ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ოთხი წლის ნუნუკა, ხუთი წლის პეტრე და შვიდი წლის გიორგი დაობლდნენ. შესაძლოა, ეს სამი ანგელოზი თავშესაფრის გარეშე, ქუჩაში დარჩეს. შიმშილით დაუძლურებულ ბავშვებს სხვადასხვა დაავადების საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ მათ თვალებზე ცრემლებს ვერავინ ამჩნევს. სწორედ ამიტომ, საბრალო დედამ „ჩერნოვეცკის ფონდს“ მიმართა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენი გმირობის ამბავი, მეგობრებო, მთელმა საქართველომ იცის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ხუთი წლის პეტრე მწარედ ტირის. ბიჭუნა შიმშილს ვეღარ უძლებს. ყოველდღე მხოლოდ ცარიელ პურს ჭამენ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე, სხვას არაფერს.
პეტრე (5 წლის): „საჭმელი მინდა! მშია! ახლა, შემწვარ ქათამს შევჭამდი, არ მახსოვს, ხორცი ბოლოს როდის ვჭამე. კიდევ ვაფლები, ორცხობილა, კანფეტები, ხილი მინდა.“
მეგობრებო, ეს ლამაზი, თვალებბრიალა პატარები – ნუნუკა, პეტრე და გიო დაობლდნენ, მათი მამა მრავალწლიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, ტუბერკულოზი ჰქონდა.
ანგელოზის ზღვისფერ თვალებში დახმარების ჩუმი ვედრება ჩანს! შიმშილით დასუსტებული გოგონა შემორჩენილი პურის ნატეხს ჭამს, მუცლის ტკივილი მცირე ხნით მაინც რომ გაუჩერდეს. დიახ, დღეს ამ ბავშვის „ვახშამი“ პურის პატარა ნატეხი არის. ხვალ კი, საბრალო გოგონას პურის ნატეხიც საოცნებო გაუხდება.
როგორც დედა, ლამზირა მზადაა, თავად გაუძლოს შიმშილს, ოღონდ შვილები არ ჰყავდეს მშიერი. „ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მხოლოდ პატარებისთვის. დააპურეთ ისინი, ოღონდაც არ იშიმშილონ“, – გულის ტკივილით ამბობს ქალი.
ლამზირას ცხოვრება ერთ წამში დაინგრა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ის მარტო დარჩა სამ პატარა შვილთან ერთად. დედა და პატარები სოციალური შემწეობით „არსებობენ“. არც ისე დიდი ხნის წინ, ისინი თუნუქის ძველ ვაგონში ცხოვრობდნენ, ახლა კი, იძულებული არიან, ბინა იქირაონ, სადაც მხოლოდ შიშველი კედლებია. აქ, არც სარეცხი მანქანა, არც გაზქურა არის. მათ „სახლში“ აბაზანაც კი არ არის და საბრალო დედა იძულებულია, დახმარება მეზობლებს სთხოვოს – ბავშვები რომ დაბანოს და მათი ტანსაცმლი გარეცხოს.
შეხედეთ, ამ პატარა ანგელოზებს ნახევრად დანგრეულ ტახტზე სძინავთ, სამივეს ერთად. მათ საბავშვო საწოლები, ლეიბები, ბალიშები და საწოლის თეთრეული სჭირდებათ!
მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება: ოჯახი ბინის ქირას ვერ იხდის. სამი თვეა, დავალიანება იზრდება, ლამზირა კი შიშით ფიქრობს, რა მოხდება, თუ ბინიდან გამოასახლებენ. სად უნდა გაიქცეს სამი შვილით, როდესაც ზამთარი ახლოვდება?
პეტრე (5 წლის): „დედა, მე საბავშვო ბაღში მინდა! იქ ბევრი სათამაშო და გემრიელი საჭმელია!“
ლამზირა (დედა, 39 წლის): „ყველა ბავშვმა სწავლა დაიწყო, ჩემებმა კი – არა. ნუნუკა და პეტრე ბაღში ვერ წავიყვანე, რადგან აღმზრდელები ჯანმრთელობის ცნობას ითხოვენ, რომლის ასაღებადაც 60 ლარია საჭირო. მე კი ამხელა თანხა არ მაქვს. ამიტომაც, ჩემი პატარები სახლში დარჩნენ “.
სად არის სახელმწიფო იმ დროს, როდესაც ობოლი და ღარიბი ოჯახების ბავშვები საბავშვო ბაღში ვერ დადიან მხოლოდ იმიტომ, რომ საბრალო დედას სამედიცინო ცნობის „ყიდვის“ საშუალება არ გააჩნია. ამ ქვეყანაში ყველაფერი ფულზე იყიდება? ნუთუ, პატარა ანგელოზების „ბავშვური ბედნიერებაც“ უნდა გაიყიდოს?
ნუნუკა (4 წლის): „დედიკო, ღარიბები რატომ ვართ? სხვა ბავშვებს ყველაფერი აქვთ, ჩვენ კი არაფერი“.
კორესპონდენტი: რა აქვთ სხვა ბავშვებს ისეთი, რაც თქვენ არ გაქვთ?
ნუნუკა (4 წლის): „მათ ყველაფერი აქვთ, რაზეც მე მხოლოდ ოცნება შემიძლია. კანფეტებიც, ლამაზი კაბებიც, ფეხსაცმელიც, სათამაშოებიც, ტელეფონიც და ტელევიზორიც. ზოგჯერ, მეგობრები გვაძლევენ თავიანთ ძველ მანქანებსა და თოჯინებს. ისინი, რა თქმა უნდა, გაფუჭებულია, მაგრამ ჩვენ ამითაც ბედნიერები ვართ. სულ არაფერს ჯობია“.
ლამზირა ორსულადაა. მეოთხე თვეშია, მაგრამ მომავალი ბავშვისთვის არაფერი აქვს მზად. არც საბავშვო საწოლი, არც საფენები, არც ტანსაცმელი. თებერვალში, შუა ზამთარში, მან ახალშობილი უნდა მიიყვანოს სახლში, სადაც არც გათბობაა და არც ცხელი წყალი.
ლამზირა (დედა, 39 წლის): „ბოროტი ენები ამბობენ: ბავშვი რად გინდა, როდესაც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობთ? ბევრი მეუბნებოდა, აბორტი გამეკეთებინა, მაგრამ მუცელად მყოფი შვილი როგორ მოვკლა? ეს იმის ტოლფასია, ჩემს რომელიმე შვილს დანა ჩავარტყა გულში“.
ნუნუკა (4 წლის): „დედა თუ მშიერია, ესე იგი, ჩემს ძამიკოსაც ან დაიკოსაც მის მუცელში რომ არის, შია“.
პატარები ხშირად ცივდებიან, მათთვის კი უბრალო გაციებაც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, რადგან დედას უფულობის გამო, აფთიაქიდან წამლების მოტანა არ შეუძლია.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები, გულწრფელი თხოვნით მოგმართავთ. გთხოვთ, გვერში დაგვიდგეთ და დაეხმაროთ უმწეო ობოლ ბავშვებს, ამ არაადამიანურ პირობებში რომ გადარჩნენ. “სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და რომელსაც ხედავს ბრმა” მარკ ტვენი.
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: წალკის რაიონი (ყოფილი საავადმყოფოს შენობა).
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ცუცქირიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
3334.59₾დარჩა:
329.56₾