ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ის ჩვენი ერთადერთი იმედი იყო

6 აპრილს მთელ ოჯახს პატარა გაბრიელის დაბადება უნდა აღენიშნა, თუმცა წინა დღით, დატრიალებულმა ტრაგედიამ შავებში შემოსა ელგუჯა ბოჭორიშვილის ოჯახი...
შეგროვებულია
218.99 ₾

6 აპრილს მთელ ოჯახს პატარა გაბრიელის დაბადება უნდა აღენიშნა, თუმცა წინა დღით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დატრიალებულმა ტრაგედიამ შავებში შემოსა ელგუჯა ბოჭორიშვილის ოჯახი...

„როდესაც მეუღლის დაღუპვის ამბავი შემატყობინეს, გაოგნებულმა ტკივილისგან ჩავიკეცე... რატომ? რისთვის? ელგუჯა ჯანსაღი ახალგაზრდა კაცი იყო, სიცოცხლით აღსავსე. ღმერთო ჩემო, როგორ უხაროდა შვილიშვილის დაბადება, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო...“, იხსენებს ელგუჯას მეუღლე მანანა ბოჭორიშვილი.

51–წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი მეშახტეების ოჯახში გაიზარდა. 25 წელი იმუშავა ტყიბულის შახტში, პატიოსნად შრომობდა, არჩენდა ოჯახს და კოლეგებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მას დიდი ოჯახი დარჩა: მეუღლე, 2 შვილი, 2 შვილიშვილი, რძალი, 80 წლის დედა...

ელგუჯა 4 წლის იყო, როდესაც მისი მამა შახტში მიღებული ტრავმის გამო გარდაიცვალა. მიუხედფავად ამ ფაქტისა, მან მაინც მეშახტის პროფესიის არჩევა გადაწყვიტა...

„სხვა საქმით ტყიბულში მამაკაცი ვერ დაკავდევბა, უბრალოდ, სხვა სამსახური არ არის, რომ შემოსავლით ოჯახი როგორმე არჩინო. უბედური შემთხვევები შახტებში ყოველთვის იყო, მაინც მიდიან იქ სამუშაოდ, აბა რა ქნან, რითი კვებონ ოჯახები?“, – ამბობს  25–წლის ავთო, ელგუჯა ბოჭორიშვილის ვაჟი. 

შარშან, ის უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა და  9 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რომლის შედეგად ექიმებმა თავის ქალის დაზიანებული ნაწილი პლასტმასის „იმპლატანტით“ შეცვალეს. ავთო ამჟამად შრომისუუნაროა, მას კატეგორიულად აუკრძალეს ექიმებმა სიმძიმეების აწევა და შახტში მუშაობა... 

ელგუჯა ბოჭორიშვილის ოჯახი სოფელ მუხურაში ცხოვრობს საკმაოდ შეჭირვებულად.

„ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად ჩემი სიცოცხლეც დასრულდა, მაგრამ ჩემს შვილიშვილებს, პატარა ანგელოზებს, რომ შევხედავ, გულში ერთგვარ შვებას ვგრძნობ... ახლა მათთვის უნდა ვიცოცხლო, რომ ფეხზე დავაყენო, თუმცა როგორ? არანაირი შემოსავალი ხომ ჩვენ არ გაგვაჩნია... ღმერთო, აშორე ჩვენს მეშახტეებს უბედურება და გზა დაულოცე მათ!“, – ამბობს მანანა, ელგუჯას მეუღლე.

მეგობრებო, დღეს დაღუპული მეშახტეების ოჯახების დასახმარებლად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს, რათა ოდნავ მაინც შევუმსუბოქოთ მათ მიღებული დიდი სულიერი ტკივილი.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!

თუგაქვთსურვილი, რომმატერიალურადდაეხმაროთმარჩენალის გარეშე დარჩენილ ბოჭორიშვილების ოჯახს, საკვებისდამედიკამენტებისშესასყიდითანხაშეგიძლიათგადარიცხოთჩვენიფონდისანგარიშზე. GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ელგუჯა ბოჭორიშვილის ოჯახი) ანჩარიცხოთპირდაპირჩვენისაიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათთანხისგადარიცხვასწრაფიგადახდისტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთჩვენიფონდი (გადახდისწესებიიხილეთშემდეგმისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში!


მსგავსი პროექტები: