რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“

calendar აპრილი 10, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მამამ ძალიან ბევრი ნაყინი შეჭამა და ახლა ყელი სტკივა. „ხედავთ, რა ცუდია ამდენი ცივი

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 „მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ! მეთამაშე რა,
გეხვეწები, ხო იცი, როგორ მიყვარხარ
!– ეხვეწება 4 წლის ანდრია მამიკოს, რომელიც
გაუნძრევლად წევს.

ჩვენ კი სრული სერიოზულობით
აგვიხსნა, რომ მამამ ძალიან ბევრი ნაყინი შეჭამა და ახლა ყელი სტკივა. „ხედავთ, რა
ცუდია ამდენი ცივი?“

 „ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა, თავი ზღაპარში
მეგონა, ხელის გულზე დამატარებდა“ – გვიამბობს ანდრიას ულამაზესი დედა, ანი. საყვარელ
მეუღლეზე რომ საუბრობს, სითბოთი და სიყვარულით უბრწყინავს თვალები – „ მერე კი… მადლობა
ღმერთს, ცოცხალი რომ  გადარჩა!“( ტირის)

ქორწილის სურათებზე,
ზღაპრულად ლამაზ ქართველ წყვილს ვხედავთ. ნამდვილად ზღაპარს ჰგავდა მათი ცხოვრება.
მაგრამ ერთხელაც, როცა დავითი ღამით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ,  ოჯახთან მიიჩქაროდა, საშინელი ავარია შეემთხვა. ტვინის
ყველა უბანი დაზიანებული აქვს. როცა გონს მოვიდა, კლინიკიდან გაწერეს, მკურნალობის
სახლის პიროებებში გასაგრძელებლად. ვერ ლაპარაკობს, ვერ ინძრევა, გაურკვეველია, ოჯახის
წევრებს საერთოდ თუ ცნობს. მეუღლე კი, ისე უვლის, როგორც ჩვილ ბავშვს.

– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, თუ შეიძლება.

ანი: ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ. მე 25 წლის ვარ, ჩემი მეუღლე, დავითი – 26-ის,
ანდრია – 4-ის, ბარბარე კი – 1 წლის. დროებით დედაჩემი, ვილოტაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს
და ყველაფერში მეხმარება.

– გვესმის, რომ რთულია თქვენთვის ამაზე
საუბარი, მაგრამ იქნებ გვიამბოთ, რა დაემართა თქვენს მეუღლეს.

ანი: 28 ოქტომბერს, დავითი საშინელ ავარიაში მოყვა, სასწაულია, საერთოდ ცოცხალი
რომ გადარჩა. დაუზიანდა თავის ქალა და ტვინის ყველა უბანი. აღდგენა დამოკიდებულია ორგანიზმის
ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და რეაბილიტაციის კურსზე. ორი თვე რეანიმაციაში, კომაში
იწვა. როდესაც თვალები გაახილა, დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო, და შესაბამისად აღარ
იყო სარეანიმაციო პაციენტი, არჩევანის წინაშე დავდექით: ნევროლოგიის განყოფილებაში
დაგვეტოვებინა ან სახლში გაგვეგრძელებინა მკურნალობა. ვინაიდან ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში
ავღმოჩნდით, და მკურნალობის საფასურის გადახდის, აღარანაირი საშუალება გაგვაჩნდა, დავითი
სახლში გაწერეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა, ჩვილი ბავშვის მდგომარეობას თუ შეედრება.
უბრალოდ წევს გახელილი თვალებით, ვერ ვხვდები, საერთოდ თუ  გვცნობს, დამოუკიდებლად გადაბრუნებაც კი არ შეუძლია
და კონტაქტში არ შემოდის. ორი თვის განმავლობაში, ჩვენთან რეაბილიტოლოგი მოდიოდა, შემდეგ
კი მასაჟის გაკეთება მეც ვისწავლე.

– ასეთი ავადმყოფის მოვლაში, რა მიგაჩნიათ
ყველაზე რთულად?

ანი: ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ ფიზიკურად ძალიან მიჭირს მისი გადაბრუნება,
პამპერსის შეცვლისა და სხვა პროცედურების დროს. საუბარია მამაკაცზე, რომელიც სულ ცოტა
ხნის წინ, ფიზიკურად დიდი და ძლიერი გახლდათ. აქდან გამომდინარე, როგორც ქალს, ძალიან
მიჭირს ასეთ სიმძიმესთან გამკლავება. ჩადგმული აქვს ორი სტომა, ერთი კვებისთვის, მეორე
კი სხვა ფიზიკური მოთხოვნილებებისთვის. მათი ხშირი გამოცვლა და სტერილურობის დაცვა
აუცილებლობას წარმოადგენს. საჭიროა დიდი ოდენობით სტერილური ხელთათმანები და ჰიგიენური
საშუალებები.

– ანი, რა რჩევას მისცემდით ქალებს, ვინც
თქვენსავით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა?

ანი: პირველ რიგში, მინდა ვუსურვო დიდი მოთმინება, გამძლეობა და, რა თქმა უნდა,
უდიდესი სიყვარული, ამის გარეშე, ამ ომში ვერ გავიმარჯებთ!

– რა არის თქვენი ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა?

ანი: პრობლემა ის  არის, რომ  ასეთი ავადმყოფის მოსავლელად, ძალიან დიდი ფინანსური
სახსრებია საჭირო: წამლები, პამპერსი, სანაციის აპარატის ფილტრები, ხელთათმანები…

  ექიმების თქმით, დავითისთვის აუცილებელია
სრულფასოვანი კვება, თევზი და ხორცი, მაგრამ ჩვენს ოჯახს სამწუხაროდ არ აქვს ამის საშუალება.

– შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ,
როგორ შეხვდით თქვენს სიყვარულს?

ანი:  სრულიად შემთხვევით, ჩემს მეგობარს
გავყევი სოფელ ოკამში. სწორედ მის ოჯახში გავიცანი დავითი. მაშინ „ოდნოკლასნიკი“ იყო
ძალიან პოპულარული და მიმოწერა გვქონდა. მერე კი მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება
არ შეგვიძლია. დავითს რომ შეეძლოს, უფრო ლამაზად მოგიყვებოდათ ჩვენს ისტორიას.

– გეხმარებათ ვინმე? მშობლები, ან ნათესავები?გინდათ
ვინმეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ?

ანი: დავითის ოჯახი შორს ცხოვრობს, კახეთში, სამწუხაროდ არ აქვთ საშუალება
ფინანსურად რომ დამეხმარონ. მაგრამ მიუხედავად შორი მანძილისა, დავითის 16 წლის და,
ინგა, ხშირად ჩამოდის და მეხმარება მის მოვლაში. მისი ძალიან მადლობელი ვარ.

დედაჩემი, ვიოლეტა, ფინანსურად
ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში. მკერავად მუშაობდა, ახლა კი, შექმნილ ვითარებაში, ისიც
უმუშევარი დარჩა. არ ვიცით, რა ვქნათ.

– როცა დაქორწინდით, რაზე ოცნებობდით? როდესმე წარმოგედგინათ,
რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ანი: ჩვენი ოჯახი, ძალიან დიდი სიყვარულით შეიქმნა და მართლაც, საოცრად კარგად
ვცხოვრობდით. შვილებზე, დიდ და ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდით, როგორც ყველა. დავითი დღე
და ღამე მუშაობდა, რათა ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, სულ
სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობდით.დავითი ძალიან ძლიერი და შრომისმოყვარეა, ოქროს ხელები
აქვს და ყველაფერი კარგად გამოსდის. დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ მის ოჯახს ყველაფერი
ჰქონოდა. ამ ავარიამ ჩვენი ცხოვრება გადაატრიალა, დავითი გვიან, ღამით სამსახურიდან
სახლში მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში მანქანა ამობრუნდა.

– ძალიან გითანაგრძნობთ, ვინმესთვის თუ მიგიმართავთ
დახმარებისთვის? ადგილობრივი მმართველობისთვის, მაგალითად?

ანი: აბსოლუტურად ყველა ინსტანციას მივმართე, მაგრამ იმის გამო, რომ დავითი
სიღნაღშია ჩაწერილი, ყველგან უარი გვითხრეს. მხოლოდ სიღნაღის მერიამ გადარიცხა 700
ლარი იმ კლინიკაში, სადაც ჩემი მეუღლე იწვა. ახლაც მივმართე მერიას სარეაბილიტაციო
კურსის დაფინანსების თხოვნით, მაგრამ დახმარების იმედიც არ მაქვს.

– მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

ანი: დიახ, ძალიან მორწმუნე ვარ, ადრე წირვა-ლოცვას ხშირად ვესწრებოდი, ახლა
სამწუხაროდ ამის საშუალება აღარ მაქვს. მეუღლეს ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. მაგრამ მკაცრად
ვიცავ ყველა მარხვას და შვილებსაც ქრისტიანული წესებით ვზრდი.

– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ანი: კი, მჯერა. ჩვენი მეგობრები და მეზობლები
ძალიან დაგვეხმარნენ. თქვენს სტატიებსაც ვკითხულობ და ვხედავ, ქართველები როგორ
ეხმარებიან ერთმანეთს.

– ბავშვები დაგყავთ საბავშვო ბაღში?

ანი: სანამ თავს ეს უბედურება დაგვატყდებოდა,
ბავშვები კერძო ბაღში დადიოდნენ. როგორც უკვე გითხარით, სხვანაირ ცხოვრებას
ვიყავით მიჩვეული. ახლა ამაზე საუბარიც ზედმეტია. პატარა ბარბარე 1 წლისაა, ანდრია
კი 4-ის – ძალიან უყვარს ხატვა. მინდოდა მისი ხატვის წრეში მიყვანა, მაგრამ ახლა
ამის შესაძელებლობაც, რაღა თქმა უნდა, არ გვაქვს. დავითი ყოველთვის არაჩვეულებრივი
მამა იყო. ბავშვებს სიგიჟემდე უყვართ. ახლაც, სულ ეხვევიან და ეფერებიან. ჯერ
ძალიან პატარები არიან, არ ესმით, რა მოხდა. მე ვუხსნი, რომ მამამ ბევრი ნაყინი ჭამა
და ახლა ყელი სტკივა.

– რას აჭმევთ ბავშვებს? როგორია მათი
ყოველდღიური რაციონი?

ანი: საკვებს რაც შეეხება, ერთნაირ საჭმელს
ვუმზადებ დავითსა და ბავშვებს, ხშირად ვუმზადებ წვნიანებსა და ფაფებს. დავითისთვის
კი აუცილებელია სრულფასოვანი კვება, თევზი და ხორცი, ბავშვებზე რომ აღარაფერი
ვთქვათ.

– ამ ბინაში როგორ აღმოჩნდით?

ანი: ქირით ვცხოვრობთ ამ ოთახში, თვეში 300 ლარს
ვიხდით. თავადაც ხედავთ, სულ 25 კვადრატია. 
ოთახი გავყავი ორ ნაწილად, ერთ მხარეს რეანიმაცია მოვაწყვე დავითისთვის,
მეორე მხარეს – საძინებელი.

  გაზს რაც შეეხება, ოთახის
პატრონმა, ამ საკითხის გადაჭრაში დახმარებაზე უარი გვითხრა. მას ეს არ სჭირდება,
მე კი სახსრები არ მაქვს, რომ ოთახში გაზი შემოვიყვანო. გაზის ბალონზე ვამზადებ
საჭმელს.

– ბავშვებს
გავესაუბრები, თუ შეიძლება. ანდრია როგორ ხარ? რა 
თამაშები გიყვარს? დედიკოს ეხმარები?

ანდრია(4
წლის):
მე კარგად ვარ… ოღონდ მამა ავად არის. იცით, ბევრი
ნაყინი ჭამა და ახლა ყელი სტკივა. მე კი ძალიან მინდა მასთან თამაში. ადრე ფეხბურთს
მეთამაშებოდა, სასეირნოდ დადიოდით, ახლა კი… მინდა, მამიკო მალე გამოჯანმრთელდეს.

  ძალიან
მინდა დედიკოს დავეხმარო. სულ ტირის, რაც მამა ავად გახდა. როცა მამიკოს მასაჟს უკეთებს,
მე ჩემს დას ვართობ, ხელი რომ არ შეუშალოს.

– რა
შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

ანი: ჩემს
მუშაობაზე საუბარიც არ ღირს. მუდმივად მეუღლის გვერდით ვარ. სანამ დედაჩემს სამსახური
ჰქონდა, ფინანსურად ძალიან მეხმარებოდა. ახლა არ ვიცი, რა გვეშველება. სოციალური დახმარება
–  80 ლარი. სანამ ეს საშინელება მოხდებოდა,
ჩემი მეუღლე დაუღალავად შრომობდა. ჩვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა. სამი
წელი კონტრაქტით ჯარში მსახურობდა, შემდეგ ხელოსნობდა ყველაფერი ეხერხება, ხშირად ღამითაც
უმუშავია. ყველა სურვილს გვისრულებდა.

– თქვენია
აზრით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ანი: მხოლოდ
იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი მეუღლე ფეხზე დადგეს, ყველაფერი ძველებურად რომ იყოს, ძალიან
გვიყვარს ერთმანეთი. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ დავითი გამოჯანმრთელდეს. მე ამის
მჯერა!

  ამისთვის აუცილებელია ფინანსური სახსრები
და ხანგრძლივი შრომა. ჩემი ძალისხმევით, უკვე მივიღე  მცირეოდენი შედეგი. მივაღწიე იმას, რომ დავითს სახლის
პირობებში სიცხე აღარ აქვს. სანამ რეანიმაციაში იწვა, სულ 39 ჰქონდა სიცხე. იქ პროფესიონალურად
უვლიდნენ, მაგრამ არა ისეთი სიყვარულით როგორც მე!

  ძალიან გვჭირდება პროდუქტი, პამპერსი,
ჰიგიენური საშუალებები, სანაციის აპარატის ერთჯერადი ფილტრებიც ძვირია, წამლების ორკვირიანი
მარაგი კი დაახლოებით 200 ლარი ჯდება.

  ასევე, ძალიან გვჭირდება
კონდიციონერი,  არ გეგონოთ ახირება. ოთახი
მზიან მხარეზეა. ზაფხული ახლოვდება, დავითისთვის კი, ღია ჭრილობების გამო, სიცხე,
კოღო და ინფექცია დამღუპველია.

– რატომ გადაწყვიტეთ მოგემართათ ჩვენთვის?

ანი: ნათესავებმა მირჩიეს. მითხრეს: „ჩერნოვეცკის
ფონდს მიმართე, ბევრ ოჯახს დაეხმარნენ,  თქვენც აუცილებლად დაგეხმარებიან.“

– გსურთ გაიცნოთ ჩვენი ფონდის მეგობრები?

ანი: ისეთ მდგომარეობაში ავღმოჩნდი, მიჭირს
ადამიანებთან ურთიერთობა. ოჯახის გარდა, დრო აღარავისთვის მრჩება. ფონდის
მეგობრების გაცნობა გამიხარდება, ეს ჩემთვის გადარჩენის ტოლფასია. გამოუვალი
მდგომარეობა რომ არა, არასდროს მოგმართავდით დახმარებისთვის. ჩემი მეუღლე, ჩვენთვის
ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, სხვებსაც კი ვეხმარებოდით, ახლა კი…

———– 

  მეგობრებო, როგორცხედავთ, დავით შარმიაშვილის ოჯახსოჯახსძალიანუჭირს. ძალაინსჭირდებათპროდუქტი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და საოჯახოტექნიკა!

  გამოვიჩინოთგულისხმიერება, ხელიგავუმართოთმათ,მივცეთშანსი დავითს, რომ დაუბრუნდეს ოჯახსა და ნორმალურ ცხოვრებას!შეგიძლიათთავადეწვიოთამოჯახსდაგაუწიოთდახმარება. მერწმუნეთ,ძალიანგაახარებთ! დაურეკეთანის, ჰკითხეთრასჭირდება, გაამხნევეთდაუთხარით, რომგასაჭირშიარმივატოვებთ! ესძალიანმნიშვნელოვანია!

  მათიმისამართია: თბილისი, გორგასლის 81. ტელეფონისნომერი: 577322374

  მეგობრებო, ჩერნოვეცკისფონდიიწყებსსაქველმოქმედოაქციასდავით შარმიაშვილისდასახმარებლად. როგორციცით,ჩვენიფონდისდახმარებაერთჯერადიროდია.
დაეხმარეთგადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ეს ოჯახითქვენინათესავებისსიაშიდაეჭვიცარგვეპარება,  უფალიდაგლოცავთ.

  აუცილებლადგააზიარეთესინფორმაცია, რათათქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურებისშესახებ! ესმნიშვნელოვანია!

  უფალიგვაძლევსსაშუალებასვიზრუნოთიმადამიანებზე,
ვისაცამისძალათავადარშესწევთ. ყველაერთნაირადკეთილივერიქნება. გვერდსნუაუვლითგაჭირვებულს,თითოეულიმათგანიუფლისგანაანაბოძები,
რათაშევძლოთღმერთსჩვენირწმენაარამხოლოდსიტყვიერად,
არამედკეთილისაქმითდავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევერთითხოვნაგვაქვს, თუკიშეიტყობთ,
რომ 
თქვენსნაცნობსანმეზობლსდახმარებასჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთგულისხმიერებადამოგვწერეთამისშესახებელექტრონულმისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენიფონდისსაბანკოანგარიშებია: GE15TB7194336080100003,
GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით შარმიაშვილი) ასევე
შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხისჩარიცხვაშესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელებისმეშვეობით, მოძებნეთჩვენიფონდისსახელიგანყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდისდამატებითივალდებულებებსადაუფლებებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

მხარდაჭერას ვგრძნობ და ვიცი, რომ მარტო არ ვარ. მთელი საქართველო ჩემ გვერდითაა!“

„სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. იხტიბარს არ ვიტეხდი, ვცდილობდი, ძლიერი გამოვჩენილიყავი, მაგრამ სულიერად ძალიან ვიტანჯებოდი.მეშინოდა… მეშინოდა, რომ მთელ სამყაროში მარტო ვიყავი. მაგრამ აი, პირველი სატელეფონო ზარი, მხარდაჭერის სიტყვები და დავითის გამოჯანმრთელების გულწრფელი სურვილები… მე მაშინ სიხარულისგან ავტირდი…“ გვიყვება ანი. 

 როგორც იცით, ჩემი მეუღლე მძიმედ არის ავად – უსაშინლესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად… სრულიად არაქმედუნარიანია, ვერ ლაპარაკობს, სიარული არ შეუძლია, ისიც კი არ ვიცი,საერთოდთუგვცნობს.

მაგრამ თქვენი და იმ სარეაბილიტაციო კურსის წყალობით, რომელიც თქვენ დაგვიფინანსეთ, ჩვენ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ! დავითს შეხედეთ! აქამდე გულგრილი გამოხედვა ჰქონდა, ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცები ესმის… ჩემში ახლა იმედი ცოცხლობს და ამ იმედს თქვენ უნდა გიმადლოდეთ. 

 დავითის წამლების, საფენების და საკვების ფული არ გვქონდა, არადა, მისი რაციონი აუცილებლად უნდა იყოს ხორცით გაჯერებული. ჩვენ არ შეგვეძლო, მისთვის ღირსეული არსებობის უზრუნველყოფა, მაგრამ თქვენ გადაგვარჩინეთ! ნება მომეცით, ჩაგეხუტოთ! აბა, სხვანაირად როგორ გამოვხატო უზომო სიყვარული თქვენსა და ყველა იმ წმინდა ადამიანების მიმართ, ვინც გამოგვეხმაურა? – წამოიძახა ახალგაზრდა ქალმა.

 მეგობრებო, დავითის სულისშემძვრელი ისტორია ჩვენ სულ ახლახან მოგიყევით პოსტში „მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/568-sharmiashvili/

 როდესაც საბრალო ანიმ დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მომართა, მას უკვე აღარ სჯეროდა სასწაულების. მის სასოწარკვეთილ გულში იმედის მხოლოდ პაწაწინა ნაპერწკალი ღვიოდა. იგი გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს დახმარებას. და აი, უფალმა შეისმინა საბრალო ქალის ვედრება და მას თქვენი თავი გაუგზავნა! ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა! თქვენ მათ იმედს და უკეთესი მომავლის რწმენას სჩუქნით! თითქმის იმედდაკარგული ანი ახლა კვლავ ენთუზიაზმით, მოტივაციით და იმედით არის სავსე! მას გულწრფელად სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა და ერთი სული აქვს, საყვარელი მეუღლე ფეხზე დააყენოს! და ეს იმედი მას თქვენ ჩაუსახეთ, მეგობრებო!

– ანი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ანი: ძალიან, ძალიან შეიცვალა! რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელსაც ჩვენი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია. 

ჩვენ კონდიციონერი გვაჩუქეს, რომელიც ასე აუცილებელი იყო ჩემი მეუღლისთვის ზაფხულის ცხელ დღეებში… მას ღია ჭრილობები ჰქონდა, სიცხე და ქინქლები კი ინფექციის შეჭრის საშიშროებას ზრდიდნენ… 

 სწორედ თქვენი წყალობით შევძელი ვერტიკალიზაციის აპარატის შეკვეთა, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. მის გარეშე, ჩემი მეუღლე ვერასდროს შეძლებდა სიარულს! ეს აპარატი 600 ლარი ღირს, ჩვენთვის კი ეს სრულიად წარმოუდგენელი თანხაა! 

 ასევე, საფენები და პროდუქტები დავითისთვის… ღმერთო, იმდენი რამ იყო, ჩამოთვლაც კი მიჭირს! მერე რამდენი ადამიანი გვირეკავდა, თანაგვიგრძნობდა?!

მაგრამ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ თქვენი ფონდის წყალობით, ჩემი საყვარელი მეუღლისთვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება მოვახერხეთ. ადრე ეს აუხდენელი ოცნება მეგონა, რადგან ფული საერთოდ არ გვქონდა, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს გვეუბნებოდა. არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. თქვენ მე უკეთესი მომავლის იმედი მაჩუქეთ, მე ხომ სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. დიახ, ვიცოდი, რომ დავითს ჰქონდა შანსი, მაგრამ ფინანსური სახსრები – არა. მე ფულს ვერსაიდან მოვიტანდი… 

როდესაც ჩემმა ნათესავებმა ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ მიამბეს, ჩემში იმედის სხივი აკიაფდა. ამ იმედით ვცხოვრობდი. და აი, ჩემი მოლოდინი გამართლდა! თქვენ ნამდვილად დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ იმაზე მეტად, ვიდრე ვინმე ოდესმე დაგვხმარებია! მზად ვარ უსასრულოდ ვიმეორო – „მადლობა!“ მადლობას გიხდით დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენნაირი ადამიანები საერთოდ არსებობენ! 

– ფონდის გარდა, კიდევ ვინ დაგეხმარათ? მათი სახელები ხომ არ გახსოვთ? 

ანი: უამრავი ადამიანი დაგვეხმარა! მოდიოდნენ, პროდუქტები, წამლები და საფენები მოჰქონდათ. 

ერთმა ქალბატონმა, ხათუნამ, უამრავი საფენი გამოგზავნა საბერძნეთიდან! წარმოგიდგენიათ? არა მხოლოდ საფენები, არამედ სპეციალური შამპუნები, ნაწოლების საწინააღმდეგო მალამო, საპონი და ბავშვებისთვის – შოკოლადი. მასთან ინტერნეტურთიერთობა დღემდე გვაქვს და ის მუდმივად ინტერესდება ჩემი მეუღლის მდგომარეობით.

იმ საავადმყოფოს ექიმმა, რომელშიც დავითი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა,განსაკუთრებული ყურადღება მოგვაქცია და აღდგომის დღესასწაულზე სადღაც 100 ლარის ღირებულების პროდუქტი მოგვიტანა! მე მისი ისეთი მადლიერი ვარ! არა მხოლოდ სურსათისთვის, არამედ სითბოსა და ყურადღებისთვის!

 აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთმა ქალბატონმა, რომელსაც სხვა არაფერი გააჩნდა, საკვები პროდუქტები მოგვიტანა, რომლებიც მას თავისი შვილებისთვის გადასცეს საბავშო ბაღში! წარმოგიდგენიათ? საკუთარ შვილებს წაართვა და ჩვენ მოგვცა! ჩემი დიდი პროტესტის მიუხედავად, მაინც დაგვიტოვა, მითხრა, მთელი გულით გაძლევთო. 

 უამრავი ზარი შემოვიდა! ბევრი რეკავდა, პროდუქტები მოჰქონდათ, უბრალოდ უარს ამბობდნენ სახელის გამჟღავნებაზე! არ შემიძლია არ აღვნიშნო „კრისტალბეთის“ თანამშრომლები, რომლებმაც პროდუქტების მთელი გროვა მოგვიტანეს! ჩემთვის ეს თანადგომა ისეთი მნიშვნელოვანი იყო! 

 სამწუხაროდ, სახელებს ვერ ჩამოვთვლი, იმდენად გაოგნებული ვიყავი, უბრალოდ ვერც კი დავიმახსოვრე. იმდენი ხალხი იყო! მე კი დამახსოვრების თავი არ მქონდა, თავბრუ მეხვეოდა მადლიერებისა და აღტაცებისაგან!

ადგილობრივიხელისუფლებაგამოეხმაურაჩვენსპოსტსრამით თუ დაგეხმარნენ?

ანი: დიახ, თქვენი პოსტის შემდეგ, მთავრობამ ყურადღება მოგვაქცია! მათ რეაბილიტაციის კურსი დაგვიფინანსეს, 8000 ლარის ოდენობით! საავადმყოფოშიც კი გვითხრეს, რომ ეს წარმოუდგენელი თანხაა. როგორც წესი, 5000 ლარამდე აფინანსებენ ხოლმე… დიდი მადლობა მათ! 

მაგრამ პირველ რიგში, მადლობა თქვენ, რადგან ჩვენ შესახებ სწორედ იმის გამო შეიტყო ხალხმა, რომ თქვენ არ დაგვტოვეთ უყურადღებოდ!

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ანი: როდესაც ხედავ, რომ ამდენ ადამიანს სურს შენი დახმარება, იჯერებ, რომ სასწაულები ხდება, გრძნობ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას. ამ ბრძოლის აღარ გეშინია, იმიტომ რომ იცი, ახლა მარტო აღარ ხარ. მადლობა უფალს, რომ თქვენთან გამომგზავნა! თითოეული ადამიანის უსაზღვროდ მადლიერი ვარ! ახლა არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ არსებობთ თქვენ, ფონდის მეგობრებო და თქვენთვის ჩვენი გასაჭირი სულ ერთი არ არის! მთელი საქართველო ფეხზე დადგა ჩვენს დასაცავად! 

როდესაც თქვენ მოგმართეთ, დავითს ჭამა მხოლოდ სპეციალური მილის დახმარებით შეეძლო, ახლა კი იმდენი მოვახერხეთ, რომ მილები მოხსნილია, სანაციის აპარატი აღარ სჭირდება და ის ნელა, მაგრამ თავდაჯერებით მიიწევს წინ! 

– გვიამბეთთქვენსემოციებზე… 

ანი: როდესაც პირველი ზარი შემოვიდა – ავტირდი… ავტირდი, იმიტომ რომ ჩემთვის ასეთ რთულ დროს საყრდენი, მხარდაჭერა ვიგრძენი… ეს ძალიან მაკლდა! ვტიროდი იმიტომ, რომ მივხვდი, რა მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩემ საქართველოში. მართალია, ქართველები არც ისე მდიდრულად ვცხოვრობთ, მაგრამ სამაგიეროდ, როგორი დიდი, უფლისადმი გახსნილი გულები გვაქვს! ჩემ გვერდით ჩემი ხალხი დგას, რომლებიც მზად არიან, გაჭირვებულს პურის უკანასკნელი ნაჭერი უწილადონ! 

და კიდევ… ყოველ ჯერზე, გაოცებული ვიყავი, როდესაც თქვენს თანამშრომელს მორიგი ნივთი მოჰქონდა. თვალებს ვერ ვუჯერებდი! ყველაფერი დავითისთვის მოჰქონდათ, მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა ჩემთვის ყველაზე მთავარია. მეც ისე მიხაროდა, რომ ხალხი ჩემი მეუღლის, ჩვენი უბედურების მიმართ გულგრილი არ დარჩა! ბავშვებზეც არ შემიძლია, გავჩუმდე – ისინი ისეთი ბედნიერები დარბოდნენ. ვერტიკალიზაციის აპარატი რომ დაინახეს, ანდრიამ (4 წლის) დაიყვირა: „მამა, მამა, ნახე, როგორი მაგარი რაღაც მოგიტანეს!“

ანდრია (4 წლის): დიახ, ეგრეა! ახლა მამა ისევ ისწავლის სიარულს! იცით, დეიდა, ის საუკეთესო მამაა მსოფლიოში! მასთან თამაში ისეთი სახალისო იყო… ახლა მას არც სიარული შეუძლია, არც საუბარი, მე ის ისე მენატრება! თქვენ ხომ არ იცით, ისევ ისეთი როდის გახდება?

– მალე, ჩემო კარგო, ძალიან მალე! ამაში დარწმუნებული ვარ, აი, ნახე! ანი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ… 

ანი: პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ძალიან მერიდება კიდევ რამის თხოვნა თანამემამულეებისთვის, მაგრამ დახმარება ჩვენ მუდმივად გვჭირდება: წამლები, საფენები, სპეციალური კვება დავითისთვის… ვისაც როგორ შეუძლია, ჩვენ ყველაფერი გაგვიხარდება! დავითი 4 სხვადასხვა დასახელების წამალს სვავს და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცილების შემცველი საკვების მიღება. მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარებით არის შესაძლებელი, რომ ჩემი მეუღლე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს… მე მჯერა, რომ ამაში მთელი საქართველო შეიტანს წვლილს, იმიტომ რომ ჩვენ, ქართველები, ახლობელს გასაჭირში არასოდეს მივატოვებთ! ეს ჩვენ სისხლში გვაქვს! 

—— 

მეგობრებო, უდიდესი მადლობა, რომ ეს საბრალო ქალი გასაჭირში არ მიატოვეთ. ის საყვარელი მეუღლის ჯანმრთელობისთვის იბრძვის და წამითაც კი არ წყვეტს ფიქრს მის კეთილდღეობაზე. ეს ჭეშმარიტად ქართველი ქალი პატივისცემას იმსახურებს! და თქვენ ეს პატივისცემა გამოავლინეთ! მაგრამ გვახსოვდეს, რომ ერთჯერადი დახმარება მათ ცხოვრებას ვერ შეცვლის. დავითს მუდმივად ესაჭიროება საფენები, წამლები და რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის კურსები. იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ, ეს მოსიყვარულე მამა და მეუღლე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნოთ! ბავშვები ხომ მოუთმენლად ელიან, როდის გასცემს მათ მამა პასუხს… ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ოჯახის დახმარებას! 

მათი მისამართია: თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა 81. ტელ.: 577 32 23 74

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ.

ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: შარმიაშვილების ოჯახი

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/568-sharmiashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 23
მედიკამენტები
241.59₾
2020 ივნ 15
ტრენაჟორი
600.00₾
2020 ივნ 15
კონდიციონერი
700.00₾
2020 ივნ 15
პროდუქტები
265.65₾
2020 ივლ 02
მედიკამენტები
302.62₾
2020 ივლ 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
2060.00₾
2020 ივლ 14
მედიკამენტები
257.73₾
2020 ივლ 20
რეაბილიტაციის კურსი
3579.00₾
2020 ივლ 20
საწოლი სტაჟაძეს
480.00₾
2020 ივლ 20
საყოფაცხოვრებო ტექნიკა სტაჟაძეს
180.00₾
2020 ივლ 20
პლანშეტი თაბახმელაშვილებისთვის
580.00₾
2020 ივლ 20
პროდუქტები თაბახმელაშვილისთვის
199.71₾
2020 ივლ 23
პროდუქტები
254.01₾
2020 ივლ 23
მედიკამენტები
253.40₾
2020 აგვ 14
მედიკამენტები
290.84₾
2020 აგვ 21
პროდუქტები
146.49₾
2020 სექ 15
მედიკამენტები
147.70₾
2020 დეკ 01
მედიკამენტები
136.80₾
2020 დეკ 01
მედიკამენტები
198.38₾

სულ ხარჯები:

10873.92₾

დატოვა:

0.04₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
სს 'სილქნეტი
29.11.2020 20:00:00
₾369.00
კეთილი გული
27.11.2020 15:20:01
₾50.00
კეთილი გული
27.11.2020 15:02:20
₾50.00
მანანა ოსეფაიშვილი
13.09.2020 20:00:00
₾1.00
Shamil Nemsadze
13.09.2020 20:00:00
₾10.00
თამარი თუთარაშვილი
13.09.2020 20:00:00
₾1.00
ხატია აფრიდონიძე-მარგველაშვილი
13.09.2020 20:00:00
₾5.00
ლიჩელი დავით
08.09.2020 20:00:00
₾5.00
ქრისტესიაშვილი ელენე
06.09.2020 20:00:00
₾5.00
გიორგი ჯაჯანიძე
06.09.2020 20:00:00
₾5.00
ანდრო ათოშვილი
04.09.2020 20:00:00
₾15.00
კეთილი გული
04.09.2020 06:35:44
₾20.00
ქებურია კახაბერ
03.09.2020 20:00:00
₾7.00
ქებურია კახაბერ
03.09.2020 20:00:00
₾7.00
დავით კანკავა
02.09.2020 20:00:00
₾10.00
მარიამ მღებრიშვილი
02.09.2020 20:00:00
₾5.00
ბედუკაძე ლაშა
04.08.2020 20:00:00
₾10.00
ჩაჩუა თამთა
29.07.2020 20:00:00
₾3.00
კეთილი გული
17.07.2020 16:14:21
₾100.00
კეთილი გული
16.07.2020 09:29:44
₾10.00

შემოწირულია:

₾10,873.96

674 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10,873.96

674 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება