ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქართველოში დამცირებული, ღატაკი და უსახლკარო მომავალი თაობა იზრდება! რით შეგვიძლია დავეხმაროთ? მათ არა, ისინი შეგუებული არიან! ჩვენ კი, უფლის წინაშე ვართ ვალდებული!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ერთი წლის გაგა შიშისგან ტირის. საშინელება მოხდა! სახლის დამპალი კედელი ხმაურით ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ კინაღამ ის და მისი და მოჰყვნენ. გოგონა სასწაულებრივად გადარჩა – გაქცევა მოასწრო! ბავშვებს სიკვდილისგან სულ რაღაც ორი ნაბიჯი აშორებდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა?
აი, ეს არის საშინელი დერეფანი, რომელსაც როგორც დანაღმულ ველს, ისე გადიან პატარა ბავშვები. საპირფარეშოში გასვლა, რომელიც შენობის მეორე ბოლოშია, შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს.
ნინო (57 წლის): „ჩვენი ოჯახი ქუთაისის უსახლკაროთა სიაში ოფიციალურად არის შეტანილი. უკვე 13 წელია, ყოველგვარ უფლებებს მოკლებული, ყოფილი სამხატვრო სკოლის მიტოვებულ შენობაში ვცხოვრობთ. გაინტერესებთ, აქ როგორ მოვხვდით? საცხოვრებლის ქირის გადახდა ვერ შევძელით და ცარიელი ოთახები დავიკავეთ. ფაქტობრივად სინათლისა და წყლის გარეშე ვარსებობდით ოთხი წელი. საპირფარეშოს ნაცვლად კი, სათლი გვქონდა. ყოველწლიურად, ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართავთ, რათა სოციალური საცხოვრებელი გამოგვიყონ, მაგრამ ამაოდ.“
ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ აქ, ბავშვები იტანჯებიან! ისინი ობით მოწამლულ ჰაერს სუნთქავენ. უზარმაზარი რუხი ვირთხებითა და გველებით სავსეა აქაურობა.
ბარბარე (7 წლის): „გარეთ სათამაშოდაც კი ვერ გავდივარ, რადგან იქ, ბევრი გველია და მეშინია, თამაშის დროს რომ ვერ შევამჩნიო და ფეხი დავადგა. დეიდა, მე უკვე დიდი გოგო ვარ და ვიცი, რომ გველის შხამისგან შეიძლება მოკვდეს ადამიანი. მაგრამ, ჩემი ძამიკო ხომ, ჯერ პატარაა და არ იცის ეს. ჩვენ მას წამითაც კი ვერ ვტოვებთ მარტოს. შიშისგან ღამითაც ვერ ვიძინებ, რადგან მიტოვებულ სახლში ვცხოვრობთ. კედლები დაბზარულია და შეიძლება გველები შემოძვრნენ შიგნით. დეიდა, მე აქ დარჩენა აღარ მინდა. გემუდარები, ხალხს გადაეცი, რომ აქედან წაგვიყვანონ, სიკვდილი არ მინდა!“
წვიმის დროს, სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ.
საბრალო, მრავალშვილიან დედას ბავშვთა კვების ფულიც კი არ აქვს, ამიტომ ჩვილს სიმინდის ფქვილის ნარევით კვებავს. პატარას კუჭის ცოტა ხნით „მოტყუებას“ ასე ახერხებს. ოჯახი სოციალური შემწეობით არსებობს. დედას მუშაობა არ შეუძლია, რადგან წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს მოსავლელი. მამა ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა, რათა ბავშვებისთვის სახლში ერთი ლარით მეტი მაინც მიიტანოს.
ანა (38 წლის): „გთხოვთ, მთელ საქართველოს უამბეთ ჩვენზე. დაე, ყველამ გაიგოს, რომ ერთი შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახი ნანგრევებში ცხოვრობს. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მოგვაქციოს და საცხოვრებელი გამოგვიყოს. სხვაგან არსად გვაქვს წასასვლელი.“
ეს არის სამზარეულო, თუ შეიძლება, რომ ვუწოდოთ ასე. აქ, გაზი არ არის, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ბალონზე უწევთ საჭმლის მომზადება.
ჩიტები კეთილი ადამიანების აურას გრძნობენ და სწორედ მათ სახლთან ახლოს იდებენ ბუდეს. ამ ბარტყებს ისე გაუმართლათ, რომ სახლი აქვთ. ბარბარეს და გაგასაც უნდათ, სახლი და ნორმალური ბავშვობა რომ ჰქონდეთ, მაგრამ…
ნინო: „ნებისმიერ მომენტში შეიძლება აქედან გაგვასახლონ. იმიტომ, რომ შენობა ავარიულია და ინგრევა. სად უნდა წავიდეთ პატარა ბავშვებთან ერთად? ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ პატარები ქუჩაში დარჩებიან!“
კეთილო ადამიანებო, ნამდვილად გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება ამ პატიოსანი, კეთილი ოჯახისთვის. ვინ იცის, იქნებ, სასწაულის მოხდენა შევძლოთ და პატარა სახლის საყიდლად საკმარისი თანხაც კი შევაგროვოთ. თუკი, მთელი საქართველო გაერთიანდება და თითოეული ჩვენგანი ერთი ფინჯანი ყავის საყიდლად საკმარის თანხას გაიღებს, გაგა და მისი და, ბარბარე, ადამიანურ პირობებში ცხოვრებას შეძლებენ.
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქუთაისი, აბაშიძის ქ. 18.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: სხილაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
970.00₾დარჩა:
0.47₾