რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გემუდარებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი! შიში კლავს მოხუც, მარტოსულ და ეპილეფსიით დაავდებულ ნანა ბებოს. ქუჩაში კრუნჩხვა თუ დაემართა, ძაღლები ესხმიან თავს.

calendar სექტემბერი 20, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დამეხმარეთ, გევედრებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი. გთხოვთ, იზრუნეთ ჩემზე, სანამ სიკვდილი მომეპარება და ამომხდება ტანჯული სული! „დამეხმარებით, შვილებო? საჭმელს მომიტანთ? ძალიან მშია! ხომ არ გავიყინები ამ ზამთარს? მაგრამ იქნებ, ზამთრამდე ვერ მივაღწიო? მე ხომ, ძალიან ავად ვარ! კრუნჩხვაში რომ ჩავვარდე სადმე? ან იქნებ, ისევ ძაღლებმა დამგლიჯონ? ანდაც, ამ მტკივანი ფეხით წავიქცე და ამომხდეს ტანჯული სული. ვინ მიპოვის? ალბათ, ყვავები თუ შეჭამენ ჩემს უპატრონო სხეულს.“ – შეშინებული თვალებით შემოგვყურებს ნანა ბებო და პატარა ბავშვივით სლუკუნებს. ვერაგმა ეპილეფსიამ, თავის ტვინის მძიმე დაავადებებმა ის სამუდამოდ აქცია ბავშვად… ნეტავ იცოდეთ, როგორ უჭირს და რა პირობებში უწევს ცხოვრება ამ საბრალო, დიდ ბავშვს. მას ახლა, ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

გემუდარებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი! შიში კლავს მოხუც, მარტოსულ და ეპილეფსიით დაავდებულ ნანა ბებოს. ქუჩაში კრუნჩხვა თუ დაემართა, ძაღლები ესხმიან თავს.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დამეხმარეთ, გევედრებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი

გთხოვთ, იზრუნეთ ჩემზე, სანამ სიკვდილი მომეპარება და ამომხდება ტანჯული სული!

 „დამეხმარებით, შვილებო?  საჭმელს მომიტანთ? ძალიან მშია! ხომ არ გავიყინები ამ ზამთარს? მაგრამ იქნებ, ზამთრამდე ვერ მივაღწიო? მე ხომ, ძალიან ავად ვარ! კრუნჩხვაში რომ ჩავვარდე სადმე? ან იქნებ, ისევ ძაღლებმა დამგლიჯონ? ანდაც, ამ მტკივანი ფეხით წავიქცე და ამომხდეს ტანჯული სული.  ვინ მიპოვის? ალბათ, ყვავები თუ შეჭამენ ჩემს უპატრონო სხეულს.“ – შეშინებული თვალებით შემოგვყურებს ნანა ბებო და პატარა ბავშვივით სლუკუნებს. ვერაგმა ეპილეფსიამ, თავის ტვინის მძიმე დაავადებებმა ის სამუდამოდ აქცია ბავშვად…  ნეტავ იცოდეთ, როგორ უჭირს და რა პირობებში უწევს ცხოვრება ამ საბრალო, დიდ ბავშვს. მას ახლა, ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

ჭამის შემდეგ, რომელი წამალი უნდა დალიოს? დღეს ხომ, საჭმელი საერთოდ არ უჭამია?

 ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული 62 წლის ნანა ცუცქირიძე ბავშვობიდან  ეპილეფსიით იტანჯება.  ასაკის მატებასთან ერთად,  ეპილეფსიის ფონზე, სხვა უამრავმა დაავადებამ იჩინა თავი. ისეთმა, როგორიცაა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხეულის მარცხენა ნაწილის პარეზი – მოძრაობის გართულება. კრუნჩხვებიც უფრო ხშირად ემართება. ადრე უმკლავდებოდა. წამლებსაც იღებდა, რომელიც უფასოდ ეკუთვნოდა. რამის შეძენის საშუალება ხომ, არასდროს ჰქონია! ამ ყველაფერთან ერთად, ნანა ბებოს მაღალი წნევაც აწუხებს. ფეხიც ძალიან სტკივა. სიარული უჭირს. მეხსიერებაც დაქვეითებული აქვს. ხან ჯოხსაც ვერ პოულობს, იმ  „უბედურთა“ სასადილოში (როგორც თავად მოიხსენიებს.) მაინც რომ ჩავიდეს, სადაც მისცემენ ნახევარ პურს და წყალწყალა წვნიანს ჩაუსხამენ პატარა ქილაში. 

 რა არის ცხოვრება, როდესაც ავად ხარ, როდესაც განუკურნებელი სენი მთლიანად გიმორჩილებს, როდესაც გშია, გცივა და იმდენად მარტო ხარ, რომ კედლებიდან, სურათების ნაცვლად, ფართოდ გახელილი თვალებით სიკვდილის აჩრდილი გიმზერს? პასუხი არ გაქვთ? მაშინ, გახსენით გულები, ბოლომდე წაიკითხეთ ნანა ბებოს ისტორია და იქნებ, იმდენი მაინც შეძლოთ, რომ შიმშილისა და სიცივისგან იხსნათ საბრალო ადამიანი?!

 ნანა (62 წლის): სულ თავბრუ მეხვევა, შვილო. მერე, ეს შიმშილი? ამის გამო, უარესად მაწუხებს თავბრუსხვევები. დღეს,  მხოლოდ ჩაის ვსვამ. ძალიან ცუდად ვარ. ფეხი ისე მტკივა, დილით ჯოხითაც გამიჭირდა ადგომა.  გზა სახიფათოა ჩემთვის. იქ რამდენიმეჯერ წავიქეცი, იცით? ერთხელ, იმ ბილიკს რომ  მივუყვებოდი ძაღლიც კი  მეცა. ისე მიკბინა, ხელიდან ხორცი ამომაგლიჯა… ოჰ, როგორ გამიმწარდა სული… მაგრამ, არ მეჯავრება ის ძაღლი – ჩემსავით მარტოხელა და მშიერი იყო… ნეტა, იმდენი საჭმელი მქონდეს, რომ დავაპურო ყველა სულიერი. მე კი, ჩემთვისაც არაფერი მაქვს… ჩემსავით უბედურს, მხოლოდ საკუთარი ხორცი დავახვედრე და ისიც, სნეული…

„აქ ჩემსავით მშიერი და მარტოსული ძაღლები დაეხეტებიან. როგორ მიგრძელდება ეს გზა სასადილომდე, როდესაც ფეხი საშინლად მტკივა.“

 – ძაღლმა რომ გიკბინათ, აცრა გაგიკეთეს?

 ნანა: ალბათ. საავადმყოფოში მოვხვდი. ისეთი გამწარებული ვიყავი, არაფერი მახსოვს. საავადმყოფოში ბევრჯერ მოვხვედრილვარ, უფრო კრუნჩხვების, შეტევების შედეგად. მაშინაც არც ის მახსოვს, რა მოხდა… 

 – დიდი ხანია, რაც ასე ხართ, მარტო?

 ნანა:  2002 წლიდან… მგონი… ჰო, ასეა… მამა, რომ  გარდამეცვალა. როდესაც კვდებოდა, სულ ჩემზე ლაპარაკობდა. ამბობდა,  რომ ჩემი დარდით ვერ მოისვენებდა სამარეში. ის იყო ჩემი პატრონი. დედა კიდევ უფრო ადრე გარდამეცვალა. აი, ასეთი უბედური ადამიანი ვარ! 

„ქუჩას გავყურებ, იქნებ, ვინმე მოვიდეს და საჭმელი მომიტანოს!“

 – ნათესავები თუ გყავთ? და-ძმა? 

 ნანა: ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მამის გარდაცვალების შემდეგ, არცერთი მინახავს.  არავის ვჭირდები და ვინ მოვა ჩემთან?  პატარა გიორგის  ვახსოვარ მხოლოდ… 

 – პატარა გიორგი ვინ არის? ნათესავია თქვენი?

 ნანა: არა, ნათესავი არ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს. რჩეული ბავშვია.  ჩემი ნაცნობის,  ნინოს შვილია. სულ რაღაც 13 წლისაა და უკვე შეუძლია დიდი სიკეთეების კეთება. საჭმელს მომიტანს ხოლმე, როდესაც აქვთ. დალხენილი ცხოვრებით არც მისი ოჯახი ცხოვრობს… მეზობელი სოფლიდან – ჩიხადან არიან. ყოველთვის ხომ ვერ მოახერხებს იქიდან მოსვლას?!  დედამისი, ნინო ტანსაცმელს მჩუქნის. ის რომ არა, შიშველი კიდევ უფრო დავემსგავსებოდი მაწანწალა ძაღლს. (ჩუმდება. თავზე ხელებს იდებს და სახვევს მაგრად იჭერს.) ძალიან მტკივა… 

 – ტკივილები მუდმივად გაწუხებთ, ბოლოს როდის ჩაიტარეთ გამოკვლევები?

 ნანა: რა გამოკვლევები? რა ექიმები? შვილო, ისინი უამრავ წამალს გამომიწერენ, თან ისეთს, ჩემი მთელი ერთი თვის პენსია რომ არ ეყოფა. მე კი, ხომ ხედავ, ლუკმა პურის ფულიც კი არ მაქვს. თბილისში რომ გამაგზავნონ რაიმე პროცედურებზე? როგორ უნდა წავიდე იქ?

 – ეს სახლი თქვენია?  ვინ არის მესაკუთრე?

 ნანა: ჩემი ძმა, რომელიც არც კი ვიცი, სად არის. ავადმყოფი შვილი ჰყავს და წლების წინ, მის სამკურნალოდ უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. მეტი არაფერი ვიცი მათ შესახებ. ადრე, მიწისძვრის დროს, სახლი ძალიან დაზიანდა. (გულისხმობს დამანგრეველ მიწისძვრას, რომელიც მოხდა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში. მისი ეფექტი დედამიწის ზედაპირზე 8-9 ბალით განისაზღვრა. მიწისძვრამ დააზიანა 46,000 შენობა. მთლიანად ჩაყლაპა სოფელი ხახეთი. მსხვერპლი 114-270 ადამიანი იყო.) შეხედეთ, დიდი სახლი კი არის, მაგრამ ძველისძველია და  კედლებიც სულ დაბზარულია. ქარი უბერავს ნაპრალებში. ისეთი საშინელი ხმა აქვს… ყურები მიგუბდება. მერე კი, თავი ძალიან მტკივა… აი, ამ პატარა ოთახში ვარ შეყუჟული.  გაზის ძველისძველი გამათბობელი „კარმა“ კი მაქვს,  მაგრამ ხან მუშაობს, ხან არა…  ზამთარში ვერ ვრთავ, დიდი გადასახადი მოდის, მერე გაზის მრიცხველს ლუქავენ  და სიცივეში ჯდომა თვეობით მიწევს.

კედლები ისეა დაბზარული, რომ ხშირად ქარი დაუპატიჟებლად სტუმრობს ამ სახლს. ადამიანები მაინც მოდიოდნენ ქარის მაგივრად…

 – როგორ ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავალი? 

 ნანა: პენსია და სოციალური დახმარება.  გადასახადებსა და წამლებზე არ მყოფნის. ამ ბოლო დროს, ორჯერ დამემართა ქუჩაში ეპილეფსიის შეტევა, როდესაც წამლები გამომელია.  წავქცეულვარ, დამიწყია ხროტინი. ლურჯი ფერის სახით და დაკრუნჩხული ხელებით ვეგდე მიწაზე, გამვლელებმა რომ დამინახეს. პირიდან დუჟი მომდიოდა. ყველა შევაშინე…ზოგს მკვდარიც ვეგონე…  უცხო ადამიანების დახმარება რომ არა, დიდი ხნის გარდაცვლილი ვიქნებოდი. მაგრამ, ყოველთვის ხომ არ იქნებიან ახლოს ადამიანები? სწორედ ამის მეშინია! 

 – ნანა, წარსულიდან თუ გაქვთ შემორჩენილი რაიმე სასიამოვნო მოგონებები?

 ნანა: 18 წლამდე დაავადება ისე არ მკლავდა, როგორც ახლა. ავადმყოფი გოგო რომ ვიყავი, გარეგნულად არ მეტყობოდა. ლამაზიც კი მეთქმოდა. დედასთან ერთად სტამბაში ვმუშაობდი. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით. ბევრი ბიჭი მეპრანჭებოდა. ერთი მეც მომწონდა. მაგრამ როგორც კი გაიგებდნენ, რაც მჭირდა, ისე გამირბოდნენ, როგორც ჭირიანს. ერთხელ ბიჭმა, რომელიც მეც მომწონდა,  ყვავილებიც კი მომიტანა – დიდი ლამაზი თაიგული. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ეს სიზმარი იყო? მაგრამ, არა! დღესაც ვგრძნობ იმ ყვავილების სურნელს… 

დამეხმარეთ, გევედრებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი

 – ლოცულობთ?

 ნანა: ჯვარი მაჩუქა პატარა გიორგიმ, სულ თან ვატარებ.  წინ დავიდებ, ვტირი, ვტირი და ღმერთს გულს გადავუშლი, ხოლმე. აბა, სხვას ვის ვესაუბრო? მისი მწამს მხოლოდ. ის არის ერთადერთი, ვინც სულ აქ არის, ამ სახლში. თქვენც მან მოგიყვანათ ჩემთან, რომ გადამარჩინოთ!  ხომ, ასეა?

 – ჩვენ მთელ საქართველოს ვუამბობთ თქვენი ტკივილის შესახებ და ჩვენი ფონდის ერთგული მეგობრები აუცილებლად დაგიდგებიან გვერდში!

 ნანა: როგორ მინდა, რომ ადამიანები დამეხმარონ. არ მინდა, შიმშილით და სიცივით მოვკვდე. არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ ვერავინ გაიგოს. სიკვდილი არ მინდა! მახარებს თქვენი სიტყვები, იმედი მომეცა. აი აქ, ფანჯარასთან დაგელოდებით… (ცელოფნით შეფუთულ უმინო ფანჯარასთან მიჩოჩდა და პატარა ბავშვივით ჩამოდო რაფაზე თავი.)

 – რა სახის დახმარებას ელით ადამიანების მხრიდან?

 ნანა: საკვებს! ძალიან ხშირად მაწუხებს შიმშილი. წამლებს სახელმწიფო მაძლევს, ზოგს ჩემი პენსიით ვყიდულობ, მაგრამ, როდესაც ძალიან ცუდად ვარ, ისიც  არ მყოფნის… კიდევ მინდა, რომ ზამთარში გავთბე. გაზის გამათბობლის ჩართვა შევძლო. რა კარგი იქნებოდა, ეს ფანჯრებიც ვინმე ღვთისნიერმა რომ შეაკეთოს… მხოლოდ ჩემი ოთახის ორი ფანჯარა, სხვას არც დავეძებ…  რაც არ მჭირდება, იმისთვის არავის შევაწუხებ! მარტოობა მკლავს –  ტელევიზორი რომ მქონდეს, იმას დაველაპარაკებოდი, ხოლმე. პატარა მაცივარიც გამიხარდებოდა, საჭმელი თუ მექნება, შევინახავდი და დიდხანს გამოვიზოგავდი. რომ იცოდეთ, რა ძნელია ასე ცხოვრება… მაგრამ, მაინც არ მინდა სიკვდილი… კეთილო ხალხო, დამეხმარეთ, რომ ერთი-ორი წელი ვიცოცხლო კიდევ…

ზამთარში საშინელი სიცივე შემოდის ფანჯრებიდან და კედლების ნახვრეტებიდან

ეს გამათბობელი უკვე ძალიან ძველია და სახიფათოა სიცოცხლისთვის. თუმცა, აღარც არის საჭირო… როგორ უნდა დაფაროს ნანამ გაზის გადასახადი. ის ხომ, ძალიან ბევრს დაწვავს?

გვიცქერდა და დიდი ბავშვივით გვეკითხებოდა: მალე მესტუმრებით ისევ?

 გული მოგვიკლა ნანა ბებოს გაუსაძლისმა მდგომარეობამ. უმწეო, პატარა ბავშვად დარჩენილი ხანში შესული ადამიანის ცხარე ცრემლი საშინელი სანახავი იყო.  გაქუცული, პატარა ჩანთიდან ამოღებულ მშობლების სურათებს გულში იკრავდა და იხსენებდა,  მათთან ერთად, როგორ დამარხა ახალგაზრდობა და სიხარული.  გვეუბნებოდა, რომ ძალიან უნდოდა შვილების ყოლა, მაგრამ ასეთ ავადმყოფს,  ვინ დაუკავშირებდა თავის ბედს?! ახლაც ხომ, ის არავის სჭირდება?! მხოლოდ უცნობი ადამიანების სიკეთეზეა მინდობილი. ელის, როდის შეაღებენ მის ჭიშკარს და გაუხარებენ გულს ისეთივე კეთილი ადამიანები, როგორიც არიან ნინო და გიორგი. თუნდაც, მხოლოდ სტუმრობით, მცირე დახმარებით, ადამიანური დამოკიდებულებით. 

 არავინ ვიცით, წინ რა გველის. ნუ ვკრავთ ხელს შეჭირვებულს და ნუ დავხუჭავთ თვალებს სხვის ტანჯვაზე, თორემ ხვალ-ზეგ, შესაძლოა, ჩვენც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.  არ გადადოთ, დაეხმარეთ ამ საბრალო ადამიანს რითაც შეგიძლიათ. ყველაფერი ძალიან გაახარებს. 

ნანა ცუცქირიძის მისამართია: ქ. საჩხერე, სანაპიროს ქუჩა 14.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

 მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნანა ცუცქირიძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ნოე 13
პროდუქტები
149.60₾
2023 ნოე 13
ფანჯრები
500.00₾
2023 ნოე 25
პროდუქტები
149.42₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
195.00₾

სულ ხარჯები:

994.02₾

დარჩა:

0.73₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
დოლიძე რამაზ
29.11.2023 20:00:00
₾20.00
დეკანაძე ციური
29.11.2023 20:00:00
₾5.00
სონიკო დიღმელაშვილი
11.11.2023 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
23.10.2023 04:41:19
₾5.00
ნინო დოლიძე
10.10.2023 20:00:00
₾2.00
მარიამი ვარდოსანიძე
08.10.2023 20:00:00
₾1.00
თეონა დვალი
01.10.2023 20:00:00
₾5.00
მჟავანაძე გელა
01.10.2023 20:00:00
₾5.00
ოზბეგაშვილი შოთა
01.10.2023 20:00:00
₾5.00
ოზბეგაშვილი შოთა
01.10.2023 20:00:00
₾5.00
ნათია ბერაია
01.10.2023 20:00:00
₾5.00
მიხეილ მგალობლიშვილი
30.09.2023 20:00:00
₾20.00
ირაკლი გეწაძე
30.09.2023 20:00:00
₾10.00
ნატალია სურგულაძე
30.09.2023 20:00:00
₾2.00
ნინო ნიშნიანიძე
30.09.2023 20:00:00
₾3.00
ამირანაშვილი გოჩა
30.09.2023 20:00:00
₾10.00
ჩართოლანი ანა
30.09.2023 20:00:00
₾1.50
ტყეშელაშვილი ონისე
30.09.2023 20:00:00
₾10.00
ჯიშკარიანი ვასილი
30.09.2023 20:00:00
₾5.00
ლაშა მარკოზაშვილი
29.09.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾994.75

134 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾994.75

134 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება