ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„სახლში დავბრუნდი და გულამოსკვნილი ავტირდი… რადგან ბავშვებმა ველოსიპედი არ მათხოვეს. ასე მითხრეს: „სულ ითხოვ, შენი რატომ არ გაქვს აქამდე?“ ნუთუ, 9 წლის გიონესტი და 13 წლის მარიამი ისევ ამ უფანჯრო ნანგრევებში გაატარებენ ზამთარს, გაიყინებიან და ავად გახდებიან?! ყოველ ჯერზე ვფიქრობთ, თითქოს ისტორია, რომელსაც ვწერთ, შეუძლებელია, ნამდვილი იყოს! შეუძლებელია, ადამიანებმა ასე რომ იცხოვრონ!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
9 წლის გიონესტმა არ იცოდა, რა ეთქვა. ის შეტრიალდა, ცრემლები შეიკავა, სახლში გაიქცა და მერე ატირდა – მწარედ, გულწრფელად.
„რატომ შეიკავე ცრემლები, როდესაც ისინი შენს გვერდით იყვნენ და რატომ ატირდი სახლში მისული, რა გეწყინა?“ – ვკითხე პატარა ბიჭუნას, მან კი მიპასუხა:
„ახლაც არ მინდა თქვენ თვალწინ ტირილი, მე ხომ ბიჭი ვარ, არ უნდა ვიტირო. მაგრამ ზოგჯერ, გული ისე მტკივა იმის გამო, რომ ბევრი რამ არ მაქვს… მაშინ უბრალოდ ტირილი მინდა, ჩუმად, ისე, რომ არავინ დაინახოს… დედაჩემმაც კი“.
როდესაც ხედავენ, რომ ვტირი, კიდევ უფრო მეტად დამცინიან. „შენ ხომ ბიჭი ხარ, რატომ ტირი?!“ კი მაგრამ, დეიდა, რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭი ხარ თუ გოგო, როდესაც გული გტკივა? ადამიანი ხომ, ასეთ დროს ტირის.“
როდესაც 9 წლის ბავშვი ასეთ სიტყვებს გეუბნება, არის ამაში რაღაც ჭეშმარიტად მამაკაცური, პატივისცემას რაც იმსახურებს… ნამდვილი ქართული ხასიათი. წარმოგიდგენიათ, როგორი ძლიერია ეს ბიჭი?
მეგობრებზე წყენას კი არა, არამედ სულის ტკივილს ნიშნავდა მისი ცრემლები: მან უეცრად გააცნობიერა, რომ უბრალო ნივთი, რაც ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია, მიუწვდომელია მისთვის. იმიტომ, რომ მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
არ იფიქროთ, რომ ეს საქონლის სადგომია. ეს არის ზურაბიშვილების მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი.
ეს გახლავთ, დმანისის რაიონის სოფელ მაშავერაში მცხოვრები ზურაბიშვილების ოჯახი. ეს სიღარიბე არ ჰგავს იმას, რაზეც ზოგჯერ ქალაქში საუბრობენ, როდესაც მცირე ხელფასს ან ძველ ტელეფონს უჩივიან. ეს ის სიღარიბეა, რომელიც ადამიანს ყოველივე ადამიანურს ართმევს.
აქ, ბავშვებს არც სათამაშოები აქვთ, არც წიგნები და არც სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი. მათ სძინავთ გატეხილ საწოლებზე, სიცივეში იღვიძებენ და ხელცარიელი მიდიან სკოლაში.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ცხოვრება ისეთ სახლში, სადაც თითქმის ყველა კუთხეში წყალი წვეთავს. სადაც სექტემბერშიც კი ისე ცივა, რომ ზამთარში თავის გატანა, ამ ოჯახისთვის ალბათ, გადარჩენისთვის ბრძოლის ტოლფასი არის.
გიონესტის დედა, მანუშაკი, მიწას ამუშავებს. პატარა ბოსტანი აქვთ, სადაც ბოსტნეული და ხანდახან, ლობიო მოჰყავთ.
შემდეგ ბოსტნეული ბაზარში მიაქვს გასაყიდად, ნაწილს კი იტოვებს, ზამთრისთვის რომ შეინახოს, რადგან საკვები ხშირად აკლია ოჯახს.
მამა, მერაბი, პენსიონერია, რამდენიმე წელია, ასაკის გამო ვეღარ მუშაობს, ძალიან დაუძლურებულია.
ოჯახში კიდევ ერთი გოგონაა – მარიამი. ის 13 წლისაა, ძალიან მოკრძალებული და თითქოს, დათრგუნვილი.
„არ მიყვარს ლაპარაკი. რა ვთქვა? არაფერი გვაქვს. ერთი ტელეფონი მქონდა, ოდესღაც ვიყიდეთ, მაგრამ გაფუჭდა. არც კომპიუტერი გვაქვს, საერთოდ არაფერი. ყველა ჩემი თანაკლასელი კომპიუტერით სწავლობს… ჩვენ კი, არ გვაქვს“.
პენსია და სოციალური შემწეობაა ოჯახის შემოსავალი. ალბათ, არცერთი ქართველისთვის არ იქნება გასაკვირი, რომ არაფერში ჰყოფნით ეს თანხა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში ბავშვები იზრდებიან.
ფონდის ძვირფასო მეგობრებო, ამ ოჯახის მთელი ტრაგედიის სიტყვებითა და ფოტოებით გადმოცემა ძალიან რთულია. იქ, მათ სახლში, იმდენად ძლიერად იგრძნობა ეს ყოველივე, რომ სევდა, რომელსაც ეს ბავშვები დაატარებენ გულით, დიდხანს გაგყვებათ.
დმანისში უკვე საკმაოდ ცივა, ბავშვს კი ისევ ზაფხულის შორტები და ტანისამოსი აცვია. ალბათ, მიხვდებით, რატომაც.
მათ ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. მათ არაფერი აქვთ: არც სარეცხი მანქანა, არც ნორმალური მაცივარი, არც ნორმალური ტელევიზორი, არც კარადები.

საწოლების ქვეშ ხის კარები აქვთ ამოდებული, რომ საბოლოოდ არ დაიშალოს. ჭერიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრებიდან კი უბერავს. ხშირად შეშაც კი არ აქვთ, რომ ღუმელი დაანთონ.
ზამთარი ახლოვდება და ამ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ცხრა წლის ბიჭუნას, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ის იმსახურებს თბილ სახლს, ნორმალურ საკვებს და კარგ ველოსიპედს, არ გვეთანხმებით?
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაშავერა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ზურაბიშვილების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
3925.00₾დარჩა:
0.78₾