ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბავშვის გაყინული თითები, სახლი სითბოს გარეშე და მამა, რომელიც საფლავებს შორის გამოიმუშავებს საარსებო სახსრებს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ელინას გაწითლებული და დასიებული აქვს პატარა თითები. სიცივისგან მგრძნობელობა წაერთვა.

დედა ცდილობს, პატარა გოგონას თითები გაუთბოს ერთადერთ ღუმელთან, რომელშიც ნაკელს ყრიან. დიახ, არ მოგესმათ – ნაკელს. აქ, სწორედ ასე თბებიან. ეს არ არის არჩევანი. ეს ერთადერთი გზაა, სიცივით რომ არ დაიხოცონ. შეშა ფუფუნებაა ამ ოჯახისთვის.
გაეყინა პაწაწინა თითები… მაგრამ ცდილობდა, რომ „უცხო დეიდას“ ეს არ შეემჩნია. ნუთუ, შეიძლება ეწოდოს ცხოვრება იმას, რომ ზამთარში, ბავშვისთვის აუხდენელ ოცნებად არის ქცეული თბილი ხელთათმანები? არა, ეს არ არის ცხოვრება. ეს არსებობისთვის ბრძოლაა. ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლა.

ჩვენ მიქოიანების ოჯახში ვიმყოფებით. ფოტოზე, მარჯვნივ – მათი სახლია. სახლი, სადაც სიცივე ყოველი კუთხიდან აღწევს.

ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ფიქრობთ, რომ ეს საბრალო ბავშვები ძილში მაინც არიან ბედნიერი – ნათელ, ფერად სიზმრებს ხედავენ. ეჰ… ბედის ირონიაა, მაგრამ ამ დაჩაგრული ბავშვების სიზმრებიც კი, ფერადი არ არის. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათ არც საწოლები აქვთ, არც ფუმფულა საბნები და არც თბილი ლეიბები. სწორედ ამიტომ, „კოშმარულ“ სიზმრებს ხედავენ, ფერადის ნაცვლად.

ეს საყვარელი ბიჭუნა სულ რაღაც8 წლის არის, მაგრამ მის თვალებში უკვე იკითხება, რომ ძალიან ნაადრევად დაემშვიდობა ბავშვობას… ეჰ, ვინ დათვლის, რამდენ ბავშვს წაართვა ბავშვობა წყეულმა სიღარიბემ. ზოგჯერ, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ:ამდენი უსამართლობით დამძიმებული, დედამიწა როგორ აგრძელებს საერთოდ ბრუნვას?.. როგორ?..

აქ, ტანსაცმელს მთლიანად არასდროს იხდიან. აქ, ფეხშიშველი არ დადიან. აქ, ყოველთვის ცოტა სუსხია – დღისითაც კი.

ელინას მამა ჩუმად ბრუნდება სახლში. მას შალვა ჰქვია. მუდამ ერთი და იგივე ქურთუკი აცვია, რომელსაც სინესტის, მიწისა და რაღაცნაირი მძიმე სუნი აქვს, რომლის განიავებაც შეუძლებელია.
ეს არ არის შრომის სუნი. ეს, იმ ადგილის სუნია, სადაც ყოველდღე ვინმეს ისტორია მთავრდება. შალვა სასაფლაოზე მუშაობს. მას ნაგავი გამოაქვს: ძველი გვირგვინები, დამჭკნარი ყვავილები. სხვების დამშვიდობების ნარჩენები.

სანამ სხვები საფლავებზე ტირიან, შალვას იმის დარდი კლავს, რომ აქ გამომუშავებული თანხა, შვილების გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნის.

72 წლის სუსანა ბებო ტახტზე ზის. მისი ფეხები თაბაშირშია. თაბაშირის ქვეშ კი – ლითონია. ის ვერ დადის. ზოგჯერ, უბრალოდ ბავშვებს უყურებს, დიდხანს, გაჩუმებული.

ასეთია იმ ადამიანების გამოხედვა, ვისაც დანაშაულის გრძნობა სტანჯავთ იმის გამო, რომ ცარიელი სახლისა და სიცივის გარდა, არაფრის მოცემა შეუძლიათ.

არმენუი, ელინას დედა, გაუნძრევლად ზის. მას დიდხანს დგომა უჭირს. წამლების გარეშე კი, სიარული არ შეუძლია. ხელ–ფეხი უსივდება, სხეული არ ემორჩილება. ის ტკივილზე არ საუბრობს – ის ამ ტკივილთან ერთად ცხოვრობს.

ზოგჯერ ეჩვენება, თითქოს ნაწილებად იშლება. მაგრამ, გაჩერება არ შეიძლება. ბავშვები უყურებენ.

ამ სახლში ბავშვები არ დარბიან, არ ხმაურობენ. ისინი არაფერს ითხოვენ. მათ იციან: როდესაც უფროსებს უჭირთ, ჩუმად უნდა იყვნენ.

ეს ოჯახი ბავშვებისთვის თბილ ტანსაცმელს ითხოვს. საკვებ პროდუქტებს. ელემენტარულ ნივთებს, რომლებიც ოდნავ მაინც გაათბობს მათ გაყინულ ცხოვრებას. არა იმიტომ, რომ რაიმე დამატებით უნდათ, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია ასე ცხოვრება.

როდესაც მოვდიოდით, კიდევ ერთხელ გავხედე ელინას. ის გულხელდაკრეფილი იდგა სახლთან.

გავიფიქრე, რომ ყველაზე დიდი საშინელება ისაა, როდესაც ბავშვს ყინვის გამო კი არა, სიღარიბის გამო ეყინება თითები. ეს არ არის უკიდურესობა. ეს არ არის გამონაკლისი. ეს არის ცხოვრება, რომელიც ჩუმად გადის იმ სახლებში, სადაც ნაკელით მოიპოვებენ სითბოს, ბავშვები კი ტირიან არა ჭირვეულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელებზე ვერ გრძნობენ თითებს. თუ ჩვენ მათ სათქმელს არ ვიტყვით, ასე დარჩებიან, ამ სიცივეში.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოზალი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მიქოიანების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
7276.67₾დარჩა:
0.96₾