ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სასწრაფოდ! ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ოთიკო საბიაშვილი, ამ საშინელი ჯოჯოხეთიდან უნდა ვიხსნათ. ახლა, უდედოდ გაზრდილი ბიჭი თითოეულ თქვენგანში საკუთარ დედას ხედავს, ქართველო დედებო! დრო არ იცდის, „განაჩენი“ კი, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს, 30 წლის ოთიკოა. ბიჭი, მზისფერი თმითა და ზღვისფერი თვალებით. ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც ოთო დაძინებას აპირებდა, მეგობრებმა მანქანით ჩაუარეს მის სახლს და ბათუმში წამოსვლა სთხოვეს. ოთომ ჯერ უარი უთხრა, მაგრამ განმეორებით თხოვნაზე ვეღარ თქვა „არა“ – მეგობრების წყენინება არ უნდოდა. სწორედ ის საღამო აღმოჩნდა უკანასკნელი, როდესაც ოთიკო საკუთარი ფეხით გავიდა სახლიდან… უკან დაბრუნება კი, ვეღარ შეძლო…
სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იმ მანქანას შეეჯახა, რომლის უკანა სავარძელზეც ოთიკოს ეძინა. სულ რაღაც ერთმა წყეულმა წამმა, ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდის ცხოვრება.
რეანიმაცია… დადუმებული ექიმები… ბოლოს კი – სულისშემძვრელი ფრაზა: „ამ ბიჭის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს“. მაგრამ, უდედოდ გაზრდილ ყმაწვილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა თავისი კალთა და ნამდვილი სასწაული მოახდინა. დიახ… ოთიკო გადარჩა…
მაგრამ აი, უკვე ოთხი წელია, საბრალო ბიჭი სამედიცინო საწოლში წევს და განძრევაც კი არ შეუძლია.
შეხედეთ, სიცოცხლით სავსე, ღონიერი ახალგაზრდა კაცის სხეული ფაქტობრივად, ჩონჩხად არის ქცეული.
მაგრამ, ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ ოთიკო საღ გონებაზეა და თავად ხედავს, რად იქცა მისი სხეული. ალბათ, ამაზე დიდი ტანჯვა ადამიანისთვის არ არსებობს. დიახ… ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ჯოჯოხეთი მოვიდა დედამიწაზე“, ამ ღვთისნიერი ბიჭის საწამებლად.
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი, საბიაშვილების ოჯახში ვიმყოფებოდი, მეგონა, რომ ამ ოჯახის ერთადერთი ტრაგედია ოთხი წლის წინ დაიწყო, როდესაც ოთიკო ავარიაში მოჰყვა. მაგრამ ისტორია, რომელიც ბიჭის ბებიამ მიამბო, იმდენად შემზარავი იყო, რომ წამით, ისიც კი გავიფიქრე: ნუთუ, ეს საშინელებათა ფილმის სცენარი არ არის?..
მეგობრებო, მოემზადეთ… რადგან ის, რასაც ახლა გიამბობთ, თქვენს მეხსიერებაში კოშმარივით დიდხანს დარჩება.
ეს ოცი წლის წინ მოხდა… მაშინ, ოთიკო მეოთხე კლასს ამთავრებდა. გამოსამშვიდობებელი ზეიმის დღეც დადგა… სკოლაში ოთიკო ბებიამ წაიყვანა, დედა კი ცოტა მოგვიანებით უნდა მისულიყო… მაგრამ, მან დააგვიანა. ზეიმი დასრულდა, ოთიკოს დედა კი, არსად ჩანდა.
ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი ფოტო.
სახლში დაბრუნებული ბავშვი ყველა ოთახში ეძებდა საყვარელ დედას. ბოლოს კი, განწირული ხმით დაიყვირა: „დედიკო, სად ხარ, ჩემო საყვარელო დედიკო? უშენოდ ვერ დავიძინებ. გთხოვ, ჩამეხუტე!“
მას შემდეგ, ოცი წელია გასული… ახლა, ოთო 30 წლისაა და ისევ ისე ეძებს დედას თვალებით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ წყეული სამედიცინო საწოლიდან ადგომა არ შეუძლია…
ასე გამოიყურებოდა ჩვენი მზიანი ბიჭი, როდესაც უკანასკნელად ნახა მზრუნველი დედიკო.
ეს კი, ოთიკოს მშობლების ფოტოა. ასეთი ლამაზი და ბედნიერი იყო ოთიკოს დედა. ვინ იფიქრებდა, რომ მალე, საბიაშვილების ოჯახში სამგლოვიარო ფარდები დაეშვებოდა…
აი, ოცი წლის შემდეგაც კი, არავინ იცის, ცოცხალია თუ არა ოთიკოს დედა და თუკი… საბრალო ქალი გარდაიცვალა, საბრალო ბიჭმა დედის საფლავიც კი არ იცის… ღმერთო, ეს უბრალოდ „ტრაგედია“ არ არის. ეს ნებისმიერ ტრაგედიაზე ბევრად უარესია.
ეს, ოთიკოს ბებიაა. ნამდვილი გმირი! დიახ, ნელი ბებო ჩვენი დროის უცნობი გმირია! მან მთელი ცხოვრება ოთიკოს მიუძღვნა და ათი წლის ასაკიდან ისე ზრდის, როგორც ნამდვილი დედა.
მეტიც, ბევრი დედა ვერ შეძლებდა შვილისთვის იმდენის გაკეთებას, რამდენიც შეძლო ამ ღირსეულმა ქალბატონმა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ნელი ბებომ ოთიკო ნამდვილ ადამიანად აღზარდა. დიახ… მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და უფლის რწმენაა ამ ბიჭის გულში.
ნელი (ოთიკოს ბებია): „როდესაც ოთიკო რეანიმაციაში იწვა, სახლი დაგვეწვა. კლინიკიდან რომ უნდა გაეწერათ, არ ვიცოდი, პარალიზებული შვილიშვილი სად წამეყვანა. ღია ცის ქვეშ ხომ არ დავტოვებდი?“
მივმართე კასპის გამგეობას თხოვნით, ოთიკოსთვის ერთი პატარა ოთახი მაინც მოეწყოთ დამწვარ სახლში, მაგრამ უარი მითხრეს. „საშუალება არ არისო“ – მითხრეს. მას მერე, ოთახს ვქირაობთ. ოთიკოს სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნა კი, ყოველთვიურად თითქმის 1 600 ლარი გვიჯდება.
ძვირფასო მკითხველო, ეს გმირი ქალი თავისი პენსიით ყიდულობს შვილიშვილისთვის ჰიგიენურ საშუალებებს.
რეაბილიტაცია, რომელიც ოთიკოს ესაჭიროება, საქართველოში ფიზიკურად არ ტარდება, რადგან ქვეყანას შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ გააჩნია. ამიტომ, ბიჭის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
როგორ მოვიქცეთ, მეგობრებო? რას გვირჩევთ? შუა გზაზე მივატოვოთ ეს უდედოდ გაზრდილი ბიჭი? სასიკვდილოდ გავწიროთ ეს ნათელი, ღვთისმოშიში ახალგაზრდა და სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვისთვის გავიმეტოთ?
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლებს თქვენთან მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს. ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, რომ ოთიკო თქვენი შვილია, ექიმები კი გეუბნებიან, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. რას გააკეთებდით???
ალბათ, საჭირო რომ ყოფილიყო, მთებს გადადგამდით და ოთიკოს საზღვარგარეთ წასაყვანად შეაგროვებდით თანხას. დედობრივი ძალა ხომ, დაუძლეველია ამქვეყნად.
ჩვენს საბრალო ოთიკოს კი, დედა არ ჰყავს. მაშ, როგორ მოვიქცეთ? მივატოვოთ??? ფონდში, ზუსტად ვიცით, ამ კითხვაზე პასუხი.
რადგან 13-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს თქვენთან. დიახ… დიახ… ფონდში გვჯერა, რომ ამ წუთიდან, ოთიკო თითოეული თქვენგანის შვილია. მოდით, გადავარჩინოთ ჩვენი შვილი! დრო არ იცდის… სიცოცხლის წამზომი ჩართულია.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: გორი, წმინდა წყლის დასახლება, 387
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ოთარ საბიაშვილი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
1890.00₾დარჩა:
7571.14₾