ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270SOS! SOS! SOS! წყეულიმც იყოს სიღატაკე, რისთვისაც კორუფციის გამო, ყველა ყოფილი საბჭოთაკავშირის ქვეყანა არის განწირული! სიღატაკე ადამიანის ღირესებას ლახავს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩინოვნიკები ამას ვერ ხვდებიან.
ეს არის საშინელი, უბრალოდ შემზარავი შემთხვევა: 20 წლის მარი ცხვირის პოლიპების ამოჭრის შემდეგ, კომაში ჩავარდა! საბრალო მშობლებს არ აქვთ საშუალება, შვილის მკურნალობა რომ გააგრძელონ! თუ აუცლიებელ დახმარებას დროულად არ მიიღებს, გოგონა განწირულია სიკვდილისთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მარის გული სამი წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული. ექიმებმა სასწაულებრივად შეძლეს მისი „საიქიოდან“ დაბრუნება, მაგრამ, ის ვეღარ მოვიდა გონს – კომაში ჩავარდა! უჟანგბადობამ ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამჟამად, ახალგაზრდა გოგონა საავადმყოფოს საწოლს არის მიჯაჭვული და ყოველდღიურად იბრძვის სიცოცხლისთვის.
წაიკითხეთ, მარის მისი შეყვარებული რა გულისამაჩუყებელი სიტყვებით უხსნის სიყვარულს. უკვე 8 თვეა, ბიჭი საყვარელი ადამიანის კომიდან გამოსვლას ელოდება : „ ჩემო სიყვარულო, მე მჯერა, რომ ჩემი სიტყვები გესმის! ჩემო პრინცესა, ძალიან მიყვარხარ! სიგიჟემდე მენატრები, მინდა, ისევ ჩაგიკრა გულში და შენი ტკბილი ხმა გავიგო! დამელაპარაკე, ჩემო სიყვარულო, უბრალოდ დამიძახე – მაშინვე შენთან გავჩნდები, ჩემო გოგო!“
მარი შეყვარებული იყო და ქორწინებაზე ხშირად ესაუბრებოდა მშობლებს. ის, თეთრი კაბის ჩაცმაზე, ჯვრისწერაზე, მთელი ცხოვრების საყვარელი ადამიანის გვერდით გატარებასა და ბევრი შვილის ყოლაზე ოცნებობდა! მაგრამ, 2024 წლის 16 სექტემბერს, თავდაყირა დადგა მისი ცხოვრება.
თურქეთის კლინიკაში ერთი თვე მკურნალობის ღირებულება – 32 000 დოლარია. მარის სასოწარკვეთილ დედას, ანგარიშ–ფაქტურები უჭირავს ხელში, რომლის გადახდის საშუალებაც არ გააჩნია. უკვე დიდი დავალიანება დაუგროვდათ, მკურნალობის შეჩერება კი, არ შეიძლება.
ირმა (დედა, 52 წლის): „საავადმყოფოში მხოლოდ ერთი თვის თანხა გვაქვს გადახდილი, შემდგომი მკურნალობისთვის ფული აღარ გვაქვს, ამიტომ ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ! დავალიანებას თუ არ დავფარავთ, ქუჩაში აღმოვჩნდებით, ჩვენს მძიმედ დაავადებულ გოგოსთან ერთად!
მე და ჩემი მეუღლე სახლსაც და მიწის ნაკვეთსაც ვყიდით. მზად ვართ, გავყიდოთ ყველაფერი, რაც კი რამ ფასეული გაგვაჩნია, ოღონდ ჩვენი შვილი გადავარჩინოთ! მაგრამ, დრო არ იცდის! თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება! ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი თანხა. პირველ რიგში, ღმერთის იმედი გვაქვს, შემდეგ კი ექიმებისა და კეთილი ადამიანების, ვინც ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს და დაგვხმარება!“
ირმა: „მარი, აქ ვარ, შენ გვერდით, ჩემო გოგო, ნუ ტირი! იბრძოლე! გვჭირდები! არ მიგვატოვო, არ წახვიდე, შენ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, შვილო!“
მარის ვერ იცნობთ! ჯანმრთელი, ბედნიერი, ცქრიალა გოგონა იყო, კეთილი და მხიარული. გოგონა უნივერსიტეტში სწავლობდა და ამავდროულად, ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობდა. უყვარდა ბავშვები და ამბობდა, რომ სწორედ ისეთი სამსახური ნახა, როგორიც გულით უნდოდა.
ირმა: „ხანდახან, მარი თვალებს ახელს, მაგრამ არაფერზე რეაგირებს. დედა ვარ და ვგრძნობ, მას ყველაფერი ესმის და ყოველ წუთს ველოდები, რომ გონს მოვა! ღმერთს ვევედრები, რომ ჩემს გოგონას სიცოცხლე აჩუქოს, ის ხომ, ჯერ ისეთი ახალგაზრდაა! მირჩევნია, მის ნაცვლად მე მოვკვდე!“
მარის უკვე ოთხი ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს თავის ტვინზე. ბოლო ოპერაცია სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო – ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ სითხე უგროვდებოდა თავში. რამდენიმე დღის წინ, ექიმებმა შუნტირება ჩაუტარეს და დრენაჟები ჩაუდგეს სისხლის ამოსატუმბად. ახლა, გოგონას ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება!
მეგობრებო, გოგონას სიცოცხლე უნდა! დახმარება სჭირდება, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რეაბილიტაციისა და მკურნალობის გაგრძელება რომ შეძლოს. ამ მშვენიერ, ახალგაზრდა, საოცრად ლამაზ გოგონას – მარის, ხელი გაუმართეთ! ის მთელი გულით ელის თქვენს დახმარებას!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, ხელვაჩაური, სოფელი წინსვლა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვისი“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენეთ სხვისი გასაჭირი და შეჭირვებულები მოინახულეთ. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ანანიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
11035.73₾დარჩა:
2045.98₾