ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„სიკვდილს ვნატრობ. მიცვალებულების მშურს, სამარეში რომ წვანან…“ – ზინაიდა ბებომ სწორედ ეს სიტყვები მითხრა, როდესაც მე, ფონდის კორესპონდენტმა, მისი სახლის ზღურბლს გადავაბიჯე. შემრცხვა… შემრცხვა იმის, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, კეთილი მოხუცი ქალბატონი სიცოცხლის ნაცვლად, სიკვდილს სთხოვს ღმერთს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ზინაიდა: „გუშინ, აფთიაქში შევედი წამლების საყიდლად. საკმარისი თანხა არ მქონდა… ამის აღიარების მომერიდა და ვთქვი, რომ ახლავე დავბრუნდები, ვითომ, მეუღლე გარეთ მელოდებოდა და მას ჰქონდა საფულე… ახლა კი, გული მტკივა, იმ ფარმაცევტ გოგონას რომ მოვატყუე…“
ამ მოხუცი ქალბატონის სახეს შეხედეთ… ალბათ, მსოფლიოს ვერცერთ ენაში ვერ მოიძებნება სიტყვა, რომელიც მის ტკივილს გადმოსცემს.
ზინაიდა და მისი მეუღლე, არტური ერთად გადიან ცხოვრების ეკლიან ბილიკს. დღეს, ამ ბილიკმა ისინი უფასო სასადილოში მიიყვანა. ძველი თბილისის უბანი… შემოდგომის სევდიანი ფერები… შიმშილით დაუძლურებული მოხუცები რიგში დგანან იმ იმედით, რომ დღეს მაინც, მიირთმევენ ხორციან წვნიანს.
თბილისის ერთ–ერთ უფასო სასადილოში გადაღებული ფოტო
სამწუხაროდ, დღესაც არ ახდა მათი ოცნება. მოხუცებს სასადილოში მხოლოდ პური და ერთი ქილა ლობიოს წვნიანი მისცეს, რომელიც ხვალამდე უნდა იმყოფინონ.
მე, ფონდის კორესპონდენტს, ერთადერთი უწყინარი კითხვა მაქვს თბილისის „მაღალჩინოსნებთან“: „დღეში რამდენჯერ ჭამთ? თუ საიდუმლო არ არის, თქვენს მენიუში რა კერძებია?“

ზინაიდა: „ბოლოს როდის ვჭამე ხორციანი წვნიანი, აღარც კი მახსოვს… მაგრამ, მის გემოს გულში მაინც ვნახავ. ხილი ძალიან მიყვარს… მაგრამ, ისეთი ძვირია, რომ ვერ ვყიდულობ. გარეთ რომ გავდივარ, ხეებს ვუყურებ, იქნებ რომელიმეზე მაინც ნაყოფი ვნახო“ – თქვა ზინაიდამ და თითქოს, გული ამოიგლიჯა.
მე, ფონდის კორესპონდენტი, ვგრძნობდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა ბებოს, მაგრამ ერიდებოდა. მაგრამ ბოლოს, გამბედაობა მაინც მოიკრიბა.
ზინაიდა: „შვილო, მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეუღლე უფასო სასადილოში დავდიოდით, რომელიც თქვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დააარსა. იქ, ყველაფერი იყო: ხორციანი წვნიანი, შემწვარი ქათამი, ცხელი ბულიონები, თევზი, ხილი. მშივრები როდესაც შევდიოდით, ვერ ვგრძნობდით, რომ ეს სასადილო იყო… გვეგონა, რესტორანში აღმოვჩნდით. მაგრამ საჭმელზე უფრო მნიშვნელოვანი, დამოკიდებულება იყო: პერსონალი ისე თბილად გვექცეოდა, დროის იმ მოკლე მონაკვეთში გვავიწყდებოდა, რომ მარტოხელა მოხუცები ვართ და არავის ვჭრდებით…“

ჩვენი კეთილი ბებო კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მოხუცის ძვალი არ შეხორცდა. ის, ჯოჯოხეთური ტკივილებით იტანჯება… უკვე წინდის ჩაცმასაც ვეღარ ახერხებს.
მისი მეუღლე კი, ისეთივე სიყვარულით უვლის, როგორც ახალგაზრდობაში.
ზინაიდას ტრაგედია, ჯერ კიდევ სასკოლო წლებში დაიწყო. ის საშინელ ავარიაში მოყვა. ორგანოები იმდენად დაუზიანდა, რომ ექიმებს მისი გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდათ, ღვთის სასწაულმა გადაარჩინა. სიცოცხლეს დაუბრუნდა, ოჯახის შექმნაზე, ბევრი შვილის გაჩენაზე ოცნებობდა… მაგრამ ერთ დღესაც, საშინელი სიმართლე გაიგო: ის ვერასდროს შეძლებდა, დედა გამხდარიყო.
ზინაიდა: ეს რომ გავიგე… ტაძარში გავიქეცი და უფლის წინაშე ვტიროდი: „რისთვის მსჯი ასე, ღმერთო?“ მერე კი, ეზოში ვიჯექი, აცრემლებული… უცებ, ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა, ახალგაზრდა მამაკაცი იყო. იმ წუთში მივხვდი, რომ ერთი ნახვით სიყვარული არსებობს…“
არტური: „ხელი რომ ვთხოვე, მაშინვე უარი მითხრა. გული მეტკინა – ვიფიქრე, რომ არ ვუყვარვარ. მერე კი გამომიტყდა, რომ შვილების ყოლა არ შეუძლია და სწორედ ამიტომ მითხრა უარი. მე კი, ისე ძლიერ მიყვარდა, შევპირდი, ცოლად თუ გამომყვებოდა, ცხოვრების ბოლო წუთამდე ხელს არ გავუშვებდი.“
იმ დღიდან, მათ მართლაც აღარასოდეს გაუშვიათ ერთმანეთისთვის ხელი.
ზინაიდა ასთმის მძიმე ფორმით იტანჯება. არტურს კი, დიაბეტი აქვს. მთელ ამ უზარმაზარ სამყაროში, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვისთვისაც მათი ბედი სულერთი არ არის.

ჭერიდან წყალი ჩამოდის. ვინ დათვლის, რამდენი წელია, მოხუცებს ღამით სახეზე დაცემული წვიმის ყინულივით ცივი წვეთები აღვიძებს.
მათ ადგილობრივ ადმინისტრაციას მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ უარი მიიღეს.
ბებომ უარის ოფიციალური წერილი პირადად მაჩვენა. და მაინც, ერთი აუგი სიტყვაც კი არ წამოსცდენია ჩინოსნებზე… აი, რა გული აქვს ამ კეთილ ქალბატონს.
– ბებო, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ერთი მთავარი სურვილის ჩაფიქრების შანსი რომ გქონდეთ, რას ჩაიფიქრებდით?
ზინაიდა: შვილები… ბევრი შვილი რომ მყავდეს…
ამ სიტყვების გაგონებისას, არტურს ცრემლები მოადგა…
მოხუცი მლაშე ცრემლებს – ტკივილისა და აუხდენელი ცხოვრების წვეთებს, დანაოჭებული ხელებით იშორებდა.
ფონდის ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკან დაბრუნება. რომც შეგვეძლოს, მოხუცი ქალის მთავარი ნატვრის ასრულებას მაინც ვერ მოვახერხებდით. მაგრამ ახლა, რა მოვიმოქმედოთ? ნუთუ, ეს საბრალო მოხუცები ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ შვილებისა და შვილიშვილების სითბოს ვერ იგრძნობენ?.. გამოსავალი არსებობს. დიახ, სწორედ თქვენ, ფონდის მეგობრებო, შეგიძლიათ ცხოვრებაში პირველად, ოჯახური სითბოს შეგრძნება აჩუქოთ მათ.
გახდით მათი შვილები და შვილიშვილები. მათი გულები თქვენი სიყვარულისთვის გახსნილია.
ისინი სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ. მათ არც ძვირად ღირებული ავეჯი, არც ტექნიკა, არც ფუფუნება სჭირდებათ.
ისინი ოცნებობენ მხოლოდ იმაზე, რომ ყინულივით ცივი წვიმის წვეთები არ ეცემოდეთ, გამათბობელი რომ ჰქონდეთ ამ ზამთარს და გაზქურა, ხორციანი წვნიანის ნაცვლად, ცხელი ჩაი მაინც რომ მოიმზადონ.
კეთილო ადამიანებო, ეს მოხუცები ამ ქვეყნიდან ისე თუ წავლენ, რომ დახმარებას დროულად ვერ მიიღებენ, დარწმუნებული იყავით – ისინი უფალს არ შესჩივლებენ. მაგრამ, ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ, როდესაც მისი უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დრო მოვა?..
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ქალაქი თბილისი, ამაღლების ქ. 8
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მიქოიანების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3644.01₾დარჩა:
0₾