ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? თბილისის ცენტრში, სადაც ბრწყინავენ თანამედროვე სახლები, სილამაზის სალონები და ძვირფასი ნივთები — ცხოვრობს… არა, გადარჩენისთვის იბრძვის შიმშილსა და სიცივეში მცხოვრები უსინათლო ინვალიდი, საქართველოს მოქალაქე არაიკ არეშოვი. სიკვდილის წინ მისმა მამამ, რომელსაც, როგორც ჩანს, გონება ჰქონდა შეშლილი, მშობლების სახლი გაყიდა. ახლა კი ეს ღირსეული და კარგი ადამიანი მიტოვებული ძაღლივით ცხოვრობს პატარა, ნესტიან ოთახში — განათების და ელემენტარული პირობების გარეშე!
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გაზა!
მე აღარაფრის იმედი არ მაქვს, მიმატოვეს… ღმერთო! დამეხმარე! გევედრები…
მეორე ჯგუფის ინვალიდი, შიმშილით რომ არ მოკვდეს, პურს ულუფებად ყოფს – ერთი ნაჭერი დღეში. დანგრეული, ნესტიანი, ცივი საცხოვრებელი. არ არის შუქი, გაზი. კედლები სველია და დაშლილი. საწოლი – დამტვრეული.
ტელევიზორი აჩუქეს, მაგრამ არ აქვს ელექტროენერგია – ახლა ის მხოლოდ სარკედ გამოდგება.
როგორმე რომ გათბეს ან საჭმელი მოიმზადოს, ის გაზისა და ელექროენერგიის შეყვანაზე ოცნებობს – უბრალოდ, არსებობისთვის მაინც. ამის გარეშე მას სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობებიც კი არ გააჩნია.
ზამთარში იქ ისეთი სიცივეა, როგორც ქუჩაში. ყინვა ყველა ნაპრალში აღწევს, და გული სითბოს და სინათლეს ეტანება. ადრე არაიკი მარტო არ ცხოვრობდა. იმავე ეზოში ცხოვრობდა მისი მამაც. მაგრამ გარდაცვალებამდე შიშმა, რომ შვილი მარტო დარჩებოდა, ისე ძლიერ იმოქმედა მასზე, რომ სახლი ძმისშვილზე — ალაზე გადააფორმა. მამას ეშინოდა, რომ მის გარეშე და უსახლკაროდ არაიკი ვერ გადარჩებოდა. და მართალიც, მამის გარდაცვალების შემდეგ სახლი გაყიდეს და არაიკი ქუჩაში გააგდეს. ასე დარჩა არაიკი მარტო, ბედისწერისგან მიტოვებული.
ახლა ის ცხოვრობს იმ ეზოში, სადაც ოდესღაც მისი დედა ცხოვრობდა და სადაც მისი სახლი იდგა. იქ აღარავინ არის — მხოლოდ იმ სახლის კედელი დარჩა, სადაც ის ოდესღაც ბედნიერი იყო. ახლა კი ის მიდის იმ კედელთან, ეხუტება და ტირის… მეტი არაფერი დარჩა, რაც თუნდაც მცირე იმედს ან სითბოს დაუბრუნებდა. გულგატეხილია და მას ყველაფერი დაკარგულად ეჩვენება…
თქვენ ხომ მაინც იცით… ოდესღაც ბედნიერი ვიყავი.
როგორც ჩანს, ალა ვერ აცნობიერებს, რომ ცოდვები უკვალოდ არ ქრებიან და ღვთის სამართლიანობა უდიდესია. მას აუცილებლად მოუწევს უფლის წინაშე პასუხისგება, როცა ამის დრო დადგება.
არაიკი იღებს ინვალიდობის პენსიას — უმცირეს თანხას. ამ ფულით ის ნაყიდ პურს ნაჭრებად ჰყოფს და ითვლის, რამდენ დღეს გაძლებს კიდევ. მის გულში კი დედამისის ხსოვნა ცოცხლობს, რომელიც გარდაიცვალა, როცა არაიკი სულ რაღაც 15 წლის იყო. დედა მისთვის გემრიელ საჭმელს ამზადებდა და ეს ტკბილი მოგონება ათბობს მის გულს ცხოვრების ყველაზე ბნელ წუთებში.
ყველაფერი გაქრა და უკეთესის იმედი აღარ არსებობს.
ტანჯვისა და დამცირების მიუხედავად, მას არ დაუკარგავს ღირსება. ხშირად იყურება ცაში და ლოცულობს – უფალს ევედრება არ დატოვოს ამ სიბნელეში, დაეხმაროს ოდნავ მაინც რომ იგრძნოს სითბო. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე მუშაობა არ შეუძლია. ყოველი ზამთრის და ზაფხულის ღამეს ის ცივ წყალში ხელით რეცხავს ტანსაცმელს.
და ხელპირს–პირს სად იბანს? ქუჩის საერთო საპირფარეშოში, სადაც მხოლოდ შლანგი და ცივი წყალია. აი, სად ასწავლიან სიმტკიცეს და მოთმინებას.
დედა ყოველთვის ასწავლიდა: „ყოველთვის სუფთად იყავი, რომ სულიც სუფთა გქონდეს“. ის, ყველაფრის მიუხედავად, ამ წესით ცხოვრობს.
საბედნიეროდ ეზოში საერთო საპირფარეშო არის – ამის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა გვექნა. მრცხვენია და გული მაქვს გატეხილი…
ეს – დავიწყებული ადამიანის ისტორიაა; იმის დასტური, რომ მდიდარ შენობებსა და ოქროს შორის არსებობენ ყველასგან დავიწყებული ხალხი. მისი გული ფეთქავს იმ იმედით, რომ ერთხელაც ყველაფერი შეიცვლება.
რადგან ღირსება, როგორიც მას აქვს, არ არის დამოკიდებული ცხოვრების პირობებზე ან მატერიალურ კეთილდღეობაზე. ის მაინც ცხოვრობს და იბრძვის, რადგან მის გულში არის რწმენა, რომ სინათლე და სითბო აუცილებლად დაბრუნდება.
არაიკს სასიცოცხლოდ სჭირდება გაზის შეყვანა საცხოვრებელში და ელექტროენერგიის ჩართვა, აგრეთვე მშრალი საკვები პროდუქტები, რადგან გაზისა და დენის არქონის გამო საჭმლის მომზადება არ შეუძლია. მისი საწოლი სრულიად ჩამტვრეულია და მასზე ძილი შეუძლებელია.
ახლავე გადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გაზა!
თუ გსურთ ესტუმროთ ოჯახს და პირადად დაეხმაროთ, აი მისამართი: თბილისი, ვაჟა ივერიელის N6 (იტალიური ეზო).
მეგობრებო , კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუ თქვენ იცით მეზობლის ან ნაცნობის გაჭირვების შესახებ, გააკეთეთ ღვთისნიერი საქმე, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: არაიკ არეშოვი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
675.00₾დარჩა:
0.90₾