რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?!

calendar ივნისი 11, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ცხოვრების 25 წელი საშინელ პირობებში!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ცოტა ხნის წინ, ჩვენ მოვინახულეთ ქ. ზუგდიდში მდებარე „ვექტორის“ დევნილთა დასახლება, სადაც გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები სუფევს. აქ იმდენად მძიმე ვითარებაა შექმნილი, რომ ადამიანის ღირსება ფეხქვეშ არის გათელილი. ნანახმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც კი  გადააჭარბა! 
დევნილთა 45 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფომ აქ 90-იანი წლების დასაწყისში განათავსა მწყობრიდან გამოსულ შენობებში, ყოველდღიურად უხდებათ ბრძოლა გადარჩენისთვის!
როდესაც „ვექტორის“ დევნილებმა ჩვენი საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები იხილეს,  გარს შემოგვეხვივნენ, დაგვათვალიერებინეს დასახლების ტერიტორია და გაგვიზიარეს საკუთარი პრობლემები. 
როგორც გაირკვა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. აქ არ არის სველი წერტილები, არ არის გაზგაყვანილობა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, საცხოვრებელი ოთახები მოუწყობელია, ხოლო კორიდორები – გაპარტახებული. დასახლების ტერიტორიაზე არსებული კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ეზოში საშინელი სუნი დგება, ხოლო გამეფებული ანტისანიტარია ხელს უწყობს ქვეწარმავლების გამრავლებას. 
ჩვენ გავესაუბრეთ დევნილებს:
ლ.ნ.: უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ აქ. წარმოშობით გალის რაიონიდან ვართ და როდესაც აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდა დაიწყო, გამოვიქეცით. დავსახლდით ზუგდიდში, რადგან ახლოს არის აფხაზეთთან. პირველი წლებში, საშინელ პირობებს რაღაცნაირად ვიტანდით, რამეთუ იმედი გვქონდა, რომ სახლში დავბრუნდებოდით. ეს მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა და ახლა გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება! 
ი.ა.: აქ მცხოვრებთა ძირითად შემოსავალს დევილის შემწეობა წარმოადგენს. დიახ, ეს 45 ლარი არის ერთადერთი სტაბილური „შემოსავალი“. ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს სეზონური სამუშაოს შოვნას. ჩვენთან საშინელი უმუშევრობაა. წლების წინ თხილის კრეფაში მაინც გვიხდიდნენ ფულს, თუმცა ახლა ფაროსანამ გაანადგურა პლანტაციები და მცირე შემოსავლის შოვნის საშუალებაც არ არის. 
კ.ნ.: ჩემი მეუღლე უმუშევარია, ვზრდით სამ პატარა ბავშვს, სოციალურ დახმარებას ვიღებდით, რაც მხოლოდ პურის საყიდლად გვყოფნიდა. რამდენიმე თვის წინ, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეგვიჩერა დახმარება. მიზეზად დაასახელეს ის, რომ 45 ლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია გამოვიყენეთ. 
 მ.შ.: არაერთხელ მიგვიმართავს დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუმცა რეაგირება არ ყოფილა, მხოლოდ დაპირებები. არ მესმის, რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?! 
 ა.ს.: ახალი მერი წინაასაარჩევნო კამპანიის დროს გვესტუმრა და დაგვიპირდა დახმარებას. თუმცა უმეტესობას უკვე აღარ სჯერა მსგავსი დაპირებების. მე მხოლოდ კანალიზაციის გასუფთავება ვთხოვე. ავუხსენი, რომ  იგი გასაწმენდია და რომ საშინელი სუნის გამო ფანჯარასაც ვერ ვაღებ ზაფხულში.
მეგობრებო, როგორც ხედავთ, „ვექტორის დევნილთა დასახლებაში საშინელი მდგომარეობაა და შესაბამისად, ადამინებში უიმედობა არის გამეფებული. განსაკუთრებით უჭირთ მოხუცებსა და ბავშვებს. ამ ხალხს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება! მათ ძალიან სჭირდებათ წყალი, ბუნებრივი აირი, კანალიზაციის მილების შეკეთება, ცხოვრებისთვის აუცილებელი ელემენტარული პირობები!
რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება? რატომ სდუმს ზუგდიდის მერი? რატომ არ გამოთქვამს დახმარების სურვილს  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი? როგორც ჩანს, ამისთვის მათ ვერ მოიცალეს. სავარაუდოდ, მათ ეს ადამიანები მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ახსენდებათ და იძლევიან ცარიელ დაპირებებს. 
დევნილები, რომლებმაც ერთხელ უკვე იძულებით დატოვეს საკუთარი სახლები, ახლა საკუთარი ხელისუფლების გულგრილობისა მსხვერპლნი გახდნენ!. 
მეგობრებო! გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ხალხის ტრაგედია. თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ისინი და ადგილზე გაეცნოთ მათ უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებს. მისამართი: ქ. ზუგდიდი, „ვექტორის“ დასახლება, მექაღალდის ქუჩა 26.
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დევნილთა დახმარება). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დატოვა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
01.07.2019 16:48:12
₾10.00
კეთილი გული
26.06.2019 06:30:02
₾10.00

შემოწირულია:

₾20.00

2 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾20.00

2 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება