ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უბედური შემთხვევის მსხვერპლი

საგზაო შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ ერთი - 18 წლის ლევან სოგომონოვი.
553 ₾
52
დონორები
შეგროვებულია
     ეს ტრაგედია 2004 წლის ნოემბერში მოხდა. მიკროავტობუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოდან მოემართებოდა,  საშინელ ავარიაში მოყვა. საგზაო შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ ერთი  - 18 წლის ლევან სოგომონოვი. 
  იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი კლინიკაში, სადაც ექიმები დიდხანს იბრძოდნენ ყმაწვილის სიცოცხლისთვის. 
ლევანს რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ექვსთვიანი „ბრძოლის“ შედეგად“ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან თვალები გაახილა, სუნთქვა  ჩვეულ რიტმში ჩადგა, ხოლო გულისცემის სიხშირე ნორმაში მოვიდა. უკვე ცხადი გახდა, რომ უფლის წყალობით ლევანი გადარჩა. 
     მას შემდეგ 15 წელი გავიდა. ფოტოზე თქვენ ხედავთ თუ როგორ გამოიყურება ლევანი დღეს. იგი ეტლს არის მიჯაჭვული, ფეხები პარალიზებული აქვს, მახსოვრობა სრულიად დაკარგა, ვერ საუბრობს, ჩადგმული აქვს სასუნთქი მილი, უჭირს ყლაპვა, ხშირად ემართება კრუნჩხვები, ხოლო მისი პირის ღრუ საშინელ მდგომარეობაშია. 
    ჩვენ ვესაუბრეთ ლევანის დედას და ვთხოვეთ მოეყოლა შვილის პრობლემების შესახებ: 
    -ალბათ ძნელი გადასატანი იყო ეს ტრაგედი, არა? 
    ოლგა:  რომ გავიგე ავტოავარიის შესახებ, ცუდად გავხდი. გონს რომ მოვედი, გავიფიქრე  - ახლა არ არის გულის წავლის და ვაი-ვიშის დრო, შვილს მიხედვა სჭირდება, მოვიკრიბე მთელი ძალები და როგორც ხედავთ, უფლის წყალობით ჩემი შვილი ცოცხალია. 
        -თქვენი მეუღლე როდის გარდაიცვალა?
        ოლგა: ჩემი მეუღლე 1995 წელს გარდაიცვალა. 
       -ვინ გეხმარებოდათ ლევანის მკურნალობაში?
       ოლგა: ძალიან დამეხმარა მთავრობა. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. 26 ათასი ლარი გადაირიცხა ლევანის სამკურნალოდ. ცალკე ქალბატონი სანდრა რულოვსი მეხმარებოდა. მოკლედ, მე ვერასდროს დავივიწყებ ამ ამაგს. ჩემი შვილი ფაქტიურად „იმ ქვეყნიდან“ დააბრუნეს.  მერე გავყიდე სამოთახიანი ბინა და ამ ბარაკში გადმოვედით საცხოვრებლად, თანხა კი ლევანის შემდგომ მკურნალობას მოხმარდა.   
     -დღევანდელი ხელისუფლება გეხმარებათ?
     ოლგა: ამ საცხოვრებელში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჭერი ჩამოინგრა. მივმართე მერიას, გამოაგზავნეს მუშები და გაარემონტეს ოთახი. ჯანდაცვის სამინისტრო წელიწადში სამჯერ გამოყოფს თანხას მედიკამენტების შესასყიდად. 
    -როგორია თქვენი შემოსავალი? 
    ოლგა: ლევანის პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ჩვენი შემოსავალი. ვცხოვრობთ ღარიბულად, რის ვაივაგლახით გაგვაქვს თავი. ყველაზე მეტად ახლა მაღელვებს ლევანის პირის ღრუს მდგომარეობა. მას ღრძილების ლორწოვანი გარსის ანთება აქვს და ერთი კბილიც კი არ არის მთელი. არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ვუმკურნალო, არადა დაავადება მწვავდება და სავალალო შედეგს გამოიღებს. 
      -დახმარებისთვის მიმართეთ ხელისუფლებას, დეპუტატებს...? 
       ოლგა: არა, არ მიმიმართავს. შეიძლება?
      - რა თქმა უნდა,  მიმართეთ თქვენი რაიონის დეპუტატს, რომ გიშუამდგომლოს შესაბამისი უწყებების წინაშე. ჩერნოვეცკის ფონდის დახმარებით კმაყოფილი ხართ? 
     ოლგა: ლევანი ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე დგას. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ყურადღებისთვის და დახმარებისთვის, რასაც ფონდი გვიწევს. ჩემს ბიჭს უზომოდ უხარია ფონდის ექიმის და ექთნის მოსვლა, კარგ ხასიათზე დგება და იღიმის...
    -ამჟამად რამდენი წლისაა ლევანი?
   ოლგა: ახლა იგი 33 წლის არის, მაგრამ არაფერი ახსოვს. ავტოავარიის დროს დაკარგა მახსოვრობა. მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა, ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსზე იყო... მე ვოცნებობ, რომ ლევანმა გაიაროს დამოუკიდებლად. ახლა ეტლიდან წამოდგომა შეუძლია რამდენიმე წამით, თუმცა სწრაფად იღლება და ისევ ეტლში ეშვება...     
          მეგობრებო, ლევან სოგომონოვი დახმარებას საჭიროებს.  თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ მას უყურადღებოდ. გფარავდეთ  უფალი!
     ეს ყმაწვილი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სპეციალურ კვებას. 
        ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია:  GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლევან სოგომონოვი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
        აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

მსგავსი პროექტები: