რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის “აფეთქდება”, არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს – სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!

calendar ოქტომბერი 5, 2023

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის “აფეთქდება”, არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს – სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! 

მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

 „სულ ხელით უნდა ატარონ გაბრიელი. მას გულის მანკი აქვს და სასის ნაპრალი.“

 ბარბარე (10 წლის): რომ დაიქოქება და ტირილს დაიწყებს, ვეღარ ვმეცადინეობთ, ხოლმე! კიდევ, მგელივით იკბინება. აბრამმა ასწავლა, რომ შეუძლია თავის დებს უკბინოს. ოღონდ კარგად იყოს და დანარჩენს ავიტანთ, რამენაირად!

 აბრამი (5 წლის): კი, მე ვასწავლე. იმიტომ, რომ სულ მე ვისჯები ხოლმე, გაბი კი – არა.

„სასწრაფოდ თუ არ ჩაუტარდება ოპერაცია, შეიძლება ერთი ყლუპი წყალიც კი გადაცდეს და დაახრჩოს ბავშვი“

 მეგი (8 წლის): კიდევ, გაბრიელი ხვრინავს ხოლმე, ღამღამობით. ყველას ერთ საწოლზე გვძინავს და ყველაზე მეტს ხმაურობს გაბრიელი.

 სონია (7 წლის): კიდევ, წიხლებს იქნევს. ხან ხელს გვირტყამს, ხან ფეხს, ჩვენ კი ვერაფერს ვეუბნებით, ხოლმე. მაშინვე ტირილს იწყებს და დედას ეუბნება. მისთვის კი, ტირილი არ შეიძლება!

ამ საწოლებზე ერთად სძინავთ ხუთ ბავშვს!!!

– შენ თუ იცი, რატომ არ შეიძლება მისთვის ტირილი?

ბარბარე: პირში არ აქვს ის პატარა რაღაც, ჩამოკიდებული, ჩვენ რომ გვაქს და ჭამის დროს, მთელი საჭმელი შეიძლება ფილტვებში ჩავიდეს. შეიძლება, ცრემლებმაც დაახრჩოს. იცი, როგორ არის ხოლმე? ტირის, ტირის, მერე კი ლურჯდება და ვეღარ სუნთქავს. გულიც აწუხებს. მისი გული ისეთი არ არის, როგორიც ჩვენი. უფრო დიდია ან უფრო პატარა, ზუსტად არ ვიცი. ამიტომ, არაფერს უკრძალავენ.

 სონია: კი, კი, არც კბენას! აბრამი კი, ჩვენი დიდი ძმა (დიდი რა, 5 წლისაა მხოლოდ), ეუბნება: „მიდი გოგონებთან და უკბინე.“ თვითონ კი უხარია, ჩვენ რომ ვკივით.

გოგონების წვალება ძალიან სასაცილოა!

 მეგი: გიჟი ბავშვები კი არ გეგონოთ. ძალიანაც ჭკვიანი და კარგი ბავშვები ვართ. დედიკოს ვეხმარებით, ხოლმე. მე ფაფის მომზადებაც შემიძლია.

 სონია: მე კი – კვერცხის შეწვა. და ძალიან ყოჩაღი ვარ! იცით, დილით ყველაზე ადრე ვდგები, ხოლმე და სახლს ვგვი.

 – და რატომ გძინავთ ყველას ერთ საწოლზე? 

 მეგი: იმიტომ, რომ ღარიბები ვართ. და ბევრი რამ არ გვაქვს. აი, მე მაგალითად, არ მაქვს ფლომასტერები, არადა, ხატვა ძალიან მიყვარს.

 ნაზიბროლა (ბებია): დაგღლიან ლაპარაკით ესენი. ისეთი სასაცილოები არიან! ყველაფერი აკლიათ, მაგრამ არ გაბოროტებულან. უფალს მადლობას ვწირავ, ყველა ჯანმრთელი რომ მყავს. ჩვენი დიდი ტკივილი კი, გაბრიელია. ძალიან ვდარდობთ. წელიწადნახევრის წინ გვითხრეს, რომ ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა. ახლა კი, უკვე ორის არის, ჩვენ კი ექიმთანაც ვერ მიგვიყვანია. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია, ტანსაცმლის გარდა!

„ბევრნი ვართ, მაგრამ ყველაზე ცელქი არის აბრამი. ყოველთვის ყველაფერში ხელს გვიშლის, გოგონებს“

– ეს სახლი თქვენია? 

ნაზიბროლა: ჩვენი ნათესავის სახლია. დროებით შეგვიფარა. ჩვენი სახლი დაიწვა 1994 წელს. კეთილი ადამიანების დახმარებით, იქვე ახლოს, ავაშენეთ პატარა სახლი. 2013 წლამდე იქ ვცხოვრობდით, სანამ მეწყერი დაანგრევდა. ყველას მივმართე, მივწერე ყველა უწყებას, მაგრამ არ მოგვცეს ბინა. ძალიან გვერიდება, სხვის სახლში რომ ვცხოვრობთ. ადამიანებს ხომ, საკუთარ სახლში შემოსვლა უნდათ, ჩვენ კი ვერ ვცლით. სად წავიდეთ ამ პატარა ბავშვებით? ქირას ვერ გადავიხდით. საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. ბავშვს ოპერაცია სჭირდება. სატანჯველია ყოველი დღე. მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ წყალს სვამს, ლოცვას ვკითხულობ, ღმერთს ვევედრები, რომ არ დაიხრჩოს.

 „რომ გავიზრდები, მათემატიკოსი უნდა გამოვიდე, და ყველას ვასწავლო“

 – ექიმები რას გეუბნებიან?

 ნაზიბროლა: გვეუბნებიან, რომ მას სასწრაფოდ  სჭირდება ოპერაცია! იმას კი არ ამბობენ, ფული საიდან მოვიტანოთ. სასის პრობლემის გარდა, ბავშვს გულის მანკი აქვს. ამიტომაც გითხრეს გოგონებმა, რომ ძალიან ჭირვეულია და არასდროს ისჯება. მისთვის ტირილი და ნერვიულობა არ შეიძლება.

 

„გაჩერდი, შენთვის სირბილი არ შეიძლება!“

 სონია: მე ეგ არ მითქვამს, ვთქვი, რომ გვაბრაზებს და იკბინება! ისე, ძალიან კარგი ბიჭა.

 – ყველაზე დამჯერი ვინ არის თქვენში?

 მეგი: მე!

 სონია: მე!

 აბრამი: არა, მე!

 – ყველაზე კარგად ვინ სწავლობს?

 მეგი და სონია (ერთხმად.): ბარბარე!

 ბარბარე: სწავლა მართლა ძალიან მიყვარს. მეცნიერება მიყვარს, სხვადასხვა ექსპერიმენტები. იცი, თეთრი ყვავილები შეფერადებულ წყალში რომ ჩადო, ისიც შეიღებება წყლის ფრად. არ გჯერა? სცადე, სახლში რომ მიხვალ! მერე კი, დამირეკე და მითხარი.

 „ჩემი ოცნებაა, ჩემს ძმებს ველოსიპედი ჰქონდეთ, გაერთონ და აღარ შემიშალონ ხელი წიგნის კითხვაში!“

მეგი: მეც მიყვარს კითხვა. რომ გავიზრდები, მათემატიკოსი უნდა გამოვიდე.

– მათემატიკოსები რას აკეთებენ?

მეგი: ბავშვებს ასწავლიან და კარგად იციან ანგარიში. მკითხე, აბა, რვას რომ რვა მივუმატოთ, რამდენი იქნება?

 – რამდენი იქნება, რვას რომ რვა მივუმატოთ?

 მეგი: 19! უი, არა, 16. ხანდახან, შეიძლება შეცდომის დაშვებაც. მე ხომ, ჯერ პატარა ვარ. შეყვარებულიც კი არ მყავს.

 – ვინმეს თუ გყავთ?

 სონია: არცერთს. მეც არ მყავს, საერთოდ! ცხოვრებაში არასდროს გავთხოვდები! ბებოს ვერ დავტოვებ. იცით, რას მეუბნება? კუდი ხარო! იცით, რატომ? სულ დავდევ, კუდივით. ძალიან მოხუცი რომ იქნება, საჭმელი მე უნდა ვაჭამო, ხოლმე.

სონია – ბებოს კუდი

 ნაზიბროლა: ჩემი საყვარლები, რა კარგები მყვანან და როგორ გული მტკივა, რომ ჩემი სიყვარულის გარდა, ვერაფერს ვაძლევ. ჩემი შვილი თბილისში მუშაობს, ორ ცვლაში, ბავშვებს რომ ჰქონდეთ საჭმელი. ჩვენს დროში მრავალშვილიანებს ძალიან უჭირთ. მაგრამ, როდესაც უფალი ამდენ შვილს გვჩუქნის, მათი თავიდან მოშორების უფლება არ გვაქვს. შეხედეთ, რა კარგები არიან. ჩემი რძალი ბავშვებს ზრდის, სახლ-კარს უვლის. სოციალური შემწეობა არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. კომუნალურ გადასახადებსა და ყველაზე უბრალო საკვებზეც გაჭირვებით გვყოფნის ეს თანხა.

 „ყოველდღე მენატრება ჩემი მამიკო. მინდა, რომ ჩავეხუტო“

 აბრამი: ძალიან მენატრება ჩემი მამიკო. იშვიათად ჩამოდის ხოლმე. მე კი სულ დღეებს ვითვლი, დავიძინებ, გავიღვიძებ, მერე ისევ დავიძინებ და გავიღვიძებ და მამა ჩამოვა!

 ნაზიბროლა: მამა ძალიან ენატრებათ ბავშვებს. მაგრამ, პურის ფული რომ იშოვნოს, იძულებული გახდა, გადაიხვეწოს და იმუშაოს. ხუთ ბავშვს ჭამა და ჩაცმა-დახურვა უნდა. ადგილობრივი ხელისუფლება კი, საერთოდ არაფრით ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს. თქვენ მოგმართეთ, გაბრიელს ოპერაცია რომ გავუკეთოთ. კიდევ, საწოლები სჭირდებათ ბავშვებს.

 მეგი: ორსართულიანი საწოლი გვჭირდება, ყველას რომ გვეყოს ადგილი. მე კი, ფლომასტერები, ფანქრები და საღებავები მჭირდება ძალიან!

 ბარბარე: მეც მინდა საღებავები, გთხოვთ. ჩემი ძმებისთვის კი – ველოსიპედები. იქნებ, მაშინ მაინც დაწყნარდნენ, ისეირნონ და ჩვენ აღარ გვაწვალონ, ხოლმე!

სონია: მე კი ძალიან მჭირდება პლანშეტი. ჩემი დაიკოები მეუბნებიან, რომ პლანშეტი თვალებს მატკენს. მე კი მინდა, ძალიან ცოტა ხანს და მხოლოდ ძალიან კარგ რამეებს ვუყურო, ხოლმე.

 აბრამი: მე კი არც ვიცი, რა მინდა. ალბათ, სათამაშოები. არა! ბევრი სათამაშო და ბურთი!

 სორდიების ოჯახის ისტორია, ღვთისნიერ ადამიანებს გულგრილს ვერ დატოვებს. ჩვენ თუ არ დავეხმარეთ და გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ეს ვის ნამუსზე იქნება? თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ, შეუერთდეს პატარა ბიჭუნას დახმარების საერთო საქმეს. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ვერაფერს შეცვლის თქვენი მცირედი წვლილი. ჩვენ კი, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს და საკუთარი თვალით ნახოთ, მხოლოდ ერთმა ლარმა უკეთესობისკენ რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა! ჩვენ ბევრნი ვართ, ის ტანჯული ადამიანები კი, სრულიად მარტო. ჩვენ მოგვმართავენ, რადგან იციან, რომ მათ თხოვნას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ვისაც არ აქვს საშუალება, შემოწირულობა გაიღოს, ლოცულობენ და ამხნევებენ მათ თბილი სიტყვებით. აი, ასეთი სასწაულების მოხდენა შეგვიძლია, მეგობრებო! ყველას ერთად! უფალთან ერთად!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ჩხოროწყუ, გაგარინის ქ. 4.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სორდიების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ჩვენი ძამიკო გადაარჩინეთ და ახლა, ფანდურზე ვუკრავთ და ვმღერით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

გაბრიელს რბილი სასის ნაპრალი ჰქონდა და შეიძლებოდა, დაღუპულიყო. ახლა კი, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

 „ჩემს ძმას, გაბოს რბილი სასა გაუკერეს“, – ამბობს მეგი. “ნახვრეტი ჰქონდა სასაში, რომ დაიბადა.” “ნაპრალი ჰქონდა”, – უსწორებს ნაზიბროლა ბებია.

ოპერაციამდე, გაბრიელის რბილი სასა ასე გამოიყურებოდა. ნებისმიერ ლუკმას, ერთ ყლუპ წყალს, ტირილს შეიძლებოდა მოეკლა ბავშვი!

ნაპრალი აღარ აქვს, გაკერილია

 „ახლა, ძაფით აქვს გაკერილი იქ ყველაფერი, გვაჩვენა“, – ამბობს მეგი. – ჩვეულებრივი ბავშვი იქნება. შეძლებს ტირილს და საჭმლის ყლაპვას… ყველანი ისეთი ბედნიერები ვართ, რომ ვმღერით: მე, ბარბარე და სონია. იმ ფანდურზეც ვუკრავთ, თქვენ რომ გვაჩუქეთ. ყველა ბედნიერია ჩვენს სახლში, დედიკო, ბებო, ჩვენი ძმა აბრამი – ყველანი გვაძლევენ ბანს. მაგრამ, ჯერ ვერ ვატარებთ სახლში დიდ კონცერტს. გაბოსაც სიმღერა უნდა, მაგრამ მისთვის ჯერ არ შეიძლება.“

მეგი (8 წლის): გაბოს ნაკერები თავისით გაიწოვება, არ არის საჭირო მოხსნა, ექიმმა ასე თქვა.

– კიდევ რა გითხრათ ექიმმა? გაბოს დიეტაც დაუნიშნა?

მეგი: თქვა, რომ შეხორცებას ერთი თვე დასჭირდება. ფაფა უნდა ვაჭამოთ. ყველანაირი საჭმელი ჯერ ბლენდერში უნდა ჩავყაროთ და მერე მივცეთ. იოგურტი შეიძლება, დასაღეჭი საჭმელი – არა. გაბოს რომ არ ეწყინოს და მოთმენა არ გაუჭირდეს, ვემალებით ხოლმე, რაიმე ისეთს თუ ვჭამთ.

ბარბარე (10 წლის): კიდევ, გაბო არ უნდა გაცივდეს. ახლა, მისი ორგანიზმი დასუსტებულია. 

სონია (7 წლის): ვიცი, რომ გაბო ოპერაციისთვის საათნახევრით დააძინეს. აბა, რა იქნებოდა?! ალბათ, ძალიან საშიშია! კარგია, რომ ვერაფერს ხედავდა. დედას და მამას თბილისში ჰყავდათ წაყვანილი.

სონია: „გაბო თბილისში წაიყვანეს საოპერაციოდ და იქ გაუკერეს სასა. კარგია, რომ ეძინა. ალბათ, ძალიან საშიშია“.

ნაზიბროლა (ბებია): ვერსად ვერ წაიყვანდნენ, ჩერნოვეცკის ფონდს რომ არ დაეფარა ოპერაციის საფასური. ყველანაირად ვეცადეთ ნათესავებსა და მეგობრებში შეგვეგროვებინა ეს თანხა მაგრამ, არაფერი გამოვიდა. ასე რომ, გვსურს, მთელი გულით უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. ხუთი შვილიშვილის ბებია ვარ, თქვენ მათ გაუწიეთ ამხელა დახმარება და ახლა, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. რა არის ჩემი ცხოვრების აზრი? ეს ბავშვები. შეხედეთ, რა ბედნიერები არიან, როგორ ჭიკჭიკებენ! თქვენ ჩემი უმცროსი შვილიშვილი სიკვდილს გადაარჩინეთ. ნებისმიერ წამს ტირილს, გაციების დროს ღებინებას ან არასწორად გადაყლაპულ ლუკმას შეიძლებოდა მოეკლა ბავშვი, ამ წყეული ნაპრალის გამო. როგორ გვეშინოდა!

გაბოსაც თავის დებთან ერთად სიმღერა უნდა, მაგრამ მისთვის ჯერ არ შეიძლება. ოჯახში ყველა უფრთხილდება, უცებ რომ არ ამღერდეს ან დაუბლენდერებელი საკვები არ ჩაიდოს პირში

თქვენ ბავშვებს საწოლი, პლანშეტი, ველოსიპედი, ფანდური აჩუქეთ… მათი კეთილდღეობა, მათი განვითარება მნიშვნელოვანია თქვენთვის. დიდი ხანია ვცხოვრობ ამქვეყნად და გულით ვგრძნობ კეთილ ადამიანებს! თქვენი დახმარება უანგაროა! ჩვენც და სხვებსაც მხოლოდ ასე ეხმარებით.

მეგი: „სართულებს ვცვლით, ასე უფრო საინტერესოა. ერთმანეთთან სტუმრად დავდივართ ხოლმე, გვერდიგვერდ რომ დავწვეთ და ვიჭორაოთ. ”

– ჩვენთვის კი, ფასდაუდებელია თქვენისთანა არაჩვეულებრივ ბებიებთან საუბარი! რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ხელს ვუწყობთ როგორც ბავშვების ნიჭის, ასევე ქართული ოჯახური ტრადიციების განვითარებას. ფანდურზე ვინ უკრავს?

ბარბარე: ფანდური მე გთხოვეთ, ცოტა ვიცით დაკვრა, მეც და სონიამაც. სამივე ვმღერით: მე, მეგი და სონია. ადრე დავდიოდით მუსიკაზე. ახლა, საშუალება აღარ არის. სონიას აქვს პირველი ხმა, მე – მეორე, მეგის კი მესამე. ყველა ხალხურ სიმღერას ვმღერით: „ბახტრიონი“, „სუფრას სიმღერა ამშვენებს“ და სხვა. მთელი ჩვენი ოჯახი მღერის. მამა თბილისიდან რომ ჩამოდის, ისიც შემოგვიერთდება ხოლმე. ბებო კი ვიდეოს გვიღებს და მერე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. აჩვენე პლანშეტზე,  სონია.

ბარბარე: „მთელი ჩვენი ოჯახი მღერის. ახლა კი, ფანდურიც გვაქვს და სახლში კონცერტზე ახალი ნომრების წარდგენას შევძლებთ“

სონია: მულტფილმს ვუყურებ.

ბარბარე: სონია ძალიან ცოტა ხნით გვაძლევს პლანშეტს, ეს მისი საკუთრებაა. ეჰ… მე არავისთვის მენანება ფანდური, აბრამს ველოსიპედი, მეგის საღებავები არ ენანება და ალბომიც მაჩუქა… აი, რანაირი ხარ, სონია!

„პლანშეტი ჩემია! მე მოვიფიქრე, რომ მეთხოვა”

რომ იცოდეთ, აბრამი აღარ იკბინება. 6 წლის გახდა და კბენა შეწყვიტა! დახმარება სჭირდება, ველოსიპედი რომ ატაროს. ჩვენ ვიჭერთ და ვატარებთ, მისთვის ცოტა დიდია ეს ველოსიპედი.

„ველოსიპედს თუ არ ვათხოვებ ჩემს დებს, ტარებაშიც არ მომეხმარებიან“

ჩემთვის კარგი ზომაა. უბრალოდ უნდა დავიმახსოვრო რომელია მუხრუჭის პედალი. ჯერ კიდევ მეშლება. ყველაზე ხშირად მეგი ჯდება ველოსიპედზე, ყოველ წუთს. არა უშავს, ეს ხომ, უკვე ჩვენი ველოსიპედია, დაჯდომას ყველანი მოვასწრებთ.

მეგი: ორსართულიანი საწოლიც ყველასია. შეგვიძლია გავცვალოთ სართულები და არ ვიჩხუბოთ. მხოლოდ სონიას ენანება პლანშეტი.

სონია: მე მოვიფიქრე, რომ მეთხოვა, თქვენ არცერთს მოგსვლიათ აზრად.

სონია ცოტა ხნით გავიდა და პლანშეტიც უყურადღებოდ დარჩა…

– ბავშვებო, ხატვა ვის უყვარს?

მეგი: ყველანაირი საკანცელარიო ნივთი მე გთხოვეთ: საღებავები, ალბომები, ფლომასტერები… ვხატავ ჩვეულებრივ გოგონებსა და თოჯინებს. ჩემს დებს და ძმებს ჯერ ვერ ვხატავ ისე, რომ მსგავსება იყოს.

ბარბარე: ყველა საჩუქარი მაგარია! ყველაზე მეტად გვიხარია, ჩვენს გაბოს ეს რაღაც – რბილი სასა – რომ გაუკერეს. ყველას მადლობას გიხდით!

ბარბარე: “მეგიმ სახატავები მათხოვა…”

– ნაზიბროლა, არის თუ არა იმის შანსი, თქვენი ცხოვრების პირობები რომ შეიცვალოს? ჩვენმა პროექტმა რაიმე გავლენა თუ მოახდინა იმ ადამიანებზე, ვინც გადაწყვეტილებას იღებს?

ნაზიბროლა: ძალიან გაბრაზებული ვარ სოციალურ მუშაკებზე. მოვიდნენ, შეისწავლეს ყველაფერი და დაასკვნეს: „ბავშვებს შესანიშნავი პირობები აქვთ. რა გაწუწუნებთ?“

ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ, არც ის, რომ ეს ნათესავების სახლია, არც ის, რომ აქ დროებით ვართ და საკუთარი სახლ-კარი არ გაგვაჩნია. ნათესავები მოუთმენლად ელიან სახლის დაცლას, რემონტის დაწყება უნდათ…

იმედიც არ გვაქვს იმის, მერია ან გამგეობა რომ დაგვეხმარება… 100 ლარი მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ – მათი დახმარება ეს იყო…

– ფონდის მკითხველების მხრიდან კიდევ რა სახის დახმარების მიღებას ისურვებდით?

ნაზიბროლა: ყველანაირად დაგვეხმარეთ.  მკითხველებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენთვის! მერიდება. მხოლოდ ელექტრო გამათბობელს ვითხოვდი, თუ შეიძლება. ძალიან დაგვეხმარეთ! როგორ შეიძლება, ისევ პრობლემებზე რომ ვისაუბრო? ძალიან გვიხარია და უსაზღვროდ მადლობელი ვართ თქვენი!

უამრავი მშვენიერი, ნიჭიერი, ლამაზი, ჭკვიანი, მაგრამ ამავდროულად, მძიმე ცხოვრებით დატანჯული ბავშვი ცხოვრობს ჩვენს საქართველოში… ორი წლის პატარა გაბოს გადარჩენაში სორდიების მრავალშვილიან ოჯახს თქვენ დაეხმარეთ. ბავშვის ბებია და მშობლები, დები და ძმა გლოცავენ და მადლობას გიხდიან!

შეგახსენებთ, რომ ამ ოჯახში ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან, მათი განვითარებისა და წინსვლის ხელშეწყობა კი, დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სორდიები ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ნოე 01
საწოლი
1960.00₾
2023 ნოე 25
ოპერაცია
485.58₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1630.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ლორთქიფანიძე თორნიკე
11.04.2024 20:00:00
₾3.00
დანელია დავით
02.04.2024 20:00:00
₾10.00
ანონიმი
26.03.2024 22:55:06
₾20.00
დეკანოსიძე მარიამ
05.03.2024 20:00:00
₾2.00
კოზმავა ნინო
03.03.2024 20:00:00
₾10.00
მამედოვი რასიმა
03.03.2024 20:00:00
₾30.00
ბექა ნიკიფი
03.03.2024 20:00:00
₾10.00
ლუკა შარაბიძე
03.03.2024 20:00:00
₾5.00
ნაფეტვარიძე სალომე
02.03.2024 20:00:00
₾1.00
ოდიკაძე მირანდა
29.02.2024 20:00:00
₾1.00
ანონიმი
12.02.2024 10:01:46
₾5.00
ანონიმი
28.01.2024 10:42:42
₾10.00
მაჭარაშვილი მთვარისა
26.01.2024 20:00:00
₾2.00
ჭანტურია ზურაბი
24.01.2024 20:00:00
₾3.00
ტორონჯაძე მამუკა
24.01.2024 20:00:00
₾10.00
კუპრაძე თეა
23.01.2024 20:00:00
₾30.00
ველიჯანაშვილი ნინო
03.01.2024 20:00:00
₾3.00
ჩხაპელია კახაბერ
30.12.2023 20:00:00
₾1.00
ანასტასია ახობაძე
30.12.2023 20:00:00
₾1.00
ძმანაშვილი მაია
29.12.2023 20:00:00
₾10.00

შემოწირული:

₾8,344.09

833 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾8,344.09

833 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება