ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეგობარო, ღმერთის გარდა, ნურავის ენდობი! „საქორწინო ბეჭედი უკვე არჩეული მქონდა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მაგრამ მოულოდნელად, სრულიად დავბრმავდი. ამის შემდეგ კი, გოგონა, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი, არც კი გამომემშვიდობა, ისე გაუჩინარდა…“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გიორგის ოდესღაც სჯეროდა, რომ სიყვარული სამუდამოა. ბეჭედს არჩევდა, ქორწილზე ოცნებობდა, ეჩურჩულებდა მას მომავალზე, რომელშიც იქნებოდა მხოლოდ სინათლე.
მაგრამ, ერთ დილას სინათლე გაქრა… მან თვალები გაახილა და ვეღარაფერი დაინახა, შავი სიჩუმის გარდა, რომელიც უკიდეგანო იყო, როგორც ღალატი.

ტრაგედიამდე გადაღებულ ერთ–ერთ ფოტოზე ვხედავთ, როგორ იღიმის გიორგი, თვალები უბრწყინავს, საყვარელ ადამიანს იკრავს გულში. ასეთი ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც ფერად სამყაროს ხედავდა. ვინ იფიქრებდა, რომ ძალიან მალე, მხოლოდ შავი ფერის დანახვას შეძლებდნენ მისი თვალები.
სანამ ის სიბნელეში სუნთქვას სწავლობდა, ის წავიდა, გამომშვიდობების, სიტყვების, სიბრალულის გარეშე. თქვა, რომ „ავადმყოფთან“ ერთად ვერ იქნებოდა და უბრალოდ გაუჩინარდა. გიორგი კი, მარტო დარჩა – დაბრმავებული, გულგატეხილი, ტკივილით დამცირებული. სიბნელე მის ირგვლივ და სიბნელე მის გულში გაერთიანდა.
– აპატიეთ?
გიორგი: განა, პატიების გარდა, არსებობს სხვა გზა?.. დაე, ბედნიერი იყოს… თუ შეძლებს. ამჟამად, სხვა ქალაქში ცხოვრობს…“
„ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ მოხდა“ – აგრძელებს ის. – მხედველობა დავკარგე… მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი სიყვარული ყოფილა ბრმა, მე კი არა.“
გიორგი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა სახლიდან. კუთხეში ჩუმად იჯდა, დღეებსა და ინსულინის ინექციებს ითვლიდა. სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, კარგავდა ადამიანებისა და საკუთარი თავის რწმენას. რამდენჯერ გასჩენია სურვილი, უბრალოდ გაუჩინარებულიყო, გამქრალიყო, აღარ ყოფილიყო ამ ქვეყნად…
მაგრამ გიორგის, სადღაც გულის სიღრმეში მაინც რჩებოდა პატარა ნაპერწკალი. რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით, ჩერნოვეცკის ფონდს წააწყდა ინტერნეტში და მრავალი წლის განმავლობაში პირველად, გადაწყვიტა, არ დანებებულიყო. გადაწყვიტა, ებრძოლა – სიცოცხლისთვის, მხედველობისთვის, საკუთარი თავისთვის.
გიორგი ხუთი წლის ასაკიდან დაავადებულია ინსულინდამოკიდებული დიაბეტით. 26 წლის ასაკში კი, დაეწყო თვალების პრობლემები, სიწითლე, ტკივილი, კაპილარების სკდომა.
ამჟამად, გიორგის მხოლოდ 3% მხედველობა აქვს მარჯვენა თვალში, მარცხენათი კი – საერთოდ ვერაფერს ხედავს. ექიმების თქმით, მხედველობის ნერვი აქვს შეშუპებული. პირველი ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო 2022 წელს ჩატარებულმა, მეორე ოპერაციამ მხოლოდ გააძლიერა ტკივილი. ამჟამად, მისი ერთადერთი შანსია, თურქეთში ოპერაციის გაკეთება, რომელიც საქართველოში არ ტარდება.
ოპერაციის ღირებულება კი, თითქმის, 16 000 დოლარია – წარმოუდგენელი თანხა მისი ოჯახისთვის.
გიორგი დედ-მამასთან ერთად, ძველ სახლში ცხოვრობს, რომლის მეორე სართული ჩამოინგრა და გამოუსადეგარია საცხოვრებლად.
ოჯახის შემოსავალი, ჯამში, ცოტათი აღემატება ათას ლარს: 440 ლარი გიორგის პენსია და დედის ხელფასი – 900 ლარი.
გიორგის დედა სასურსათო მაღაზიაში მუშაობს, მამა კი დამხმარედ, რემონტის დროს ვინმეს მუშა თუ დასჭირდება, მინიმალური შემოსავალი მაინც რომ ჰქონდეს.
ილია, მამა: „უკვე დიდი ხანია ასე იტანჯება ჩემი შვილი… ის ჯერ კიდევ ისეთი ახალგაზრდაა. გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ, ჩემს ბიჭს მხედველობა რომ დავუბრუნოთ… ძალიან გთხოვთ!“
გიორგი აღარ ჩივის. ყველაფრის გულით დანახვა ისწავლა. მაგრამ, ის კვლავაც ოცნებობს იმაზე, რომ სინათლეს დაინახოს. არა საკუთარი თავისთვის, არამედ მათთვის, ვინც ჯერ არ წასულა. „უბრალოდ მინდა, დედაჩემის ღიმილი დავინახო, – ამბობს ის. – მსურს დავამტკიცო, რომ უკუნეთ სიბნელეშიც შესაძლებელია, არ დანებდე. ასევე მინდა, შვილები მყავდეს, ბევრი შვილი, რომლებსაც მუდამ დავუკოცნი თვალებს…“
რაოდენ მძიმეა, ყველაზე რთულ მომენტში, საყვარელი ადამიანი რომ მიგტოვებს… რამხელა სიმამაცეა საჭირო, ამხელა ტკივილის გადასატანად. ღმერთი ეხმარება გიორგის – ჩვენთან სწორედ მან მოიყვანა. ახლა კი, ჩვენი ჯერია, დავეხმაროთ, რათა სინათლე კვლავ დაინახოს.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: კუთხაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1909.67₾დარჩა:
2624.66₾