რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და აუტანელი ტანჯვა! გმადლობთ, უფალო, ჩვენს ფონდსა და მის მეგობრებს, შესაძლებლობა რომ გვაჩუქე, ჩვენი შენდამი რწმენა წარმოვაჩინოთ! ცხოვრებაში ხომ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტად ღვთისნიერ ადამიანად რომ იგრძნო თავი!

calendar იანვარი 25, 2024

მეუღლემ, რომელმაც ტაძარში, უფლის წინაშე დადო ფიცი, ობოლ გოგონაზე მუდამ რომ იზრუნებდა და ეყვარებოდა, უნამუსოდ მიატოვა იგი მესამე შვილის გაჩენის მერე! უფლის წინაშე, სიცრუე როგორ თქვა?! ნუთუ, კაცს შეშვენის ასეთი საქციელი?! გაჭირვებას ვერ გაუძლო! მაგრამ, გაჭირვება ხომ, სულაც არ არის სამარცხვინო! აი, ღალატი კი!.. მკითხველნო, თქვენი აზრით, რა ეწოდება ასეთ საქციელს?!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და აუტანელი ტანჯვა!

გმადლობთ, უფალო, ჩვენს ფონდსა და მის მეგობრებს, შესაძლებლობა რომ გვაჩუქე, ჩვენი შენდამი რწმენა წარმოვაჩინოთ! ცხოვრებაში ხომ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტად ღვთისნიერ ადამიანად რომ იგრძნო თავი!

ბავშვს რაღაც სერიოზული დაავადება აწუხებს: ის განუწყვეტლივ ტირის, გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, ამისთვის კი ფულია საჭირო!

ეს, სამი ბიჭუნას უბედური და უზომოდ მოსიყვარულე დედა დიანა და მისი მუდამ მშიერი და დაავადებული შვილები გახლავთ!

დედამ სამშობიაროში დატოვა დიანა: “კარგია, რომ კნუტივით მდინარეში მაინც არ დამახრჩო”, – ამბობს დიანა და ცხარე ცრემლებით ტირის. ”ან, იქნებ, უკეთესიც იქნებოდა, მაშინვე რომ დასრულებულიყო ჩემი ტანჯვა!” თავად კი, ძუ ლომივით, თავისი შვილების სიცოცხლისთვის ყოველდღე იბრძვის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დიანას მეუღლემ, რომელმაც უფლის წინაშე, მუხლებზე დაჩოქილმა, მოძღვრის თანდასწრებით შეჰფიცა ერთგულება, მიატოვა მესამე შვილის გაჩენის შემდეგ! ლაჩარი – ალბათ, გაჭირვებას და განსაცდელს ვეღარ გაუძლო? მეგობრებო, სიღარიბე ხომ, სულაც არ არის სამარცხვინო! აი, ღალატი კი, უმძიმესი დანაშაულია… დიანამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი კაცები გამონაკლისია საქართველოში! დავეხმაროთ საბრალო ქალს და მის სამ ავადმყოფ ბიჭუნას!

პატარას სცივა, პატარას შია… ის განუწყვეტლივ ტირის… დედაც ვერ ახერხებს მის დამშვიდებას…

მერე კი, ძალაგამოცლილს ჩაეძინება ხოლმე. მაგრამ, ეს სულაც არ არის ჯანმრთელი ბავშვის ძილი. თუ სასწრაფოდ გამოკვლევა არ ჩაუტარდა, ერთ დღესაც, შეიძლება უბრალოდ ვერ გაიღვიძოს!

– სამი პატარა შვილი გყავთ. როგორ უმკლავდებით მათ აღზრდას მარტო, მეუღლის გარეშე?

დიანა: ბავშვობაში ეზოშიც და სკოლაშიც ბავშვები რომ მჩაგრავდნენ, ობოლ გოგონას, მაშინ შევფიცე ღმერთს, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ არასოდეს… არასოდეს მივატოვებდი ჩემს შვილებს! მათი აღზრდა ძალიან, ძალიან მიჭირს. ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ მარტოს. იქნებ მოხერხდეს, პატარას გამოკვლევები მაინც რომ ჩაუტარდეს!.. და კიდევ, ბავშვებმა რომ არ იშიმშილონ!

„4 წლის ვასილის ფსიქიკური პრობლემები აქვს. შეუძლია დაარტყას ან უკბინოს პატარა სლავიკს”

„საწოლებიც კი არ გვაქვს, ყველას ერთად იატაკზე, ერთ ძველ ლეიბზე გვძინავს.“

საერთოდ როგორი იქნებოდა პატარა, ყველასგან მიტოვებული დიანას ცხოვრება, ძალიან გულკეთილ ქალს, მარიას შვილად რომ არ აეყვანა. ის მას ნამდვილ წმინდანად მოევლინა! ჩვენმა ფონდმა კი, კიდევ ერთი წმინდანის შესახებ შეიტყო საქართველოში! მისი სახელიც ვიცით! და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას ღვთისმშობლის სახელი ერქვა. თქვენ რას იტყოდით, ასეთი ადამიანების შესახებ, მეგობრებო?

დიანა: ზედმეტად და გარიყულად ვგრძნობდი თავს ყველგან და ყოველთვის… არასდროს არავის ვუყვარდი. მარიას დიდი შვილები ჰყავდა და იმათაც არ ვუყვარდი. ისეთებს მეუბნებოდნენ… მაგრამ, მარია გულში რომ ჩამიკრავდა, მავიწყდებოდა ყველაფერი. მარტო ღმერთმა უწყის, რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი. სწორედ მაშინ დავდე პირობა, რომ, რაც არ უნდა გამიჭირდეს, არასოდეს მივატოვებდი ჩემს შვილებს.

– და რა მოხდა, რატომ წავიდა?
დიანა:
აი, არც კი ვიცი, მიმატოვა, თუ უბრალოდ დაიკარგა. ერთი წლის წინ თქვა, რომ საზღვარგარეთ უნდა წასულიყო სამუშაოდ და მას შემდეგ, კავშირზე აღარ გამოსულა. მშობლებიც კი არ ჰყავს, რომ ვკითხო, ვინმესთან მაინც თუ აქვს კავშირი. ისიც არ ვიცი, გავუბრაზდე თუ დავიტირო. არ ვიცი, მოკლეს, თუ უბრალოდ მე მემალება. ცოცხალი მოვიხსენიო, თუ მკვდარი, სანთელს რომ ვანთებ.

– ღმერთო ჩემო! რა საშინელი მდგომარეობაა!


დიანა:
ასე ვარ, სახლში, ბავშვებთან ერთად. ვერსად გავდივარ. მხოლოდ სასადილოში, ისიც ბავშვებთან ერთად. საერთოდ არავინ მყავს, ვინც დამიდგებოდა გვერდით. ახლახან, ავად ვიყავი. თითქმის ორმოცი მქონდა სიცხე. სასწრაფო დახმარება რომ გამოვიძახე, მითხრეს, რომ საავადმყოფოში უნდა დავწოლილიყავი. მე კი არ შემეძლო, ბავშვებს ვერავის დავუტოვებდი. იცით, ექიმმა რა მითხრა? „თუ არ წამოხვალ, ეს ბავშვები დაგრჩება ობლად.“ ჩემს შვილებთან ერთად წამიყვანეს საავადმყოფოში.

„ბავშვებს არავინ ჰყავთ ჩემს გარდა, ერთი ახლობელი ადამიანიც კი… საავადმყოფოში რომ დამაწვინეს, ბავშვებიც ჩემთან ერთად იყვნენ პალატაში, იმიტომ რომ არავინ მყავდა დამტოვებელი.“

– აუტანელ პირობებში გიწევთ ცხოვრება!
დიანა:
ეს ბინა მემკვიდრეობით მივიღე მარიასგან. ძალიან დარდობდა, რომ მისი გარდაცვალების მერე, ქუჩაში დავრჩებოდი და ასეთი საჩუქარი გამიკეთა. აქ, არაფერი ვარგა, ყველაფერი გატეხილია და დამტვრეული. მხოლოდ კედლებია დარჩენილი და ისიც, საშინელ მდგომარეობაში. თანხა ვერაფრით გადავდე, ეს კედლები რომ შემეღება ან საწოლები მაინც მეყიდა ბავშვებისთვის. ჰოდა, ასე გვძინავს, ძირს დაგდებულ ლეიბებზე.

ეს ანგელოზივით ლამაზი ბავშვი შეიძლება ერთ წამში გახდეს აგრესიული და ტკივილი მიაყენოს დედას ან ძმას

– რას ჭამთ ხოლმე? შემწეობის თანხა საკვებზე მაინც თუ გყოფნით?
დიანა:
სასადილოდან მომაქვს საჭმელი. ბავშვებს არ მოსწონთ, მაგრამ, სხვა რა გზა მაქვს? ძალიან უხარიათ ხოლმე, სოსისი ან ფუნთუშები თუ არის.

– და პატარა სლავიკს რას აჭმევთ ხოლმე? ის ხომ, ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა…
დიანა:
უკვე მიეჩვია დიდების საჭმელს. ლობიოს გავხეხავ, წყლით გავათხელებ ხოლმე და ვაჭმევ. ან პურს დავულბობ წყალში და ფაფა გამოდის… რა ვქნა?

„ბავშვები დღის განმავლობაში წარამარა აღებენ კარადას იმის იმედით, რომ ხმელი პურის გარდა, კიდევ დახვდებათ რამე.“

– დიანა, რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?
დიანა:
ძალიან მადლობელი ვიქნები, საწოლების შეძენასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში თუ დაგვეხმარებით! ჩემს პატარას პამპერსს, პროდუქტსა და წამლებს თუ აჩუქებთ… სულ ეს არის, სხვა არაფერი მჭირდება. არ მგონია, ვინმემ გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი ისტორია. საკუთარ დედასაც კი არ ვჭირდებოდი. ძალიან პატარა ვიყავი, ჩემზე უარი რომ თქვეს. ახლაც, არავის ვჭირდები.

მეგობრებო, ამჟამად დიანა და მისი სამი პატარა ბიჭი გადაულახავი განსაცდელის წინაშე დგანან. წილად ხვდათ ისეთი რთული ბედი, როგორიც ზოგიერთ ჩვენგანს ვერც კი წარმოუდგენია. მაგრამ დღეს, ჩვენ შეგვიძლია, მათი რეალობა რომ შევცვალოთ და გავუზიაროთ გულის სითბო.
ბიბლია ამბობს: „ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.“ მეგობრებო, მოდით, ერთად შევცვალოთ უკეთესობისკენ დიანას და მისი შვილების ცხოვრება. სწორედ ამ წუთში, მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, სიკეთე და მზადყოფნა იმისა, რომ მათი ცხოვრების ბნელ კუთხეებს მოვფინოთ ნათელი.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: რუსთავი, დავით გარეჯის ქ. 14, ბინა 18.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: დიანა გოდორობა).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

გმადლობთ, სიკვდილისგან რომ გვიხსენით! ჩემი სამი შვილი დააპურეთ, ჩააცვით და განსაცდელისგან დაიცავით!

 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„გმადლობთ, გასაჭირის დროს გვერდში დგომისთვის! ამჟამად სწორედ თქვენ, ფონდის თანამშრომლები და მისი მეგობრები, ხართ ჩვენი ახლობელი ადამიანები!”

 „სანამ ჩემი მეუღლე ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, უამრავი გეგმაც გვქონდა სამომავლოდ. როდესაც წავიდა, დაინგრა ყველაფერი, — ამბობს დიანა. — ჩემი სამი შვილისთვის ვეღარაფერს, საჭმელსა და ტანსაცმელსაც კი, ვერ ვყიდულობდი და ძალიან მეშინოდა“.

მადლობა უფალს, სიკვდილისგან რომ გვიხსნა! მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ღმერთს ვთხოვ, დამეხმაროს შვილების აღზრდაში და ყოველი დღე მიხარია. გემრიელ კერძებს ვამზადებ იმ პროდუქტებისგან, რომელიც ადამიანებმა გვაჩუქეს, სარეცხს ახალ სარეცხ მანქანაში ვრეცხავ, რომელიც ფონდის მეგობრებმა შეგვიძინეს, იატაკზე კი არა, ახალ საწოლებზე ვაძინებ ჩემს შვილებს. დღეს მშვიდად ვარ, საფრთხე აღარ გვემუქრება. ბავშვები ნაჭამი, ჩაცმულ-დახურული და მოწესრიგებულები არიან.

„ფული არ გვაქვს, ტანისამოსი მაღაზიებში რომ შევიძინოთ. თქვენთან კი მშვენივრად ჩავიცვით და ძალიან კმაყოფილები ვართ!“

— დიანა, დღეს რა აჭამეთ თქვენს შვილებს?

დიანა: კარტოფილის ღვეზელი გამოვუცხვე. პავლეს და ვასილს უნდათ, ხშირად რომ ვაცხო ხოლმე. კარგად ჭამენ, არც ელოდებიან, როდის გაცივდება, ცხელს დაიტაცებენ ხოლმე, ლობიანსაც ვუცხობ და ხაჭაპურსაც. ადრე არ მქონდა საშუალება: პროდუქტი არ მქონდა და ძველ ორკამფორიან ქურაზე ასე კარგად არ იბრაწებოდა. მხოლოდ მაკარონს ვაჭმევდი. ბევრი რამ მოგვიტანეს: ლობიო, წიწიბურა, კარაქი, შაქარი, ფქვილი, კისელი, ჩაი, ორცხობილა, ქადა, მარმელადის კანფეტები… ახალი ქურაც გვაქვს, რომლის დახმარებითაც, კარგად გამომდის ყველაფერი. ქალები მოდიოდნენ და ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას: „იქნებ, გამოჩნდეს, იქნებ დაბრუნდეს შენი მეუღლე“. მე კი ვიცი, რომ არ დაბრუნდება. სოფელშიც ვიყავი, რუსთავთან ახლოს, სადაც ადრე ცხოვრობდა, იქაც არ არის.

— ნუ დარდობთ, დიანა. ახლა საკუთარ თავსა და შვილებზე უნდა იფიქროთ.

დიანა: ერთიანად იმხელა ტვირთი დამაწვა მხრებზე! პამპერსი არ მქონდა და უმცროსი გაუჩერებლად ტიროდა. ვასილისთვის საჭირო წამლებს ვერ ვყიდულობდი, ნერვული და ფსიქიკური პრობლემები აქვს. ხელის სარეცხმა მანქანამ საშინლად დამტანჯა. საპირფარეშოს ხის კარიც გაგვიფუჭდა.

ჩემს სლავიკს ახლა იმდენი პამპერსი აქვს, რამდენიც სჭირდება. დღეში სამჯერ ან ოთხჯერაც ვუცვლი. ვასილსაც ბლომად აქვს (5-6 ზომა), ღამით მაინც ვაცმევ ხოლმე, ხანდახან თავს ვერ აკონტროლებს… საჭირო წამლებიც ვუყიდე, ვასმევ. ის მყავს ყველაზე ცელქი. მთავარია, ის იყოს მშვიდად. საპირფარეშოს კარის პრობლემაც მოაგვარეთ, მეტალო პლასტმასის დააყენეთ — რა ლამაზია! ახალი ტახტიც ძალიან მომწონს, მენანება კიდეც, ზედ რომ დავიძინო. სიტყვაზე ვამბობ, რა თქმა უნდა, პატარასთან ერთად მძინავს ხოლმე. მაგრამ ყურადღებას ვაქცევ, ბავშვებმა ზედ რომ არ იხტუნაონ.

„პავლე პლანშეტით ძალიან კარგად ერთობა, საზღვაო ბრძოლას, რბოლებს, „ომობანას“ და ფეხბურთს თამაშობს…“

ბავშვებს ობლებივით იატაკზე აღარ სძინავთ, ფეხები არ უცივდებათ, ზურგი არ სტკივათ. მადლობა უფალს და კეთილ ადამიანებს. თან ისეთი ლამაზი ლოგინის თეთრეულიც გვაჩუქეთ! მე ხომ ლილოში წასვლა მაინც ვერ მოვახერხე. ჩემი ოცნება იყო, იქ მეუღლესთან ერთად წასვლა და ახალი ნივთების ყიდვა… მაპატიეთ, ამ საკითხს რომ ვუბრუნდები ისევ…

„ბავშვებს ობლებივით იატაკზე აღარ სძინავთ, ფეხები აღარ უცივდებათ და ზურგი არ სტკივათ“

თქვენმა თანამშრომლებმა ახალი სარეცხი მანქანა მომიტანეს და მისი გამოყენებაც მასწავლეს. ახლა ისე კარგად, ისე ჩქარა და მარტივად ვრეცხავ, ძალიან მიხარია! დღეს დილითაც ბავშვების ტანსაცმლის გასარეცხად შეყრა მოვასწარი.

(ვასილს მანქანა უჭირავს ხელში, დედასთან მიდის და რაღაცას ყურში ჩუმად ეუბნება.)

— მოდი, ჩვენც გვითხარი, ვასილ, რას სთხოვ დედიკოს?

დიანა: ეშმაკუნას თქვენი საწყობი ძალიან მოეწონა (იღიმის). მთხოვს, რომ ისევ იქ წავიდეთო. რა თქმა უნდა, იქიდან იმდენი მანქანა აქვს წამოღებული! თან თქვენი თანამშრომლებიც სულ იღიმიან, მოგვეხმარნენ ტანსაცმლის არჩევასა და ჩალაგებაში. რა კარგია, რომ ღარიბებსაც შეგვიძლია ტანსაცმლის არჩევა. მთელმა ოჯახმა ჩავიცვით და დავიხურეთ. ბიჭებისთვის ბევრი საზაფხულო ტანსაცმელიც წამოვიღე. ისეთიც, ახლა რომ ჩაიცვან. ჩემთვისაც ავარჩიე ქურთუკი და სპორტულები.

„ერთი მანქანა ავიღე და სხვასაც დავადგი თვალი…“

დიანა: „თქვენი ფონდის თანამშრომლები სულ იღიმიან, მუდამ მზად არიან, დაგვეხმარონ“

„ჩემთვისაც ავიღე ზედები, შარვლები, სპორტულები…“

ბავშვებსაც ფონდის საწყობი ძალიან მოეწონათ. უნდათ, რომ კვლავაც გვესტუმრონ.

ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ თქვენი. თქვენი დახმარებით, ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება ჩვენი ცხოვრება. მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი, ახლობელი ადამიანები, ნათესავები რომ იყვნენ, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანებიც იყვნენ. ახლობელი ადამიანი ის არის, ვინც სიკეთეს აკეთებს ჩვენთვის.

აი, ბედნიერი ვასილი ასე გამოიყურება. ახლა მას საწოლიც, პამპერსიც, წამლებიც და საჭმელიც აქვს. მადლობას ვუხდით ჩვენს მკითხველებს იმისთვის, რომ ცრემლებისა და დარდისგან იხსნეს ეს სამი ბავშვი!

— დიანა, მოვახერხეთ თუ არა, განსაცდელისგან თქვენი დაცვა?

დიანა: დიახ, და თანაც, როგორ! თქვენი მჯერა. სიყვარულის უზარმაზარი ტალღა წამოვიდა ჩემკენ, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა ასეთი რამ. დიდი მადლობა, განსაცდელის დროს გვერდში რომ დაგვიდექით! საერთოდ არავინ მყავდა, დახმარება რომ მეთხოვა. დიდი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენგანს! 

— საქართველოში ყოველთვის შეგვიძლია, ხალხის იმედი გვქონდეს. სახელმწიფო რამით თუ დაგეხმარათ?

დიანა: რუსთავის მერია ერთხელ, წინა წელს, ტექნიკით დაგვეხმარა. მაგრამ, ალბათ, მეტი აღარაფერი გვეკუთვნის. ამ გაქუცულ კედლებს თუ შეგვიღებავენ ან შპალერს გააკრავენ, უზომოდ გაგვიხარდება. მაგრამ, ჯერჯერობით, ასე ცხოვრება გვიწევს.

ბავშვებს თქვენი საჩუქრები ძალიან გაუხარდათ! პავლე პლანშეტით ძალიან კარგად ერთობა, იქ საზღვაო ბრძოლას, რბოლებს, „ომობანას“, ფეხბურთს და სხვადასხვა თამაშს თამაშობს… ჩემს მოუსვენარ ვასიკოს ველოსიპედის ტარებას ვასწავლით, ვასეირნებთ. ადრე კი ბავშვები ხშირად ტიროდნენ და ჩხუბობდნენ ხოლმე შიმშილის, სიცივისა და ნერვიულობის გამო… ადამიანებო, ყველას მადლობას გიხდით! ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვარ თქვენი!

„ვასიკოს ველოსიპედის ტარებას ერთად ვასწავლით“

დიანას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენა, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება მარტომ, სამ შვილთან ერთად. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ მას ქმრის ღალატის შემდეგ შოკისგან თავის დაღწევაში და მხარში ამოუდექით ასეთ მძიმე ჟამს. გოდორობას ოჯახს მუდმივად სჭირდება პამპერსი, საკვები პროდუქტი და საბავშვო ტანსაცმელი. ასე რომ, მეგობრებო, მათი დახმარება კვლავაც შეგვიძლია!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ სხვა უამრავი ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: გოდორობას ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

  

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 თებ 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1165.00₾
2024 თებ 12
ორსართულიანი საწოლი
900.00₾
2024 თებ 16
ველოსიპედი
255.00₾
2024 თებ 16
პლანშეტი
365.00₾
2024 თებ 16
თეთრეული
370.00₾
2024 თებ 20
დივანი
680.00₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
222.82₾
2024 მარ 15
კარები
250.00₾
2024 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1200.00₾
2024 აპრ 02
პროდუქტები
194.84₾
2024 აპრ 17
პროდუქტები
107.93₾
2024 აპრ 22
მედიკამენტები
315.46₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კაპანაძე გიორგი
02.04.2024 20:00:00
₾10.00
ბოლქვაძე გიგა
20.03.2024 20:00:00
₾2.00
შარაბიძე თინათინ
20.03.2024 20:00:00
₾1.00
ქებურია კახაბერ
20.03.2024 20:00:00
₾30.00
ქათამაძე დავით
20.03.2024 20:00:00
₾100.00
ნაგლიაშვილი ბესიკი
20.03.2024 20:00:00
₾20.00
კობაიძე ლევან
20.03.2024 20:00:00
₾10.00
ზედგინიძე ილია
20.03.2024 20:00:00
₾5.00
მანგოშვილი ლევან
20.03.2024 20:00:00
₾15.00
ციციშვილი ეკატერინე
20.03.2024 20:00:00
₾10.00
ბუზიაშვილი გივი
20.03.2024 20:00:00
₾50.00
ესებუა ლელა
20.03.2024 20:00:00
₾5.00
კირთაძე მანუჩარი
10.03.2024 20:00:00
₾5.00
თამარი ქეშელაშვილი
10.03.2024 20:00:00
₾2.00
რობაქიძე ირმა
08.03.2024 20:00:00
₾1.00
იოსელიანი რუსლან
29.02.2024 20:00:00
₾50.00
მაკარაძე გიორგი
28.02.2024 20:00:00
₾20.00
მაია სიჭინავა
27.02.2024 20:00:00
₾10.00
თათია პაპუნიძე
26.02.2024 20:00:00
₾3.00
ი/მ ანჟელა კოხოძე
22.02.2024 20:00:00
₾10.00

შემოწირული:

₾6,026.61

535 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾6,026.61

535 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება