პროექტის რეპორტი სამი ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს! ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი - მათი საკვების დღიური ულუფა უფრო მცირეა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამი ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს! ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი - მათი საკვების დღიური ულუფა უფრო მცირეა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში!

page info icon
2024 იანვარი 9
დაიწყევლოს სიღარიბე! ნახეთ, რა ლამაზები და რა ნაზები არიან! ამ პაწაწუნებს არაფერი უნდათ, მაგრამ მათ თვალებში უკვე დიდი სევდაა.. ინგა (დედა): ყოველ დღე ჩემი სამი შვილის მშიერ თვალებს ვუყურებ. ნუთუ არსებობს ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი? ღმერთმა დაგიფაროთ, კეთილო ხალხო!!! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს შვილებს ყოველ დღე შიმშილი და მუცლის ტკივილი აღვიძებს. ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი ერთხელ დღეში, არის ჩემი სამი შვილის ყოველდღიური კვების რაციონი. ყველაზე უმცროსი, 4 წლის გიორგი, ბოლო დროს შიმშილისგან გონებას კარგავს… ღმერთო! ღმერთო!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,949 ₾
( 451 დონორი )
დასრულებულია

გულიდან წამოსული სიხარული ბავშვისა, რომელსაც სულის ნაწილი გაუზიარე, არის უდიდესი ბედნიერება, რაც ღმერთმა გვიბოძა! ასეთი წრფელი სიხარული ხომ, მუდამ გვაკლია ცხოვრებაში!

მეგობრებო, დააკვირდით ამ სურათებს! მთელი სამყაროს ბედნიერებას დაინახავთ! ამ ბედნიერებაში კი, დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს უფლისგან დალოცვილ კეთილ სულს!

 თუ გსურთ, ამ პოსტის სურათები პირადად გამოგიგზავნოთ, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე (office-fsp@fsp.ge). მეგობრებო, ჩვენი დიდი თხოვნაა: გააზიარეთ პოსტი!!! დაეხმარეთ თქვენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ინგა: „ბავშვებმა სიხარულისგან შოკი მიიღეს: იმაზე ბევრად მეტი საჩუქარი მოუტანეთ, ვიდრე ელოდებოდნენ!“

„ადრე, ორ ცუდს შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება: გაზქურით ვთბებოდით და გაზი გვწამლავდა, ან ისეთ სიცივეში ვიყინებოდით, ძვლებში რომ ატანს, - იხსენებს ინგა. - ახალი გამათბობლისთვის ძალიან მადლობელი ვარ თქვენი! ახლა, ჩემი შვილები სითბოში იქნებიან და უსაფრთხოდ.

ის დღე, როდესაც ჩერნოვეცკის ფონდიდან საკვები პროდუქტის თანხა ირიცხება, ჩვენი ოჯახისთვის დიდი დღესასწაულია. ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღში არ მიდიან, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ მაღაზიაში. აქამდე არც იცოდნენ, რას ნიშნავს პროდუქტების არჩევის ბედნიერება. მინდა, რომ ასეთი მომენტებით დატკბნენ და მეც მიხარია, როდესაც ირჩევენ პროდუქტებს, რომელსაც ადრე ვერ ვყიდულობდით: ხორცს, კარაქს, ყველს, წვენებს... ყოველ ჯერზე ვტირი, რადგან თქვენს კეთილშობილურ, გულწრფელ თანადგომას ვგრძნობ “.

გაბრიელი: "ჩემი ფერარი ყველაზე მაგარია ჩვენს სამეზობლოში!"

– ინგა, გაზის სუნი აღარ იგრძნობა სახლში. ამოვისუნთქე.

ინგა: თვალცრემლიანი გიხდით მადლობას იმისთვის, რომ გაგვათავისუფლეთ ამ "გაზის კამერიდან". სახლში ისეთი მძიმე, მომწამვლელი ჰაერი იყო, შესვლაც არ მინდოდა. ჯერ ორკამფორიან ქურას ვანთებდი, ცოტათი რომ გაეთბო სახლი, მერე კი ოთახებს ვანიავებდით, რომ არ გავგუდულიყავით და ღია ფანჯრებით, საბანში გახვეულები ვისხედით. ახლა, ბავშვები ნორმალურად თბებიან, მათი მარტო დატოვების აღარ მეშინია. თქვენ მართლაც, იმისთვის მოხვედით, რომ ტანჯვისგან გვიხსნათ.

– ნორმალურად რომ გეცხოვრათ, კიდევ რა გიშლიდათ ხელს?

ინგა: ოჰ, ბევრი რამ! მეც და ბავშვებსაც ცუდად გვეძინა რკინის ბადეებიან საწოლებზე. მაცივარი არ ყინავდა. იაფად ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, სულაც არ არის კომფორტული. ახლა, ახალი ორსართულიანი საწოლი გვაქვს და მეტი სივრცეა.

ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანით ახალი საწოლი და ლეიბები მოიტანეს

და გასართობიც (იღიმის). ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს კიბე, მეორე სართულზე რომ ადის. მუდამ ეკიდებიან და დაძვრებიან. გაბრიელი და ხატია ამბობენ, რომ მეორე სართულზე ცხოვრობენ.

მაცივარიც დიდი, ტევადი და რაც მთავარია, პროდუქტებით სავსე გვაქვს, ახლა!

ბავშვებს ვუსურვებთ, რომ ახალ მაცივარში საკვები არ გამოილიოს და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის!

ხატია (9 წლის): თვის საუკეთესო დღეა, როდესაც ნანა დეიდა რეკავს და ამბობს, რომ შეგვიძლია მაღაზიაში წავიდეთ და საჭმელი მოვიტანოთ.

– ჩვენი ნანა, სოციალური მუშაკი.

ხატია: თქვენიც და ჩვენიც. სკოლას ვაცდენ ხოლმე, მაღაზიაში წასვლას ვერაფრით გამოვტოვებ. უჩემოდ უნდა მოხდეს ყველაფერი საინტერესო?! ამ დღეს მაღაზიაში ურიკებსაც კი ვიღებთ, წარმოგიდგენია? იმიტომ, რომ ამდენ რამეს ხელში ვერ დავიჭერთ. ჯერ მაცივარში შესანახ საჭმელს ვიღებთ. შეგვიძლია ისეთი რამეების აღებაც კი, რასაც ვერ ვიღებდით ადრე: სარდელი, ბლინები, შოკოლადის იოგურტიც კი... დედას ვეკითხები: „ფული კიდევ დაგვრჩა?“ შემიძლია, რულეტი ავიღო?“ ის იღიმის და ყველაფერზე მეუბნება: "შეგიძლიაო!" რა კარგები ხართ! ჩვენთვის არაფერი გენანებათ!

ხატია: "ნამდვილი დღესასწაულია - მაცივრის შევსების დღე!"

გაბრიელი (8 წლის): მე მაცივარში საჭმლის შენახვა მიყვარს, მერე გავხსნი და ვუყურებ ხოლმე, რამდენი რამე დევს.

გიო (4 წლის): მე ჭამა უფრო მიყვარს, ვიდრე ყურება.

ინგა: იმიტომ, რომ ადრე, ამ საბრალო ბავშვებს მხოლოდ ყურება შეეძლოთ.

ხატია: ნეტავ, ნანა დეიდამ სულ დაგვირეკოს ხოლმე! ნეტავ!..

ინგა: ბავშვები არ ელოდნენ, ამდენ რამეს რომ აჩუქებდით. სიხარულისგან შოკში არიან. გულწრფელად ვამბობ, მეც მეფიქრებოდა, მკითხველები ჩვენს ამბავს გულთან ახლოს თუ მიიტანდნენ?

- რატომ, ინგა?! განა კოშმარული არ არის ის პირობები რომელშიც ცხოვრობდით?! ოჰ, როგორ ეჩვევა ჩვენი ხალხი ყველაზე ცუდ და საშინელ რამეებს!

ინგა: ჩვენი მდგომარეობა მართლაც არ არის სახარბიელო. მაგრამ, თქვენი ისტორიები ძალიან მძიმეა. სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები, ენით აღუწერელი ტკივილი! დაგვამშვიდეთ და მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ თქვენს გულებში ჩვენთვის ადგილი გამოინახა! რომ არ ანსხვავებთ, ვისი მდგომარეობა უფრო მძიმეა, უბრალოდ გულში იკრავთ ყველას, ვისაც უჭირს და ათბობთ თქვენი სიყვარულით და ყურადღებით!

ვაშა! ცხელი წყალი გვექნება სახლში! 

გიო ბედნიერია, პენოპლასტი აყრია სახეზე. წყლის გამაცხელებლის შეფუთვის გახსნაში ეხმარებოდა

ვტიროდი, ჩვენთან სახლში რომ მოდიოდნენ და ახლაც, ვტირი ემოციებისგან. მათ მომცეს სტიმული, იმედი, ფრთები შემასხეს. უამრავი ადამიანი პროდუქტით სავსე ჩანთით გვესტუმრა. რეკავდნენ, გვწერდნენ, ზოგი პირდაპირ მოდიოდა დარეკვის გარეშე და მეზობლებს ეკითხებოდნენ: სად ცხოვრობს ლაგვილავების ოჯახი? ასე გავიცანი სალომე, ერთი კვირის შემდეგ კი, მისი ოთხი მეგობარი, რომლებმაც სათამაშოები, ტანსაცმელი, საჭმელი მოგვიტანეს...

გავიცანით ორი ახალგაზრდა სამხედრო. ეს ბიჭები და მათი ჯარის მეგობრები ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებიდან ყოველთვიურად ირჩევენ ოჯახს, სხვადასხვა სახის დახმარება რომ გაუწიონ. დაფარეს ჩვენი კომუნალური გადასახადები და ბინის ქირა.

დიდი მადლობა ნიკა ცხომელიძეს, რომელმაც გაზის გამათბობელი გვაჩუქა! ხალხო, თითოეულ თქვენგანს მთელი გულით მადლობას გიხდით! ისე გამამხნევეს, რომ მუშაობაც კი დავიწყე!

- რა კარგია, ინგა! წინ გადადგმული ნაბიჯი არის ნამდვილად. სად დაიწყეთ მუშაობა?

ინგა: საცხობში, დიდუბეში. სამზარეულოში, პროდუქტის დაჭრაში, მწვანილის დახარისხებაში, ყველის გატარებაში ვეხმარები... ბევრს არ მიხდიან, მაგრამ მიხარია, რომ შემიძლია ბავშვებს, ჩემს მშიერ წიწილებს, რაღაც მაინც რომ მოვუტანო.

თქვენთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს. სახალხო დამცველს რომ მიმართეთ, სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ ჩვენთან. მათი დახმარებით, გიომ აქვე, სახლთან ახლოს, კინოთეატრ „საქართველოს“ გვერდით საბავშვო ბაღში დაიწყო სიარული. მანამდე არ ჰქონდათ ადგილები, შუა წელიწადი იყო, აქ რომ გადმოვედით. ახლა კი, თავად საბავშვო ბაღის დირექტორმა დამირეკა და მითხრა: „ლაგვილავა გიო ჩაირიცხა“.

გიო: იქ ხორციან წვნიანს გვაჭმევენ, თევზს, კაკაოს და ბანანს. მასწავლებელიც მომწონს.

ხატია: რა კარგად მოეწყო! (იცინის.)

ინგა: ნაძალადევის რაიონის გამგეობას ჩვენი ბინის ქირის გადახდა შეუძლია. ამაზეც სოციალური სამსახური იზრუნებს ჩვენთვის.

- ზუსტად ამიტომ ვწერთ წერილებს სხვადასხვა დეპარტამენტებს. გისურვებთ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს!

ხატია: დედიკოსთან საუბარს მალე დაასრულებ? მინდა, ჩემი კოსმოსური თავსატეხები გაჩვენო. გაბრიელი და გიო მეხმარებიან აწყობაში, შენც მომეხმარე. ჩემი პლანშეტიც ჯერ არ გინახავს.

ხატია: „გეყოფა დედასთან ლაპარაკი, ჩემს ახალ პლანშეტს გაჩვენებ! უკვე ვარ ინსტაგრამსა და TikTok-ზე, ახლა, ჩემს გვერდებს განახებ“

გიო: ჯერ ჩემს სპაიდერმენს გაჩვენებ.

გაბრიელი: გარეთ წამოხვალ ჩემთან ერთად? გაჩვენო, როგორ ვატარებ ჩემს ახალ ველოსიპედს?

გაბრიელი: „ეზოში წავიდეთ! გაჩვენებ, ჩვენს ქუჩაზე როგორ ვსეირნობ."

- მორჩა, წავიდეთ, მაჩვენეთ საჩუქრები!

ძალიან სასიამოვნოა ბავშვების ცელქობისა და ღიმილის ცქერა. ძალიან არასასიამოვნოა და გულსატკენი იმაზე ფიქრი, რომ ეს დროებითია, სანამ შიმშილის პრობლემა კვლავ არ გაჩნდება. ნეტავ, გაბრიელის, გიოს და ხატიას განწყობა დამოკიდებული არ იყოს მაცივრის შიგთავსზე. თქვენ კი, შეგიძლიათ ყოველთვის, ნებისმიერ დროს, ამ ოჯახს საკვებით დაეხმაროთ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ლაგვილავების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

„ჩემი სამი შვილის სახეზე ასეთი ბედნიერი ღიმილი პირველად ვნახე. მადლობას ვუხდი ჩერნოვეცკის ფონდს". ოცნება ახდა!!!  -  ლაგვილავების მრავალშვილიან ოჯახს, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა მიუტანა ყველანაირი ტექნიკა და ნივთები, რომელზეც შეჭირვებული  ოჯახი ოცნებობდა.


 

მსგავსი პროექტები: