როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი?
თქვენ მე მკვდრეთით აღმადგინეთ, მეგობრებო!
სიკვდილს აღარ ვუხმობ და კვლავაც სიცოცხლე მინდა!რამდენი წელი მარტოობაში... შვილებისა და მეუღლის საშინელი სიკვდილი... თითქოს დილეგში ვიყავი გამომწყვდეული, ახლა კი...
ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოს ჩემი ბედ-იღბალი აღელვებს და მე ჩემს საყვარელ ქართველებს ვჭირდები. მე კვლავ ვეკუთვნი მათ დიდ ოჯახს! სასწაული მოხდა!!!
პირველად, მრავალი წლის მანძილზე, ზინაიდა ბალანჩივაძე კვლავ იღიმის... მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები არავის უნახავს მას შემდეგ, რაც სასაფლაოზე ოთხი პატარა ბორცვი გაჩნდა, საყვარელი შვილებისა და მეუღლის ოთხი საფლავი!..
– ზინაიდა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ზინაიდა: იცით, პირველად ვიგრძენი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი ბედი აღელვებთ. მარტოობაში გატარებულიამდენი წლის შემდეგ, როდესაც უკვე მივეჩვიე, რომ გარშემო არავინ მყავს და არავინ მეხმარება - სასწაული მოხდა!
ახლა, თქვენი წყალობით, ფონდის მეგობრებო, ზინაიდას ცხოვრება სრულიად შეიცვალა! მხოლოდ ახლა, 60 წლის ქალბატონი გულის ფანცქალით ელის თითოეულ სატელეფონო ზარს თავისი ახალი მეგობრებისგან; იმ მეგობრებისგან, რომლებმაც ის სიკვდილზე ბნელი ფიქრებისგან იხსნეს.
„პირველად ვიგრძენი, რომ სამყაროში მარტო არ ვარ, რომ ვიღაცას აინტერესებს, როგორ ვგრძნობ თავს, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ თუ არა... მე კვლავ დავიბრუნე ცხოვრებაში მთავარი - ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთი არ ვარ“, - აღტაცებით ამბობს ზინაიდა.
მეგობრებო, შეხედეთ ამ ოდესღაც დარდითა და მარტოობით განადგურებულ ქალბატონს. მასში ძნელად თუ ამოიცნობთ ზინაიდა ბალანჩივაძეს - უბედურ ქალსა და მეუღლეს, რომელმაც ერთი მეორის მიყოლებით, მეუღლე და სამი შვილი დაასაფლავა!..

მისი სულისშემძვრელი ისტორია ჩვენ სულ ახლახან მოგიყევით პოსტში„როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ეს ქალბატონი?“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/551-balanchivadze/
საბრალო ზინაიდა მაშინ თავზე მოწეული უბედურების გამო იყო დათრგუნული; იგი აღარ იღიმოდა და მხოლოდ ერთს - თავის აღსასრულის ჟამს ელოდა. საბრალო ქალი ხსნას მხოლოდ ამაში ხედავდა და მის ცხოვრებას აზრი ჰქონდა დაკარგული... მაგრამ აბა, ახლა შეხედეთ მას! ის 30 წლით არის გაახალგაზრდავებული! სახებედნიერებით უბრწყინავს! ზინაიდამ კვლავ დაიბრუნა ცხოვრების ხალისი; სურს, უფრო დიდხანს იცოცხლოს, რომ ყველა ახალი მეგობრისთვის - ფონდის ყველა მეგობრისთვის ილოცოს!

„არც კი ვიცი, რა სამადლობელი სიტყვები შევარჩიო, რომ ის ყველაფერი გამოვხატო, რისი თქმაც თქვენთვის მსურს! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა. თითოეული ზარი, თითოეული სიტყვა... - ამბობს ზინაიდა. - მე ისეთი მარტოსული, ისეთი უბედური ვიყავი. ვერაფერში ვპოულობდი ნუგეშს. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ჩემ გვერდით მთელი ქართველი ერი დგას! ეს მე სიცოცხლის ძალას მაძლევს! ამ წმინდა ადამიანების გამო, მე არ დავნებდები!“
– ზინაიდა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ზინაიდა: იცით, პირველად ვიგრძენი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ჩემი ბედი მნიშვნელოვანია. მარტოობაში გატარებულიამდენი წლის შემდეგ, როდესაც უკვე მივეჩვიე, რომ გარშემო არავინ მყავს და არავინ მეხმარება - სასწაული მოხდა!
მას შემდეგ, რაც ჩემ შესახებ პოსტი დაწერეთ, უამრავი ზარი შემომივიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ფონდის მეგობრებისგან. ყველანი მხარდაჭერას მიცხადებდნენ! ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე წუთით, თავს ბედნიერადაც კი ვგრძნობდი...მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან სამწუხაროდ, მეტად არ შემეძლო; ყოველ ჯერზე, რეალობას ვუბრუნდებოდი - გვერდით ხომ არც მეუღლე მყავს და არც შვილები?!. მათ მე ვერავინ დამიბრუნებს და ეს მწუხარება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა; მაგრამ რომ არა თქვენი ფონდი, ეს ბედნიერი წუთებიც კი არ მექნებოდა...
ჩემ დასახმარებლად საქართველოში მცხოვრები ყველა კეთილი ადამიანი გაერთიანდა. ეს გრძნობა ისე მამხნევებდა და მანუგეშებდა... მინდა ყველას, აბსოლუტურად ყველა კეთილ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც მე დამეხმარა. თუნდაც უბრალო ზარით, რადგან ჩემთვის ეს მარტივი არ ყოფილა!
– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ზინაიდა: ვაი, არც კი ვიცი!.. ყველაფერი! თქვენ ისეთი დიდი და ლამაზი მაცივარი მომიტანეთ, ასეთი არასდროს მქონია. ტელევიზორიც რა მშვენიერია! როგორღაც მაინც შემიძლია ყურადღების გადატანა ჩემი ცხოვრების ყველა საშინელებისგან... ა, არა! ვიცი! ვიცი, ყველაზე მეტად რა მომეწონა! გაგეცინებათ, მაგრამ - ელექტრო ჩაიდანი! (იცინის). დიახ, ისეთი სასიამოვნოა, გრილ საღამოს ცხელი ჩაით რომ თბები. დიდხანს ლოდინიც არ გიწევს, როგორც, მაგალითად, წყლის ცეცხლზე გაცხელებისას. დიახ, ჩაიდანი ძალიან მომეწონა! ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა! ყველაფრისთვის მადლობა! თქვენ კეთილ საქმეს აკეთებთ. თქვენ სიცოცხლეს უბრუნებთ ისეთ გაწამებულ ადამიანებსაც კი, როგორიც მე ვარ... ღმერთმა დაგლოცოთ!

– ზინაიდა, ეს სიტყვები ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! მადლობა! მოგვიყევით, ფონდის გარდა ვინ დაგეხმარათ? იქნებ სახელები გახსოვთ?
ზინაიდა: ძალიან კარგად დამამახსოვრდნენ ახალგაზრდები ქუთაისიდან. თავს ვერ დავდებ, რომ ქუთაისიდან იყვნენ, მაგრამ მე ასე მახსოვს; თუმცა, ამას რომ წაიკითხავენ, მიხვდებიან, რომ მათზე ვსაუბრობ! უბრალოდ საოცარი ბავშვები არიან! რამდენიმე ადამიანი იყო, ბიჭები და გოგონები. ისეთი კარგები, კეთილები, უბრალოდ არაჩვეულებრივი ბავშვები. ბევრი საკვები პროდუქტი მომიტანეს, ძალიან ბევრი! ვეუბნებოდი: „რად გინდოდათ, ჩემო კარგებო? რატომ შეწუხდით? ამ სიშორეზე მოხვედით!“ ერთ-ერთმა მათგანმა - მაღალმა, სიმპათიურმა ახალგაზრდა ყმაწვილმა კი მიპასუხა: „თქვენ იმდენი ტანჯვა გამოიარეთ, უფლება მოგვეცით, ოდნავ მაინც განუგეშოთ!“ ვერ მოვითმინე და ავტირდი, ყველას ჩავეხუტე, ისეთი საოცარი ადამიანები არიან - ჩვენი ქვეყნის მომავალი! ჭეშმარიტი ქართველი ახალგაზრდები! სამწუხაროდ, მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე, ან აღტაცებისაგან, ან შოკისგან, არ ვიცი... ასეთ რამეს არ ველოდი. დიახ, თქვენთან საუბრის შემდეგ ვიცოდი, რომ ფონდი აუცილებლად დამეხმარებოდა, მაგრამ ხალხი თუ მოვიდოდა და დახმარების ხელს გამომიწვდიდა... ეს სასწაულია!
– ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ მოახდინეს რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? რამით თუ დაგეხმარნენ?
ზინაიდა: დიახ, დიახ, მოახდინეს! წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მეწვია, საკვები პროდუქტები მომიტანა: წიწიბურა, კვერცხი, კარაქი და ა.შ. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან გამახარა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მადლობა თქვენ! რადგან სწორედ თქვენი პოსტის მეშვეობით გახმაურდა ჩემი ისტორია და ხალხმა ჩემი დახმარება დაიწყო!
– აგვიღწერეთ თქვენი ემოციები... რა იგრძენით, როდესაც პირველი ზარი შემოგივიდათ?
ზინაიდა: ბედნიერება, უდიდესი ბედნიერება და ცრემლები... ტირილი მინდოდა, რადგან უკვე აღარაფრის იმედი არ მქონდა... მაგრამ პირველი ზარი, მხარდაჭერის სიტყვები - ამ ყველაფერმა ცოტაოდენი ძალა მაინც მომცა. მე სრულიად იმედგაცრუებული ვიყავი, ცხოვრების აზრს ვეღარ ვხედავდი. რისთვის უნდა იცხოვრო, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანები გვერდით აღარ გყავს? მაგრამ ძალიან ვცდებოდი. ხანდახან ვფიქრობ, რომ თქვენთან უფალმა გამომგზავნა, რათა დავრწმუნებულიყავი - ცხოვრება არ დასრულებულა, მე უკეთესობის უნდა მჯეროდეს და ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლები არ უნდა ვიტანჯებოდე...
– რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ზინაიდა: მხარდაჭერა, ნებისმიერი ადამიანისთვის, ძალიან ძლიერი და სასიამოვნო შეგრძნებაა. როდესაც ვიღაც გეუბნება: „იმედს ნუ დაკარგავ, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება“, შენც იჯერებ...
სრულიად უცნობი ხალხი ჩემი ოჯახი გახდა. მათ მე მიმიღეს და ჩემი მდგომარეობა და კეთილდღეობა ადარდებდათ, მირეკავდნენ და ინტერესდებოდნენ, როგორ ვიყავი. ერთი თქვენი თანამშრომელი დღემდე მირეკავს იმის გასარკვევად, ყველაფერი რიგზე მაქვს თუ არა... არსებობს რამე უფრო გამამხნევებელი, ვიდრე ის, რომ შენზე ხალხი ზრუნავს? რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სასოწარკვეთა და დამწუხრება მრცხვენოდა კიდეც, რადგან ეს ხალხი ასე იბრძოდა იმისთვის, რომ ჩემ სახეზე ღიმილი დაენახათ... და მათ ეს გამოუვიდათ კიდეც! (იცინის).

– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
ზინაიდა: მრცხვენია კიდევ რამის თხოვნა, ისედაც ძალიან, ძალიან დამეხმარეთ. ეს დახმარება არასოდეს დამავიწყდება! მე ახლა ყოველდღე თქვენზე ვლოცულობ და თქვენსავით კეთილ ხალხზე მთელ მსოფლიოში! ხალხზე, რომლებიც ახლობელს გასაჭირში არ ტოვებენ. სწორედ ეს ხალხია ჩვენი საქართველოს საყრდენი!
მერიდება, მაგრამ ფონდის მეგობრებისა და თქვენ გარდა, სხვას ვერავის მივმართავ. ძალიან მეშინია ზამთრის დადგომის, რადგან მაღალყელიანი ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელი არ მაქვს... გაყინვის მეშინია, რადგან გასათბობად სახლში არც გათბობაა, არც ცხელი წყალი. შეშის დასაჩეხად ქუჩაში გასვლა მომიწევს, მაგრამ ჩასაცმელი არაფერი მაქვს... ვინმეს დახმარება თუ მოუნდა, მე ნებისმიერ დახმარებას მივიღებ. ნებისმიერს!
და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს - იქნებ ეს პოსტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წაიკითხონ და როგორღაც დამეხმარონ სახლის სახურავის გადახურვაში, თორემ წვიმის დროს ოთახებში კოკისპირული თქეში იღვრება. ვშიშობ, მალე საერთოდ დავიხრჩობი.
ხოლო ფონდს და მის მეგობრებს ათასჯერ დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ყველანი ისე ძალიან შემიყვარდით... ფონდის მეგობრებისთვის და თქვენი შვილებისთვის მე ყოველდღე ვლოცულობ! დაე, გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაგბრუნებოდეთ და თქვენი გულები მუდამ ხარობდნენ!
--------
მეგობრებო, უდიდესი მადლობა, რომ ეს საბრალო ქალბატონი გასაჭირში არ მიატოვეთ. მან ყველა მშობლიური ადამიანი დაკარგა და სრულიად მარტო დარჩა ამქვეყნად. მადლობა, რომ ზინაიდაზე ზრუნვა იტვირთეთ და მას ის სითბო აჩუქეთ, რომელიც, სამწუხაროდ, აკლდა. ეს ჭეშმარიტად ქართველი ქალი, მიუხედავად ყველა უბედურებისა, სითბოს ასხივებს და დაუღალავად ლოცავს ფონდის ყველა მეგობარს!
მაგრამ გვახსოვდეს, რომ ერთჯერადი დახმარებით მის ცხოვრებას სრულიად ვერ შევცვლით. ზინაიდას ესაჭიროება საკვები პროდუქტები; მას არც ცხელი წყალი აქვს, არც გათბობა და თბილი ტანსაცმელი. ნუ დავუშვებთ, რომ ის ამ ზამთარს გაიყინოს!
იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი წყალობით შევძლებთ, ზინაიდას ძალა და უკეთესობის იმედი დავუბრუნოთ!
ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ქალის დახმარებას!
მისი მისამართია: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯი.
დაურეკეთ მას ტელეფონზე:598 278 958
აუცილებლად, აუცილებლად დაურეკეთ! მიულოცეთ დღესასწაულები! ის ხომ ახლა თქვენი ოჯახის წევრია?! ზინაიდას თქვენ გარდა, მთელ სამყაროში არავინ ჰყავს! ხოლო ბიბლიის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ, ჩვენ - ფონდში გვჯერა, რომ თუკი მარტოსულ ადამიანს ერთხელ მაინც დაურეკავთ, - პასუხი შესაძლოა თავად უფალმა გაგცეთ, რადგან წერია: „ის ვინც ღარიბს ეხმარება, მე მეხმარება.“
ხოლო თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FBპოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათიმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბალანჩივაძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/551-balanchivadze
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 დეკ 9 | პროდუქტები | 150 | transferred |
2020 ივნ 5 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 890 | transferred |
2020 მაი 4 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 210 | paid |
სულ ხარჯი: 1,250 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
06.01.2021 14:43:30 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
08.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 1.5 | Transfer to account |
08.12.2020 00:00:00 | ორჯონიკიძე ეკატერინე | 3 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | აღაპიშვილი ალექსანდრე | 1.5 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 9.5 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 19.5 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ტალიაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | შპს ენენჯი 2008 | 100 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | მარიტა კობახიძე | 3 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 2.5 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 4.5 | Transfer to account |
13.05.2020 00:00:00 | თამარ გოგიჩაიშვილი | 10 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | არჩვაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
28.04.2020 03:31:40 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
25.04.2020 11:49:15 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.04.2020 10:52:18 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.04.2020 12:14:38 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.04.2020 10:52:43 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
10.04.2020 00:00:00 | კუჭავა ანრი | 2 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | ლელა იობიძე | 5 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | ქუთათელაძე გიორგი | 9 | Transfer to account |
31.03.2020 00:00:00 | მარტიაშვილი გელა | 5 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | ლანა ჭელიძე | 5 | Transfer to account |
30.03.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 2 | Transfer to account |
29.03.2020 00:00:00 | სალომე სტურუა | 5 | Transfer to account |
27.03.2020 14:04:53 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.03.2020 00:00:00 | თეონა თაბუკაშვილი | 10 | Transfer to account |
26.03.2020 00:00:00 | თამარ ბიგანიშვილი | 5 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | გვანცა ჯინჭარაძე | 5 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | ნინო შევარდნაძე | 20 | Transfer to account |
25.03.2020 00:00:00 | ზურაბი ელბაქიძე | 20 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | მირანდა გოგილაშვილი | 10 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | ნინო ჯაფარიძე-პოპოვა | 9 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | თეა ნასყიდაშვილი | 10 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | გერსამია ნინო | 5 | Transfer to account |
24.03.2020 00:00:00 | ბეჟანიძე ხათუნა | 10 | Transfer to account |
19.03.2020 00:00:00 | ჯიბუტი თეონა | 1 | Transfer to account |
18.03.2020 00:00:00 | გიორგი პაპავა | 5 | Transfer to account |
18.03.2020 00:00:00 | ფანგანი ნოდარი | 10 | Transfer to account |
17.03.2020 00:00:00 | მიქაუტაძე თამარ | 10 | Transfer to account |
17.03.2020 00:00:00 | თოიძე ინგა | 40 | Transfer to account |
17.03.2020 00:00:00 | ქეთევან ჩანადირი | 10 | Transfer to account |
16.03.2020 00:00:00 | კვანტალიანი მაია | 10 | Transfer to account |
15.03.2020 00:00:00 | ლევანი ჩარბაძე | 5 | Transfer to account |
13.03.2020 00:00:00 | ცუცქირიძე ზურაბ | 10 | Transfer to account |
13.03.2020 00:00:00 | ბროკიშვილი რუსუდან | 10 | Transfer to account |
12.03.2020 00:00:00 | მაჩაიძე გოდერძი | 5 | Transfer to account |
09.03.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
04.03.2020 00:00:00 | ირაკლი კახოიძე | 10 | Transfer to account |
03.03.2020 09:39:18 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
02.03.2020 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 1 | Transfer to account |
02.03.2020 00:00:00 | ლერი გოგსაძე | 44 | Transfer to account |
29.02.2020 18:36:39 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
29.02.2020 00:00:00 | ბართია ნინო | 10 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | ყიფიანი ხათუნა | 3 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | დავითაია სალომე | 1 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | თაბაგარი თორნიკე | 23 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | ტერმინალი | 4.5 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | თამარი პავლიაშვილი | 5 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | ნინო ბახტაძე | 8 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | ნინო რაზმაძე | 3 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | შოთა ქაჯაია | 10 | Transfer to account |
29.02.2020 00:00:00 | თეონა ჩიქოვანი | 10 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | ჩაგუნავა ალექსანდრე | 0.5 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | თაბაგარი თორნიკე | 30 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | გვეტაძე ეკატერინე | 5 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | აფციაური დავით | 10 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | ტერმინალი | 1.5 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | მაია წიკლაური | 2 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | დავით ყეინაშვილი | 10 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | გიორგი ლომიძე | 50 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | თამარი ჯიაძე | 2 | Transfer to account |
28.02.2020 00:00:00 | თამთა შანიძე | 2 | Transfer to account |
27.02.2020 00:00:00 | ტერმინალი | 1.5 | Transfer to account |
27.02.2020 00:00:00 | გელაძე მარიამ | 2 | Transfer to account |
27.02.2020 00:00:00 | მარიამი | 50 | Transfer to account |
27.02.2020 00:00:00 | ნინო რაზმაძე | 1 | Transfer to account |
27.02.2020 00:00:00 | სოფიკო სიფრაშვილი | 10 | Transfer to account |
25.02.2020 00:00:00 | ჭაბაშვილი ალეკო | 10 | Transfer to account |
25.02.2020 00:00:00 | გიგა გაჩეჩილაძე | 10 | Transfer to account |
24.02.2020 00:00:00 | ბატიაშვილი ლაშა | 15 | Transfer to account |
20.02.2020 00:00:00 | მახარაძე დიმიტრი | 5 | Transfer to account |
20.02.2020 00:00:00 | სინაურიძე მარიამი | 10 | Transfer to account |
20.02.2020 00:00:00 | გიორგი | 10 | Transfer to account |
20.02.2020 00:00:00 | ეკატერინე სახვაძე | 15 | Transfer to account |
19.02.2020 00:00:00 | გოგიჩაშვილი ელენე | 2 | Transfer to account |
18.02.2020 00:56:44 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
18.02.2020 00:00:00 | ზინაიდა ბალანჩივაძე | 50 | Transfer to account |
18.02.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 100 | Transfer to account |
18.02.2020 00:00:00 | პაატა ქურდაძე | 1 | Transfer to account |
17.02.2020 22:17:46 | ანონიმი | 2 | PayGe (VISA, MasterCard) |
17.02.2020 13:41:21 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.02.2020 00:00:00 | ანდღულაძე სოფიო | 20 | Transfer to account |
17.02.2020 00:00:00 | ბექიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
17.02.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 2 | Transfer to account |
15.02.2020 00:00:00 | თინათინ პაპიაშვილი | 10 | Transfer to account |
15.02.2020 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
15.02.2020 00:00:00 | შალვა თუმანიშვილი | 1 | Transfer to account |
14.02.2020 10:36:38 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
14.02.2020 00:00:00 | ტერმინალი | 5 | Transfer to account |
14.02.2020 00:00:00 | ფეიქრიშვილი მარინე | 2 | Transfer to account |
14.02.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
14.02.2020 00:00:00 | ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
13.02.2020 18:46:32 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.02.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
13.02.2020 00:00:00 | ბახტაძე ციცო | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,250 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|