ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დედა, დედა, ჩამაცვი ფეხსაცმელი! ისეთივე ჯადოსნური ფეხსაცმელი, როგორიც ჩემს ძამიკოს აქვს! მეც მინდა, ისე ვირბინო, როგორც ის დარბის! მეტი არაფერი მინდა! ძალიან, ძალიან გთხოვ!“ – პატარა ანდრიას სულის კივილი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სანამ სხვა ბავშვები დარბიან, იცინიან და თამაშობენ, ოთხი წლის ანდრია ხელების დახმარებით დახოხავს და იატაკზე მიათრევს სუსტ ფეხებს!!!
ოჰ, ეს ფეხები! ოჰ, ეს ჯადოსნური ფეხსაცმელი, რომლებიც სხვა ბავშვებს საშუალებას აძლევს, ცხოვრებით გაიხარონ! „დედიკო, ძალიან გთხოვ!!!“ – და, ცრემლები, ცრემლები, ცრემლები მოადგება თვალებზე ყველას, ვინც ამ სურათს ხედავს და ისმენს!
მეგობრებო, შეუძლებელია ცრემლების გარეშე ამ სურათის ცქერა. ამ ლამაზ, ცისფერთვალება ანგელოზს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება! ანდრია დაუყოვნებლივ ექიმთან არის წასაყვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მალე ხეიბრის ეტლში ვიხილოთ ბავშვი.
ნიკოლოზი (9 წლის): „ჩემი პატარა ძამიკო ძალიან მიყვარს. ძალიან მეცოდება, რადგან სიარული არ შეუძლია. მთელი დღეები ვეთამაშები, რომ არ იტიროს…“
თამარი, ანდრიას დედა (35 წლის): „ორსულობის დროს, ექიმებს არ უთქვამთ, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა პატარას. ის რვა თვის ვადაზე დაიბადა… და მაშინვე საშინელი დიაგნოზები დაუსვეს: სპინა ბიფიდა და ჰიდროცეფალია. ეს იყო შოკი. როდესაც მზად არ ხარ – თითქმის შეუძლებელია ამის მიღება.“
შეხედეთ, აი, როგორ გამოიყურება სპინა ბიფიდა. ეს არის ხერხემლის თანდაყოლილი ანომალია, რომლის დროსაც, ზურგის ტვინი საერთოდ არ ვითარდება. ამის გამო, ანდრია ფეხებს ვერ იმორჩილებს.
სიცოცხლის მესამე დღეს, პატარას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა – ხერხემალზე. ერთი თვის შემდეგ – თავის ტვინის შუნტირება. შემდეგ – კიდევ ერთი.
თამარი, ანდრიას დედა (35 წლის): „სიცოცხლის პირველი ორი თვე ანდრიამ საავადმყოფოში გაატარა. დღეში მხოლოდ ხუთი წუთით ვნახულობდი შვილს. მოსიყვარულე დედისთვის რა არის ხუთი წუთი?“ – ამბობს თამარი და მის თვალებში დღემდე იმ დღეების ტკივილი ჩანს.
ბიჭუნას სასწრაფოდ ესაჭიროება:
ოჯახი კი, მხოლოდ სოციალური შემწეობით არსებობს.
თამარი, ანდრიას დედა (35 წლის): „ექიმები ამბობენ: ანდრიას რეალური შანსი აქვს, ფეხზე დადგეს. დიახ, შესაძლოა – ყავარჯნებით. მაგრამ, შანსი არსებობს! გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს შვილს!“
დედა შიშისგან ადგილს ვერ პოულობს. მან შვილი ექიმთან ბოლოს, სამი წლის წინ წაიყვანა. თუკი ახლა, არ დავეხმარებით, ბავშვი შეიძლება სამუდამოდ საწოლს მიჯაჭვული დარჩეს.
თამარი, ანდრიას დედა (35 წლის): „მინდა, ექიმთან მივიყვანო… მაგრამ, უკვე რამდენიმე წელია ვერ ვახერხებ. უბრალოდ ფული არ გვაქვს. რეაბილიტაციასთან დაკავშირებითაც, ასეთია მდგომარეობა. მინდა, შვილს დავეხმარო, მაგრამ საშუალება არ მაქვს…“
ანდრიას მამა ჯართს აგროვებს ოჯახი რომ გამოკვებოს.
ეს მძიმე, დამქანცველი შრომაა – საათობით რკინის ძებნა, მისი საკუთარი ზურგით თრევა და კაპიკებში ჩაბარება.
აღებული ფულით, ის ყველაზე აუცილებელ რამეებს ყიდულობს: პროდუქტებსა და პამპერსებს შვილისთვის. მხოლოდ პამპერსებზე, კვირაში 50 ლარი იხარჯება. ეს უზარმაზარი თანხაა ამ ოჯახისთვის. თანხა, რომელიც მოიპოვება დაღლილი ხელების, ზურგის ტკივილის და მამის იმედის ფასად, რომ დღეს, ცოტა ფულს მაინც იშოვის.
ამ ოჯახში, სამი ბავშვი იზრდება და ისინი ავარიულ სახლში ცხოვრობენ, რომლის სახურავიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოინგრეს.
თუ გავერთიანდებით და მხარში დავუდგებით ამ კეთილ ადამიანებს, ისინი ბოლოს და ბოლოს შეძლებენ ახალი სახლის მშენებლობის დაწყებას.
ამისათვის საჭიროა ქვიშა, ცემენტი, სამშენებლო მასალა – თქვენს დახმარებას შეუძლია, მათი ოცნება რეალობად აქციოს.
„აი, როგორი იქნება ჩვენი ახალი სახლი“.
ნახატის ავტორი – ნიკოლოზ წყალობაშვილი, 9 წლის.
ნიკოლოზი (9 წლის): „მეშინია, რომ ერთ დღესაც, სახლის სახურავი თავზე ჩამოგვენგრევა… მინდა, ახალი სახლი გვქონდეს, მაგრამ მშობლებს მისი აშენების საშუალება არ აქვთ“.
მეგობრებო, პატარა ანდრიას დახმარება შესაძლებელია. არა მხოლოდ უბრალოდ შებრალება – არამედ მისთვის ნორმალური ცხოვრების შანსის მიცემა.
წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც, ანდრია თავად ჩაიცვამს ფეხსაცმელს და თავის პირველ ნაბიჯებს გადადგამს!
თქვენ შეგიძლიათ, ამ დაუჯერებელი ისტორიის თანამონაწილენი, ნამდვილი სასწაულის შემოქმედნი რომ გახდეთ. ვინ იცის, იქნებ, ამ პატარა ანგელოზს სწორედ თქვენი ხელებით ეხმარება ღმერთი. ღარიბის გამკითხავი არ გაღარიბდება!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ყვარლის რაიონი, სოფელი ახალსოფელი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ – სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა – ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე – ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: წყალობაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
19380.70₾დარჩა:
145.11₾