ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე, მოკრძალებული მრავალშვილიანი ოჯახი მათხოვრებად აქციო! რას იფიქრებენ ისინი ჩვენზე, როდესაც გაიზრდებიან?! როგორ შეძლებენ, თავიანთი სამშობლოთი რომ იამაყონ?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
წლინახევრის შორენა შიმშილისგან ტირის. ამ დროს, შვიდი წლის მარიამი შეშას ჩეხავს (ღმერთო, ოღონდაც არაფერი დაიშავოს). ექვსი წლის მონიკა ჯართს აგროვებს, მაგრამ, თუ არ გაუმართლებს და ვერაფერს იპოვის, მისი დები და ძამიკო მშივრები რჩებიან!
ხუთი წლის ილია კი ვერ ხვდება, მის სახლში როგორც გარეთ, ისე რატომ თოვს.
ლობჟანიძეების ოჯახში, ოთხი მცირეწლოვანი ბავში იზრდება! ტკბილი პატარები! თქვენი დახმარების გარეშე, ღვთისნიერო ადამიანებო, ისინი ამ ზამთარს ვერ გადაიტანენ!
23 წლის ავადმყოფი დედა და შიმშილისგან დაუძლურებული ოთხი პატარა ანგელოზი არაფერს ითხოვდნენ! გონიერი ბავშვები იმედის თვალით მიყურებდნენ. მათ ჯერ არ უსწავლიათ თხოვნა! ძალიან ეცოდებათ დედა! მათი მთავარი ტკივილი ხომ ის არის, რომ დედა ყოველდღე მწუხარებისგან ტირის! მხოლოდ წასვლის წინ მთხოვეს, თქვენთვის მეთქვა, რომ საუკეთესო დედიკო ჰყავთ ამქვეყნად

შეხედეთ ბავშვის თვალებს. სევდის ზღვაა მათში. ეს ექვსი წლის მონიკაა. გოგონა დიდი გულით და ტკივილით სავსე თვალებით. ნათქვამია, თვალები სულის სარკეაო. თქვენ რას ხედავთ ამ გოგონას თვალებში? ალბათ, სულის ტკივილს…
ფიჩხებისა და ჯართის შეგროვებისგან, ბავშვს გადატყავებული აქვს ხელები.
მონიკა (6 წლის): „დეიდა, ფიჩხებს ვაგროვებ ხოლმე, დედიკომ ღუმელი რომ დაანთოს და ჩემი და-ძმები გათბნენ. დედიკო ვერ დადის ფიჩხების შესაგროვებლად, რადგან ავად არის. ისეთი სუსტი მხედველობა აქვს, ახლახან, ბოძს დაეჯახა. მამა კი, ისე ავად არის, ლოგინიდან ადგომაც კი უჭის. მამიკოს თვალებზე ცრემლებს ვხედავ ხოლმე, მაგრამ მატყუებს, თვალში ჩამივარდაო რაღაც.“

ამ ოთახში, მხოლოდ ორი საათის განმავლობაში ანთია ღუმელი, რადგან ოჯახს შეშის საყიდელი ფული არ აქვს. ამიტომ, საბრალო პატარები ცდილობენ, გათბობა მოასწრონ.

შეხედეთ, როგორი დახეული და გახუნებული „რეიტუზი“ აცვიათ ბავშვებს. პაწაწინა ფეხები და ხელები სიცივისგან ეყინებათ…

მოკრძალებული ბავშვები თვალებით ითხოვენ დახმარებას, მაგრამ ვის ესმის მათი ტკივილი?

ეს ავარიული სახლი, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის ერთადერთი თავშესაფარია.

უბედურება კი ისაა, რომ ესეც არ არის ლობჟანიძეების ოჯახის საკუთრება. საბრალო დედა ოთხ შვილს ლუკმა პურს აკლებს, რათა ქირა გადაიხადოს.
ლანა (23 წლის): აქ, ისეთი პირობებია, ბავშვები კი არა, თავმოყვარე ძაღლიც არ გაჩერდება. ქარის დროს, სახლი ისე ირწევა, თითქოს, მიწისძვრაა. მეშინია, ერთ დღესაც, ჩემი შვილები ნანგრევებში არ მოყვნენ. 300 ლარს ვიხდი ქირას.
„რა გამოდის? ჩემი შვილების სიცოცხლეს საფრთხეს რაც უქმნის, სწორედ იმაში ვიხდი ფულს. ეს ხომ, ბედის ირონიაა. მაგრამ, რა ვქნა, ბავშვებს ქუჩაში ხომ არ დავაძინებ?“
დაზიანებული სახურავის გამო, სახლში ისევე წვიმს და თოვს, როგორც გარეთ. ფანჯრებზე კი, პოლიეთილენის პარკია გაკრული.

შეხედეთ ბავშვების თვალებს. როგორი შიში, სევდა და ტკივილია მათში. სულის ტკივილი… არადა, ისინი ხომ, ძვირადღირებულს არაფერს ითხოვენ. საკვები, ზამთრის სამოსი, თბილი საბნები, ელემენტარული ავეჯი და ტექნიკა. არა ფუფუნების საგნები, არამედ ის ელემენტარული, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, რომ ცხოვრება შეძლოს…
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი ვტოვებდი ლობჟანიძეების სახლს, სევდასთან ერთად, ბავშვების თვალებში იმედის ნაპერწკალიც შევნიშნე.
გონიერმა ბავშვებმა იცოდნენ, რომ მათი გასაჭირის შესახებ, თქვენთვის უნდა მეამბო. დიახ, ყველასგან დავიწყებული ბავშვები იმედს მაინც არ კარგავენ, რომ ამ სამყაროში, სადღაც აუცილებლად არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც ამ პატარა ანგელოზებს გულის კარს გაუღებს და სიყვარულს უწილადებს.
დიახ, ყველასგან მივიწყებული ეს საბრალო ბავშვები, მაინც არ კარგავენ იმედს, რომ ერთ დილითაც, გაიღვიძებენ და მათი ცხოვრებაც ისეთივე იქნება, როგორც სხვა ბავშვების.
დიახ… ყველასგან მიტოვებული ეს საბრალო პატარები გულისფანცქალით გელოდებიან თქვენ, ღვთისნიერო ადამიანებო… გემუდარებით, იმედი არ გავუცრუოთ… სითბოთი და სიყვარულით ავავსოთ ამ საბრალო პატარების გულები.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქალაქი ბათუმი, გორდეზიანის ქ. 15.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლობჟანიძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3721.54₾დარჩა:
0.82₾