ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

10 ბავშვს ჩვენი დახმარება სჭირდება!

calendar აგვისტო 7, 2016

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ჩვენ საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ათი შვილის დედ-მამა ვეფხვია და ნინო ღვალაძეები მოვიდნენ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ჩვენ საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“
დახმარების თხოვნით ათი შვილის დედ-მამა ვეფხვია და ნინო ღვალაძეები მოვიდნენ.

ვეფხვია და ნინო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ.
იქ გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი, შექმნეს ოჯახი. ვეფხვია მღვდლობას აპირებდა და
ეკლესიაში მსახურობდა. მაგრამ მათი ოჯახი იზრდებოდა და ქალაქში ნაქირავებ ბინაში ცხოვრება
სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ოჯახის შემოსავალი ბინის ქირაში და კომუნალურ გადასახადებში
იხარჯებოდა, საკვების შესაძენად კი თანხა აღარ რჩებოდათ ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა სოფელში
გადასულიყო საცხოვრებლად.

ახლა ღვალაძეების ოჯახი ტანძიაში ცხოვრობს, მართალია
მათი სახლის შემხედვარე, ძნელია მათ არსებობას „ცხოვრება“ დავარქვათ. ძველი შენობა
საცხოვრებლად გამოუსადეგარია, სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია,
ფანჯრებში არ არის შუშები და ზამთარში ოთახების გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. იატაკი
ეს ცალკე თემაა. სიძველისგან ფიცრები დალპა და შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩაინგრეს..

საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე
დადებულ ფიცრებზე სძინავთ. ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება ათ ბავშვს – ჩვენი ქვეყნის
მომავალ თაობას!

ბავშვები განათლებულები, ზრდილობიანები, ჭკვიანები,
ლამაზები და მზრუნველები არიან. მათ იციან, რომ ბეჯითი სწავლით და გულმოდგინე შრომით
დააღწევენ თავს ამ მდგომარეობას. მათ არ აშინებთ სიძნელეები და ყველანაირად გვერდში
უდგანან მშობლებს!

უფროსი ბიჭები იოანე, ზოსიმე და სიმონი მამას ეხმარებიან
და ოცნებობენ საკუთარი მეურნეობა და ფერმა ჰქონდეთ, რომ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი
შეინახონ, არამედ სხვებსაც გაუწიონ დახმარება. მათ კარგად იციან რა არის შიმშილი, სიცივე
და გაჭირვება.

ანას უნდა ჟურნალისტი გახდეს, მაგრამ ოჯახს არ გააჩნია
საშუალება, რომ მის მომავალ განათლებაზე იზრუნოს. ტყუპებს მარიამს და ქრისტინეს ძალიან
უყვართ კითხვა. მათ სკოლის ბიბლიოთეკის ყველა წიგნი გადაიკითხეს, ახალი წიგნების შესაძენად
კი თანხა არ აქვთ. 10 წლის ბარბარე მასწავლებელი უნდა გამოვიდეს, 6 წლის ქეთევანი მოცეკვავეობაზე
ფიქრობს. ყველაზე პატარებს – ნიკოლოზს და დავითს სათამაშოები ენატრებათ, ისეთები, სხვა
ბავშვებს რომ აქვთ.

ღვალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი საჭიროებს პროდუქტებს,
ჰიგიენურ საშუალებებს, სასკოლო ნივთებს და საწოლებს…მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ოცნებობენ
ფერმაზე. ძროხა და თხები რომ ჰყავდეთ და თავად შეძლონ საკუთარი ოჯახის გამოკვება. მათ
ძალიან უნდათ მუშაობა, უბრალოდ ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ ყველა გულისხმიერ
ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდოთ ღვალაძეების მრავალშვილიან ოჯახს ცხოვრების ამ
უმძიმეს პერიოდში!

ჩვენი ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ღვალაძეების
ოჯახის დასახმარებლად  თქვენი უმნიშვნელო შემოწირულობაც
კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ
მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღვალაძეების
ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ
გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/145/

არ დარჩეთ გულგრილი ამ ოჯახის მიმართ, ვინ იცის, იქნებ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები მომავალში
ცნობილი ადამიანები გახდნენ და საქართველო ასახელონ – ამაში კი ჩვენი დამსახურებაც
იქნება! 

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2016 სექ 20
ძროხა
1000.00₾
2016 სექ 20
ხბო
500.00₾
2016 დეკ 12
პროდუქტები
59.30₾

სულ ხარჯები:

1559.30₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.11.2016 14:48:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2016 08:05:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2016 13:58:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.09.2016 13:58:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2016 06:41:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.09.2016 19:55:03
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2016 11:55:23
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.09.2016 07:55:00
₾500.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2016 11:09:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2016 10:23:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2016 14:00:37
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2016 11:08:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2016 11:08:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2016 07:51:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2016 07:49:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2016 07:52:00
₾29.78
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2016 07:50:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2016 07:50:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2016 07:51:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2016 19:42:42
₾5.00

შემოწირულია:

₾1,558.78

66 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,558.78

66 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება