ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270კიდევ ერთი უკიდეგანოდ უბედური და სნეული, ჩვენი თანამემამულეების ოჯახი, მეგობრებო! საქართველოს ეს ღირსეული მოქალაქეები სადაცაა ქუჩაში დარჩებიან! სიბერით გამოწვეული საშინელი დაავადებები და სულიერი ტკივილი უსამართლობის გამო, მტანჯველი სიკვდილით მოკლავენ მათ! გახდით მათი ნათესავები! ისინი სულიერად ჩვენზე უკეთესები არიან… არც ისე ცოდვილები და მომთხოვნები! მათ არავისთვის არაფერი დაუშავებიათ ცხოვრებაში! ახლა, მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ! ჩვენ კი, უნდა დავიმსახუროთ, სხვა ადამიანებმა ასე რომ ილაპარაკონ ჩვენზე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
რა ყოჩაღია! უფალმა ყველას ასეთი შვილები მოგვცეს! ღმერთმა დალოცოს. 50 წლის, თითქმის უსინათლო ალექსანდრე სნეული 80 წლის დედის სასთუმალთან ზის მთელი დღის განმავლობაში. სიყვარულით უჭირავს იმ ქალის ხელი, ვინც მას სიცოცხლე აჩუქა და ყოველთვის უყვარდა! საბრალოს ფეხები აღარ ემორჩილება. ალექსანდრე ისე ატარებს ხელით, როგორც დედა ატარებდა სამშობიაროდან რომ გამოიყვანა! ახლა, ისინი ერთნი არიან: დედა – დიდი ბავშვია, შვილი კი – მისი ცხოვრების ყოველი ახალი წუთი! შვილის გარეშე, სიკვდილი გარდაუვალია!
ვერა (80 წლის): „ფეხები ძალიან მტკივა. შვილის დახმარების გარეშე, სიარული არ შემიძლია! ჩემი საბრალო ბიჭი! ის სარეცხს რეცხავს, საჭმელს ამზადებს, ფეხების მასაჟს მიკეთებს, სასეირნოდ გავყავარ.“
ვერა: „რამდენიმე დღის განმავლობაში, სახლში პურიც კი არ გვქონდა და მშივრები ვწვებოდით დასაძინებლად. მხოლოდ წყალს ვსვამდით! არც საჭმლის, არც წამლის, არც პამპერსის საყიდელი ფული არ გვაქვს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამ თვეში, 500 ლარს, ქირას თუ ვერ გადავიხდით, ქუჩაში დავრჩებით! არსად გვაქვს წასასვლელი! იმედი მაქვს, კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან, როდესაც ჩვენი გასაჭირის შესახებ გაიგებენ.“
ალექსანდრე (50 წლის): „მხედველობა დაქვეითებული მაქვს. დაბადებიდან უსინათლო ვარ. ბავშვობაში ორი ოპერაცია გადავიტანე, რის შედეგადაც, ორივე თვალიდან ბროლი ამომიღეს. ერთი თვალით მაინც ვერაფერს ვხედავ და მეორეთი რაღაც მაინც რომ დავინახო, +13 სათვალე მიკეთია.“
წარმოიდგინეთ, როგორია თითქმის უსინათლო კაცისთვის საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფის მოვლა! ღმერთო, დალოცე დედა-შვილური სიყვარული!
ვერა ბებია წარმოშობით უკრაინიდან არის. 57 წლის წინ, ქართველზე დაქორწინდა, რომელმაც ის თბილისში ჩამოიყვანა. ვერას მთელი გულით შეუყვარდა საქართველო და მას შემდეგ, აქ ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვალების მერე კი, უბედურება უბედურებას მიჰყვა! დედა–შვილი უსახლკაროდ დარჩა. მათ სოციალურ თავშესაფარში ცხოვრება მოუწიათ.
ალექსანდრე: „დედა ავად რომ გახდა, თავშესაფარში მისი პალიატიურ განყოფილებაში გადაყვანა შემოგვთავაზეს, მე კი, ამას ვერ დავუშვებდი! იქიდან, პაციენტების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი პირდაპირ სასაფლაოზე მიდის! ყველაფერს თავად გავუმკლავდები, მძიმედ დაავადებულ დედაზე ზრუნვას და სახლში ყველანაირი საქმის კეთებას შევძლებ.“
ალექსანდრე: „უკანასკნელი კაპიკებით ბინა ვიქირავე. თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენისია და სოციალური შემწეობის 120 ლარი, ქირის გადასახდელად არ გვყოფნის. მხედველობის პრობლემების გამო, სამსახურის შოვნას ვერ ვახერხებ. სიმძიმეების აწევა არ შემიძლია“.
ალექსანდრე: „დედიკო ერთადერთია, ვინც მყავს ამქვეყნად. ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ვინმე, ვისაც მასავით ვეყვარებოდი! ის ერთადერთია, ვინც ნამდვილად მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. არ მივატოვებ. სანამ ძალა შემწევს, ვიზრუნებ მასზე.“
მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რომ ვერა დედათქვენია და მას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება! როგორ მოიქცეოდით?
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, საფერავის ქ. 3.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვის“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვის გასაჭირი და მოინახულოთ შეჭირვებულები. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ვოლკოვების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: