რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
6 წლის პატარა, თეიმურაზ შალამბერიძე უკვე მეოთხე წელია რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270თქვენი დახმარება 6 წლის თეიმურაზ შალამბერიძესთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდა. პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხოლო თქვენი დახმარების წყალობით შესაძლებელი გახდა მისი გამოკვლევა და მკურნალობის დანიშვნა! შემოწირულობის ნაწილი ძვირადღირებულ კვლევებში გადავიხადეთ, ასევე თეიმურაზს წამლები უყიდეთ, რომლებიც აუცილებელია მისი მკურნალობისთვის. ასევე შევიძინეთ პამპერსები და პროდუქტები.
უღრმესი მადლობა თქვენ, მეგობრებო და დარწმუნებულნი ვართ, ამ ანგელოზის ეს ლამაზი ღიმილი მუდამ გემახსოვრებათ და 2020 წელს ბედნიერებას მოგიტანთ!
-მაკა, რას ეტყოდით იმ უცნობ ადამიანებს, რომლებიც თქვენ დაგეხმარნენ?
მაკა: მას შემდეგ რაც თქვენ დაწერეთ სტატია ჩემს გასაჭირზე, მე ვიგრძენი თანაგრძნობის ნამდვილი ძალა. ალბათ გახსოვთ, ვამბობდი, რომ თეიმურაზს ესაჭიროება მკურნალობა, მაგრამ ძვირადღირებული გამოკვლევისა და ჩვენი უსახსრობის გამო, ვერ ხერხდებოდა. ამის გამო ვერავინ ბედავდა მისი მკურნალობის დაწყებას. 3 წლამდე თემუკა ჯანმრთელი ბავშვი იყო, უეცრად თავი ასტკივდა. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იმ დღიდან ჩემმა შვილმა 8 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. თავმა დეფორმაცია განიცადა, ხოლო ტვინის უჯრედები დაზიანებულია. თითოეული თქვენგანის კეთილი გული და ლოცვა დაეხმარა ჩემს შვილს ტკივილების შესუსტებაში. დიდი მადლობელი ვარ თქვენი და ყოველთვის ვილოცებ, რომ თქვენმა შვილებმა არასოდეს განიცადონ ასეთი ტკივილი.
-მაკა, ის ადამიანები ხომ არ გახსოვთ, ვინც დაგეხმარნენ?
მაკა: იმ დღესვე, როდესაც ჩემზე დაწერეთ, ერთი ქალბატონი დამიკავშირდა და თანხა ჩამირიცხა! არც კი ვიცი რა ერქვა. მე არასოდეს მჯეროდა ასეთი უანგარო სიკეთის, მაგრამ თქვენ ამაში დამარწმუნეთ და მადლობა თქვენ ამისთვის!
თეიმურაზი კი აგრძელებს ბრძოლას ჯანმრთელობისთვის! გვწამს, უფალი არ მიატოვებს ამ ოჯახს და გამოჩნდებიან თქვენი სახით კიდევ უფრო მეტი კეთილი ადამიანები.
თუ თქვენ გიჭირთ და გამოსავალს ვერ პოულობთ, წაიკითხეთ ჩვენი ისტორიები! თქვენ მიხვდებით რა არის ნამდვილი პრობლემები! მიხვდებით, რომ უფალს მადლობა უნდა გადაუხადოთ და მადლიერების გრძნობით აღივსოთ გულები!
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! ამ ოჯახის პრობლემები , სამწუხაროდ, აქ არ სრულდება, მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. თქვენი სიკეთე
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 , GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: თ. შალამბერიძე)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/458-shalamberidze/
ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცნით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მუდამ იფიქრეთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ სულს ვეხმარებით და ვუახლოვდებით უფალს იმ განსაცდელით, რომელსაც სხვისგან ვიზიარებთ!
სულ ხარჯები:
2124.11₾დატოვა:
0.04₾