ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ღვთისმშობლის მოსახელე, 14 წლის ლამაზი და უბედური გოგონას ცრემლები სულს გლეჯს.
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ უფლისკენ მიმავალი გზა!
მისი სახე ისეთივე ნაზი და ლამაზია, როგორც ანგელოზის. მისი სული კი, უფრო მეტად ფაქიზია. და ამას, მე, ფონდის ჟურნალისტი მარიამთან საუბრის პირველივე წუთებში მივხვდი. 
ერთმა წყეულმა წამმა, გოგონას არა მხოლოდ მომავლის იმედი წაართვა, არამედ, ფერფლად აქცია მისი ბავშვური სილაღე. გოგიშვილების სახლში გაჩენილ ხანძარში ჩაიწვა და ფერფლად იქცა ის ყველაფერი, რასაც ლამაზი ქართული ოჯახი, წლების განმავლობაში, პატიოსანი შრომით იძენდა.
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი, მარიამთან შესახვედრად, თბილისიდან, აბაშის რაიონის სოფელ მარანში გავეშურე, გზაში, გონებაში ,,ვალაგებდი’’ ბავშვის სანუგეშებელ სიტყვებს.
,,მე მჯერა, მარიამ, რომ უფრო დიდი სახლი გექნება. უფრო ლამაზი ოთახი და ნივთებიც ბევრად უფრო უკეთესი’’- დაახლოებით, მსგავსი შინაარსის ფრაზის თქმას ვაპირებდი ბავშვისთვის.
მაგრამ როდესაც მარიამს პირისპირ შევხვდი, დავრწმუნდი, რომ ვერანაირი მანუგეშებელი სიტყვა ვერ შეამსუბუქებდა მის ტკივილს. და იცით რატომ? იმიტომ, რომ გოგონა, ნივთების დაწვას და მატერიალურ ზიანს არ დარდობდა.
მადლობა ღმერთს, ფონდში ჩვენ მოვნახეთ გამოსავალი დაზარალებულებისთვის . საუკეთესო თურქული კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს ჩვენთვის ამგვარი კომფორტული სახლების გაყიდვას 7000 დოლარად.
უახლოეს დღეებში გახარებთ მეგობრებო. თქვენი გულითადი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ თავდაჯერებით ვიწყებთ ფულის შეგროვებას. უკვე დავდეთ კონტრაქტი პირველი ასეთი სახლების შეძენაზე. ღმერთო, დაგვეხმარე, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს!!!
გაჩვენოთ სახლი…
ყველაფერზე მეტად, გარდაცვლილი ბებიის ფოტოების და მის მიერ ნაჩუქარი ნივთების დაწვას განიცდიდა ბავშვი. და სწორედ მაშინ დავრწმუნდი, როგორი ვებერთელა იყო, ამ პატარა გოგონას გული.

მარიამი, 14 წლის – აქ დავიბადე, აქ ვიზრდებოდი. პირველად ფეხი ამ მიწაზე ავიდგი. პირველი ნაბიჯი აქ გადავდგი. პირველად ,,დედა’’ აქ დავუძახე ჩემს დედიკოს.
ბებოს კალთაში რომ ვიჯექი და ზღაპრებს მიყვებოდა, ის ემოცია, ის ტკბილი მოგონებები დაიწვა ხანძარში. 
„ძვირადღირებული ნივთების შეძენას შეძლებს ადამიანი, თუ მოინდომებს, მაგრამ მოგონებები, ემოციები…. ამის ყიდვა შეუძლებელია…“
როდესაც მარიამის ამ სიტყვებს ვისმენდი, გულში გავიქირე – ,,როგორ ამართლებს ის ღვთისმშობლის სახელს’’.

ეს კი მარიამის ძმა, 16 წლის გიგაა. ზუსტად ისეთი ბიჭია, როგორიც უნდა იყოს მარიამის ძმა. თავაზიანი, კეთილი, ზრდილობიანი, მორიდებული.
შეხედეთ, აი, ეს დახეული მაისური აცვია ამ ვაჟკაც ბიჭს. მისი ყველა სამოსი ცეცხლში დაიწვა. არადა, გიგა სწორედ იმ ასაკშია, როდესაც ბიჭებს ყველაზე მეტად სურთ ახალი ჯინსის შარვალი, ახალი კედები და თანამედროვე მაისურები. ყველას გამოგვივლია ეს ასაკი და ალბათ, დამეთანხმებით, მეგობრებო, რომ ეს ნამდვილად ასეა.
და–ძმა გოგიშვილები. წართმეული ბავშვობა… ფერფლად ქცეული წარსული, აწმყო და მომავლის იმედი.
ტკივილი… უიმედობა…
ეს ღვთისნიერი ქალი, მარიამის და გიგას დედაა. მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, თუ რატომ არიან ასეთი კარგები, მისი აღზრდილი შვილები.
მაკა, 46 წლის – ძალიან მერიდებოდა, თქვენს ფონდში დარეკვა. ოღონდ არა იმის გამო, რომ გაჭირვების მრცხვენია, არამედ იმის გამო, რომ უცხო ადამიანების შეწუხება მერიდება.
მაკა, 46 წლის – ახლა ქირით ვართ. 400 ლარს ვიხდი. სახლის დაწვის შემდეგ, ღია ცის ქვეშ დარჩენილმა ბავშვებთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართე, რომ დროებით, ქირის გადახდაში დამხმარებოდნენ, მაგრამ უარი მითხრეს. ამის მიუხედავად, მე არასდროს ვიტყვი, რომ მათმა შვილებმაც გამოცადონ ის სიმწარე, რასაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ჰქვია. მოსისხლე მტრის შვილებისთვისაც კი არ გავიმეტებ ასეთ რამეს.

ძვირფასო მეგობრებო, გოგიშვილების ოჯახის სოციალური შემწეობა 200 ლარია. ქირაში კი 400 ლარს იხდის საბრალო ოჯახი. და ალბათ, თავად ხვდებით, რომ ბავშვები თითქმის მშივრები არიან… ორმაგი უბედურება კი ისაა, რომ ქირასაც უკვე ვეღარ იხდიან.
რა ბედი ელით ამ ღვთისნიერ და–ძმას?
კეთილო ადამიანებო, თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედი, ეს იქნება პირდაპირი მნიშვნელობით ,,თითო აგური’’, რომ ამ საოცარ გოგონას ისევ ჰქონდეს თავისი ოთახი,თავისი სამყარო… ის სამყარო, საიდანაც“ სიკეთის და სიყვარულის პლანტაციებს’’ გააშენებს, ამ ცოდვილ დედამიწაზე.
ახლავე გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც იპოვონ
უფლისკენ მიმავალი გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გოგოშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
634.93₾დარჩა:
47.57₾