რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მარტოხელა მოხუცი შიმშილის ზღვარზე

calendar მარტი 26, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ მოხუცის გასაჭირი იმაში მდგომარეობს, რომ ის სრულიად მარტოხელაა, ხოლო სიბერის ჟამს უამრავმა ავადმყოფობამ იჩინა თავი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ანზორ კიკვაძე 68 წლის არის. ეს არაა ისეთი ღრმა ასაკი, რომ ადამიანმა ვერ შესძლოს საკუთარი თავის მოვლა. ამ მოხუცის გასაჭირი კი იმაში მდგომარეობს, რომ ის სრულიად მარტოხელაა, ხოლო სიბერის ჟამს უამრავმა ავადმყოფობამ იჩინა თავი. 
რამდენიმე წლის წინ გადატანილი ინსულტის შემდეგ მას უჭირს გადაადგილება, ხოლო ცალი ხელი პარალიზებული აქვს და ვერ ამოძრავებს. სახსრების ტკივილის გამო მოხუცს არ შეუძლია სადილის გაკეთება, რეცხვა, შეშის ჩეხვა, მაღაზიაში სიარული. მთელი დღე შეყუჟულია ერთ პატარა ოთახში, თბება ელექტროღუმლის მეშვეობით და ელოდება ვინმე კეთილ  ადამიანს, ვინც წყალს დაალევინებს და დააპურებს. 
     ანზორ კიკვაძე წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებდა, თუმცა ამასწინათ მას დახმარება შეუჩერეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ხანდაზმულ ადამიანს განუცხადეს, რომ მისმა ელექტროღუმელმა 40 ლარის დენი დაწვა და რახან გადაიხადე, ესე იგი ფული გაქვსო. 
       მეგობრებო, განა ეს ცინიზმი არ არის?! სანამდე უნდა გაგრძელდეს სოციალური აგენტების არაადამიანური ქმედებები? მათი აზრით გამოდის, რომ გულით ავადმყოფმა კაცმა გამათბობელი არ უნდა ჩართოს და „მიეყინოს“ საწოლს. შესაძლოა, მათ ეს „ვარიანტი“ უფრო აწყობთ. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ სოციალური სააგენტოს ასეთი უსულგულო გადაწყვეტილება? ეს ხომ ადამიანის აბუჩად აგდებაა?!
     ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით სოფელ ფარცხანაყანების გამგებელს ნიკა თევდორაძეს, რომელიც საქმის კურსში აღმოჩნდა. მან წუხილი გამოხატა მომხდარი ფაქტის გამო და დაგვპირდა, რომ შუამდგომლობით მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლიანობის აღსადგენად. 
     ჩვენ კი ვესაუბრეთ ანზორ კიკვაძეს და ვთხოვეთ მოეყოლა მისი პრობლემების შესახებ:
    – როგორ უძლებთ ასეთ რთულ პირობებს? ვინ გეხმარებათ?
ანზორ კიკვაძე: ღმერთის წყალობით ვუძლებ. მეზობლები მეხმარებიან. ღარიბი სოფელია, მაგრამ კეთილი ხალხი ცხოვრობს. ხან სახლს დამილაგებენ, ხან მაღაზიაში გამეგზავნებიან, ხანაც მჭადს და ლობიოს შემომიტანენ. 
     –რატომ მოხდა ისე, რომ მარტო დარჩით?
    ანზორ კიკვაძე: მთელი ცხოვრება მუშა ვიყავი. წლების განმავლობაში ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა. ყურადღება არ მივაქციე, რადგან დრო არ მქონდა. ჯერ და–ძმა გარდამეცვალა, შემდეგ მშობლების მოვლაზე უნდა მეზრუნა, საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი. არც ჩემი პირადი ცხოვრება აეწყო და დავრჩი მარტო…
     –ახლა რით ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავალი?
    ანზორ კიკვაძე: პენსია არის ჩემი შემოსავალი. 40–50 ლარი დენის საფასურია, დანარჩენი 150 ლარი მიდის პურზე და წამლებზე…
     –ადგილობრივი ხელისუფლება თუ გაქცევთ ყურადღებას?
    ანზორ კიკვაძე: ჩვენი გამგებელი ნიკა თევდორაძე „ოქრო კაცია“. მოდის ჩემთან, მეხმარება რით შეუძლია. ახლა ცდილობს სოციალური შემწეობის აღდგენაში დამეხმაროს. თქვენ დაწერთ ამის შესახებ? 
     –აუცილებლად დავწერთ. ჩვენ ნახევარ მილონზე მეტი მკითხველი გვყავს. დახმარებისთვის დეპუტატებსაც შეგიძლიათ მიმართოთ და თუ უარით გამოგისტუმრეს, ამის შესახებაც დავწერთ.
     ანზორ კიკვაძე: დიდი მადლობა თქვენს ფონდს, რომ მომაქციეთ ყურადღება, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი გასაჭირი. 
     –მარტო ყოფნა გიჭირთ ძალიან?
     ანზორ კიკვაძე: სხვა რა გზაა. მივუჯდები ელექტროღუმელს და ვკითხულობ. 
     –რას კითხულობთ?
     ანზორ კიკვაძე: „წმინდანთა ცხოვრებას“. შესანიშნავი წიგნია! ხანდახან რომ ვკითხულობ, ცრემლები მომდის…
     – ეს იმედის ცრემლებია?
        ანზორ კიკვაძე: დიახ, დიახ. სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ და მაქვს იმედი, რომ კეთილი ადამიანები გამომიწოდებენ დახმარების ხელს და ცოტა მაინც მოვითქვამ სულს… ისე კი ვოცნებობ, რომ ბედნიერი საქართველო ვიხილო, სადაც ხალხი არ იშიმშილებს და… ერთმანეთის სიყვარულში ვიქნებით! 
       მეგობრებო, დაეხმარეთ ანზორ კიკვაძეს! იგი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, მაცივარს, ტელევიზორს, თეთრეულს.  ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება. 
      თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ კიკვაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
      თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
        სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ ( ილია II).

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ნოე 08
პროდუქტები
60.00₾
2019 ნოე 08
საშენი მასალები
280.00₾

სულ ხარჯები:

340.00₾

დატოვა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
თაკო კელენჯერიძე
25.09.2019 19:42:58
₾20.00
კეთილი გული
18.08.2019 08:14:34
₾10.00
მალხაზი
28.06.2019 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
11.04.2019 19:35:09
₾1.00
კეთილი გული
03.04.2019 21:54:13
₾50.00
თორაძე იოსებ
02.04.2019 20:00:00
₾80.00
გუგუშვილი ბექა
01.04.2019 20:00:00
₾5.00
ნინო რამიშვილი
01.04.2019 20:00:00
₾3.00
ნინო ლეონიძე
01.04.2019 20:00:00
₾1.00
ნათელა რეხვიაშვილი
01.04.2019 20:00:00
₾1.00
ბახტურიძე კობა
31.03.2019 20:00:00
₾10.00
ჯორბენაძე ნიკა
31.03.2019 20:00:00
₾50.00
მანუკიანი ერნესტ
31.03.2019 20:00:00
₾10.00
ნათია დოჭვირი
29.03.2019 20:00:00
₾10.00
კანკავა დავით
28.03.2019 20:00:00
₾10.00
ლერი გოგსაძე
28.03.2019 20:00:00
₾14.00
კეთილი გული
28.03.2019 09:05:57
₾5.00
კეთილი გული
28.03.2019 03:17:29
₾3.00
გუგუშვილი ბექა
27.03.2019 20:00:00
₾5.00
სახვაძე ვლადიმერ
27.03.2019 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾340.00

25 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾340.00

25 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება