ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ტ რ ა გ ე დ ი ა.
მეგობრებო, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია და თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, უფალს ხელი გაუწოდოთ! ბიბლიაში ნათქვამია: „ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.“ (იგავნი 19:17).
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
წინა ზამთარს, თოვლის ქარბუქმა ამ მრავალშვილიანი ოჯახის სახლი დაანგრია! შვიდი ქართველი ადამიანი, თბილისიდან 305 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს და შეიძლება, ამ ზამთარს გაიყინოს! მათ ყველაფერი დაკარგეს, უფლისა და ჩვენი ადამიანობის რწმენის გარდა!
გიო (10 წლის): „ჩვენი სახლის სახურავი დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა. ძალიან შემეშინდა. მაგრამ, ღმერთმა გადაგვარჩინა! მას შემდეგ, ყოველღამ ვლოცულობ. უფალს ვთხოვ, არ მიგვატოვოს.“
წარმოიდგინეთ ის საშინელი ხმაური და ის მომენტი, როდესაც სახლი, რომელიც საკმაოდ მყარი ჩანდა, ინგრევა. სამი ბავშვის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება ეს შიში, ისინი ახლაც ოდნავი ხმაურისგანაც ფრთხებიან. ტრაგედია დღის ოთხ საათზე მოხდა, როდესაც მთელი ოჯახი შინ იმყოფებოდა. ნამდვილი სასწაულია, რომ ბავშვები ამ დროს ეზოში თამაშობდნენ და ნანგრევების ქვეშ არ აღმოჩნდნენ.

მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების სახლში, დიდთოვლობის შემდეგ, აღარაფერი დარჩა: არც ტანსაცმელი, არც ავეჯი, არც ტექნიკა. თოვლის ზვავმა ყველაფერი მიწასთან გაასწორა.
ნორმალურ სახელმწიფოში, ბავშვებს თოვლის მოსვლა უხარიათ. საქართველოში კი, თოვლი, ბავშვების ,,მკველად” იქცა. ნუთუ, ამას ბედის ირონია ჰქვია? – არა! არა! ამას სხვა სახელი ჰქვია და თუ რა, ამასაც თავადაც მიხვდებით, გონიერო ქართველებო.
ბავშვის მაისური ფერადია. მისი ცხოვრება კი შავ–თეთრი.
10 წლის გიომ ფონდის კორესპონდენტს ოთახი აჩვენა, სადაც მას ოდესღაც ეძინა.
გიო (10 წლის): „დეიდა, საწოლები გატყდა, ლეიბები დასველდა. აქ, ადრე ბუხარი, ტახტი, კარადა, ტელევიზორი იდგა. ახლა კი, მხოლოდ შიშველი, დაობებული კედლები არის.“
ანიტა (4 წლის): „სახლში მინდა, დეიდა, ძალიან მეშინია.“
უფლის სასწაული რომ არა, ეს პატარა ანგელოზები ჩამონგრეული სახურავის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ! ამ საბრალო ბავშვებს შიშველი კედლების გარდა, აღარაფერი დარჩათ ამქვეყნად.
უფლის სასწაულის გაგრძლების დრო დადგა, მეგობრებო! ახლა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეეხება თუ არა, ღმერთი ჩვენს გულებს!

დიდი ხნის განმავლობაში, დანგრეული სახლი სახურავის გარეშე იდგა. თოვლის ფანტელები პირდაპირ ოთახებში ცვიოდა. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, ახლა შიგნით რა ხდება.
ორი თვის განმავლობაში, ოჯახი სამი შვილით, ურეკის პანსიონატში ცხოვრობდა, შემდეგ ნაქირავებ ბინაში. ახლა კი, ისინი ნათესავებთან არიან შეფარებული. ერთ სახლში ოთხი ოჯახი, ჩვიდმეტი ადამიანი ცხოვრობს. ტანსაცმელს რიგრიგობით რეცხავენ, რადგან საკუთარი სარეცხი მანქანა არ აქვთ.

პაწაწინა ხელებში მათ ახლა წესით, სათამაშოები უნდა ეჭიროთ. აი, ასე გამოიყურება წართმეული ბავშვობა. და რისთვის ისჯებიან??? რისთვის??? ვის გაქვთ ამაზე პასუხი? ფონდში ყველა ვდუმართ… არ გვაქვს პასუხი…. ან იქნებ, გვაქვს, მაგრამ სათქმელი სიტყვები ისეთი მტკივნეულია, რომ იქნებ, დუმილი სჯობს…
მაგრამ არა! დუმილი დანაშაულია! ყველამ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ბავშვები, საქართველოში, ნანგრევებში ცოცხლად დამარხვისთვის არიან განწირული.
კეთილო ადამიანებო! ქართველებო! ძმებო და დებო! ისინი ჩვენი პატარა სამშობლოს შვილები არიან. შეხედეთ, ეს კარგი, შრომისმოყვარე ბიჭები ნანგრევების დალაგებაში როგორ ეხმარებიან მშობლებს. ისინი სიცოცხლისთვის ყველაზე აუცილებელ ნივთებს ითხოვენ, სათამაშოებს კი არა.
თამარი, დედა (30 წლის): „ამჟამად, პირველადი მოხმარების ნივთები გვჭირდება: საწოლები, ლეიბები, თეთრეული, კარადა. არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა.“
მეგობრებო, ამ კეთილი ოჯახისთვის, ადამიანური საცხოვრებელი პირობების შექმნაში გთხოვთ დახმარებას! მათ არ უნდა დაკარგონ რწმენა თანამემამულეებისა და უფლის მიმართ, რომელსაც საქართველო იმდენად უყვარს, რომ ყველაზე ლამაზი მიწა-წყალი და ყველაზე კეთილი ხალხი უბოძა! ფონდში ტანსაცმელი არის და ბევრად უკეთესად შევმოსავთ ამ ბავშებს, ვიდრე კატასტროფამდე ეცვათ, მაგრამ მხოლოდ ტანისამოსით, ისინი ზამთარსა და შემოდგომაზე თავს ვერ გაიტანენ!
ხედავთ, ორაგველიძეების მრავალშვილიან ოჯახში რამხელა უბედურება დატრიალდა. ეს ადამიანები სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი წინ ელით. რადგან ნულიდან მოუწევთ ყველაფრის აშენება. მეგობრებო, მთელი საქართველო გავერთიანდეთ და ამ პატარა ანგელოზებს დავეხმაროთ, სახლში რომ დაბრუნდნენ!
როდესაც თქვენ შვილებს, თბილ სახლებში, თბილ საწოლებში მძინარეს დახედავთ და გულს დაიმშვიდებთ, გაიხსენეთ, რომ ,,სხვისი შვილი” ჩამონგრეულ კედლებში, წვიმისგან დასველებულ საწოლში წევს. როდესაც თქვენს შვილს, ნაძვის ხის მოსართავ სათამაშოებს უყიდით, გაიხსენეთ, რომ ,,სხვისი შვილისთვის” თოვლი, შესაძლოა სასიკვდილო ,,განაჩენი” აღმოჩნდეს. უფალი კი გვასწავლის, რომ არ გაანსხვავო ბავშვები. ისინი ხომ უფლის ანგელოზები არიან, ციდან დედამიწაზე მოვლენილი, რათა სიკეთის კოშკები ააშენონ, ამ ცოდვილ მიწაზე…
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფამფალეთი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ორაგველიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
280.00₾დარჩა:
1183.78₾