რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი?

calendar თებერვალი 13, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მტერსაც არ ვუსურვებდით იმას, რის გადატანაც მოუხდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ზინაიდა ბალანჩივაძეს!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი?
75, 80? 90? არა, არა… ეს ცხვორებისგან დატანჯული, 60 წლის, მარტოხელა ქალბატონი გახლავთ! რომელმაც, დაწყებული 7 წლის ასაკიდან, ყველა თავისი საყვარელი და ახლობელი ადამიანი დაასაფლავა.
მტერსაც არ ვუსურვებდით იმას, რის გადატანაც მოუხდა ზინაიდა ბალანჩივაძეს!
უბედურება თან სდევს ბავშვობიდან! სულ პატარა იყო, როდესაც დაობლდა. ერთი ნათესავის ოჯახიდან მეორეში დადიოდა. 
-ზინაიდა როდესმე გიგრძვნიათ თავი ბედნიერად?..
ზინაიდა: დიახ, შეიძლება ასე ითქვას, რამდენიმე წლის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც სულ პატარა გოგო ვიყავი, ნათესავებთან სტუმრად, ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. მაშინ, ცხოვრებაში პირველად, მომინდა ჩემი სევდიანი ამბის მოყოლა. თითქოს უფალმა დაგვაახლოვა ერთმანეთს! მან თვალებში შემომხედა და მითხრა:  ყოველთვის შენს გვერდში ვიქნებიო – ზღაპარს ჰგავს არა? შემდეგ სახლი ავაშენეთ…ცხოვრებაში პირველად საყვარელი ოჯახი მყავდა.
ჯერ მთვარისა დაიბადა, შემდეგ კახაბერი, კიდევ ერთ წელიწადში გაგა… ღმერთო, რა ბედნიერება იყო!
– შემდეგ რა მოხდა?
ზინაიდა: შემდეგ, მამაჩემის მსგავსად, მძიმედ ავად გახდა და გარდაიცვალა ჩემი მეუღლე… შემდეგ, წყეულმა დაავადებამ ჩემი უფროსი გოგო წამართვა! ჩემი ულამაზესი მთვარისა… ალბათ სამოთხეში ლამაზი ბავშვები უნდათ. 2009 წელს კი, ჩემი შვილი, გაგა ჩამომისვენეს სახლში…  მდინარე წყალწითელაში დაიხრჩო. ალბათ ვინმე უნდა გადაერჩინა, არ ვიცი.. მამის გვერდზე დავასაფლავე. მაგრამ ამით ჩემი უბედურება არ დასრულებულა. 
-თუ გნებავთ შევწყვიტოთ საუბარი.
-არა, იყოს… დავწყნარდები ნელ-ნელა. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რაოდენ მწარე შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება! წარმოიდგინეთ, 28 წლის ასაკში ჩემს უფროს ვაჟსაც, კახაბერს, კიბო აღმოაჩნდა. როდესაც ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს პატარა ბავშვივით ტიროდა. როგორ არ უნდოდა სიკვდილი, საშინლად დარდობდა ჩემზე… ღმერთო, იცოდე, რომ ჩემს უფროს ვაჟს ყველაზე მეტად ვუყვარდი ქვეყანაზე! ჩემს კალთაში ქვითინებდა და იმეორებდა: „ დედა, შენ რა გეშველება როცა მე მოვკვდები?..“
როგორ იტანჯებოდა ჩემი ბიჭი, როცა ჩემს წვალებას უყურებდა! გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო… მორფინი დაუნიშნეს… ფეხზე ვერ დგებოდა… ოთახიდან გასული რომ ვიყავი, თავი ჩამოიხრჩო… ძლივს ჩამოვხსენი… იმის ძალაც არ შემწევდა, რომ მეყვირა და მეთხოვა შველა… მაპატიეთ, ვეღარ ვლაპარაკობ… 
 ამდენი ტირილით ცრემლიც კი აღარ შემრჩენია…
ზინაიდა: ოთხი საფლავი… ოთხი სიცოცხლე დამარხულია გვერდიგვერდ. ერთი ადგილია თავისუფალი, ჩემთვის. მაგრამ სიკვდილს არ ვუნდივარ! ალბათ უნდა ვიცოცხლო, რათა მათი სულებისთვის ვილოცო. 2 წლის წინ, მეზობელთან რომ ვიყავი, ჩვენს ძველ სახლს მეხი დაიცა და ერთიანად გადაიწვა. სახლიც კი არ შემრჩა სახსოვრად! იცით რაზე დამწყდა გული? სახლში რომ არ ვიყავი ამ დროს! მერე კი თავს შევუძახე: „ჩემი შვილების სულისთვის ვინღა ილოცებს? ვინ მოუვლის მათ საფლავებს? სანთელს ვინ დაუნთებს?“ ხედავთ? ვცოცხლობ! ეს ოთახი ამიშენეს. არ ვწუწუნებ, რაც არის, ეგ არის… მერიდება, მაგრამ მაინც რაღაც მინდა გთხოვოთ…
– გვთხოვეთ ნებისმიერი რამ! რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ?
 ზინაიდა: გამოაქვეყნეთ ჩემი ტელეფონის ნომერი, იქნებ ვინმემ დამირეკოს…
სურათიც კი არ მაქვს ჩემი შვილების, რომ ველაპარაკო ხანდახან! მარტოს ხომ აღარ მიმატოვებთ? სრულიად მარტო ვარ მთელს მსოფლიოში… 
ზინაიდა თავისთვის არაფერს ითხოვს. სამაგიეროდ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მას ძალიან უჭირს ზოგჯერ სახლში საჭმელიც კი არ აქვს.  200 ლარი პენსიის იმედადაა მხოლოდ.
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ზინაიდა ბალანჩივაძის დასახმარებლად. 
საბრალო მოხუცის გაჭირვებაში მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში უფლისა და საკუთარი სინდისის წინაშე! ჩვენ, ქართველები, უნდა გავხდეთ მისი შვილები! ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე!
ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი და საოჯახო ტექნიკა.
წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი მშობელია და უსათუოდ, უფლისგან მუდამ დალოცვილი იქნებით!
და კიდევ, – დაურეკეთ ქალბატონ ზინაიდას, მან მთელი გულით გვთხოვა! უთხარით, რომ მარტოს არ მივატოვებთ! მისი ნომერია: 598 27 89 58.
ასევე შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ და შეძლებისამებრ დაეხმაროთ მას. ღმერთი 
დაგლოცავთ და გაგაძლიერებთ! მისამართი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯი.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე; office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზინაიდა ბალანჩივაძე)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/551-balanchivadze/
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
Nova Technology
TBCpay
ExpressPay
ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! მოდით, ხელი გავუმართოთ ამ უმწეო მოხუცსაც . სიბერეში მარტოსულობისგან არავინაა დაზღვეული! ვინ იცის, რა დროს დაგვჭირდება სრულიად უცხო ადამიანების დახმარება!

თქვენ მე მკვდრეთით აღმადგინეთ, მეგობრებო!

სიკვდილს აღარ ვუხმობ და კვლავაც სიცოცხლე მინდა!რამდენი წელი მარტოობაში… შვილებისა და მეუღლის საშინელი სიკვდილი… თითქოს დილეგში ვიყავი გამომწყვდეული, ახლა კი…

ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოს ჩემი ბედ-იღბალი აღელვებს და მე ჩემს საყვარელ ქართველებს ვჭირდები. მე კვლავ ვეკუთვნი მათ დიდ ოჯახს! სასწაული მოხდა!!!

პირველად, მრავალი წლის მანძილზე, ზინაიდა ბალანჩივაძე კვლავ იღიმის… მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები არავის უნახავს მას შემდეგ, რაც სასაფლაოზე ოთხი პატარა ბორცვი გაჩნდა, საყვარელი შვილებისა და მეუღლის ოთხი საფლავი!..

– ზინაიდა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ზინაიდაიცით, პირველად ვიგრძენი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი ბედი აღელვებთ. მარტოობაში გატარებულიამდენი წლის შემდეგ, როდესაც უკვე მივეჩვიე, რომ გარშემო არავინ მყავს და არავინ მეხმარება – სასწაული მოხდა!

ახლა, თქვენი წყალობით, ფონდის მეგობრებო, ზინაიდას ცხოვრება სრულიად შეიცვალა! მხოლოდ ახლა, 60 წლის ქალბატონი გულის ფანცქალით ელის თითოეულ სატელეფონო ზარს თავისი ახალი მეგობრებისგან; იმ მეგობრებისგან, რომლებმაც ის სიკვდილზე ბნელი ფიქრებისგან იხსნეს.

„პირველად ვიგრძენი, რომ სამყაროში მარტო არ ვარ, რომ ვიღაცას აინტერესებს, როგორ ვგრძნობ თავს, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ თუ არა… მე კვლავ დავიბრუნე ცხოვრებაში მთავარი – ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთი არ ვარ“, – აღტაცებით ამბობს ზინაიდა.

მეგობრებო, შეხედეთ ამ ოდესღაც დარდითა და მარტოობით განადგურებულ ქალბატონს. მასში ძნელად თუ ამოიცნობთ ზინაიდა ბალანჩივაძეს – უბედურ ქალსა და მეუღლეს, რომელმაც ერთი მეორის მიყოლებით, მეუღლე და სამი შვილი დაასაფლავა!..

მისი სულისშემძვრელი ისტორია ჩვენ სულ ახლახან მოგიყევით პოსტში„როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი?“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/551-balanchivadze/

საბრალო ზინაიდა მაშინ თავზე მოწეული უბედურების გამო იყო დათრგუნული; იგი აღარ იღიმოდა და მხოლოდ ერთს – თავის აღსასრულის ჟამს ელოდა. საბრალო ქალი ხსნას მხოლოდ ამაში ხედავდა და მის ცხოვრებას აზრი ჰქონდა დაკარგული… მაგრამ აბა, ახლა შეხედეთ მას! ის 30 წლით არის გაახალგაზრდავებული! სახებედნიერებით უბრწყინავს! ზინაიდამ კვლავ დაიბრუნა ცხოვრების ხალისი; სურს, უფრო დიდხანს იცოცხლოს, რომ ყველა ახალი მეგობრისთვის – ფონდის ყველა მეგობრისთვის ილოცოს!

„არც კი ვიცი, რა სამადლობელი სიტყვები შევარჩიო, რომ ის ყველაფერი გამოვხატო, რისი თქმაც თქვენთვის მსურს! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა. თითოეული ზარი, თითოეული სიტყვა… – ამბობს ზინაიდა. – მე ისეთი მარტოსული, ისეთი უბედური ვიყავი. ვერაფერში ვპოულობდი ნუგეშს. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ჩემ გვერდით მთელი ქართველი ერი დგას! ეს მე სიცოცხლის ძალას მაძლევს! ამ წმინდა ადამიანების გამო, მე არ დავნებდები!“

– ზინაიდა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ზინაიდაიცით, პირველად ვიგრძენი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ჩემი ბედი მნიშვნელოვანია. მარტოობაში გატარებულიამდენი წლის შემდეგ, როდესაც უკვე მივეჩვიე, რომ გარშემო არავინ მყავს და არავინ მეხმარება – სასწაული მოხდა!

მას შემდეგ, რაც ჩემ შესახებ პოსტი დაწერეთ, უამრავი ზარი შემომივიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ფონდის მეგობრებისგან. ყველანი მხარდაჭერას მიცხადებდნენ! ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე წუთით, თავს ბედნიერადაც კი ვგრძნობდი…მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან სამწუხაროდ, მეტად არ შემეძლო; ყოველ ჯერზე, რეალობას ვუბრუნდებოდი – გვერდით ხომ არც მეუღლე მყავს და არც შვილები?!. მათ მე ვერავინ დამიბრუნებს და ეს მწუხარება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა; მაგრამ რომ არა თქვენი ფონდი, ეს ბედნიერი წუთებიც კი არ მექნებოდა… 

ჩემ დასახმარებლად საქართველოში მცხოვრები ყველა კეთილი ადამიანი გაერთიანდა. ეს გრძნობა ისე მამხნევებდა და მანუგეშებდა… მინდა ყველას, აბსოლუტურად ყველა კეთილ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც მე დამეხმარა. თუნდაც უბრალო ზარით, რადგან ჩემთვის ეს მარტივი არ ყოფილა!

– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? 

ზინაიდავაი, არც კი ვიცი!.. ყველაფერი! თქვენ ისეთი დიდი და ლამაზი მაცივარი მომიტანეთ, ასეთი არასდროს მქონია. ტელევიზორიც რა მშვენიერია! როგორღაც მაინც შემიძლია ყურადღების გადატანა ჩემი ცხოვრების ყველა საშინელებისგან… ა, არა! ვიცი! ვიცი, ყველაზე მეტად რა მომეწონა! გაგეცინებათ, მაგრამ – ელექტრო ჩაიდანი! (იცინის). დიახ, ისეთი სასიამოვნოა, გრილ საღამოს ცხელი ჩაით რომ თბები. დიდხანს ლოდინიც არ გიწევს, როგორც, მაგალითად, წყლის ცეცხლზე გაცხელებისას. დიახ, ჩაიდანი ძალიან მომეწონა! ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა! ყველაფრისთვის მადლობა! თქვენ კეთილ საქმეს აკეთებთ. თქვენ სიცოცხლეს უბრუნებთ ისეთ გაწამებულ ადამიანებსაც კი, როგორიც მე ვარ… ღმერთმა დაგლოცოთ! 

– ზინაიდაეს სიტყვები ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! მადლობა! მოგვიყევით, ფონდის გარდა ვინ დაგეხმარათ? იქნებ სახელები გახსოვთ? 

ზინაიდაძალიან კარგად დამამახსოვრდნენ ახალგაზრდები ქუთაისიდან. თავს ვერ დავდებ, რომ ქუთაისიდან იყვნენ, მაგრამ მე ასე მახსოვს; თუმცა, ამას რომ წაიკითხავენ, მიხვდებიან, რომ მათზე ვსაუბრობ! უბრალოდ საოცარი ბავშვები არიან! რამდენიმე ადამიანი იყო, ბიჭები და გოგონები. ისეთი კარგები, კეთილები, უბრალოდ არაჩვეულებრივი ბავშვები. ბევრი საკვები პროდუქტი მომიტანეს, ძალიან ბევრი! ვეუბნებოდი: „რად გინდოდათ, ჩემო კარგებო? რატომ შეწუხდით? ამ სიშორეზე მოხვედით!“ ერთ-ერთმა მათგანმა – მაღალმა, სიმპათიურმა ახალგაზრდა ყმაწვილმა კი მიპასუხა: „თქვენ იმდენი ტანჯვა გამოიარეთ, უფლება მოგვეცით, ოდნავ მაინც განუგეშოთ!“ ვერ მოვითმინე და ავტირდი, ყველას ჩავეხუტე, ისეთი საოცარი ადამიანები არიან – ჩვენი ქვეყნის მომავალი! ჭეშმარიტი ქართველი ახალგაზრდები! სამწუხაროდ, მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე, ან აღტაცებისაგან, ან შოკისგან, არ ვიცი… ასეთ რამეს არ ველოდი. დიახ, თქვენთან საუბრის შემდეგ ვიცოდი, რომ ფონდი აუცილებლად დამეხმარებოდა, მაგრამ ხალხი თუ მოვიდოდა და დახმარების ხელს გამომიწვდიდა… ეს სასწაულია!

– ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ მოახდინეს რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? რამით თუ დაგეხმარნენ? 

ზინაიდადიახ, დიახ, მოახდინეს! წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მეწვია, საკვები პროდუქტები მომიტანა: წიწიბურა, კვერცხი, კარაქი და ა.შ. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან გამახარა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მადლობა თქვენ! რადგან სწორედ თქვენი პოსტის მეშვეობით გახმაურდა ჩემი ისტორია და ხალხმა ჩემი დახმარება დაიწყო!

– აგვიღწერეთ თქვენი ემოციები… რა იგრძენით, როდესაც პირველი ზარი შემოგივიდათ? 

ზინაიდაბედნიერება, უდიდესი ბედნიერება და ცრემლები… ტირილი მინდოდა, რადგან უკვე აღარაფრის იმედი არ მქონდა… მაგრამ პირველი ზარი, მხარდაჭერის სიტყვები – ამ ყველაფერმა ცოტაოდენი ძალა მაინც მომცა. მე სრულიად იმედგაცრუებული ვიყავი, ცხოვრების აზრს ვეღარ ვხედავდი. რისთვის უნდა იცხოვრო, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანები გვერდით აღარ გყავს? მაგრამ ძალიან ვცდებოდი. ხანდახან ვფიქრობ, რომ თქვენთან უფალმა გამომგზავნა, რათა დავრწმუნებულიყავი – ცხოვრება არ დასრულებულა, მე უკეთესობის უნდა მჯეროდეს და ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლები არ უნდა ვიტანჯებოდე…

– რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ზინაიდამხარდაჭერა, ნებისმიერი ადამიანისთვის, ძალიან ძლიერი და სასიამოვნო შეგრძნებაა. როდესაც ვიღაც გეუბნება: „იმედს ნუ დაკარგავ, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება“, შენც იჯერებ…

სრულიად უცნობი ხალხი ჩემი ოჯახი გახდა. მათ მე მიმიღეს და ჩემი მდგომარეობა და კეთილდღეობა ადარდებდათ, მირეკავდნენ და ინტერესდებოდნენ, როგორ ვიყავი. ერთი თქვენი თანამშრომელი დღემდე მირეკავს იმის გასარკვევად, ყველაფერი რიგზე მაქვს თუ არა… არსებობს რამე უფრო გამამხნევებელი, ვიდრე ის, რომ შენზე ხალხი ზრუნავს? რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სასოწარკვეთა და დამწუხრება მრცხვენოდა კიდეც, რადგან ეს ხალხი ასე იბრძოდა იმისთვის, რომ ჩემ სახეზე ღიმილი დაენახათ… და მათ ეს გამოუვიდათ კიდეც! (იცინის).

– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ზინაიდამრცხვენია კიდევ რამის თხოვნა, ისედაც ძალიან, ძალიან დამეხმარეთ. ეს დახმარება არასოდეს დამავიწყდება! მე ახლა ყოველდღე თქვენზე ვლოცულობ და თქვენსავით კეთილ ხალხზე მთელ მსოფლიოში! ხალხზე, რომლებიც ახლობელს გასაჭირში არ ტოვებენ. სწორედ ეს ხალხია ჩვენი საქართველოს საყრდენი! 

მერიდება, მაგრამ ფონდის მეგობრებისა და თქვენ გარდა, სხვას ვერავის მივმართავ. ძალიან მეშინია ზამთრის დადგომის, რადგან მაღალყელიანი ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელი არ მაქვს… გაყინვის მეშინია, რადგან გასათბობად სახლში არც გათბობაა, არც ცხელი წყალი. შეშის დასაჩეხად ქუჩაში გასვლა მომიწევს, მაგრამ ჩასაცმელი არაფერი მაქვს… ვინმეს დახმარება თუ მოუნდა, მე ნებისმიერ დახმარებას მივიღებ. ნებისმიერს! 

და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს – იქნებ ეს პოსტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წაიკითხონ და როგორღაც დამეხმარონ სახლის სახურავის გადახურვაში, თორემ წვიმის დროს ოთახებში კოკისპირული თქეში იღვრება. ვშიშობ, მალე საერთოდ დავიხრჩობი. 

ხოლო ფონდს და მის მეგობრებს ათასჯერ დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ყველანი ისე ძალიან შემიყვარდით… ფონდის მეგობრებისთვის და თქვენი შვილებისთვის მე ყოველდღე ვლოცულობ! დაე, გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაგბრუნებოდეთ და თქვენი გულები მუდამ ხარობდნენ!

——–

 მეგობრებო, უდიდესი მადლობა, რომ ეს საბრალო ქალბატონი გასაჭირში არ მიატოვეთ. მან ყველა მშობლიური ადამიანი დაკარგა და სრულიად მარტო დარჩა ამქვეყნად. მადლობა, რომ ზინაიდაზე ზრუნვა იტვირთეთ და მას ის სითბო აჩუქეთ, რომელიც, სამწუხაროდ, აკლდა. ეს ჭეშმარიტად ქართველი ქალი, მიუხედავად ყველა უბედურებისა, სითბოს ასხივებს და დაუღალავად ლოცავს ფონდის ყველა მეგობარს! 

მაგრამ გვახსოვდეს, რომ ერთჯერადი დახმარებით მის ცხოვრებას სრულიად ვერ შევცვლით. ზინაიდას ესაჭიროება საკვები პროდუქტები; მას არც ცხელი წყალი აქვს, არც გათბობა და თბილი ტანსაცმელი. ნუ დავუშვებთ, რომ ის ამ ზამთარს გაიყინოს!

იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი წყალობით შევძლებთ, ზინაიდას ძალა და უკეთესობის იმედი დავუბრუნოთ!

ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ქალის დახმარებას!

მისი მისამართია: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯი.

დაურეკეთ მას ტელეფონზე:598 278 958 

აუცილებლად, აუცილებლად დაურეკეთ! მიულოცეთ დღესასწაულები! ის ხომ ახლა თქვენი ოჯახის წევრია?! ზინაიდას თქვენ გარდა, მთელ სამყაროში არავინ ჰყავს! ხოლო ბიბლიის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ, ჩვენ – ფონდში გვჯერა, რომ თუკი მარტოსულ ადამიანს ერთხელ მაინც დაურეკავთ, – პასუხი შესაძლოა თავად უფალმა გაგცეთ, რადგან წერია: „ის ვინც ღარიბს ეხმარება, მე მეხმარება.“

ხოლო თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FBპოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათიმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000 

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულებაბალანჩივაძეების ოჯახი

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/551-balanchivadze

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
210.00₾
2020 ივნ 05
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
890.00₾
2020 დეკ 09
პროდუქტები
150.00₾

სულ ხარჯები:

1250.00₾

დატოვა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
06.01.2021 10:43:30
₾20.00
ტერმინალი
07.12.2020 20:00:00
₾1.50
ორჯონიკიძე ეკატერინე
07.12.2020 20:00:00
₾3.00
აღაპიშვილი ალექსანდრე
06.12.2020 20:00:00
₾1.50
ტერმინალი
06.12.2020 20:00:00
₾9.50
ტერმინალი
06.12.2020 20:00:00
₾19.50
ტალიაშვილი გიორგი
06.12.2020 20:00:00
₾5.00
შპს ენენჯი 2008
06.12.2020 20:00:00
₾100.00
მარიტა კობახიძე
06.12.2020 20:00:00
₾3.00
ტერმინალი
06.12.2020 20:00:00
₾2.50
ტერმინალი
06.12.2020 20:00:00
₾4.50
თამარ გოგიჩაიშვილი
12.05.2020 20:00:00
₾10.00
არჩვაძე მარიამ
05.05.2020 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
27.04.2020 23:31:40
₾5.00
კეთილი გული
25.04.2020 07:49:15
₾10.00
კეთილი გული
24.04.2020 06:52:18
₾10.00
კეთილი გული
20.04.2020 08:14:38
₾10.00
კეთილი გული
19.04.2020 06:52:43
₾20.00
კუჭავა ანრი
09.04.2020 20:00:00
₾2.00
ლელა იობიძე
02.04.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,250.00

106 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,250.00

106 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება