ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მარტოხელა ბებია არეკნაზი (80 წლის), საქართველოს შორეულ კუთხეში ცხოვრობს. (თბილისიდან 340 კილომეტრის მოშორებით) დიდხანს ლოცულობდა და უფალმა მასთან ჩვენ გაგვაგზავნა! ის ბავშვივით გულუბრყვილოა და ძალიან მძიმედ ავად არის! არ ესმის, რომ ჩვენთვის პატივია, უდიდესი პატივი – მისი სიცოცხლის გადარჩენა! ბებია მხოლოდ იმას გვთხოვს, რომ კიდევ ერთხელ მზის ამოსვლისა და ჩასვლის ნახვის, ჩიტების გალობის, საყვარელი ადამიანების ხმის მოსმენის, ვინც უყვარდა, იმ ადამიანების გახსენებისა და შემოქმედისთვის კიდევ ერთხელ ლოცვის შესაძლებლობა ვაჩუქოთ. უფალო, გმადლობთ, რომ ჩვენ და ფონდის მეგობრებს, კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე მოგვანდე! დიდება შენდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სიბერეში ადამიანები პატარა ბავშვებს ემსგავსებიან! ბებია არეკნაზიც არ არის გამონაკლისი! ძალიან კეთილი და კარგი მოხუცი ქალია, მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო.
ბებოს სრულიად პარალიზებული აქვს მარჯვენა მხარე. როდესაც გაჭირვებით, გმირულად მოახერხა ადგილობრივ გამგეობამდე მისვლა, თანამდებობის პირმა, რომელიც იქ დახვდა, მოხუცს არც ჩაი შესთავაზა, არც ხელი გაუწოდა და არც კი მოუსმინა, რასაც ეუბნებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში თავისი ქოხის სახურავი შეიძლება თავზე ჩამოენგრეს და მისი სიცოცხლე დასრულდეს! მან მნიშვნელოვნად უთხრა: „წადი რა, ბებო… წადი ჩერნოვეცკის ფონდში, მის მეგობრებთან!“
ნამდვილად უნამუსოდ მოიქცა, თუკი მართლა ასე უპასუხა! ასეთ შემთხვევებში დახმარების გაწევა ხომ, უშუალოდ გამგეობის ვალდებულება არის!
მაგრამ, როგორც ჩანს, ის სხვაგვარად ფიქრობდა: „დიდი ამბავი, მოვიდა „ბებრუხუნა“… სახურავის შეკეთება მოინდომა! ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის შეწუხება გაბედა!“ იქნებ, მისი სახლის სახურავსაც თუ შევაკეთებთ, უფრო კეთილი გახდეს?

სინამდვილეში, არეკნაზ ბებოს სახლი მთლიანად შეკეთებას საჭიროებს! მაგრამ ის, მხოლოდ სახურავზე ოცნებობს! წვრილმანის თხოვნაც კი ერიდება! ნამდვილი ქართული სულის პატრონი!!!

სიბერის გეშინიათ?.. რატომ?
ბებო: ალბათ, ზოგიერთი გამკიცხავს: უკვე ღრმად მოხუცია, დღეს თუ ხვალ მოკვდება, მაგრამ მაინც სახურავის შეკეთებას ითხოვს… ეჰ… (ღრმად ამოიოხრა მოხუცმა ქალმა). მე სიკვდილს არ ვემალები. უბრალოდ მინდა, ღირსეულად რომ მოვკვდე. გველიც კი არ იმსახურებს, ნანგრევების ქვეშ ცოცხლად რომ დაიმარხოს.“
ეს, ჭერის მოკაზმულობა არ გეგონოთ. წყლისგან არის დამპალი ეს ჭერი და კედლები. ოთხმოცი წლის ბებოს სახლში ნესტის სუნი მუდმივად ტრიალებს, რადგან გარეთ თუ წვიმს, ეს ნიშნავს იმას, რომ მასაც თავზე აწვიმს.
ეპოქა დასრულდა… მხოლოდ მოგონებებითა და ნოსტალგიით ცხოვრობს ახლა მოხუცი ქალი. წარსულიდან მხოლოდ ეს ფოტო შემორჩა. შეხედეთ რა ლამაზია არეკნაზი, რა დახვეწილი, 1960-იანი წლების ფილმის კადრს მოგაგონებთ. რა ლამაზი იყო, როგორ უყვარდათ მეუღლესა და შვილებს, რომლებიც დღეს, თავადაც შიმშილობენ. თუმცაღა, ჩვენ ფონდში მიგვაჩნია, რომ მათი ვალია, გაჭირვების მიუხედავად, დედას დაეხმარონ, რათა სახურავი თავზე არ ჩამოენგრეს… ღმერთო, ღმერთო, შეუნდე ცოდვილებს!
ინსულტის შემდეგ, რომელიც არეკნაზ ბებომ რამდენიმე წლის წინ გადაიტანა, დაუსუსტდა მარჯვენა ხელ-ფეხი.
არეკნაზ ბებოს ყოველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან უჭირს.
ეს სახლი ავარიულ მდგომარეობაშია: სახურავიდან წყალი ჩამოდის, კედლები ინგრევა, იატაკი ჭრიალებს. მართლაც გადარჩენისთვის ბრძოლაა არეკნაზ ბებოს ყოველი დღე. ნუთუ, ასე უნდა მოკვდეს?
„მე მყავს ვაჟი და ქალიშვილი, ქალაქში ცხოვრობენ. მაგრამ, რით უნდა დამეხმარონ? თავადაც ძალიან უჭირთ. ისინი კარგი შვილები არიან… უბრალოდ, არაფერი გააჩნიათ, ვერ მეხმარებიან,“ – არეკნაზი ცდილობს დაგვამშვიდოს და დაგვარწმუნოს, რომ არ დავიწყებია შვილებს!
ოთხმოცი წლის ასაკშიც კი, ბებო გაჭირვებით, ჯოხზე დაყრდნობილი გადის ეზოში, ლობიოს და ბოსტნეულის მოყვანას ცდილობს, რათა როგორმე თავი გაიტანოს.
მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ბებია არეკნაზს სიკეთე და უკეთესის იმედი არ დაუკარგავს. მისი თხოვნა მარტივია: „გთხოვთ, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ, ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩემს სახლში რომ გავატარო… გთხოვთ, არ მინდა, რომ ის დაინგრეს… აქ იმდენი მოგონებაა, იმდენი რამ მოხდა ამ სახლში… დამეხმარეთ, გთხოვთ! უბრალოდ ახალი სახურავი მინდა. არც ისე ძვირი ღირს! მე კი, რემონტის გასაკეთებლად ერთი თეთრიც არ გამაჩნია!“
ეს კი ბათუა, 10 წლის არის. სულ პაწაწინა ლეკვი, რომელიც თოვლში იყინებოდა, ბებია არეკნაზმა ნახა და სიკვდილს გადაარჩინა. ძაღლმა კი მადლიერებითა და ერთგულებით გადაუხადა. შეძლებული ადამიანების სახლებიდან შემწვარი ხორცის სურნელმაც კი, ვერ აიძულა, მათთან წასულიყო. ბათუ ბებოს ერთადერთი ერთგული მეგობარია, რომელსაც ზოგჯერ, უფასო სასადილოდან მოტანილ პურს უნაწილებს.
„ღმერთო, გევედრები, მითხარი: სად მიდის ახალგაზრდობა, სად ქრება სილამაზე?..“
ნუთუ ასეთი რთულია, ბებოს ელემენტარული თხოვნის შესრულება? განა იმას იმსახურებს, რომ 80 წლის ასაკში თავზე სახურავი ჩამოენგრეს? ჩვენ შეგვიძლია, ვაჩუქოთ მას ბედნიერება. შეგვიძლია, მისი მშვიდი სიბერე უზრუნველვყოთ. შეგვიძლია, სითბო და უსაფრთხოება ვაჩუქოთ მას. მოდით, გავერთიანდეთ! მოდით, დავეხმაროთ ბებია არეკნაზს! მოდით, შიშის გარეშე ცხოვრება ვაჩუქოთ მას.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ფოთი, სვანეთის ქ. 6.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ვართანიანების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
125.00₾დარჩა:
491.95₾