ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისინი სიღარიბის მარწუხებში იტანჯებიან

ეს ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მიზერული ფულადი შემწეობა, რომელიც აუცილებელ პროდუქტებზე ეხარჯებათ.
152 ₾
17
დონორები
შეგროვებულია

ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება. 38 წლის თეა დიღმელაშვილი, მისი ხანდაზმული დედა და სამი შვილი მოკლებულნი არიან ელემენტარულ ადამიანურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ. 
ისინი ცხოვრობენ ერთ ოთახში სველი წერტილების გარეშე, ავეჯი ამორტიზირებულია, ხოლო კედლები და ჭერი, როგორც ჩანს, არც არასდროს ყოფილა მწყობრში. სახელმწიფომ მათ  სწორედ ასეთი ფართი გამოუყო, რომელიც მდებარეობს უშიშროების აკადემიის ყოფილი საერთო საცხოვრებელის შენობაში. 
თეა დიღმელაშვილი მარტოხელაა დედაა. მან გაზარდა სამი შვილი, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის და უამრავი პრობლემის  გამო ვერ შეუქმნა შვილებს სათანადო პირობები. 
ანა, უფროსი ქალიშვილი, ამჟამად 18 წლისაა და ეუფლება სტილისტის პროფესიას; 16 წლის გიორგიმ მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა და შემდეგ მიატოვა სწავლა; ყველაზე უმცროსი - ბარბარე, ახლა 8 წლის არის, სწავლობს სკოლაში, თუმცა გაკვეთილებს ავადმყოფობის გამო ხშირად აცდენს.   
საქმე ის არის, რომ დიღმელაშვილების საცხოვრებელი არ თბება და ბავშვები წვანან ბეტონის ცივ იატაკზე. თავად თეა და მისი ხანდაზმული დედაც ხშირად ავადმყოფობენ, არ აქვთ საშულება შეიძინონ ელემენტარული წამლები, რომ არაფერი ვთქვათ სტაციონალურ მკურნალობაზე. 
ეს ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მიზერული ფულადი შემწეობა, რომელიც აუცილებელ პროდუქტებზე ეხარჯებათ. 
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ოჯახს, რომელსაც არც საწოლი გააჩნია და არც სხვა სახის ავეჯი, ხშირად შიმშილობს და მხარდაჭერას ითხოვს. 
ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ! 
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დიღმელაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან .........................................................................................................................................................
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
„და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).

მსგავსი პროექტები: