ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„იყიდება“ პატარა ქართველი გოგონა!.. რა ბედი ელის მას – გადაწყვიტოს იმან, ვინც მეტს გადაიხდის!.. რას უზამს შემდეგ მყიდველი – არავის აინტერესებს. ჩვენს გარდა, მეგობრებო. ამიტომ, როცა მორიგი გაჭირვებული ქართული ოჯახის შესახებ ვაქვეყნებთ მასალას, მოწყალებას არ გთხოვთ. უბრალოდ ფული არ გვჭირდება – მხოლოდ ის სულები გვჭირდება, რომლებიც ღმერთმა გიბოძათ თქვენი გადარჩენისთვის. იმისთვის, რომ გაიგოთ: ეს ჩვენი და თქვენი ვალია უფლის წინაშე.
ახლავე გადააზიარე ეს პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
საზიზღარმა კაცმა მყიდველისგან წინასწარ ავანსიც კი აიღო მაშინვე, როგორც კი ეს ღვთის ანგელოზი დაიბადა! მაგრამ ბავშვის დედამ კატეგორიულად უარი თქვა ფულზე და, სასტიკად ნაცემი და დამცირებული, გამოასწრო ბავშვთან ერთად იმ არაკაცს. ახლა დედა და შვილი საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ – რომ უფალს უფრო მეტად მივუახლოვდეთ!
ყველა ადამიანს, ვინც დაეხმარება ამ ოჯახს, გადაეგზავნება ბავშვის ფოტო ერთი პირობით – თვეში ერთხელ ეწვიონ ოჯახს და ფონდთან ერთად დაეხმარონ მათ გადარჩნენ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად!
სიმართლე რომ გითხრათ, მე, ფონდის ჟურნალისტს, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ ჯერ არ მენახავს. ბევრ გაჭირვებულ ოჯახს შევხვედრივარ. ვიცი ისტორიები, როგორ ხვდებოდნენ ბავშვები ბავშვთა სახლებში. მაგრამ ბავშვების გაყიდვა… მსგავსი რამ მხოლოდ სატელევიზიო კრიმინალურ ქრონიკაში მქონდა ნანახი.
შეხედეთ ამ ანგელოზს! რა შეიძლება ამოძრავებდეს მამას, რომელიც ასეთ არაადამიანურ ნაბიჯს დგავს? ის ცივსისხლიანობა, რომლითაც კაცმა საკუთარი შვილი გაყიდა სარგებლისთვის, ნამდვილად შემზარავია.
ნინო, დედა (31 წლის): „ყოფილი ქმარი სვამდა და მცემდა. სულ სილურჯეებით დავდიოდი. ნაცნობები მეკითხებიან: „ამ არაკაცისგან რატომ გააჩინე ბავშვი?“ მაგრამ როგორ შემეძლო, მუცელში მყოფი შვილი მომეკლა? ეს ხომ დიდი ცოდვაა. ჩემი გოგო არაფერშია დამნაშავე!“ შემდეგ ყოფილმა ქმარმა ახალი ოჯახი შექმნა და ახალ ცოლსაც იგივე უქნა: სცემდა და შესთავაზა, ბავშვი გაეყიდა, რომელიც მას შეეძინა. ახლა ის ციხეში ზის – ოჯახური ძალადობის გამო.
ნინო მარტო ზრდის მარიამს. ახალგაზრდა დედას არ შეუძლია მუშაობა, ბავშვი ძალიან პატარაა და არავინ ჰყავს, ვისაც დაუტოვებს. ისინი საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ, ნახევრად დანგრეულ ქოხში, რომლის სახურავიდანაც წყალი ჟონავს.
შეხედეთ: ამ სახლში მუყაოს ჭერია და ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში ობია მოდებული.
ნინო: „ არ შემიძლია ბავშვის მშიერი თვალების ყურება. თუ რაიმე საჭმელი არის სახლში მას ვაჭმევ თვითონ კი მშიერი ვიძინებ“
მარიამი (5 წლის): დეიდა, მე დღეს არაფერი მიჭამია! სახლში მხოლოდ პური გვაქვს, რომელიც დედამ უფასო სასადილოდან მოიტანა. მშია და მუცელი მტკივა. ახლა მაწვნის სუპს შევჭამდი.“
გოგონას ხუთი წელი შესრულდა, მაგრამ ღამით ჯერ კიდევ პამპერსით სძინავს. დედას არ აქვს საშუალება, ექიმთან მიიყვანოს და გადაჭრას ეს დელიკატური პრობლემა. ნინოს თავადაც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა აწუხებს, ცემის შედეგად ხშირად სტკივა თავი, აქვს თავბრუხვევები და გონების დაკარგვამდე. მაგრამ გამოკვლევისა და მკურნალობის ფული არ გააჩნია.
ნინო: „როცა ცუდად ვარ, მარიამი წუთითაც არ მშორდება. საწოლთან ჩამოჯდება, მეხუტება და თავზე ხელს მისვამს. მეუბნება, რომ მე ვარ მისი დედაც და მამაც.“
ნახეთ, როგორ წვალობს ახალგაზრდა ქალი. არ აქვს სარეცხი მანქანა და ხელით უწევს რეცხვა. ზაფხულის ცხელ ამინდში ფეჩის დანთება უწევს წყალი რომ გააცხელოს.
პატარა მარიამი- დედიკოს ეხმარება. სახლში არ არის წყალი და ის ქუჩაში ონკანზე ავსებს.
დედაშვილს ელემენტარული აბაზანა არ აქვთ. ბავშვი ტაშტში ბანაობს..
ამ წელს მარიამი პირველ კლასში მიდის. მაგრამ მას არ აქვს არც ჩანთა, არც ტანსაცმელი და არც ფეხსაცმელი სკოლისთვის. ძალიან დარდობს და ტირის, რომ თანაკლასელები დასცინებენ.
ნინო: „ჩვენი ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანებია. თუ არ დაგვეხმარნენ, მართლა არ ვიცი, რა გვეშველება.“
მეგობრებო, ბავშვის თვალები შველას გვეხვეწება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ. გთხოვთ, დაეხმარეთ!
ბავშვი, რომელიც სულ ახლახანს მოევლინა ქვეყანას და ჯერ თვალებიც არ ჰქონდა გახელილი, უკვე გასაყიდათ იყო გაწირული!
ფონდის მეგობრებო, ნუ მიატოვებთ მარიამს ბედის ანაბარად. ნუ გაწირავთ შიმშილით სიკვდილისთვის!
თქვენ ძალიან გულუხვად ეხმაურებით ჩვენს თხოვნებს, როცა საქმე სიცოცხლისთვის მებრძოლ ავადმყოფებს ეხება. მაგრამ ხშირად უყურადღებოდ ტოვებთ შიმშილით გაწამებულ ოჯახებს, ვერ აცნობიერებთ, რომ სიღატაკე ყველაზე საშინელი სენია. ის ნელ–ნელა, მაგრამ დაუნდობლად კლავს იმას, რაც ყველაზე ღირებულია ჩვენს ერში – ქართულ ღირსებას!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ ეწვიოთ ოჯახს და პირადად გაუწიოთ დახმარება მათი მისამართია: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზორეთი.
ახლავე გადააზიარე ეს პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუ იცით თქვენს მეზობელს ან ნაცნობს algum უბედურება შეემთხვა, გააკეთეთ ღვთისნიერი საქმე – მოგვწერეთ ჩვენს ელფოსტაზე: [email protected].
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლომსაძეების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ტერმინალებიდან აც ExpressPay და TBCpay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებსა და ვალდებულებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GYGus)
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს უფრო დაუახლოვდეთ! გააგზავნეთ სმს-ი ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
3280.15₾დარჩა:
0.06₾