ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გმირული ქრისტიანული სიყვარული.
88 წლის გიორგი თავად წამლების გარეშე კვდება, მაგრამ პენსიის ყოველ კაპიკს შვილის ოპერაციისთვის ინახავს. რომელიც, ვინაიდან საკუთარი შვილები არ ჰყავდათ, მეუღლესთან ერთად ჯერ კიდევ ჩვილობაში იშვილა, როდესაც ბიოლოგიურმა მშობლებმა თამარზე უარი თქვეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„თამარი ჩემთვის ყველაფერია, ცხოვრებაში რაც გამაჩნია. ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად და მზად ვარ, ყველაფერი დავთმო, ჩემი ძალა, ჯანმრთელობა, თუნდაც სიცოცხლე – ოღონდ კვლავ შეძლოს სიარული და ბედნიერი იყოს. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ არ ვნახო, ფეხზე როგორ დადგება. ახლახან, თურქმა ექიმმა იმედი მოგვცა!“ – ამბობს ნამდვილი ქართველი მამა.
ზოგადად, ასეთ ასაკში, ადამიანები საკუთარ დაავადებებზე ფიქრობენ. ის კი, მხოლოდ თავის შვილზე დარდობს, რომელსაც სიცოცხლე მიუძღვნა!
მამა თავის ზრდასრულ შვილს ისე უყურებს, თითქოს, ის ისევ პატარა გოგონა იყოს.
გიორგი 88 წლისაა. ძლივს დადის, სისუსტე ახრჩობს და თითქმის ვერაფერს ხედავს. მაგრამ ყოველდღე ეხმარება თავის შვილს ეტლში გადაჯდომაში, აჭმევს და გვერდში უდგას. შვილი კი, რომელიც მძიმე ავარიის შემდეგ ვეღარ დადის, მის მზრუნველობაზეა დამოკიდებული მთლიანად.
ასე ცხოვრობს მაღლაკელიძეების ოჯახი სოფელ მეორე სვირში – მოხუცი კაცი და მისი შვილი, დაავადებებისა და სიღატაკის პირისპირ მარტონი დარჩნენ.
55 წლის თამარ მაღლაკელიძე 2018 წელს მძიმე ავტოავარიაში მოყვა. ორივე ხელის მოტეხილობა, თავისა და სახის მძიმე ტრავმები, ხერხემლის დაზიანება მიიღო. მას შემდეგ, ის ვეღარ დადის და მხოლოდ ეტლში ჯდომა შეუძლია.
უმოძრაოდ გატარებული წლების განმავლობაში, თამარმა წონაში მოიმატა და დღესდღეობით, დაახლოებით 130 კილოგრამს იწონის, რასაც დიაბეტი, კოქსართროზი და გულის ოთხი სტენტირება ემატება.
მაგრამ, იმედი არის. ცოტა ხნის წინ, საქართველოში თურქეთიდან ჩამოსულმა ექიმმა თამარი გასინჯა და თქვა, რომ შესაძლებელია ისეთი ოპერაციის გაკეთება, რომლის შედეგადაც, ქალი კვლავ შეძლებს სიარულს. ახლა, მისთვის ეს ახალი ამბავი იმედის სხივია, მრავალწლიანი ტკივილის შემდეგ. ამასთანავე, ერთი „მაგრამ“ არსებობს: თამარს ფული არ აქვს ამ ოპერაციის გასაკეთებლად, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის.
ბიოლოგიურმა მშობლებმა თამარზე უარი თქვეს, ჯერ კიდევ ჩვილობაში. მაშინ, გიორგი მაღლაკელიძემ და მისმა მეუღლემ, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ, გოგონა იშვილეს. ის მათი დიდხანს ნანატრი და საყვარელი შვილი, მათი ცხოვრების აზრი გახდა.
თამარი (55 წლის): „მან სიცოცხლე შემინარჩუნა, გამზარდა, განათლება მომცა, სიკეთის კეთება მასწავლა, ადამიანად მაქცია. დიახ, მან მე, მიტოვებული „სხვის შვილი“, საკუთარი შვილივით შემიყვარა. მან ყველაფერი მომცა… ახლა კი, როდესაც მამა სიბერისგან დასუსტდა, რა შემიძლია მივცე მას? არაფერი. ცუდი შვილი არ ვარ, მაგრამ ვერაგმა ცხოვრებამ მაქცია „ცუდად“. უნარშეზღუდულობაზე მეტად, სწორედ ეს მტანჯავს… სული მეწვის… სულიერი ტკივილის წამალი კი, არსად იყიდება“.

თამარმა სამი შვილი გაზარდა, ისინი თბილისში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათაც არ აქვთ ცხოვრება აწყობილი, ყოველთვიურად ეხმარებიან დედას: ყიდულობენ საფენებს, წამლებს, პროდუქტებს. მაგრამ, მათ არ აქვთ იმის საშუალება, დედას ოპერაცია რომ გაუკეთონ. ამიტომაც თამარი და მისი მამა ერთად გვთხოვენ დახმარებას. მათ მხოლოდ ჩვენი სჯერათ! უფალო, გახსენი ჩვენი გულები!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეორე სვირი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მაღლაკელიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
370.00₾დარჩა:
1534.88₾