ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გმირი მამა, შვილების გადარჩენას გვთხოვს!

ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას
3,951.24 ₾
235
დონორები
შეგროვებულია


მეგობრებო, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ ამბავს იშვიათად თუ გაიგებთ. ოლეგ შაინიძე არის მარტოხელა მამა, ის უვლის 14 წლის მარიამსა და 10 წლის საბას, რომელსაც აქვს ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეპსია. ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები!

-ოლეგ, როგორ მოხდა რომ თქვენ მარტო დარჩით? სად არის თქვენი მეუღლე?

ოლეგი: იცით, ძნელია შვილს ასეთ მდგომარეობაში უყურო... ძნელია როცა გულყრები ეწყება და არ იცი გადარჩება თუ არა... ყველა ვერ უძლებს ასეთ დიდ განსაცდელს. საბას დიაგნოზმა მასზე ძლიერად იმოქმედა. იმდენად, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 2 წლის განმავლობაში მე მას ვუვლიდი, როგორც ჩემს მესამე შვილს. ვიცი, რომ ახლაც ვერ გრძნობს თავს კარგად, დახმარება მასაც სჭირდება. მიხარია, რომ მარიამს აქვს დედასთან კონტაქტი. გთხოვთ, ნუ ვისაუბრებთ ამაზე, რადგანაც შესაძლოა ბევრმა მას ვერ გაუგოს და განკიცხოს, მე კი ეს არ მსურს. ყველაზე მეტად იცით რაზე მწყდება გული, რომ მშობლებმა და ნათესავებმა მხარი არ დაუჭირეს ჩემს ცოლს.

-ოლეგ, თქვენს ბავშვებზე მოგვიყევით.

ოლეგი: მარიამი 14 წლისაა, ის მე-9 კლასში სწავლობს. მას ძალიან უყვარს კითხვა. ყოველ საღამოს, გაკვეთილებს რომ მოამზადებს, საბას წიგნებს უკითხავს. საბას ძალიან სიამოვნებს მისი მოსმენა. საკმარისია ერთხელ ნახოთ ეს იდილია, მიხვდებით, რომ საბასთვის დაიკო ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია!  საბას აპრილში 11 წლის გახდება. ჩვენ ის განსაკუთრებულად გვიყვარს, მისი ღიმილი მაძლევს ძალას, რომ სიცოცხლე გავაგრძელო და არ დავნებდე!

-როდის გახდა ცნობილი საბას დიაგნოზი?

ოლეგი: ის 1 წლის იყო, როდესაც ექიმებმა გვითხრეს დაავადების შესახებ.  ყოველი მშობლისთვის განსაკუთრებულად მძიმე გადასატანია შვილის უბედურება, ხოლო ჩემი ცოლის იმდროინდელი მდგომარეობა ენით აღუწერელია.

-თქვენი ცოლის მშობლებზე არ ბრაზობთ? მათი მხარდაჭერით შესაძლოა იგი თქვენსა და თქვენი შვილების გვერდზე ახლაც ყოფილიყო.

ოლეგი: ყოველ ადამიანს თავისი სიმართლე გააჩნია და არ შეიძლება ადამიანებზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ მათ არც კი ვიცნობთ. ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს უფლის სიტყვები: „ ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა“ .

-სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარებას იღებთ?

ოლეგი: დიახ, სოციალურ დახმარებასა და ჩემი საბას პენსიას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბინის ქირას ვიხდი, ჩემი არაფერი გამაჩნია...  ბავშვებს საკვები სჭირდებათ, სითბო, მარიამს სასკოლო ნივთები... სამსახურის მუდმივ ძიებაში ვარ, მაგრამ ვერ ვიპოვე ისეთი, რომ ჩემს საბას არ მოვაკლო ყურადღება, რადგანაც მასზე ზრუნვა მუდმივად არის საჭირო. ერთხანს ვიფიქრე ბავშვებს რომ დავაძინებდი ღამე მემუშავა დარაჯად ან სადმე... მაგრამ რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ ისე დავსუსტდი, ჩემი საბა ხელში ვეღარ ავიყვანე და ამიტომ შევეშვი.

-ჩვენს მკითხველს რას ეტყოდით?  პირველ რიგში რა გესაჭიროებათ?

ოლეგი: არაფერი გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებულად მჭირდება საბასთვის სპეციალური ეტლი ბანაობისთვის, სხვაგვარად ჩვენთვის ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. სახლში არ მაქვს სამზარეულო და ჭურჭლის გასარეცხად გარეთ, სიცივეში მიწევს გასვლა. ზამთრის სიცივეს რთულად ვუმკლავდებით და გამიხარდება თუ ჩემი შვილები სითბოში იქნებიან. თქვენ აკეთებთ დიად საქმეს. მცირედი დახმარებაც კი ჩვენთვის არის სტიმული იმისა, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება და გვწამდეს კეთილი ადამიანებისა.

ჩვენ მარიამთანაც გვსურდა გასაუბრება. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ის მამიკოს მიუჯდა გვერდით და ყურადღებით გვისმენდა, მაგრამ როდესაც საუბარი დედაზე დავიწყეთ ის ადგა და თვალცრემლიანი გაიქცა.

მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მარტოდ დარჩენილ, გმირ მამას და დავანახოთ მას, რომ ის მარტო არაა. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ პატარა საბას, რომ მან უკეთ იგრძნოს თავი და მივცეთ მარიამს მაგალითი და საშუალება დაეხმაროს მომავალში სხვა ადამიანებს. უფალს სურს არასდროს დავივიწყოთ ადამიანები, ვინც დახმარებას მოელის!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ოლეგ შაინიძის და მისი შვილების დასახმარებლად. ფონდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი დახმარებით. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც შეეფერება ყველაზე ამაყ ერს.

ყველაზე მეტად მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან! დაუკავშირდით მათ, ჰკითხეთ თუ რა ესაჭიროებათ, გაამხნევეთ ოლეგი და უთხარით, რომ მარტო არაა და რომ თქვენ, კეთილი ადამიანები, მათ არ მიატოვებთ. ეს მისთვის უმნიშვნელოვანესია!

თქვენ შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი. მათი საკონტაქტო ნომერია: 514 01 48 48 ოლეგი. მისამართი: ბათუმი, კოხტა გორის ქუჩა N31

აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ გმირი მამის შესახებ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახმარება, მოგვწერეთ მისი პრობლემების შესახებ  მეილზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 - დანიშნულება (ოლეგ შაინიძე)

საიტიდან:

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.

 (ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).


თეგები:
#ბავშვები

მსგავსი პროექტები:

PHP notice

PHP notice

unserialize(): Error at offset 8316 of 14021 bytes

/home/socpart/www/chernovetskyifund.ge/protected/extensions/yii2-debug/Yii2Debug.php(225)

213         if (file_exists("$path/index.json")) {
214             foreach (glob("$path/*.json") as $jsonFile) {
215                 $data = json_decode(file_get_contents($jsonFile), true);
216                 $dataFile = substr($jsonFile, -4) . 'data';
217                 file_put_contents($dataFile, serialize($data));
218                 @unlink($jsonFile);
219             }
220         }
221 
222         $indexFile = "$path/index.data";
223         $manifest = array();
224         if (is_file($indexFile)) {
225             $manifest = unserialize(file_get_contents($indexFile));
226         }
227 
228         $data = array();
229         foreach ($this->panels as $panel) {
230             $data[$panel->getId()] = $panel->save();
231             if (isset($panel->filterData)) {
232                 $data[$panel->getId()] = $panel->evaluateExpression(
233                     $panel->filterData,
234                     array('data' => $data[$panel->getId()])
235                 );
236             }
237             $panel->load($data[$panel->getId()]);

Stack Trace

#0
+
 /home/socpart/www/chernovetskyifund.ge/protected/extensions/yii2-debug/Yii2Debug.php(225): unserialize("a:52:{s:13:"5e4f963c41202";a:7:{s:3:"tag";s:13:"5e4f963c41202";s...")
220         }
221 
222         $indexFile = "$path/index.data";
223         $manifest = array();
224         if (is_file($indexFile)) {
225             $manifest = unserialize(file_get_contents($indexFile));
226         }
227 
228         $data = array();
229         foreach ($this->panels as $panel) {
230             $data[$panel->getId()] = $panel->save();
#1
+
 /home/socpart/www/chernovetskyifund.ge/protected/extensions/yii2-debug/Yii2Debug.php(201): Yii2Debug->processDebug()
196     /**
197      * @param CEvent $event
198      */
199     protected function onEndRequest($event)
200     {
201         $this->processDebug();
202     }
203 
204     /**
205      * Запись отладочной информации
206      */
#5
+
 /home/socpart/www/chernovetskyifund.ge/index.php(38): CApplication->run()
33 
34 // Run application
35 $config = CMap::mergeArray($configMain, $configServer);
36 require_once(dirname(__FILE__) . '/protected/components/WebApplication.php'); // Подключаем нашу прослойку
37 $app = Yii::createApplication('WebApplication', $config);
38 $app->run();
2020-02-21 20:07:25 nginx/1.14.2 Yii Framework/1.1.15