ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნინა თინიკაშვილი

მე ვგრძნობ, რომ ჩემი ლოცვა უფალთან მიდის!
323.45 ₾
28
დონორები
შეგროვებულია

როცა ჩვენ მოვედით ბენეფიციართან, დიდ ხანს ვაკაკუნეთ. ბოლოს გავიგონეთ აუჩქარებელი ნაბიჯების ხმა და კარი ყავარჯნებზე დაყრდნობილმა მოხუცმა ქალმა გაგვიღო.  ნინა თინიკაშვილი 92 წლის არის.  ერთი წლის წინ ის ავარიაში მოჰყვა, მას მანქანა დაეჯახა:  „ეკლესიაში მივდიოდი, გზაზე უნდა გადავსულიყავი,“ - მოგვიყვა თავისი გასაჭირი ბებია ნინამ,-„ მე ცუდად ვხედავ, ვერ შევამჩნიე მანქანა, თან ნელა დავდივარ. თუმცა ეს ამ ახალგაზრდებს არ ამართლებს. დამეჯახნენ და გაიქცნენ, არც კი დაინტერესდნენ, ცოცხალი ვარ თუ არა! ძლიერად ვიყავი დამტრეული, საავადყოფოში ერთი წვივი მოიკვეთეს, მეორე ფეხიც დაზიანებული იყო. ექიმებმა მითხრეს: ბებია, შენ ვეღარ შესძლებ სიარულს“.   
ნინა თინიკაშვილის ოროთახიანი ბინა სარემონტოა,  სამზარეულოში მხოლოდ ერთი ცარიელი მაცივარია, გაზქურა და მაგიდა. ოთახში კი ძველი ტელევიზორი, კარადა და საწოლი დგას. 
- ქალბატონო ნინო, როგორ მოხდა ისე, რომ მარტოდ დარჩით? ოჯახი ხომ გყავდათ?
- კი მყავდა. სანამ ჩემი ვაჟი ცოცხალი იყო ის თავის ცოლ-შვილთან ერთად ჩემთან ცხოვრობდა.  მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემმა რძალმა მიმატოვა, შვილიშვილიც წაიყვანა, არ მეკონტაქტება. ძალიან მენატრება ჩემი შვილიშვილი... 
თინიკაშილების ოჯახი ვლადიკავკაზში ცხოვრობდა. ნინა სასადილოში მუშაობდა, ქმარიც მშრომელი კაცი იყო. ისინი კარგად ცხოვრობდნენ, 90-იან წლებში კი ყველაფერი შეიცვალა. არეულობის პერიოდში ნინა ქმართან და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მეუღლე მალე დაიღუპა.  შვილები კი დიდები იყვნენ, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობდნენ, ისევ ქალს მოუწია ოჯახზე ზრუნვა. ნერვიულობამ თავისი კვალი დატოვა. ჯერ გულმა უღალატა ბებია ნინას, შემდეგ მან მხედველობაც დაკარგა. 
ძალიან განიცადა ბებია ნინამ უმცროსი  ვაჟის წასვლა ვლადიკავკაზში. ის ახლაც იქ ცხოვრობს ოჯახთან ერთად. სამწუხაროდ დედის სანახავად არ ამოდის, თუმცა ხშირად ურეკავს. 
ნინა თინიკაშვილი: „ჩემი ალექსი ძალიან მენატრება. და ეს გრძნობა გამწვავდა იმის შემდეგ, რაც იურა გარდაიცვალა. ჩვენ ყოველთვის ბევრს ვსაუბრობდით, ახლა კი რამდენს ილაპარაკებ ტელეფონში? ვცდილობ არ ვიყო ნაწყენი, მაგრამ მაინც მწყდება გული. რას იზამ, მიხარია, რომ ალექსი კარგად არის. ახლახანს ბიჭი ეყოლა. ნეტავ შემეძლოს შვილიშვილის ნახვა...“ 
- თქვენი მდგომარეობის თაობაზე მიგიმართავთ მერს ან დეპუტატს? ისინი ვალდებულები არიან იზრუნონ მოქალაქეებზე.
- ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ მაქცევენ ყურადღებას. ყოველ დღესასწაულზე საჩუქარს მაძლევენ - პროდუქტების კალათას. ახალ წელსაც მომიტანეს ტკბილეული. მე კი არ მიყვარს, მეზობლის ბავშვებში დავარიგე.  აი შვილიშვილი აქ რომ იყოს მას მივცემდი. 
მეზობლებიც იშვიათად ნახულობენ მარტოხელა ბებიას. ყველა დაკავებულია. 
ბენეფიციარი მხოლოდ პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობს. ხანდახან იღებს მუნიციპალიტეტის დახმარებას მედიკამენტებით.  დიდ სიხარულს ნინა თინიკაშვილს ანიჭებს ჩერნოვეცკის ფონდის სპეციალისტების ვიზიტები. 
ნინა თინიკაშვილი: „ფონდის თანამშრომლები ყურადღებიანები და მზრუნველნი არიან. გუშინ მოვიდნენ, დამბანეს, მომიარეს. ეს ძალიან სასიამოვნოა. მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს ამ სითბოსათვის!“ 
ხანდახან მოხუცთან ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარი მამა იოსები მოდის.  ის ყოველთვის პოულობს ბებია ნინასთვის თბილ სიტყვებს, ამხნევებს, რომ მას არ ჰქონდეს გულის წყრომა რძალზე ან შორს მცხოვრებ შვილზე. 
- ქალბატონო ნინა, უფლის რწმენა გეხმარებათ? 
ნინა თინიკაშვილი: „მთელი გულით ვლოცულობ ჩემს შვილებზე და შვილიშვილებზე. ზოგჯერ სიტყვებსაც კი არ ვამბობ, მხოლოდ გულით ვევედრები უფალს. და ვგრძნობ მას ესმის ჩემი ლოცვა! არავის შეუძლია ლოცვის დროს მოიტყუოს!“ 
ასე ხდება ზოგჯერ ცხოვრებაში, რომ ადამიანი მარტო რჩება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. მას ტოვებენ მეგობრები, ახლობლები, ხანდახან ადამიანი თვითონაც არის დამნაშავე თავის უბედურებაში. თუმცა ეს არ ამართლებს ხალხის გულგრილობას. 
თანაგრძნობა - ეს სამართლიანობის და ადამიანობის წყაროა. ასე ამბობდნენ ძველი ფილოსოფოსები. ეს სიტყვები ყოველთვის აქტუალურია! 
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური დახმარების შესაძლებლობა, გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინა თინიკაშვილი) ან პირდაპირ ჩვენი საიტიდან 
ფულის გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ შემდეგ ჩვენი ფონდი.