ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"სიცივისგან გაყინულ ხელებს, ვერც კი ვშლი ხოლმე..."

ლიზი სკოლაში დადის, საშინაო დავალებებს საბანში გახვეული წერს. სიცივისგან პატარა თითები ეყინება და წერა უჭირს.
1,187 ₾
90
დონორები
შეგროვებულია
მაია მარშანია ყოველ დილით გათოშილი ხელებით უმზადებს საჭმელს თავის სამ ულამაზეს პატარა გოგონას, რომლებსაც თვალები სევდით აქვთ სავსე. ისინი დედას იმედით შესციცინებენ, რათა ერთხელ მაინც იგემონ მონატრებული გემრიელი საუზმე. 
მაია და საკუთარი სამი შვილი მამამ მიატოვა, დედა ბავშვებს ამას უმალავს და ეუბნება, რომ მამა უცხოეთში სამუშაოდ არის წასული, რომ მათთვის ბევრი კანფეტები ჩამოიტანოს!
ოჯახი ქირით ცხოვრობს. პროდუქტებისა და ტანსაცმლის ფული მათ სამწუხაროდ არ აქვთ. ქმარმა მაიას თავის დროზე  სამსახური მიატოვებინა და შემდგომ თვითონაც წავიდა. გოგონები ვერ შეძლებენ სახლში მარტო, დედის ყურადღების გარეშე დარჩენას ამიტომ მაია ვერ მუშაობს.
- როგორ უმკლავდებით პრობლემებს?
- სამსახურს თავი დავანებე. უყურედღებოდ ბავშვებს ვერ დავტოვებდი. ამ ბინაში ვართ შემოკედლებულები, მაგრამ შეხედეთ პირობებს. გამათბობელი არ გვაქს, ბავშვები ხშირად ცივდებიან და წამლები სჭირდებათ, მე ამის საშუალებაც არ მაქვს, ვერ ვყიდულობ.
ოჯახს ძალიან უჭირს. უფროსი ქალიშვილი, ლიზი სკოლაში დადის, საშინაო დავალებებს საბანში გახვეული წერს. სიცივისგან პატარა თითები ეყინება და წერა უჭირს. მათ არ აქვთ ზამთრის ტანსაცმელი. ბავშვები მალე იზრდებიან და ახალი ტანისამოსის შეძენა დედისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. 
- მაია, რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?
- ტანსაცმელი გვჭირდება ძალიან. უმცროსები უფროსების შელახული ტანსაცმლით დადიან. ლიზისთვის რაღაცეებს ვკერავ ხოლმე ჩემი ტანსაცმლისგან,  თუ რამე მაქვს საერთოდ. ძალიან გვიჭირს სარეცხი მანქანისა და გათბობის გარეშე. ხელით რეცხვა ცივ წყალში ნამდვილი ტანჯვაა, სახსრების ტკივლიც კი დამეწყო.
ამ ოჯახს ფაქტობრივად ყველაფერი სჭირდება - ტანსაცმელი, თბილი საბნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქრები. ყველაფრის მიუხედავად მაიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შვილების ბედნიერება და ის ამისთვის გულითადად იბრძვის.
- ვერ გავუმხილე გოგონებს ქმრის სამარცხვინო საქციელი. ბავშვებს ჰგონიათ, რომ მათი მამა  უცხოეთში მუშაობს და სულ მათზე ფიქრობს. ყოველ ღამე, ძილის წინ ვიგონებ ხოლმე მისგან მოსული შეტყობინებების შინაარსს და ვუყვები ხოლმე მათ. გახარებულები იძინებენ. 
ჩვენ გოგონებსაც გავესაუბრეთ, თუ რაზე ოცნებობდნენ ისინი.
ნინის, ყველაზე მეტად ტკბილეული სურს. თამარს - შოკოლადები ურჩევნია. უფროსი და, ლიზი პლანშეტზე ან ტელეფონზე ოცნებობს. თუმცა ყველაზე მეტად მამაზე ფიქრობენ მამაზე. გოგონები სულ მამაზე საუბრობენ. მათ სჯერათ, რომ მათი მამიკო მალე დაბრუნდება, ჩამოუტანს უამრავ სასუსნავს და საჩუქარს.
მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ ამ ბავშვებს ბედნიერება! 
თუ ჩვენ ახლა არ გავუწოდებთ მათ დახმარების ხელს, ისინი იმედსაც დაკარგავენ! ამის დაშვება არ შეიძლება! ბავშვები ჩვენი მომავალია! ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანს მარშანიას ოჯახის გაჭშირვებას შეუძლია გადარიცხოს სასურველი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე: 
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარშანიას ოჯახი) ან ჩვენი საიტის მეშვეობით. 
ფულის ჩარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpayდა ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი.  (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://goo.gl/GY2Gus ).

მსგავსი პროექტები: