ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მურაზ მაჭავარიანი

უფალი შეუძლებელს არაფერს გვაძლევს ჩვენთვის...
798 ₾
67
დონორები
შეგროვებულია
„ღმერთი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. ახლა მე მესმის, რომ ჩემი ინსულტი ერთადერთი გზა იყო, რომ მე რწმენა დამებრუნებინა. უფალი მძიმე განსაცდელს უმიზეზოდ არ გვიგზავნის. ალბათ არ მივდიოდი ცხოვრებაში სწორი გზით“, - ეს სიტყვები გვითხრა მურაზ მაჭავარიანმა, როცა ჩვენ მასთან მოვედით. 
78 წლის მამაკაცი ჩვენს შესახვედრად ყავარჯნის დახმარებით დიდი გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან.  დაწოლილი სტუმარს არ ხვდებიან მაჭავარიანების ოჯახში. 
სამწუხაროდ ასე ხდება, რომ აქტიური, მშრომელი, გულკეთილი ადამიანები უეცრად კარგავენ ჯანმრთელობას. ასე მოხდა მურაზის შემთხვევაშიც. ის წამყვანი ეკონომისტი იყო, მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად შრომობდა, ზრუნავდა ოჯახზე. არასდროს ტოვებდა განსაცდელში მყოფს დახმარების გარეშე. დღეს კი დახმარება თავად სჭირდება. 
მურაზ მაჭავარიანი მეორე ჯგუფის ინვალიდია, მას ბევრი მძიმე დაავადება აწუხებს. მაღალი წნევის ფონზე მამაკაცმა იშემიური ინსულტი მიიღო, ამის მერე მარჯვენა მხარე წაერთვა. გარდა ამისა დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა და ფეხებზე ხშირად უვითარდება წყლულები. მურაზ მაჭავარიანის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. 
- ბატონო მურაზ, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ? 
მურაზი მაჭავარიანი: ჩვენ საკუთარი ბინა გვქონდა, მარგამ მძიმე წლებში ჩვენ ის დავკარგეთ. დიდხანს სხვადასხვა მიტოვებულ სახლებში ვცხოვრობდით. მერე სახელმწიფომ ამ მოუწესრიგებელ ყოფილ სასწავლებლის შენობაში გამოგვიყო ბინა. ეს სახლი ჩვენ არ გვეკუთვნის, და ვერ შევძელით ამ ფართის დაკანონება. წყლის და გაზის გარდა სხვა არაფერი არის ამ სახლში. მძიმე პირობებზე მოგვიყვა ბატონი მურაზის მეუღლემ – ზოია ვაშაკიძემ.
- ქალბატონო ზოია, გიფიქრიათ, რომ ადამიანს შეიძლება ასე გაუჭირდეს? 
ზოია ვაშაკიძე: არასდროს მიფიქრია. მე პედაგოგი ვარ განათლებით, ლექსებსაც ვწერ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა მომიწევდა.  ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვქონდა, როცა ბავშვები იზრდებოდნენ.  გული მტკივა, რომ ჩემმა შვილებმა თავისი ადგილი ვერ იპოვეს ცხოვრებაში.   
- თქვენს შვილებს გაუჭირდათ ცხოვრებაში? 
ზოია ვაშაკიძე: ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩვენი ვაჟი, ტატო ჩავარდა.  მან სამსახური ვერ იშოვა. ძალიან განიცდის, რომ ვერ გვეხმარება. არც ქალიშვილს გაუმართლა. გვიხაროდა, როცა ის გათხოვდა. თუმცა მალე მის ოჯახს ისე გაუჭირდა, რომ გოგონა ჩვენს სანახავადაც ვერ ახერხებს გამოსვლას. 
მურაზი მაჭავარიანი: ჩემი გოგონა! ის ისეთი ჭკვიანია! რა თქმა უნდა უკვე გაიზარდა, მაგრამ ჩემთვის ისევ პატარაა. ძალიან მენატრება ჩემი შვილი და შვილიშვილებიც. ყოველ დღე ვურეკავ მათ,  მაგრამ ეს საკმარისი არ არის. 
- ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? 
მურაზი მაჭავარიანი: გაიხედეთ, ბინაში თითქმის არ არის ავეჯი. საწოლები ნახევრად დანგრეულია. ზამთარში ელექტროგამათბობელით ვთბებით, ხშირად ვთიშავთ, დიდ გადასახადს ვერ გავწვდებით. ტექნიკიდან მხოლოდ ძველი მაცივარი და გაზქურა გვაქვს. ტელევიზორი დიდი ხნის წინ გაფუჭდა, ვერ შევაკეთეთ.   
მურაზ მაჭავარიანი წლებია გარეთ არ გასულა. მასთან ჩვენი ფონდის სოციალური და სამედიცინო მუშაკები დადიან. მათი დახმარებით მოხერხდა მუნიციპალიტეტიდან მედიკამენტებით დახმარების მიღება. მედდები მამაკაცის ჭრილობებს ამუშავებენ და ინიექციებს უკეთებენ. ცოტახნის წინ ფონდმა როლიკებიანი საყრდენი აჩუქა, რომ ბატონმა მურაზმა ზაფხულში მაინც შესძლოს გარეთ გასვლა. 
- ბატონო მურაზ, თუ შეიძლება გვითხარით, ყველაზე დიდი სურვილი რა გაქვთ? 
მურაზ მაჭავარიანი: ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი იმერეთში, სადაც გავიზარდე. ვოცნებობ იქ მშვიდად ცხოვრებაზე. მაგრამ მარტო მე ვერ გავძლებ, ახლობლების გარეშე. მათ კი თბილისის დატოვება არ შეუძლიათ. 
მხოლოდ კეთილ ადამიანს შეუძლია სხვისი ტკივილი, როგორც საკუთარი, შეიგრძნოს! ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დატოვებთ განსაცდელში მყოფს დახმარების გარეშე! 
მურაზ მაჭავარიანს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება! მიუხედავად მისი  მდგომარეობისა, მას კიდევ შეუძლია სრულყოფილად იცხოვროს! 
თქვენი მცირედი დახმარებაც კი მნიშვნელოვანია!  ფონდის ანგარიში GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მურაზ მაჭავარიანი) გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ფონდის საიტიდან 
გადახდა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay – აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი. 
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).