ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„სამ ქართველ პატარას მუცლები ეყინებათ! SOS, მეგობრებო! ჭერიდან ჩამოსული წვიმის მსხვილი წვეთები დაძინების საშუალებას არ აძლევს ბავშვებს. ზამთარი მოდის, ქოხის სახურავი კი, სადაცაა პირდაპირ თავზე ჩამოენგრევათ პატარებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
როდესაც მე, ფონდის კორესპონდენტი, მაისურაძეების ოჯახს ვესტუმრე, ძალიან სამწუხარო სურათი დამხვდა და პატარების დედასთან საუბარს შევესწარი. ორი წლის ანგელოზს, მარიამს ჭერიდან პირდაპირ სახეზე ეცემოდა ცივი წვიმის წვეთები. ხუთი წლის ლექსოს მუცელი შიმშილისგან ძალიან სტკიოდა. ხოლო თორმეტი წლის ნიკას, დახეული, ძველი ფეხსაცმლით სკოლაში რომ წავიდა, ისე დაუსველდა ფეხები, რომ სიცხემ აუწია. მაგრამ, ბიჭუნა ითმენდა და დედას არ აწუხებდა, რადგან მისი ძამიკო და დაიკო უარეს დღეში იყვნენ.
„დედა, მცივა, ფეხები სულ დამისველდა,“ – ამბობდა პატარა ლექსო, სანამ ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტს შეამჩნევდა. მერე კი, შერცხვა და თვალები დახარა, თითქოს არ უნდოდა, რომ მას ეს სიტყვები გაეგო.
„რატომ დასველდი, პატარავ? გარეთ იყავი?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა.
ლექსომ თვალები დახარა, დაიმორცხვა და პასუხი ვერ გასცა. ამ დროს, მისმა უფროსმა ძმამ, ნიკამ ჩუმად თქვა: „წყალი სახურავიდან ჩამოდის და ჩვენს საწოლებს ასველებს, როდესაც გვძინავს. გარეთ რომ წვიმს, ჩვენც სულ ვსველდებით“.
ზამთარი არის დრო, როდესაც ცივი და უცხო ჩანს გარესამყარო, ადამიანს კი ერთადერთი სურვილი აქვს – თბილ სახლში მიიმალოს, კომფორტი იგრძნოს, ფეხით შეეხოს თბილ იატაკს და ყველა საზრუნავისგან სულიერად დაისვენოს.
მაგრამ ამ ოჯახს, არ აქვს ასეთი სახლი. მათ სახლში, სახურავიდან წყალი ჩამოდის მუდმივად. აქ, ისევე როგორც გარეთ, სიმშვიდის ადგილი არ არის.
ამ ადგილს სახლსაც ვერ უწოდებ: სამი ცივი და ცარიელი პაწაწინა ოთახი, ნესტის სუნით გაჟღენთილი, სველი კედლებითა და იატაკით. ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვის სამი პატარა ბავშვი, რომელიც ამ ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს.
ორი წლის მარიამი ზღურბლზე დგას და სხვა ბავშვებს უყურებს. გოგონა ჯერ პატარაა და ვერ აცნობიერებს, რომ სიღარიბემ დაბადებიდანვე მოპარა ბავშვობა – მისი „ცისარტყელას ყველა ფერი“.
ნიკა, ლექსო და მარიამი ცხოვრობენ სახლში, რომელიც მათ თვალწინ ინგრევა.
„როდესაც წვიმა იწყება, – ამბობს ბავშვების დედა, ნესტანი, – ჩვენ უბრალოდ გათენებას ველოდებით. ჭერიდან საშინლად წვეთავს, წყალი კედლებზე ჩამოდის, ჩვენ კი ვცდილობთ, არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გველის ხვალ. ნიკა ყოველთვის უმცროს ბავშვებს ეფარება, რომ არ ეშინოდეთ.“
ნიკა თორმეტი წლისაა. დაბადებიდან დაზიანებული აქვს თავის ტვინი, მაგრამ მის გულში ადგილი ყველასთვისაა, ვინც მის გვერდით არის. კითხვა არ იცის, სამაგიეროდ, სიყვარული შეუძლია.
მას ისე უყვარს, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. მათ ხომ, ჯერ ძალიან პატარა ხელები აქვთ და ვერ იცავენ ყველაფერს, რაც ძვირფასია მათთვის.
თვალებში ჩახედეთ ამ ბავშვს: მათში რამდენიმე სხვადასხვა გრძნობაა გადახლართული. ბიჭუნა, თითქოს, განაწყენებულია, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ადამიანების სიკეთის რწმენა. თითქოს, თვალებით რაღაც კითხვას სვამს, მაგრამ ამავდროულად პასუხის ეშინია… თითქოს გვენდობა, მაგრამ ამასთანავე, შიში აქვს, არ ვუღალატოთ…
„ზოგჯერ მშივრები ვწევართ, – ამბობს დედა, ნესტანი, – უბრალოდ ვწევართ და ხმას არ ვიღებთ…“
ოჯახი სოციალური შემწეობით არსებობს – 900 ლარი თვეში, რომელსაც ნიკას პენსია – 425 ლარი ემატება. ისინი თავის გატანას გაჭირვებით ახერხებენ. დედ-მამა მინდორში მუშაობენ, მაგრამ ბავშვებისთვის საჭმლის საყიდლადაც კი ძლივს ჰყოფნით ეს ფული. სხვა რამეებზე, საუბარიც კი ზედმეტია.
სახლში, ფაქტობრივად, ტექნიკაც არ აქვთ. ძველი სარეცხი მანქანა გაჭირვებით ირთვება. მაცივარი დიდი ხანია გაფუჭდა, გაზქურაც წარსულს ჩაბარდა – ოჯახი გაზის ბალონზე ამზადებს საჭმელს.
დღეს, ასეთი გაზის ბალონებით უკვე არავინ სარგებლობს. ისინი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მოზრდილების სიცოცხლისთვის საშიში არის. მაგრამ, სხვა რა გზა აქვს დედას? როგორ მოამზადოს საჭმელი, თუ სახლში გაზი არ არის? ამიტომ, ყოველთვის მოშორებით ჰყავს ბავშვები, როდესაც ბალონს ანთებს, რომ საჭმელი მოამზადოს.
გაზი რომ გამოილევა, მხოლოდ ცივი ვახშმები და ცარიელი თეფშები რჩება.
„ზოგჯერ, ბავშვებს რომ სძინავთ, უბრალოდ სიბნელეში ვზივარ და ჭერიდან ჩამოვარდნილი წვეთების ხმას ვუგდებ ყურს, – ამბობს ნესტანი. – ვლოცულობ, სახლი არ ჩამოინგრეს, სანამ ბავშვები გაიზრდებიან. მზის სინათლის დანახვა არა ნაპრალებიდან, არამედ სრულყოფილად რომ შეძლონ.“
ნიკა კი, უმცროს და-ძმას გულში იკრავს და ჩუმად ჩურჩულებს: „მინდა, რომ წვიმა მხოლოდ ქუჩაში იყოს, სახლში კი მზე იყოს ყოველთვის.“
ნიკას სიტყვებში ყველაფერია: შიში, რწმენა, სიყვარული. მან ძალიან ნაადრევად გაიაზრა, რომ სახლი მხოლოდ კედლები არ არის.
სახლი – ის ადგილია, სადაც შეიძლება, თუნდაც ერთი წამით იგრძნო, რომ ის ადამიანები, ვინც გიყვარს, ერთადერთია, რაც გაგაჩნია. რომ სამყაროში, რომელიც სავსეა უამინდობითა და ტკივილით, ერთი პატარა კუთხე არსებობს, სადაც შეგიძლია დაიცვა ისინი, ვინც ძვირფასია შენთვის.
დღეს, ამ ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდება სახლი, რომლის სახურავი არ ჟონავს, კედლები კი, ინარჩუნებს სითბოს.
ამ შეჭირვებულ ადამიანებს უკიდურესად სჭირდებათ სახლის რემონტი, ახალი სახურავი და საწოლები, რომლებზეც იმის შიშის გარეშე შეიძლება დაძინება, რომ წვიმა ბალიშებს დაასველებს.
გაზქურა სჭირდებათ, რომ ბავშვებს ცხელი საჭმელი მოუმზადონ, და მაცივარი პროდუქტების შესანახად.
დაჟანგული რკინებისგან აწყობილი ღუმელი ფაქტობრივად მხოლოდ დეკორაცია არის: ის არ ათბობს სახლს და ნესტს არ აშრობს.
მათ ცოტა რამ სჭირდებათ – სრულიად უბრალო პირობები, ბავშვებმა ცხოვრება რომ შეძლონ და არა გადარჩენისთვის ბრძოლა.
თითოეული თქვენი გამოხმაურება, შანსია ნიკასთვის, ლექსოსთვის და მარიამისთვის, პირველად იგრძნონ, რომ მშობლიური სახლი შეიძლება სითბოსა და უსაფრთხოების, და არა შიშის ადგილი იყოს.
ჩერნოვეცკის ფონდი აგროვებს თანხას, რათა დაეხმაროს ოჯახს საცხოვრებლის აღდგენაში, საჭირო ნივთების შეძენესა და სიცივისა და ცრემლების გარეშე ბავშვობა აჩუქოს ბავშვებს.
კედელზე ძველი საათის ისრები მიდიან, არ ჩერდებიან. დიახ, დრო გადის. მაგრამ, ამ სამი ანგელოზის ბავშვობა თითქოს, გაიყინა…
მეგობრებო, შეგიძლიათ ახლავე დაეხმაროთ. თქვენი შემოწირულობა, თუნდაც ყველაზე მცირე, შეიძლება ბავშვებისთვის სწორედ ის მზის სხივი გახდეს, რომელზეც ნიკა, ლექსო და პატარა მარიამი ოცნებობენ. მზე, რომელიც მათ სახლს გაათბობს. ოღონდ, სახურავის სასწრაფოდ შეკეთება არის საჭირო.
მეგობრებო, ჩვენ დღე-დღეზე ვიწყებთ ახალ პროგრამას ქართული ოჯახებისთვის, რომლებიც ჩვენმა სამშობლომ დაივიწყა. პირველი სამი სრულიად ახალი, პატარა, მაგრამ მყუდრო სახლის შეძენა გადავწყვიტეთ. ერთი ასეთი სახლის ღირებულება – დაახლოებით 7000 დოლარია! შემოგვიერთდით, მეგობრებო!
ჯერჯერობით, ტენდერი გამოვაცხადეთ, რადგან სახლების საზღვარგარეთიდან ჩამოტანა ძალიან ძვირი ჯდება. მაგრამ საქართველოშიც არც თუ ისე ცუდი ვარიანტები არის.


ეს ყველაფერი არ არის, რაც გაყიდვაშია ამჟამად. რაც მთავარია, საფუძველი ჩაყრილია!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი სასირეთი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მაისურაძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
3073.54₾დარჩა:
0.49₾