ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„სიკვდილის წინ, მინდა, თქვენ და ფონდის მეგობრებს გიამბოთ ტრაგედიაზე, რომელსაც უკვე ნახევარი საუკუნეა გულით ვატარებ და არ მინდა, საფლავში რომ ჩავიყოლო,“ – „ჩერნოვეცკის ფონდში“ ტელეფონის ზარი გაისმა და 76 წლის ბებია თამარის აკანკალებული ხმა გავიგეთ. ჩვენ, ფონდის წარმომადგენლები, დაუყოვნებლივ წავედით სოფელ ფოლადაანთკარში. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – სრულიად მარტოხელა, ავადმყოფობით, შიმშილითა და სიცივით დატანჯული მოხუცი ქალი… ღმერთო, ნუთუ, ეს სათნო ბებია არავის სჭირდება?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ფონდის ჟურნალისტი: „ბებია, არ წვიმს და ქოლგა რატომ გიჭირავთ?“ – მორიდებით ვკითხე მოხუცს. მეგონა, ხანდაზმულობის გამო, მოეჩვენა, რომ წვიმდა.
ბებომ კი ისეთი პასუხი გამცა, რომ საკუთარი თავის შემრცხვა… „შვილო, მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, რომ დავეცავი, გამფრთხილებოდა, მხარში ამომდგომოდა ვინმე. მაგრამ, ამ ქვეყნიდან ისე მივდივარ, რომ ეს გრძნობა არ გამომიცდია. როდესაც მარტოობის აუტანელი ტკივილი შემომაწვება, ხელში ამ ქოლგას ვიჭერ, რადგან მხოლოდ ის მიცავს“.
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რაოდენ დიადი და სათუთი სული აქვს ამ მოხუცს…
76 წლის ბებია თამარს ფეხი საშინლად სტკივა. მას მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია და ისიც, ჯოხის დახმარებით. რენტგენის სურათის მიხედვით, მას აუცილებლად სჭირდება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბრალო მოხუცი მალე საწოლიდან წამოდგომასაც ვეღარ შეძლებს.
მაგრამ, ბებიამ ოპერაციაზე უარი თქვა და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამქვეყნად, არ არის ერთი ადამიანიც კი, ვინც ოპერაციის შემდეგ, ბებოს კეფირსა და პურს მიუტანდა. ხოლო, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, შინ დაბრუნებაში დაეხმარებოდა.
თამარი (76 წლის): „დიახ, შვილო, ვიცი, რომ ოპერაციის შემდეგ, ექიმები და ექთნები თუ გაიგებენ, რომ უპატრონო ვარ, მშიერს არ დამტოვებენ, მაგრამ მეუხერხულება… მრცხვენია…“
ახალგაზრდობაში, თამარს აზოტის ქარხანაში ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა. ფაქტობრივად, ის მართავდა საწარმოო პროცესს. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ განათლებული, სულით ძლიერი, ამაყი, სამართლიანი, ღირსეული, სიცოცხლით სავსე და სათნო თამარი წლების შემდეგ, უპატრონო მოხუცად იქცეოდა?

ეს ნახევრად დანგრეული ქოხიც კი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, მისი საკუთრება არ არის. მაგრამ, ამას ვინ ჩივის, როდესაც საბრალო მოხუცს შიმშილისგან მუცელი სტკივა, კანი კი სიცივისგან ეწვის?

55 წლის წინ, ქალის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია მოხდა.
თამარი დღე-დღეზე დედა უნდა გამხდარიყო. გული ბედნიერებით ჰქონდა სავსე და ბავშვის დაბადებას მოუთმენლად ელოდა. მაგრამ, ერთ საბედისწერო დღეს, მან არა მხოლოდ ჯერ არდაბადებული შვილი დაკარგა, არამედ სამუდამოდ წაერთვა დედობის შესაძლებლობა.
თამარი (76 წლის): „ოჰ, ის წყეული დღე… საზოგადოებრივი ტრანსპორტით საავადმყოფოში მორიგ ექოსკოპიაზე მივდიოდი, რათა დავრწმუნებულიყავი, ჩემი მუცლად მყოფი ანგელოზი კარგად რომ იყო. თან ხელით ვეფერებოდი მუცელს, ჩემს შვილს დედის სითბო რომ ეგრძნო. თურმე, უკანასკნელად ვეფერებოდი ჩემს შვილს… აღმოჩნდა, რომ გზაზე დიდი ორმო იყო, რომელიც მძღოლმა ვერ შეამჩნია და… აი, იმ წყეულ წამს, ჩემი ჯერ არდაბადებული შვილის გულისცემა სამუდამოდ გაჩერდა“.
ფონდის მეგობრებო, ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ამ შემზარავი შემთხვევის გამო, თამარმა არა მხოლოდ არდაბადებული შვილი დაკარგა. მან ისეთი დაზიანება მიიღო, რომელმაც შვილის გაჩენის შესაძლებლობა სამუდამოდ წაართვა. წარმოიდგინეთ, რამხელა ტრავმა იქნებოდა ახალგაზრდა ქალისთვის, ეს საშინელი სიტყვები რომ უთხრა ექიმმა.
იმ საბედისწერო დღიდან, 55 წელი გავიდა. თამარი 76 წლის გახდა და მას ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ არავისთვის უთქვამს. დღეს კი, ნახევარი საუკუნის შემდეგ, ამ ქალბატონმა პირველად გადაწყვიტა მოეთხრო თქვენთვის, ფონდის მეგობრებო, იმ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც გულში მალავს.
დიახ, თამარის დაუბადებელი შვილის „საფლავი“ დედის გულშია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის მისი გული დღემდე სითბოთი და სიყვარულით აღსავსე.
ავადმყოფობისა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, თამარი ნორჩ მცენარეებს უვლის. ბროწეული, ნუში, ატამი… „ისინიც სუნთქავენ,“ – ჩუმად თქვა მოხუცმა.
ნუთუ, ეს ღვთისნიერი ქალი იმას იმსახურებს, რომ ცხელ წვნიანსა და თბილ ოთახს მხოლოდ ოცნებაში ხედავდეს?
ნუთუ, საბრალო მოხუცი იმსახურებს იმას, რომ ყინვიან ზამთარში, გარეთ, ყინულივით ცივ წყალში რეცხავდეს ჭურჭელსა და სარეცხს?
თამარი (76 წლის): „ბედის უკუღმართობა რომ არა, შენი ტოლი შვილიშვილები მეყოლებოდა,“ – მითხრა მოხუცმა მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტს და თითქოს, ამ სიტყვებს გული ამოაყოლა.

მოხუცს სიბერისგან დანაოჭებულ ხელზე მოვეფერე, წამით მაინც რომ ეგრძნო ის სითბო, რომელიც მუდამ აკლდა…
დიახ… ეს ღირსეული მოხუცი ქალი ისე დატოვებს ამ სამყაროს, რომ მის საფლავზე არავინ მოვა, მის სახსენებლად იქ, ვარდებს არავინ დარგავს…
ერთადერთი ცოცხალი არსებები, რომლებსაც ბებია მოენატრებათ, ეს ძაღლები არიან. მოხუცმა ისინი თოვლში გაყინულები იპოვა, როდესაც ჯერ კიდევ ლეკვები იყვნენ და სახლში მოიყვანა. მას შემდეგ, ისინი მოხუცს მარტოს არასდროს ტოვებენ.
უცხო ადამიანმა ხორციც რომ მისცეს, ისინი მაინც ბებია თამარს აირჩევენ და უცხოს არ გაჰყვებიან. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ძაღლი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც ღალატს სიკვდილი ურჩევნია. სწორედ ესაა სხვაობა ძაღლებსა და ბევრ ადამიანს შორის.
დამშვიდობებისას ბებია ტიროდა…
თქვენ კი, ვინც ახლა, ამ სტატიას კითხულობთ, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენში ცოცხლობს ღვთისგან „ხატად და მსგავსად თვისსა“ შექმნილი ადამიანი, გულგრილად ნუ აუვლით გვერდს ამ სათნო ბებოს ტრაგიკულ ისტორიას. თქვენ, ვინც დღეს, გემრიელი სადილი მიირთვით და თბილ საძინებელში დაიძინებთ, გემუდარებით, ძილის წინ წამით მაინც წარმოიდგინეთ ამ მოხუცის სახე… მოხუცის… რომლის საფლავზეც, სიკვდილის შემდეგ, ვარდებს არავინ დარგავს…
თუ გსურთ, მოინახულოთ ქალბატონი თამარი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფოლადაანთკარი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: თამარ მინდაძე).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
765.00₾დარჩა:
100.16₾