ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დეიდა, ხშირად ცარიელი კონტეინერით წავსულვარ სკოლაში, ვითომ, დედამ საჭმელი მეც გამატანა … მრცხვენოდა იმის თქმა, რომ სახლში საკვები საერთოდ არ გვაქვს“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი, იშხნელების ოჯახის ნახევრად დანგრეულ სახლში შევედი, იქ, ნამდვილი პრინცესა, არა… პრინცესაზე უფრო ლამაზი გოგონა დამხვდა.

შევამჩნიე, რომ ბავშვი სიცივისგან კანკალებდა. ვთხოვე, რაიმე თბილი ჩაეცვა. გოგონას შერცხვა და მიპასუხა: „დეიდა… არაფერი მაქვს თბილი, ჟაკეტის გარდა“.
შვიდი წლის თამარის დღევანდელი „ვახშამი“ პურის ნატეხია. გოგონა დღესაც მშიერი დაიძინებს.
ალბათ, იფიქრებთ, რომ ნათელ სიზმრებს მაინც ნახავს: ვარდისფერ ღრუბლებს, ზღაპრულ სამყაროს, ჯადოსნურ გმირებს… ალბათ გგონიათ, რომ სიზმრად მაინც, პრინცესების სამყაროში აღმოჩნდება. მაგრამ აი, სად არის ბედისწერის მწარე ირონია…
თამარს დაძინების ეშინია. იმიტომ, რომ წვიმის დროს, ჭერიდან წყალი ჩამოდის და მის პატარა სხეულს ასველებს. სახურავი და ჭერი იმდენად დანგრეულია, რომ ფაქტობრივად, დანგრევის პირას არის მათი სახლი. ღმერთმა ნუ ქნას, ერთხელაც გავიგოთ, რომ ნანგრევების ქვეშ პატარა ანგელოზის სხეულს ეძებენ…
რამდენი ღამე გაათენა სკამზე მჯდომმა, რადგან სველ ლოგინში დაწოლა შეუძლებელი იყო.
თამარი (7 წლის): „ჩემს კლასელებთან სტუმრად რომ მივდივარ, ვფიქრობ… რა კარგი იქნებოდა, მეც მქონდეს ისეთი სახლი, როგორიც მათ აქვთ. არ მშურს მათი, დეიდა. პირიქით, მიხარია, რომ ბედნიერები არიან. რბილი, ფუმფულა საწოლი კი, ჩემი ოცნება არის. მაგრამ, რომც ამიხდეს… რა აზრი აქვს, დეიდა? წვიმის დროს, ისიც დასველდება, ჭერი სულ დანგრეულია და გარეთ რომ წვიმს – ჩვენს სახლშიც წვიმს“.
ძვირფასო ადამიანებო, რა თქმა უნდა, გესმით, რაოდენ საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს ეს გოგონა, ანგელოზის თვალებით.
ეს კი, თამარის ძმა, თორმეტი წლის თამაზი არის. საკმარისია, ერთხელ ჩახედოთ თვალებში ბიჭუნას და მაშინვე მიხვდებით, რაოდენ უკიდეგანო სულის მქონე ბავშვი დგას თქვენ წინაშე. შეხედეთ მის თვალებს და დაინახავთ, სიღატაკე მას ბავშვობას, სილაღეს, მომავლის ოცნებებს როგორ ჰპარავს. ის კი, ისეთი ჭკვიანია, ისეთი კეთილი – ნამდვილი ვაჟკაცი დადგება, ჩვენი ქვეყნის მომავალი სიამაყე.
თამაზი (12 წლის): „დეიდა, პირველ კლასში რომ წავედი და ჯერ არ მყავდა მეგობრები, მრცხვენოდა მეთქვა, რომ დედამ სახლიდან საჭმელი ვერ გამატანა. დედების მომზადებულ ბუტერბროდებს რომ ჭამდნენ ყველანი, მე ვიტყუებოდი, რომ „უკვე ვჭამე“. რამდენჯერმე შიმშილისგან ცუდად გავხდი. სკოლაში ცარიელი კონტეინერი დამქონდა, ბავშვებს რომ ჰგონებოდათ, თითქოს, საჭმელი მეც მქონდა“.
შვიდი წლის თამარისა და თორმეტი წლის თამაზის გარდა, იშხნელების ოჯახში, კიდევ ორი ბავშვია: თოთხმეტი წლის გიორგი და თექვსმეტი წლის ანა. ორივეს დაზიანებული აქვს თავის ტვინი.
თავადაც გესმით, რაოდენ მძიმე ჯვარს ზიდავს მარტოხელა დედა.
თანაც, მალე ზამთარი დადგება. თუმცა… უკვე იგრძნობა სიცივე. ბავშვები ერთმანეთს ეხუტებიან, რომ გათბნენ. ოთახში კი, ყინულივით ცივი ქარი ქრის. როგორ გათბებიან ეს ბავშვები ზამთარში? არც გამათბობელი აქვთ, არც ტელევიზორი.
სააბაზანოც კი არ აქვთ – ზამთარში, პატარები ტაშტში ბანაობენ, გაყინულ სახლში…

თამარი თავად მშიერია, მაგრამ თავის ლუკმა პურს, ლეკვს უნაწილებს. ეს პაწაწინა ლეკვი ქუჩაში ნახა, ჯერ თვალებიც არ ჰქონდა ახელილი… ვიღაცამ ნაგვის ურნასთან დააგდო მუყაოს ყუთით.
– თამარ, ძალიან მალე, მთელი საქართველო გაიგებს შენს შესახებ. ბევრი კეთილი ადამიანი გამოჩნდება. რომელი ოცნების ასრულებას ითხოვდი?
გოგონა დაფიქრდა და ჩუმად თქვა: „წვიმის დროს, ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა, მე და ჩემი და-ძმები რომ არ დაგვასველოს. რბილ საწოლში დაძინება რომ შევძლოთ. ეს მინდა ყველაზე მეტად… დეიდა… კიდევ… ახალ წელს ტელევიზორი რომ გვქონდეს. ჩვენი, ორი წლის წინ გაფუჭდა. შარშან არც ტელევიზორი გვქონდა, არც გემრიელი საჭმელი, არც ტკბილეული. ფანჯრიდან ვიყურებოდით და ვხედავდით, როგორ ზეიმობდნენ სხვა ოჯახებში… ჩემი ოცნებაა, ჩვენთანაც ასე რომ იყოს…“
მამამ ისინი მიატოვა და სხვა ოჯახი შექმნა. თამარი კი, ამბობს: „დეიდა, მაინც… ისე ძალიან, როგორც მამაჩემი ამქვეყნად არავინ მიყვარს…“
წასვლა რომ დავაპირე, თამარმა თვალებით მანიშნა, რომ ცალკე, განმარტოვებით საუბარი უნდოდა.
თამარი: „დეიდა… შეიძლება, ერთი რამ გთხოვო? შენ ხომ, კეთილ ადამიანებს უნდა უამბო ჩემზე… გთხოვ, ერთი თხოვნაც გადაეცი მათ…“
– რა თქმა უნდა, ჩემო ლამაზო. მითხარი.
თამარი: „ლეკვი ჯერ პატარაა, მისთვის პურის ჭამა არ შეიძლება – მუცელი სტკივა. იქნებ, კეთილი ადამიანები ლეკვის საკვებით დაგვეხმარონ? აცრაზე წაყვანაც სჭირდება. დედა არ ჰყავს. მისი დედიკო მე ვარ…“
ამ სიტყვების გაგონებისას, ცრემლი მომადგა თვალზე. ღმერთო, ასეთ პატარა ბავშვს საიდან აქვს ამხელა გული?
ძვირფასო ადამიანებო, ჩვენ, ფონდში გვჯერა: თქვენ გულს გაუხსნით ამ ბავშვებს, რომლებიც მამის, სითბოს გარეშე, დაუცველები დარჩნენ.
გვჯერა, რომ საახალწლოდ, მათ სახლში გამათბობელი, ტელევიზორი და რბილი, თბილი საწოლები იქნება. ყველაზე მთავარი კი, სასწრაფოდ სახურავის შეკეთება და კარ-ფანჯრის შეცვლა არის.

უნდა მოვასწროთ… ზამთრის ცივი ნაბიჯების ხმა უკვე ზღურბლთან ისმის.
გაუწოდეთ დახმარების ხელი ამ ბავშვებს, უფალი კი, თქვენს საკუთარ შვილებს დაიფარავს.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ქალაქი თბილისი, დიდუბე, თამარაშენის ქუჩა 12
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: იშხნელების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3144.61₾დარჩა:
0.48₾