ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
თუ არ დავეხმარებით, შეიძლება ხელში ჩაგვაკვდეს პატარა ბაბი…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
იმისთვის, რომ ბავშვმა იცოცხლოს და თავისი ღიმილით გაგვახაროს, მას რამდენიმე ძალიან ძვირადღირებული ამპულა სჭირდება, თითოს ფასი კი – 9820 ლარია. ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი დააფინანსა…
ციცქნა ბაბი, რომელიც მხოლოდ ერთი წლის და რვა თვისაა, ამ წუთებში რეანიმაციაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. გოგონას იშვიათი და მძიმე გენეტიკური დაავადება აქვს, რომელიც შიგნიდან ანადგურებს ორგანიზმს.
თამარი, ბაბის დედა (29 წლის): „ბავშვი ხელში მიჭირავს და ვლოცულობ, რომ თვალები კვლავ გაახილოს… ერთი სიტყვა მაინც რომ თქვას…“
ჯერ თირკმლები გაუჩერდა – თირკმლის მწვავე უკმარისობა განუვითარდა. ბაბის უკვე ოთხჯერ ჩაუტარდა დიალიზი. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ შედეგი თითქმის არ ჩანს.
მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება: ვენები, რომელშიც წამლები შეჰყავთ, ერთიმეორის მიყოლებით ითრომბება. დღეისთვის, მხოლოდ ერთია დარჩენილი…
ერთი ვენა – მასზეა მთლიანად დამოკიდებული მისი სიცოცხლე …
ყველაფერი შეუმჩნევლად დაიწყო, უბრალო გაციების მსგავსად: გულისრევა, სისუსტე. არაფერი მოასწავებდა უბედურებას. მერე კი, გოგონა ნელ–ნელა დაუძლურდა და ვერავინ ხვდებოდა, რაში იყო საქმე. ექიმები დიდხანს ეძებდნენ მიზეზს – მთელი თვენახევრის განმავლობაში, სანამ დიაგნოზს დაადგენდნენ.
თამარი, ბაბის დედა (29 წლის): „სიცოცხლით სავსე გოგონა მყავდა – დარბოდა, ლაპარაკობდა, ახლა კი, უბრალოდ წევს და ისე მიყურებს, თითქოს, დახმარებას მთხოვს, მე კი ვერაფერს ვშველი… ყველაფერს დავთმობდი, საკუთარ სიცოცხლესაც კი, ოღონდ ისევ ჯანმრთელი მყავდეს…
მისი გადარჩენა მხოლოდ სპეციალურ პრეპარატს შეუძლია, რომლის გარეშე, მისი ორგანოები ერთი მეორის მიყოლებით განაგრძობს კვდომას.
პრეპარატის ღირებულება – 9820 ლარია. ერთი ამპულა ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა. მაგრამ, მკურნალობის დასაწყებად ორია საჭირო. მერე კი – მუდმივად, კვირაში ერთხელ დასჭირდება.
ბაბის ოჯახს ძვირადღირებული მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. ყველაფერი, რაც შეეძლოთ, უკვე გაყიდეს. მეგობრებო, ჩვენ ტრაგედიის ზღურბლზე ვდგავართ. ამ ბავშვს, ან ახლავე დავეხმარებით, ან სამუდამოდ დავკარგავთ მას.
გთხოვთ, დაეხმარეთ, მცირედით მაინც… ნებისმიერი დახმარება, თუნდაც ყველაზე მცირე, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
გააზიარეთ ეს პოსტი. შესაძლოა, სწორედ თქვენი დახმარებით გაგრძელდეს პატარა ბაბის სიცოცხლე…
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: დუშეთი, შამანაურის ქ. 6.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
ჩვენ ვეხმარებით შეჭირვებულებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მივდივართ იქ, სადაც ვერავინ ახერხებს მისვლას!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: პარკაულების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
12000.00₾დარჩა:
1421.78₾