რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

საბრალონი და დაჩაგრულნი

calendar მაისი 7, 2024

საკუთარი შვილების საწამებელი ოთახი! თუ ჩვენი სიყვარულით არ გავათბობთ მათ, ძალიან მალე გამოუსწორებელი უბედურება მოხდება! გვთხოვს, რადგან არ სჯერა, რომ მთელი ოჯახი სამუდამო ტანჯვისთვის გაწირა უფალმა. მისი მეუღლე, ავთანდილი, ოჯახური ძალადობის გამო ერთხელ უკვე აღმოჩნდა ციხეში. მთვრალი მხეცი, რომელიც შიშის ატმოსფეროს ქმნიდა, მისი ცოლი და შვილები კი — რუსუდანი და ტარიელი — შიშისა და ძალადობის მუდმივი მსხვერპლი იყვნენ! როგორც კი მხეცი ციხიდან განთავისუფლდა, კვლავ აღმოჩნდნენ მის ტყვეობაში. რუსუდანი უკვე 23 წელია თავის სამყაროში ცხოვრობს. მას მეგობრები არასდროს ჰყოლია და მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრება „ტარიელს ყველაფრის ეშინია. სიტყვა „მამის“ გაგონებაც კი მასში შიშს იწვევს, ხელები უკანკალებს და ენა ებმის“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

საბრალონი და დაჩაგრულნი

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 

საკუთარი შვილების საწამებელი ოთახი! თუ ჩვენი სიყვარულით არ გავათბობთ მათ, ძალიან მალე გამოუსწორებელი უბედურება მოხდება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 მზევინარმა (დედამ) არ იცის, შესაძლებელია თუ არა მისი შვილების გადარჩენა, დახმარებას გვთხოვს, რადგან არ სჯერა, რომ მთელი ოჯახი სამუდამო ტანჯვისთვის გაწირა უფალმა. მისი მეუღლე, ავთანდილი, ოჯახური ძალადობის გამო ერთხელ უკვე აღმოჩნდა ციხეში. მთვრალი მხეცი, რომელიც შიშის ატმოსფეროს ქმნიდა, მისი ცოლი და შვილები კი — რუსუდანი და ტარიელი — შიშისა და ძალადობის მუდმივი მსხვერპლი იყვნენ! როგორც კი მხეცი ციხიდან განთავისუფლდა, კვლავ აღმოჩნდნენ მის ტყვეობაში.

აი, ასე გამოიყურება მზევინარისა და მისი შვილების „მკაცრი რეჟიმის კოლონია“. ვერც გავბედეთ, გვეჩვენებინა, რა ხდება ამ სახლი-დილეგის შიგნით!

რუსუდანი უკვე 23 წელია თავის სამყაროში ცხოვრობს. მას მეგობრები არასდროს ჰყოლია და მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრება

 „ტარიელს ყველაფრის ეშინია. სიტყვა „მამის“ გაგონებაც კი მასში შიშს იწვევს, ხელები უკანკალებს და ენა ებმის“

— მზევინარ, როგორია თქვენი შვილების მდგომარეობა?

მზევინარი: რუსუდანი, არც კი ვიცი, როგორ გითხრათ, მოწყვეტილია ქვეყნიერებას. ალბათ, ემალება ამ დაუნდობელ სამყაროს. იმისთვისაც არ მოვა თვითონ, რომ ჭამოს. საწოლიდან თუ დგება, არ იცის, როგორ იაროს. ხელჩაკიდებული შეიძლება ეზოშიც წამომყვეს. მაგრამ მარტო, უბრალოდ, დაიღუპება.

ტარიელს ყველაფერი მშვენივრად ესმის, მაგრამ ისიც არ გადის სახლიდან. ჩხუბისა და ყვირილის ხმას თუ მოჰკრა ყური, ისე განიცდის, რომ ხელები უცახცახებს და ენა ებმის… საერთოდ არავინ ჰყავს, არც მეგობარი, არც ახლობელი. ოთახიდან ისიც არ გამოდის. მეც ვზივარ ასე, მათთან ერთად.

— როდესაც თქვენს შვილებს უყურებთ, რას გრძნობთ?

მზევინარი: თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ასეთი საშინელი ცხოვრებისთვის რომ გავაჩინე. მათი ტანჯვის შემხედვარე, გული მიკვდება, საკუთარ უსუსურობას და უმწეობას ვაცნობიერებ. ამდენწლიანი ტერორის მერე მეც უნარშეზღუდულ ადამიანად ვიქეცი. არც კი ვიცი, რა მოვიმოქმედო, როგორ დავაღწიო თავი ამ ყველაფერს.

 „არ ვიცი, როგორ ვუშველო საკუთარ თავს და ჩემს შვილებს…“

 „ყოველთვის მარიგებდნენ, რომ ქალს უნდა ჰქონდეს მეუღლის შიში და რიდი“

— რატომ ითმენთ ძალადობას მეუღლის მხრიდან?

მზევინარი: მეშინია. მეშინია, ჩემი შვილების გამო. შიში მიპყრობს და ვეღარ ვხედავ გამოსავალს. სრულიად უმწეო გავხდი და აღარაფრის შეცვლა არ შემიძლია. პარალიზებული ვარ შიშით!

— ძვირფასო, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

მზევინარი: მიმოიხედეთ გარშემო. მე უკვე ვეღარ ვაზროვნებ. მინდა, სიმყუდროვე შევუქმნა ჩემს შვილებს. მათ სჭირდებათ საწოლები და ტანსაცმელი. კიდევ, რა თქმა უნდა, საჭმელი და ექიმთან გამოკვლევების ჩატარება! შიშმა ჩვენი ცხოვრებიდან ყველაფერი ამოშალა. უბრალოდ, ტელეფონის ზარის ხმა რომ ისმის, ჩურჩულით კითხულობენ ჩემი შვილები: „მამაა? სახლში მოდის?“ — მათ თვალებში კი იმხელა შიში ჩანს, სისხლი ძარღვებში გაგეყინებათ!!!

სახლში სახურავიდან ყველგან ჩამოდის წყალი. არც ნორმალური საწოლები აქვთ და არც საჭმელი. საერთოდ არავინ მყავს, არც ახლობელი, არც ნათესავი! ადრე მყავდა გულკეთილი დედამთილ-მამამთილი. მაგრამ უკვე აღარ არიან ამქვეყნად! მე და ჩემი შვილები სად ვართ?! არც საიქიოს, არც სააქაოს. დამეხმარეთ, აზრზე მოვიდე და ჩემს შვილებზე ვიზრუნო, რაც მთავარია! თორემ მეც წავალ იმქვეყნად. ჩემი შვილები კი, სიტყვებით ვერ აგიხსნით, სად დარჩებიან! საშინელება ელით!

– ღმერთო ჩემო! არც კი ვიცი, რა გითხრათ, როგორ დაგიცვათ… ქომაგი არავინ გყავთ, არც ნათესავი, არც ახლობელი?

მზევინარი: მშობლები დიდი ხანია აღარ მყავს. ძმებიც გარდამეცვალა. სხვისი ოჯახის პრობლემებში ჩარევა კი არავის სურს. წესია ასეთი: ქალმა უნდა ითმინოს ყველაფერი! და აი, შედეგიც.

— როგორ დაქორწინდით?

მზევინარი: არავის არაფერი უკითხავს ჩემთვის. ერთმანეთი გაგვირიგეს და მითხრეს: „შენ მისი ცოლი ხარ!“ სულ ეს იყო.

ამ სახლში ერთადერთი ნათელი წერტილია ეს ძველი ტელევიზორი. მხოლოდ მისი მეშვეობით თუ შეიტყობენ, რა ხდება ამქვეყნად

— რა გაახარებდა თქვენს შვილებს?

მზევინარი: რუსუდანს გაუხარდებოდა ლამაზი კაბა, მაგრამ მამამისს თუ არ მოეწონა, ესეც შეიძლება ჩხუბის მიზეზი გახდეს. მას არ მოსწონს ლამაზი კაბები, მაკიაჟზე კი საუბარიც ზედმეტია. ტარიელს, ალბათ, პლანშეტი გაახარებდა, მაგრამ აკრძალულია ესეც. ამიტომ საკვებ პროდუქტებს, საწოლებს, მაცივარს და კიდევ სახურავის შეკეთებას გთხოვთ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

დღეს მოგმართავთ და მთელი სერიოზულობით მოგიწოდებთ, დავეხმაროთ მზევინარის ოჯახს, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ოჯახი შეპყრობილია ძალადობის შიშითა და დაავადებებით, მათ თქვენი თანადგომა სჭირდებათ, რომ ამ კოშმარს თავი დააღწიონ.

ოჯახის დიასახლისმა, მზევინარმა გვიამბო, როგორია  შიშით, ძალადობით, ტკივილითა და სირთულეებით აღსავსე მათი ყოველდღიურობა. ოჯახს არ ჰყავს არც ახლობელი, არც ნათესავი და ამის გამო იზოლირებული არიან და არ შეუძლიათ, მძიმე გარემოებებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ.

მზევინარი რთული არჩევანის წინაშე დგას: განაგრძოს მეუღლის მხრიდან ძალადობის მოთმენა თუ ამ კოშმარიდან ეძიოს გამოსავალი. ამ „მკაცრი რეჟიმის კოლონიას“ როგორ დააღწევს თავს?

მსგავსი სირთულეების წინაშე მდგომი მრავალი ოჯახისთვის საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ არ არიან მარტონი და ჰყავთ ქომაგები. პრიორიტეტული უნდა იყოს ოჯახებისთვის ისეთი უსაფრთხო სივრცის შექმნა, სადაც ბავშვები განვითარდებიან და დაცულად იგრძნობენ თავს.

არც დაგვიმალავს, არც შეგვილამაზებია არაფერი. ყველაფერი ისე გიამბეთ, როგორც არის… ამ ამბის გაშუქებამ შესაძლოა, მიიპყროს იმ ორგანიზაციების ყურადღება, რომელთა სპეციალიზაციაც, ადამიანის უფლებათა დაცვა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ისტორიები საზოგადოების მხრიდან უყურადღებოდ არ უნდა რჩებოდეს. მრავალმხრივი მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფი ადამიანების საცხოვრებელი პირობები შეიცვალოს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ვალე, მანველიშვილის ქ. № 79.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მზევინარ ხმალაძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო  

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
05.07.2024
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1275.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ვარშანიძე ანზორ
09.06.2024 00:00:00
₾5.00
ნათია ბერაია
03.06.2024 00:00:00
₾5.00
ანონიმი
21.05.2024 20:55:09
₾300.00
ანონიმი
17.05.2024 18:36:33
₾100.00
ნოზაძე გიორგი
16.05.2024 20:00:00
₾1.00
ანონიმი
15.05.2024 10:20:59
₾20.00
თეა თავაძე
14.05.2024 20:00:00
₾3.00
თანანაშვილი თორნიკე
12.05.2024 20:00:00
₾3.00
გოგისვანიძე ვახტანგი
12.05.2024 20:00:00
₾1.00
ანონიმი
12.05.2024 12:03:01
₾2.00
ანონიმი
12.05.2024 08:31:37
₾100.00
ანონიმი
12.05.2024 06:10:22
₾20.00
ანონიმი
11.05.2024 21:06:43
₾5.00
შანგუა მარიამ
11.05.2024 20:00:00
₾35.00
შაიშმელაშვილი ნინო
11.05.2024 20:00:00
₾50.00
დეკანოსიძე მარიამ
11.05.2024 20:00:00
₾1.00
კაპანაძე ლიკა
11.05.2024 20:00:00
₾2.00
ანონიმი
10.05.2024 20:50:01
₾3.00
მადონა თირქია
10.05.2024 20:00:00
₾15.00
ბოლქვაძე სოფიკო
10.05.2024 20:00:00
₾1.00

შემოწირული:

₾2,205.00

112 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾2,205.00

112 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება