ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

13 წლის მოზარდი სიკვდილს ებრძვის

13 წლის ზურა იმედაშვილი უკვე ერთი წელია, რაც სიკვდილს ებრძვის. იგი რეანიმაციაში წევს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ვერ ხედავს, არ ესმის
2,904.3 ₾
232
დონორები
შეგროვებულია
13 წლის ზურა იმედაშვილი უკვე ერთი წელია, რაც სიკვდილს ებრძვის. იგი რეანიმაციაში წევს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ვერ ხედავს, არ ესმის და ვერავის სცნობს.   
ზურამ 7 თვის ასაკში წითელა გადაიტანა, თუმცა რაიმე გართულება ამას მაშინ არ მოჰყოლია. იგი იზრდებოდა ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში, დადიოდა სკოლაში და საკმაოდ ენერგიული ბავშვი იყო. როდესაც მას 11 წელი შეუსრულდა, უეცრად დაეწყო თავის ტკივილები, გაუჭირდა სიარული, დაკარგა მხედველობა, სმენა და მახსოვრობა... 
გამოკვლევის შედეგად  მოზარდს დაუდგინდა ენცეფალიტი — თავის ტვინის ანთება, რომელიც ადრეულ ასაკში გადატანილი წითელას დაავადებით იყო გამოწვეული.
ბავშვს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა და მშობლებმა იგი თბილისში გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც იგი დღემდე იმყოფება. 
„ჩემი შვილის მდგომარეობა ძალიან რთულია. იმედია, რომ  ღმერთი არ მიატოვებს ზურას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბავშვი გადავარჩინოთ, თუმცა ამოგვეწურა ყველანაირი მარაგი. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ზურას პენსიაა -180 ლარი, სოციალური დახმარებაც არ გვაქვს. კლინიკა აფინანსებს მედიკამენტების ღირებულების ნაწილს, დანარჩენს თავად ვყიდულობთ, მაგრამ ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ვარ“,- ამბობს ზურას დედა ნინო მორჩაძე. 
მეგობრებო,  ზურა იმედაშვილს ახლა ესაჭიროება ყველაზე მეტად ჰიგიენური საშუალებები და ძვირადღირებული მედიკამენტები. მოდით გავუწოდოთ მას დახმარების ხელი. მის ოჯახს დღეს უაღრესად უჭირს და ჩვენი ადამიანური მოვალეობაა არ მივატოვოთ ისინი! 
შემოწირულობის თანხა თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზურა იმედაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან .........................................................................................................................................................
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

თეგები:
#ბავშვები

მსგავსი პროექტები: