება
90.30₾
2023 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
270.00₾

სულ ხარჯები:

5013.30₾

დატოვა:

0.22₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ინეზა ბერიძე
08.11.2023 20:00:00
₾5.00
გელა იორდანიშვილი
08.11.2023 20:00:00
₾20.00
ანა თურქაძე
08.11.2023 20:00:00
₾10.00
გიგი ქათამაძე
08.11.2023 20:00:00
₾5.00
ლევან მთიულიშვილი
08.11.2023 20:00:00
₾10.00
ნინა ნერსესოვი
08.11.2023 20:00:00
₾10.00
თამარი ტყაბლაძე
08.11.2023 20:00:00
₾1.50
ოთარი ბიბილური
08.11.2023 20:00:00
₾6.00
ზურაბ არჯევანიძე
08.11.2023 20:00:00
₾10.00
ხატია მუსერიძე
08.11.2023 20:00:00
₾10.00
დავითი ქარქაშაძე
08.11.2023 20:00:00
₾2.00
ნიკა ძაგანია
08.11.2023 20:00:00
₾5.00
თემო ტუნაძე
08.11.2023 20:00:00
₾1.00
ჯემალ მარშანია
08.11.2023 20:00:00
₾4.90
ლევან ტუხაშვილი
08.11.2023 20:00:00
₾1.99
მზევინარი მთიულიშვილი
08.11.2023 20:00:00
₾5.00
გიორგი პეტრიაშვილი
08.11.2023 20:00:00
₾10.00
გიორგი ჩქარეული
08.11.2023 20:00:00
₾5.00
ქეთი ხაჭაპურიძე
08.11.2023 20:00:00
₾5.00
ი/მ სერგო ნუცუბიძე
08.11.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾5,013.52

381 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,013.52

381 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება