ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში!

page info icon
2024 მარტი 11
რვა ადამიანი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მათგან ზოგი ფიზიკურად ავად არის, ზოგი კი - სულიერად! ვისი მდგომარეობა არის უფრო რთული, მტკივნეული და გაუსაძლისი? მოდით, ერთად გავიგოთ, მეგობრებო! მაგრამ, საქართველოს მთელს ამ რეგიონში, არავის ექნება ამაზე რთული მდგომარეობა! მადლობა ყოვლისშემძლე უფალს, მათ შესახებ ჩვენს ფონდს რომ შეატყობინეს! ახლა, მათ მომავალზე პასუხს მხოლოდ ჩვენ ვაგებთ... ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ ვიგებთ, ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი აღარაფერია! რომ აღარაფერი იქნება ამაზე უფრო მტკივნეული! მერე კი, ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია უფლისკენ მიმავალი გზის! მას ხომ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ტანჯული ადამიანები უყვარს ყველაზე მეტად! გაუგებარია მხოლოდ ის, თუ სად ქრება არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თანამდებობის პირების სული და გული?! ძალაუფლება მოქმედებს ასე, თუ მერიასა და გამგეობაში ბოროტმა ძალამ დაიდო ბინა?! ამ პრობლემის მიზეზი რა უნდა იყოს?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,840 ₾
( 360 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში!

რვა ადამიანი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მათგან ზოგი ფიზიკურად ავად არის, ზოგი კი - სულიერად! ვისი მდგომარეობა არის უფრო რთული, მტკივნეული და გაუსაძლისი? მოდით, ერთად გავიგოთ, მეგობრებო! მაგრამ, საქართველოს მთელს ამ რეგიონში, არავის ექნება ამაზე რთული მდგომარეობა! მადლობა ყოვლისშემძლე უფალს, მათ შესახებ ჩვენს ფონდს რომ შეატყობინეს! ახლა, მათ მომავალზე პასუხს მხოლოდ ჩვენ ვაგებთ...

ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ ვიგებთ, ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი აღარაფერია! რომ აღარაფერი იქნება ამაზე უფრო მტკივნეული!
მერე კი, ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია უფლისკენ მიმავალი გზის! მას ხომ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ტანჯული ადამიანები უყვარს ყველაზე მეტად! გაუგებარია მხოლოდ ის, თუ სად ქრება არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თანამდებობის პირების სული და გული?! ძალაუფლება მოქმედებს ასე, თუ მერიასა და გამგეობაში ბოროტმა ძალამ დაიდო ბინა?! ამ პრობლემის მიზეზი რა უნდა იყოს?

ხათუნა (დედა, 4 წლის): „ხანდახან მგონია, რომ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში არ ვცხოვრობთ, რომ ზედმეტები ვართ აქ! ჩვენს სახლში ბუდობს მტანჯველი სიკვდილის შიში, ავადმყოფობა და გასაჭირი, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს“

ახლა კი, მეგობრებო, დროა, ამ საბრალო ოჯახის ყველა წევრი რომ გაგაცნოთ! 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს, ვურჩევთ, არ წაიკითხონ!

გაიცანით, ამ ულამაზეს გოგონას ლიკა ჰქვია! თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. რა საშინელებაა, ყოველდღიურად ეპილეფსიის შეტევები რომ ემართება

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეს კი ბექაა. მას აქვს ცერებრული დამბლა და მიკროცეფალია. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ბავშვს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს და არ უთქვამს არცერთი სიტყვა!

ეს კი ჩემი მეუღლე, ვალერი გახლავთ. უპატივცემლობაში ნუ ჩამოართმევთ, საწოლიდან რომ არ დგება. ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ, ორი წლის წინ, ვალერი შეშას ჩეხავდა, წაიქცა, ფეხი მოიტეხა და ახლა, საერთოდ ვერ დგება საწოლიდან 

ახლა, ეს საბრალო კაცი, მთელი დღე წევს და პამპერსი აცვია! დიახ, პამპერსი! რადგან გადაადგილება საერთოდ არ შეუძლია! მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამშვიდებდნენ საბრალო ქალს, ეუბნებოდნენ, რომ ის ისევ შეძლებდა სიარულს და მუშაობას! 

- გიყურებთ და საკუთარი თვალების არ მჯერა... მარტო როგორ უმკლავდებით ამხელა ტვირთს?!
ხათუნა:
18 წლის ასაკში გავთხოვდი და მას შემდეგ, ერთი ბედნიერი დღეც არ მახსოვს. მეგონა, რომ ჩემი ბედნიერება ჩემი შვილები იქნებოდნენ. მაგრამ არც მათ გაუმართლათ. ზაქრო გონებრივად ჩამორჩენილია, სკოლაშიც ვერ დადის. მძიმედ ავად არის 17 წლის ბექაც, პირველი ჯგუფის შშმ პირია. ცერებრული დამბლა და მიკროცეფალია აქვს. მთელი დღე წევს. ვერ ლაპარაკობს და საშინლად ღმუის, თუ ყურადღების მიქცევა უნდა. თუ შია, ხმამაღლა წივის და კივის... ჩემი საბრალო ბიჭი! ამ ყველაფრის ფონზე, 14 წლის ანას ნევროზი განუვითარდა. ყველაფერი აშინებს, მამის და ძმის ყვირილის გამო, შეიძლება დაემართოს ისტერიკა, ტირის და ვერაფრით ვამშვიდებთ. ორი წლის ლიკას კი თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. გულის სარქველი ჰქონდა ღია! ოპერაცია ახლახან ჩაუტარდა. გვითხრეს, რომ გულის სარქველი დაიხურა, მაგრამ მისი მდგომარეობა უცვლელია. კრუნჩხვებში ვარდება, შეტევები ემართება... განვაგრძო მოყოლა?
- არა, არა, არ გინდათ, გთხოვთ, თორემ შეიძლება გული წამივიდეს, ამ ყველაფერს რომ ვისმენ და ვხედავ! მართალი გითხრათ, დიდი ხანია, კივილი მინდა! მჯერა, ფონდის მეგობრებიც გაოგნებულები არიან თქვენი ოჯახის ამხელა გასაჭირით! ის ხომ, ცდება ადამიანური გამძლეობის ყოველგვარ ფარგლებს! სიცოცხლეშივე ძეგლი გეკუთვნით! ალბათ, ოდესმე საქართველოში ასეც იქნება! ერის პატივისცემას და დაფასებას იმსახურებენ ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯება და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნა სხვებს! ისინი ხომ, ნამდვილი გმირები არიან! არ დანებდეთ! მალე მიიღებთ დახმარებას! თქვენი ოჯახის გასაჭირის შესახებ, ხელისუფლებას შევატყობინებთ! უფალი გფარავდეთ! ჯვარი გწერიათ... ხათუნა, ოჯახში ჯანმრთელი თუ არის ვინმე?
ხათუნა:
მეუღლე ჯანმრთელი იყო, მაგრამ ორი წლის წინ, ფეხი მოიტეხა. ოპერაცია გაუკეთეს, ექიმმა გვითხრა, რომ სიარულს შეძლებდა და კარგად იქნება ყველაფერი. მაგრამ, მას შემდეგ, ერთხელ არ დაურეკავს, რომ ეკითხა მაინც, როგორია მისი მდგომარეობა. ამ დროს კი, დაასახიჩრა!
ოდესღაც ჯან-ღონით სავსე კაცი, ახლა მთელი დღე წევს, პამპერსი აცვია და მასაც, პატარა ბავშვივით სჭირდება მოვლა. ხასიათიც შეეცვალა, აუტანელი გახდა. ალბათ, სულ ეს არის.
- თქვენი საარსებო წყარო რა არის?
ხათუნა:
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა 1 000 ლარის ოდენობით და ბექას პენსია - 280 ლარი. ეს თანხა კი, მხოლოდ პამპერსის საყიდლად მყოფნის, მეუღლისთვის, ბექასთვის, ლიკასთვის და ჩემი შვილიშვილისთვის, გაბრიელისთვის.
- რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ხათუნა:
უპირველეს ყოვლისა, მინდა, პამპერსი და პროდუქტი გთხოვოთ, ამის გარეშე დავიღუპებით. გარდა ამისა, ფანჯრების ჩასმა. მერიას მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ სოფლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა ასეთ ხარჯებს. ბედნიერი ვიქნებოდი, სარეცხი მანქანა რომ მქონდეს. საწოლები, ტელევიზორი... მგონი ბევრს ვითხოვ, არა?

„ავეჯი სულ დამტვრეულია, სახლიც დანგრეული ისევე, როგორც ჩვენი ოჯახის ცხოვრება!“

- ვფიქრობ, მხოლოდ მატერიალური დახმარება საკმარისი არ იქნება. იქნებ, ექიმის კონსულტაცია სჭირდება ანას?
ხათუნა:
ძალიან კარგი იქნება. გვიშველეთ! გვიშველეთ!!! გთხოვთ, დაგვეხმარეთ! დედობა გაუწიეთ ჩემს შვილებს. ცხოვრება დამენგრა და შვილებიც მეღუპებიან! გთხოვთ, ისინი მაინც გადაარჩინეთ!

მეგობრებო, ერთად აუცილებლად შევძლებთ, მათ დაუსრულებელ ტანჯვას რომ მოვუღოთ ბოლო! ხათუნას ხომ, ჯანმრთელი შვილიშვილი ჰყავს, შვილიც, ძალიან კარგი გოგონა, რომელიც ქმარმა მიატოვა ბავშვის გაჩენის მერე. წაიკითხეთ სტატია, უფრო დაწვრილებით რომ შეიტყოთ მათი ამბავი!

„ნეტარ არიან მგლოვიარენი, რამეთუ ნუგეშისცემით იქნებიან“ (მათე 5:4) ღმერთი მუდამ მართალია! და ალბათ, ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, ვინც მისი ნება უნდა აღასრულოს! ნუ დარჩებით გულგრილნი! საქართველოში ზედმეტი არავინ არის! ჩვენ ხომ, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით!

მოსიაშვილების ოჯახი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, თითქოს საკუთარ თავზე განიცდის, იტანჯებიან და ნუგეშს ეძებენ. თუ ჩვენ დროულად არ ჩავერევით, დაავადების და სიღარიბის ავისმომასწავებელი აჩრდილი ამ ოჯახს შთანთქავს. მათ შეიძლება არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მომავლის იმედიც დაკარგონ.

ამ გასაჭირთან და ტკივილთან ბრძოლაში მოსიაშვილების ოჯახს სჭირდება დახმარება, რომელიც მოიცავს როგორც მატერიალურ, ასევე სამედიცინო ასპექტებს. მაგრამ მთავარია, თანაგრძნობა და თანადგომა, რაც შეიძლება გახდეს მათთვის ერთადერთი ხსნა, ასეთ უიმედო მდგომარეობაში.

 კორ.: ნინო

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშაველი. 

რის შეძენას ვაპირებთ:

- საწოლები;
- პამპერსი;
- პროდუქტი;
- სარეცხი მანქანა;
- მაცივარი;
- ტელევიზორი;
– ანასთვის ექიმის კონსულტაციის საფასურის ანაზღაურება.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: მოსიაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: