ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ერთი წამი – და გურამის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა! ის საშინელ ავარიას გადაურჩა, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა… მაგრამ ახლა, არ შეუძლია ფეხზე დგომა და გულმოკლული დედის დახმარება, რომელმაც ქმარი და უფროსი ვაჟი დამარხა. გურამს ძვირადღირებული რეაბილიტაცია ესაჭიროება საზღვარგარეთ! ახლა ან არასდროს: გურამის შანსი, კვლავ შეძლოს სიარული – ჩვენს ხელთაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გურამი (31 წლის): „ავარიის შემდეგ ძლივს დავდივარ, მარჯვენა ხელი კი პარალიზებული მაქვს. მაგრამ ჩემთვის, ყველაზე დიდი საშინელება ტკივილი არ არის. დედის თვალებში ჩახედვაა ყველაზე საშინელი, როდესაც შესაძლებლობა არ მაქვს, რომ დავეხმარო…“
საშინელი ავარია. მანქანა ლითონის გროვად იქცა. თერთმეტი ადამიანიდან, ხუთი ადგილზევე დაიღუპა. გურამი სასწაულებრივად გადარჩა, მას დაზიანებული აქვს თავის ტვინი.
40 დღე კომაში, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე. ტკივილის, რეაბილიტაციის, სასოწარკვეთილებისა და შიშის თვეები: „ვაითუ, ვეღარასოდეს დავდგები ფეხზე?“
ავარიამდე გურამი მშობლებს ეხმარებოდა და მუხლჩაუხრელად შრომობდა. მაშინ, ის 21 წლის იყო.
გურამი (31 წლის): „მამა ათი წლის წინ დავასაფლავეთ. ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა. დედა კი, ჩემი მფარველი ანგელოზია. ის ჩემთვის დედაც არის და მამაც. დედამ ორჯერ გამზარდა: ავარიამდე და ავარიის შემდეგ…“
გურამის ოცნებები უბრალოა. ისეთი, რასაც ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ:
– ტკივილის გარეშე ფეხზე დგომა
– მყარად სიარული
– ოჯახის შექმნა
– და უბრალოდ… დედის თვალებში სიხარულის დანახვა.
მისი ყველაზე დიდი ოცნებაა – კვლავ შეძლოს სიარული. ის ამ გზაზე მარტო არ იყო, უფროსი ძმა ეხმარებოდა.

რა არის ეს, წყევლა თუ სასტიკი ბედისწერა? გურამის უფროსი ძმაც ავარიაში მოჰყვა ამერიკაში, სადაც გურამის ძვირადღირებული მკურნალობისთვის ფულის საშოვნელად იყო წასული. სწორედ ამის გამო, ახალგაზრდა კაცმა დროებით გადადო ქორწილი. ასე დაიღუპა, საწყალი, საკუთარი ძმის გადარჩენის მცდელობაში.
დღეს, გურამს მხოლოდ დედა დარჩა. და ტკივილი, რომლის გამოც, ბავშვივით ტირის და დახმარებას ითხოვს. დროულად თუ არ დავეხმარებით, ის შეიძლება ცხოვრების ბოლომდე ხეიბრად დარჩეს.
გურამი (31 წლის): „ჩემს ძმას ჩემი დახმარება უნდოდა და ამის გამო, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ! მაგრამ, ვერ მოასწრო. ის ჩემი იმედი იყო, უსაზღვროდ კეთილი. ყველა შეჭირვებულს ეხმარებოდა. ჩემი ძმის ნათელი ხსოვნისთვის გთხოვთ, დამეხმარეთ! ახლა, ოჯახში ერთადერთი მამაკაცი ვარ, ჩემს საბრალო დედაზე უნდა ვიზრუნო. მინდა, ოჯახი შევქმნა, შვილიშვილები ვაჩუქო, ცოტათი მაინც გული რომ გავუხარო “.
ირმა, გურამის დედა (58 წლის): „მერჩივნა, უფალს მე წავეყვანე! როგორ ვიცხოვრო, როდესაც ერთი შვილი ცივ და ნესტიან სამარეში მიწევს, მეორე კი ფეხზე ვერ დგება? გთხოვთ, დაგვეხმარეთ, მკურნალობის საფასურის გადახდაში, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით!“
გურამი (31 წლის): „დახმარების თხოვნით მთელ საქართველოს მივმართავ. თურქეთში რობოტოთერაპია მჭირდება. ექიმები 100-დან 97%-ს გარანტიას იძლევიან, რომ კვლავ სიარულს შევძლებ!“
მეგობრებო, ჩვენ მისი ერთადერთი შანსი ვართ, ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს, რადგან მან უკვე მოიგო მთავარი ბრძოლა. გთხოვთ, რაც შესაძლებელია, ყველაფერი გააკეთოთ ამ ახალგაზრდა ბიჭის გადასარჩენად, რადგან თქვენი დახმარების გარეშე, ის ვერ გაუმკლავდება!
დაეხმარეთ გურამს, ფეხზე რომ დადგეს. ახლავე ამოუდექით მხარში – მცირე თანხაც კი, გადამწყვეტია.
თუკი, ამ სიტყვებს კითხულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე მიიტანეთ გულთან ეს ამბავი. გთხოვთ, დაგვეხმაროთ!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლია.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ქარდავების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
33494.43₾დარჩა:
1.04₾