ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მამა-შვილს სიკვდილისგან ერთი ნაბიჯი აშორებს!

განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი გუჩაშვილების ოჯახში, სადაც ორი ავადმყოფი ადამიანია - 83 წლის მამა გიორგი და მისი 37 წლის შვილი ლარისა.
1,225.56 ₾
86
დონორები
შეგროვებულია

     თიანეთის მხარეში არის სოფელი ბოჭორმა. იქ ხალხი ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი გუჩაშვილების ოჯახში, სადაც ორი ავადმყოფი ადამიანია - 83 წლის მამა გიორგი და მისი 37 წლის შვილი ლარისა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: მამამ გადაიტანა ინსულტი, დაქვეითებული აქვს მხედველობა, უჭირს გადაადგილება, მისი ქალიშვილი კი, უბრალოდ, იტანჯება შაქრის დიაბეტისგან. მას ეს დაავადება ბავშვობიდან აწუხებს, რომელმაც დროთა განმავლობაში უმძიმესი ხასიათი მიიღო. ლარისამ დაკარგა კბილები, არ შეუძლია სიარული, ღვიძლია აქვს გადიდებული, ხოლო თირკმელები - დაზიანებული. 
    მამა-შვილს უვლის 45 წლის მთვარისა გუჩაშვილი. იგი ძალღონეს არ იშურებს მამის და დის მოსავლელად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა სათანადო მოვლისა და მკურნალობის  საშუალებას. 
   დედა 8 წლის წინ გარდაიცვალა და ლარისას ახლა მარტო უხდება უამრავ სიძნელეებთან გამკლავება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იგი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, მითუმეტეს რომ მამისა და დის მდგომარეობა ამ ბოლო დროს კიდევ უფრო დამძიმდა, მისი ძალები კი უკვე გამოიფიტა. . 
 თუ ახლა არ დავეხმარეთ ამ ოჯახს, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მთვარისა გუჩაშვილს: 
 -დიდი ხანია, რაც ლარისა ავადმყოფობს?
მთვარისა: ჩემი და, სავარაუდოდ, შაქრის დიაბეტით დაიბადა, თუმცა ეს 10 წლის შემდეგ გავიგეთ. მაშინ ლარისა მეხუთე კლასში იყო, უცებ შეუძლოდ გახდა, დაკარგა ძალა და მას მერე სკოლაში არ წასულა, უფრო სწორად - ვერ შესძლო წასვლა. 
 -ბავშვს არ მკურნალობდნენ?
მთვარისა: ვუმკურნალეთ, მაგრამ ჩვენს სოფელში არ იყო მკურნალობის ისეთი დონე, რომ დიაბეტი დაგვემარცხებინა. ამას დაემატა 90-იანი წლების საშინელი სიდუხჭირე, რომელმაც კიდევ უფრო გაურთულა ჩემს დას მდგომარეობა, რადგან ელემენტარული საჭმელი არ გვქონდა. 
-დღეს როგორია მისი მდგომარეობა?
მთვარისა: ფაქტიურად საწოლს არის მიჯაჭვული, ყველაფერი ტკივა - ღვიძლი, თირკმლები, გული, კბილები დასცვივდა, ჰაერი არ ჰყოფნის, ხშირად მისდის გული, ერთი სიტყვით - ძალიან ცუდათაა. 
 -მამის მდგომარეობა როგორია?
მთვარისა: გადატანილი ინსულტის შემდეგ, იგი  ვერ დადის, დაქვეითებული აქვს მხედველობა, გული ტკივა, ჰაერი არ ჰყოფნის. 37 წელი მეურნეობაში მუშაობდა, საქონელს უვლიდა. ეს სახლი 1967 წელს მან ააშენა, მაგრამ აქ რემონტი 30 წელია, რაც არ გაკეთებულა. სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ყანყალებს, ფანჯრებში მინის ნაცვლად ცელოფნის პარკები მაქვს გაკრული. ჩვენთან ოჯახში აუტანელი საცხოვრებელი პირობებია, მაგრამ რა ვქნათ? ვითმენთ, სხვა გზა არ არის...
-გეხმარებათ ვინმე?
მთვარისა: მეზობლები მეხმარებიან, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან, თუმცა მათაც უჭირთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მხოლოდ ინსულინს გვაძლევენ უფასოდ, მეტს არაფერს. სოციალური შემწეობა და პენსიას გვეხარჯება წამლებში. უამრავი წამალია საჭირო, საჭმლის ფული არც კი გვრჩება. 
-საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაქვთ?
მთვარისა: არც გაზქურა გვაქვს და არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა და არც ავეჯი. ძველი რკინის საწოლები გვიდგას და „გაუბედურებული“ ავეჯი...
-რა წარმოადგენს ლარისასთვის გადაუდებელ საჭიროებას ამ ეტაპზე? 
მთვარისა: სისხლის გადასხმა  ესაჭიროება წელიწადში ორჯერ, გლუკომეტრი არ გვაქვს, ინსულინის გარდა, უამრავი წამალი ესაჭიროება... 
-რაზე ოცნებობთ?
მთვარისა: ოჯახის შექმნაზე ვოცნებობდი, მაგრამ მამას და დას ხომ მოვლა სჭირდება, მთელი ჩემი ცხოვრება მათ მივუძღვენი...ალბათ ეს არის ცემი ჯვარი და იგი ღირსეულად უნდა ვატარო! 
მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ გუჩაშვილების ოჯახის ტკივილი, არ დავტოვოთ ეს ადამიანები ყურადღების გარეშე და შეძლებისდაგვარად გავუწიოთ მათ დახმარება. ახლა გუჩაშვილებისთვის თქვენს თანადგომას ძალიან დიდი, ვიტყოდით სასიცოცხლო, მნიშვნელობა აქვს!
დაურეკეთ მთვარისას და ლარისას, გაესაუბრეთ საჭიროებების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ისინი და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება! კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს გუჩაშვილების ოჯახის გასაჭირს, მით უფრო დიდი იქნება მათი დახმარების შანსი. 
აი, მათი მისამართი: თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოჭორმა, ტელ.: 591 97 46 86.
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლარისა გუჩაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
 სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება!

მსგავსი პროექტები: