ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
6 წლის პატარა მარიამმა ასზე მეტი მიცვალებულის ცხოვრების ყველა დეტალი იცის! გასაკვირია, მაგრამ ის მათ ბევრ საიდუმლოს ინახავს და ხანგრძლივად ესაუბრება კიდეც, სასაფლაოს ღობეზე მჯდარი! მათმა ნათესავებმა ხომ... ბევრმა დატოვა ის ადგილები, ხოლო დანარჩენები – ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია – იმდენი პრობლემა აქვთ ოზურგეთში, რომ ზოგჯერ უნდებათ, მიცვალებულებს ადგილი გაუცვალონ! ხოლო უმეტესობა ყოველდღე იხსენებს და გეგმავს, რომ მივა, მაგრამ მერე ავიწყდებათ. და მერე ინანიებენ… ინანიებენ, სანამ უფრო და უფრო იშვიათად არ ახსენდებათ! ასეც ხდება, რომ წლები გადის და ისინი, ვინც სიცოცხლეში უყვარდათ, სცემდნენ პატივს და აფასებდნენ, საბოლოოდ მიწაში რჩებიან – ყველასგან დავიწყებული და მარტონი! ზოგიერთი საფლავისთვის ხალხი ტოვებს მცირედ თანხას! შეძლებულებს ხომ თბილისსა თუ სხვა დიდ ქალაქებში, პრესტიჟულ სასაფლაოებზე სურთ იყვნენ დაკრძალულნი. მთიან რეგიონებსა და ასეთ მიყრუებულ ადგილებში მდიდარ ადამიანს იშვიათად თუ დაკრძალავენ! ხალხმა არ იცის მარტივი სიბრძნე: რაც უფრო ძვირადღირებულია საფლავი და სურათი მასზე, მით ნაკლებად იყო იგი სიცოცხლეში სიყვარულითა და პატივისცემით გარშემორტყმული! ასეთი ადამიანის დაკრძალვაზე, თითქოს ცდილობენ დაუბრუნონ ის, რაც სიცოცხლეში დააკლეს — ყურადღება, სიყვარული, პატივისცემა… და ზოგჯერ — ღალატის ვალსაც კი იხდიან! მაგრამ მიცვალებულისთვის უკვე სრულიად უმნიშვნელოა, სად არის დაკრძალული და რამდენად მდიდრულია სურათი მის საფლავზე. მარიამი გულწრფელად ლოცულობს თითოეულ საფლავზე! გადაუხადეს თუ არა — ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს! საოცარია, მიცვალებულებიც არ რჩებიან ვალში: ისინი მარიამს ჩუქნიან სიზმრებს — გემრიელ ხორცზე და ლამაზ სათამაშოებზე… და ის დედასთან და ორ ძმასთან ერთად შიმშილით ჯერ არ მომკვდარა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

დაუჯერებელი ისტორია! 6 წლის მარიამი, სასაფლაოებს ასუფთავებს. დიახ, ზრდასრული ადამიანების დაუდევრობით დატოვებულ ნაგავს ბავშვი აგროვებს და ურნაში ყრის. მერე კი, საფლავის ქვებს მტვერს წმენდს. ამავდორულად, ბავშვი ზეცაში იხედება და უფალს ავედრებს მიცვალებულთა სულებს. ეს ყველაფერი ფონდის კორესპონდენტს საკუთარი თვალით რომ არ დაენახა, ალბათ, ჩვენთვისაც დაუჯერებელი იქნებოდა ასეთი პატარა ბავშვისგან.
მარიამი 4 წლის იყო, როდესაც დედას პირველად გაჰყვა სასაფლაოს დასასუფთავებლად. შიმშილით სიკვდილისგან ბავშვები რომ გადაერჩინა, ახალგაზრდა დედამ სასაფლაოს დასუფთავებდა დაიწყო და დღის ბოლოს აღებული ცოტაოდენი ფულით 3 მცირეწლოვან ბავშვთან საკვები მიჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ მარიამი ყველაზე პატარა იყო, საბრალო დედა, სახლში მარტოს ვერ ტოვებდა და ისიც სასაფლაოზე მიჰყავდა. ღვთისნიერი ბავშვი კი, თავისი პაწაწინა ხელებით საფლავებზე ბალახებს გლეჯდა.
სექტემბერში მარიამი პირველად წავა სკოლაში, მაგრამ ფონდის კორესპონდენტს უთხრა, რომ სკოლის შემდეგ, დედიკოს ისევ გაჰყვება სასაფლაოზე. ,,მიცვალებულები ზეცაში არიან, ისინი მხედავენ, რომ მე მათ საფლავებს ვუვლი“ – სწორედ ეს სიტყვები ჩაიჩურჩულა ბავშვმა და დიდ ცისფერ თვალებზე ცრემლები მოადგა. მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს ჩვენს პატარა ქართველ მარიამს, რადგან ის ნამდვილი ანგელოზია, უფლის მიერ დედამიწაზე მოვლენილი!
შეხედეთ, როგორი ღვთიური სილამაზე აქვს! სწორედ ისეთი, როგორიც ანგელოზებს… როდესაც დილა თენდება და სხვა ბავშვები ეზოში სათამაშოდ იკრიბებიან, მარიამი ამ დროს ოზურგეთის ყველაზე დიდ სასაფლაოზე მიჰყვება დედიკოს. შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი, სახლიდან სასაფლაომდე კილომეტრს ფეხით გადის. მაგრამ, როგორც კი სასაფლაოზე შედის, ღვთიური ძალით ივსება ბავშვი. ეს ხომ ნამდვილად უფლის სასწაულია ?
აქ დასაფლავებული თითქმის ყველა მიცვალებულის ისტორია იცის მარიამმა. ზოგიერთი ბავშვი, სწორედ მარიამის ასაკში დაიღუპა. ყველაზე მეტად სწორედ ბავშვების საფლავის ქვის დანახვა ამწუხრებს გოგონას.
,,ის ხომ ჩემი ტოლი იყო. ახლა კი, ის ამ მიწის ქვეშ წევს, დეიდა…“ – თქვა ბავშვმა და ლოყებზე ღვარად ჩამოუვიდა ცრემლები.
ქარისგან მიმოფანტულ პლასტმასის ბოთლებს ბავშვი სათითაოდ აგროვებს ვებერთელა სასაფლაოზე, მერე კი ნაგვის ბუნკერში ყრის.

საფლავის ქვაზე სურათებს, რომელთაც მტვერი დასდებიათ, ჩვრით ასუფთავებს, ბალახებს კი თავისი პაწაწინა ნაზი ხელებით გლეჯს. დიახ, ამ ყველაფერს აკეთებს შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი.
მარიამმა, ფონდის კორესპონდენტს ,,გააცნო“ ის მიცვალებულები, რომელთა საფლავებსაც გულდასმით უვლის. ბავშვი ჩვენს ჟურნალისტს სევდიანი ხმით უყვებოდა სხადასხვა მიცვალებულების ისტორიებს.
მარიამი (6 წლის) – ,,დეიდა, როდესაც დედიკოს სასაფლაოზე პირველად გამოვყევი, შემეშინდა. შეხედე, დეიდა, აქ ხომ ამდენი მიცვალებულია. მერე კი, როდესაც დედიკოს ვთხოვე, რომ მათ შესახებ მოეყოლა, ძალიან შემეცოდნენ. მერე უკვე, მე ვთხოვდი ხოლმე დედიკოს, რომ აქ წამოვეყვანე. ჩემი სახლის ეზოში ამოსული ყვავილები მომქონდა ხოლმე. ზოგჯერ, ხილს ვუტოვებდი საფლავზე და ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მჯერა, ისინი ზეციდან მიყურებენ.
„როდესაც დედიკო საფლავებს ალაგებს, მას ცოტას უხდიან, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ არაფერს მიხდიან, რადგან ბავშვი ვარ, მე მაინც ვალაგებ საფლავებს“.
– მარიამ, ახლა გავიგე, დედიკოს ჩურჩულით რომ უთხარი მშიაო.
მარიამი: დეიდა, არ მინდოდა თქვენ გაგეგოთ ეს სიტყვები. დიახ…. მშია. გუშინ მშივრებმა დავიძინეთ მე და ჩემმა ძამიკოებმა. დღეს დილით, მხოლოდ ჩაი დავლიეთ. არადა, ჭამა ძალიან მიყვარს დეიდა. თან ზუსტად ისეთი საჭმელები მიყვარს, რაზეც დედა მეუბნება ძვირი ღირსო. ხორცი მიყვარს ძალიან. ისე ძალიან… ისე ძალიან მიყვარს, რომ შემწვარი ხორცის სუნზეც კი ნერწყვები მომდის ხოლმე, დეიდა. ჩემს სახლთან, ცოტა მოშორებით, ერთი რესტორანია, დეიდა. ჰოდა, როცა ძალიან მშია ხოლმე, იმ რესტორანთან მივდივარ, რადგან იქიდან შემწვარი ხორცის სუნი გამოდის.
თავადაც მშიერი მარიამი, მშიერ ძაღლებს უყოფს თავის პურის ლუკმას. ღმერთო, რა დიდი გული აქვს ამ პაწაწინა გოგონას.
მარიამი: „ 6 წლის გავხდი. სკოლაში უნდა წავიდე და ძალიან მრცხვენია, რადგან ახალი კაბა და ფეხსაცმელი არ მაქვს. როდესაც დედა საფლავებს ალაგებს და ფულს უხდიან, მეუბნება, რომ რამეს მიყიდის, მე კი ვეუბნები, რომ არ მინდა, – ჩემს ძმას წამლები უყიდე“.
ეს კი მარიამის დედაა, 35 წლის ირინა. როგორი ახალგაზრდა და ლამაზია… და რამდენი ტკივილი გადაიტანა. მეუღლე უმოწყალოდ სცემდა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. ბოლოს დანაც კი მიადო ყელზე ბავშვის თვალწინ – ,,აი ნახე, დედაშენს ახლა ღორივით დავკლავ“. სამართალდამცველებმა კაცი, უფრო სწორად – არაკაცი, დააპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი საქართველო დატოვა და სხვა ოჯახი შექმნა. მას შემდეგ, ერთხელაც კი არ მოუკითხავს, თავისი შვილები ცოცხლები არიან თუ მკვდრები.
ირინა (35 წლის): „ჩემს შვილებთან ერთად დავბრუნდი ავადმყოფი მამის სახლში, ავარიულ ქოხში. საკუთარი თვალით ვხედავდი, ბავშვები როგორ ძლივს იდგნენ ფეხზე შიმშილისგან. დედის გული ასეთ დროს რას გრძნობს, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. სასაფლაოს დასუფთავება დავიწყე, რათა დღის ბოლოს აღებული ცოტაოდენი ფულით, სამი ბავშვისთვის, პური და 1 კილოგრამი მაკარონი მეყიდა. მარიამს ხორცი ძალიან უყვარს, მაგრამ ხორცის საყიდლად სასაფლაოს დალაგებით გამომუშავებული ფული აღარ მყოფნის და ამიტომ, ზოგჯერ ქათმის გაყინულ ბარკალს ვყიდულობ მაღაზიაში – იმას, რომელსაც ხალხი ძაღლების საჭმელად ყიდულობს.“
აი, ამ საშინელ, ავრიულ ქოხში სძინავს ანგელოზ გოგონას. ბავშვი, რომელიც მიცვალებულთა საფლავებს უვლის და ამ დროს, თავად არ იცის, დილა გაუთენდება თუ ქოხის ნანგრევებში იპოვნიან გოგონას უსულო ცხედარს.
ღვთისნიერო ადამიანებო, ოზურგეთში, პატარა სახლები იაფი ღირს. თუ მთელი საქართველო გავერთიანდებით, ამ ანგელოზი გოგონას და მისი პატარა ძმების სიცოცხლე საფრთხეში აღარ იქნება. ყველამ რომ თითო ნაყინით ნაკლები ვუყიდოთ ჩვენს შვილებს, ამით მათ არაფერი დააკლდებათ, სამაგიეროდ, ის ერთი ლარი, დიდ წვლილს შეიტანს იმაში, რომ მარიამმა ამ საკუჭნაოში აღარ იცხოვროს. ნუთუ, ეს კეთილი გოგონა, ლაღ ბავშვობას და ღირსეულ ცხოვრებას არ იმსახურებს?
კეთილი ბავშვი, მიცვალებულებისთვისაც კი ზრუნავს და ჩვენ, ცოცხალი ბავშვისთვის არ ვიზრუნოთ? ღმერთმა არ ქნას და ერთ დილასაც გავიგოთ, რომ მარიამის დიდი, ცისფერი თვალები სამუდამოდ დაიხუჭა ავარიული ქოხის ნანგრევებში მოყოლვის გამო… ამას ხომ ვერასდროს ვვაპატიებთ საკუთარ თავს? მხოლოდ ერთი ნაყინის საყიდელი ფული გავიმეტოთ მარიამის სახელზე, მხოლოდ ერთი ნაყინის.
თუ გსურთ ესტუმროთ ოჯახს და პირადად გაუწიოთ დახმარება, მათი მისამართია: ოზურგეთი, გურამიშვილის ქ. 9, ბინა 7.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
კიდევ ერთი თხოვნა მეგობრებო: თუ თქვენ იცით მეზობლის ან ნაცნობის გაჭირვების შესახებ, გააკეთეთ ღვთისნიერი საქმე, მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
მეგობრებო, თუ იცით ვინმეს გაჭირვების შესახებ – გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება გავიცნოთ ისინი და წარვუდგინოთ ჩვენს მეგობრებსაც! უფალს ხომ სურს, დაეხმაროს თითოეულ ადამიანს საქართველოში!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ვაშაყმაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
მარიმ ბევრი ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი გაიზომა, ის ცელქ და მხიარულ ანგელოზად გადაიქცა! გმადლობთ, ფონდის მეგობრებო! 15 სექტემბერს ჩვენი მარი კლასში ყველაზე ლამაზი იქნება!
ბენეფიციარის — ირინა ვაშაყმაძის წერილი: “მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც დღეს ჩემი შვილები გაახარეს! მოგვიტანეს ბევრი ავეჯი და პროდუქტი. ვერ ვიკავებ ემოციებს — დღეს ბედნიერი დედა ვარ. ჩემი ტკივილი და ცრემლები სიხარულმა ჩაანაცვლა, როდესაც დავინახე და ვხედავ ბედნიერებს საკუთარ შვილებს! დიდი მადლობა ყველას! ძალიან მიყვარხართ! თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ.
ირინა ვაშაყმაძე,
იმ ბავშვების დედა, რომლებიც ყველაზე ძალიან გააბედნიერეთ საქართველოში!
დაგლოცოთ ღმერთმა ყოველი, ვინც ჩემი და ჩემი შვილების ტკივილი გაიგო!
25.07.2025 წ.„
მეგობრებო, ჩვენ ისეთი გახარებულები ვართ, ისეთი გახარებული! ჩვენ ყველანი ჭეშმარიტი სასწაულის მოწმეები ვართ!!!! ქართველი “კონკია”, თქვენი ლოცვის და ფინანსური დახმარების წყალობით, ერთ დღეში ნამდვილ პრინცესად გადაიქცა!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღმერთისთვის სათნო საქმეს!
თქვენ დაგვეხმარეთ, გმადლობთ!
დღეს პატარა მარიამი და დედა ირინა სასაფლაოზე დასასუფთავებლად არ წავლენ. თქვენ აჩუქეთ მათ წლის ერთადერთი დასვენების დღე სავსე ბედნიერი ფუსფუსით! ზღაპრული კაბების გროვა უკვე ელოდება, როდის ჩაიცვამს მარი, ახალი ლამაზი ფეხსაცმელებით სავსე ყუთები და ფერადი ლაქიც მზად არის! მარი ვეღარ ითმენს და სურს, თავისი ახალი განძის სწრაფად ჩვენება!
შეხედეთ – ეს ხომ ნამდვილი პრინცესაა! შემთხვევით, რაღაც საშინელი შეცდომის გამო უწევს მას დედასთან და ორ პატარა ძმასთან ერთად ცხოვრება მიტოვებულ, ბნელ და ბინძურ ტექნიკურ ბარაკში. მხოლოდ უსამართლო გარემოებების თანხვედრის წყალობით გაიცნო მარიმ შიმშილით გამოწვეული სისუსტე და ცარიელი კუჭის წვა.
თქვენ გამოასწორეთ ეს შეცდომები! ერთი დღით მაინც ყველაფერი გამოასწორეთ!

აი შენ, თვალმარგალიტა პატარა პრინცესა მდიდრული საწოლი ნათურებით!
აი შენ, სამეფო მაგიდა სკამებით!
აი შენ, დიდი კარადა, გამოსაწევი სარკიანი კარით!

ტრელიაჟი მზის ფორმის სარკით. ახალი ტელევიზორი YouTube-ით.
შენთვის სასკოლო ტანსაცმელზე და ჩანთაზე ფონდის მეგობრები იზრუნებენ და გპირდებით, რომ ყველაზე ლამაზი და კაშკაშა გოგონა იქნები კლასში!
გონიერი გოგონა შეგვპირდა, რომ წარჩინებული მოსწავლე იქნება!
დღეს მარიამის ფოტოებიც უჩვეულოა – არ არის საფლავების ღობეებთან. ვთხოვეთ, ცოტა ხნით სევდა დაივიწყოს და ხალისიანი, მხიარული ანგელოზი გახდეს. როცა მარიამმა ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა, ფეხებმა თავისით წაიყვანეს საბავშვო მოედანზე.
ჩვენ ვაჭამეთ ცელქ და კეთილ ანგელოზს სოსისები და ყველი, შოკოლადის ფანტელები რძეში. მარის ეს ძალიან მოეწონა. თქვენ მიერ გამოგზავნილმა საჩუქრებმა და პროდუქტებმა ძალიან აუმაღლეს მას განწყობა.
როცა მარიამმა ერთიანად ამდენი პროდუქტი დაინახა, ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მისთვის იყო! ალბათ გახსოვთ, ერთი თვის წინ რა მოუყვა მან ფონდის კორესპონდენტს. როცა შიმშილისგან მუცელი სტკიოდა, მარი ახლომდებარე მცხობელისკენ მიდიოდა და არომატულ სურნელებს ყნოსავდა, რომ შიმშილის გრძნობა როგორმე მოეკლა.
მარი – კეთილი გოგონაა, სავსე გულით. მაშინვე დაგლოცათ.
– დეიდა, ყველას გკოცნით და ძალიან მიყვარხართ! გმადლობთ ჩემი ულამაზესი საჩუქრებისთვის! ეკლესიაში წავალ, ღმერთთან, და იქ გეტყვით მადლობას!
დედა ირინას მადლობის წერილი
გინდათ გაიგოთ, მეგობრებო, რატომ გადავიღეთ ავეჯი და საჩუქრები ბარაკის წინ, ქუჩაში? ეჰ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ არ ეტევა იმ საცხოვრებელის მსგავსში, მეგობრებო! საჩუქრების ნაწილი სივრცის სიმცირის გამო იძულებულები ვართ დავშალოთ და ისინი თავის დროს დაელოდებიან უკვე დაშლილ მდგომარეობაში.
იქ, სადაც ახლა აფარებს თავს ეს ოჯახი, სუნთქვაც კი ჭირს ისეთი დაბალი ჭერია, ადგილი არ არის, კედელ-კედელ უნდა იარო. აი ეს არის ირინას და მისი შვილების მთავარი ტკივილი.
ლამაზი საჩუქრებიც და კომფორტული ცხოვრებაც გადაიდო იმ დრომდე, სანამ ოჯახს ნორმალური სახლი არ ექნება. ახლა ყველაზე მთავარი – საცხოვრებლის საკითხის გადაწყვეტაა.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ვაშაყმაძეების ოჯახი )
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
12502.75₾დარჩა:
0.84₾